AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა პედიატრს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (102 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თემა დახურულია

შეკითხვა პედიატრს III ნაწილი

#761 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 31 October 2012 - 10:08 AM

მოგესალმებით, ძვირფასო ფორუმელებო!

გაცნობებთ, რომ ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახური წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, აწარმოებს სეზონური გრიპის საწინაღმდეგო ვაქცინაციას. შეგახსენებთ, სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს შორის გრიპი ხასიათდება ყველაზე მეტი და სერიოზული გართულებით.სწორედ ამიტომ ყოველწლიურად რეკომენდებულია ვაქცინაციის ჩატარება. ვაქცინა წინასწარ გახლავთ პროგნოზირებული, ანუ მისი შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება იმის მიხედვით, თუ გრიპის რომელი ვირუსი იქნება დაავადების გამომწვევი მოცემულ წელს.ვაქცინაცია ტარდება 6 თვის ასაკიდან.ინფორმაციისათვის მოგვმართეთ კლინიკის ტელეფონებზე -2 39 98 88; 2 39 15 01 ან მოგვწერეთ ფორუმზე.

0

#762 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 31 October 2012 - 10:09 AM

ქალბატონო თამარ 3.5 წლის ბავშვს აქვს 39 სიცხეები უკვე მეოთხე დღეა, არ ახველებს,აქვს სურდო და ცხვირით სუნთქვა უჭირს, ყელი არ აქვს წითელი, გუშინ ცოტა შეუწითლდა ყელი ,თუმცა პირით სუნთქვას ვბრალებ, დამწევებს ვაძლევს და ძნელად ექვემდებარება სიცხე დაწევას, ვმკურნალობ ანტიბიოტიკებით ზინატი 250 მგ 2 ჯერ დღეში, ცხვირში ვაწვეთებ და ყელშიც ვასხურებ

ერთი კითხვა მაქვს, ვიცი ასე შორიდან ძნელია მაგრამ თქვენი აზრით ეს ინფექცია ვირუსული იქნება?? არ მინდოდა ანტიბიოტიკების მიცემა, მაგრამ სიცხე რომ არ უწევს შემეშინდა და დავუწყე გუშინ მიცემა
0

#763 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 31 October 2012 - 10:13 AM

გამოხმაურების ნახვაtikusha, on 31 October 2012 - 10:09 AM, said:

ქალბატონო თამარ 3.5 წლის ბავშვს აქვს 39 სიცხეები უკვე მეოთხე დღეა, არ ახველებს,აქვს სურდო და ცხვირით სუნთქვა უჭირს, ყელი არ აქვს წითელი, გუშინ ცოტა შეუწითლდა ყელი ,თუმცა პირით სუნთქვას ვბრალებ, დამწევებს ვაძლევს და ძნელად ექვემდებარება სიცხე დაწევას, ვმკურნალობ ანტიბიოტიკებით ზინატი 250 მგ 2 ჯერ დღეში, ცხვირში ვაწვეთებ და ყელშიც ვასხურებ

ერთი კითხვა მაქვს, ვიცი ასე შორიდან ძნელია მაგრამ თქვენი აზრით ეს ინფექცია ვირუსული იქნება?? არ მინდოდა ანტიბიოტიკების მიცემა, მაგრამ სიცხე რომ არ უწევს შემეშინდა და დავუწყე გუშინ მიცემა

გამარჯობა. ალბათ ხვდებით, პაციენტის გასინჯვის გარეშე შეუძლებელია დისტანციურად დაავადების დიაგნოცირება, ვირუსული ინფექციისათვის მაღალი ცხელება დამახაისიათებელია და ის შესაძლოა გაგრძელდეს 5 დღემდეც. ანტიბიოტიკის დანიშვნა რეკომენდებულია მაშინ, თუ სახეზეა ბაქტერიული ინფექციის ნიშნები, რასაც ექიმი გადაწყვეტს ბავშვის გასინჯვისას, საჭიროებისას კი აუცილებელი კვლევის ჩატარებისას.თვითნებურად ანტიბიოტიკის მიცემა რეკომენდებული არ გახლავთ, რადგან მას საკმაოდ ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს.
0

#764 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 31 October 2012 - 10:16 AM

ბაქტერიულ ინფექციის ნიშნებში რა იგულისხმება გთხოვთ ამიხსნათ?
0

#765 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 31 October 2012 - 10:21 AM

გამოხმაურების ნახვაtikusha, on 31 October 2012 - 10:16 AM, said:

ბაქტერიულ ინფექციის ნიშნებში რა იგულისხმება გთხოვთ ამიხსნათ?

ბაქტერიულ ინფექციის ნიშნებს ექიმი გასინჯვისას ადგენს.ასე,რომ მიმართეთ ექიმს.
0

#766 მომხმარებელი გასულია   ABC ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 02-November 12

დაწერილია 02 November 2012 - 07:51 PM

გამარჯობათ ქალბატონო თამარ, მყავს 3 კვირის ვაჟი დაიბადა 3.800 სამშობიაროდან გამოვედით 3.600 მყავს ბუნებრივ კვებაზე ერთი კვირის წინ ვიყავით პედიატრთან და მხოლოდ 100გრამია მომატებული კვების დროს იწყებს ტირილს და არ იგებს რძეს მხოლოდ გამთენიისას იკვებება კარგად პედიატრმა დამატებითი დაუნიშნა მაგრამ მხოლოდ ერთხელ მიიღო 5გრამი. კუჭის მოქმედება აქ დღეში 2-3ჯერ, როგორ მოვიქცე გთხოვთ მირჩიოთ. გმადლობთ
0

#767 მომხმარებელი გასულია   marambo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 18
  • შემოგვიერთდა: 24-February 12

დაწერილია 02 November 2012 - 11:12 PM

გამარჯობათ ქ-ბნ თამარ.ომეგა3-ს ვაძლევ პატარებს მყავს 3 და 4 წლის ბავშვები და ერთ კაპსულას ვაძლევ და რამდენად სწორად ვიქცევი?თევზს არ ჭამენ და მინდა შეუწყვეტლივ მივცე და რას მირჩევთ?და კიდევ ჩემს ბიჭს 4წლის არის უყვარს ძალიან თაფლიანი პური რაც არ უნდა ჭამოს თითქმის აყოლებს ყველაფერს.და ზედმეტი თაფლი საზიანო ხომ არ არის?2-3 კოვზი გამოდის დღეში დიდი მადლობა და მიპასუხეთ გთხოვთ...
0

#768 მომხმარებელი გასულია   deizi ხატულა

  • სუპერ ფორუმელი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 780
  • შემოგვიერთდა: 31-October 11

დაწერილია 03 November 2012 - 03:13 PM

ქალბატონო თამარ,ვცხოვრობ ქუთაისში აქ ვის მივმართო ვაქციაციასთან დაკავშირებით და რა ღირს? მადლობა
დადებული სურათი
დადებული სურათი
0

#769 მომხმარებელი გასულია   deizi ხატულა

  • სუპერ ფორუმელი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 780
  • შემოგვიერთდა: 31-October 11

დაწერილია 03 November 2012 - 03:18 PM

ქალბატონო თამარ კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს და გთხოვთ მიპასუხოთ.ბოდიში რომ გაწუხებთ...მყავს 6 თვის და 8 დღის გოგონა....6 თვემდე მხოლოდ ძუძუზე მყავდა..ეხლა ჩვენმა პედეატრმა დაგვიმატა მხოლოდ ბოსტნეულის სუპ-პიურე (უცხიმოდ) 50-100 გრამამდე ძLივს ჭამს...ძირითადად მაინც ძუძუზეა....ჩემი ახლობლის ბავშვები კი ხაჭოს და პეჩენიასაც ჭამენ...ხომ შეიძლება მეც ვაჭამო ხაჭო? და როგორი უნდა იყოს? უცხიმო თU ჩვეულებრივი? რამდენი გრამის მიცემა შეიძლება?
დადებული სურათი
დადებული სურათი
0

#770 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 04 November 2012 - 05:40 PM

გამოხმაურების ნახვაmarambo, on 02 November 2012 - 11:12 PM, said:

გამარჯობათ ქ-ბნ თამარ.ომეგა3-ს ვაძლევ პატარებს მყავს 3 და 4 წლის ბავშვები და ერთ კაპსულას ვაძლევ და რამდენად სწორად ვიქცევი?თევზს არ ჭამენ და მინდა შეუწყვეტლივ მივცე და რას მირჩევთ?და კიდევ ჩემს ბიჭს 4წლის არის უყვარს ძალიან თაფლიანი პური რაც არ უნდა ჭამოს თითქმის აყოლებს ყველაფერს.და ზედმეტი თაფლი საზიანო ხომ არ არის?2-3 კოვზი გამოდის დღეში დიდი მადლობა და მიპასუხეთ გთხოვთ...

გამარჯობა. ომეგა-3-ის დოზაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან არ ვიცი, კონკრეტულად რომელ პრეპერატს იღებთ, ამ შეკითხვით იმავე ექიმს მიმართეთ, ვინც ის დაგინიშნათ.რაც შეეება თაფლს, 2-3 კოვზი ნორმალური რაოდენობაა.
0

#771 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 04 November 2012 - 05:41 PM

გამოხმაურების ნახვაdeizi, on 03 November 2012 - 03:18 PM, said:

ქალბატონო თამარ კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს და გთხოვთ მიპასუხოთ.ბოდიში რომ გაწუხებთ...მყავს 6 თვის და 8 დღის გოგონა....6 თვემდე მხოლოდ ძუძუზე მყავდა..ეხლა ჩვენმა პედეატრმა დაგვიმატა მხოლოდ ბოსტნეულის სუპ-პიურე (უცხიმოდ) 50-100 გრამამდე ძLივს ჭამს...ძირითადად მაინც ძუძუზეა....ჩემი ახლობლის ბავშვები კი ხაჭოს და პეჩენიასაც ჭამენ...ხომ შეიძლება მეც ვაჭამო ხაჭო? და როგორი უნდა იყოს? უცხიმო თU ჩვეულებრივი? რამდენი გრამის მიცემა შეიძლება?

6 თვის ასაკში პატარას ენიშნება ბოსტნეულის პიურე, ხაჭო ნაადრევია.ასე, რომ მიჰყევით თქვენი ექიმის დანიშნულებას. დაამატეთ 5 მლ ცხიმი (ზეთი ან ნაღების კარაქი.
0

#772 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 04 November 2012 - 05:44 PM

გამოხმაურების ნახვაdeizi, on 03 November 2012 - 03:13 PM, said:

ქალბატონო თამარ,ვცხოვრობ ქუთაისში აქ ვის მივმართო ვაქციაციასთან დაკავშირებით და რა ღირს? მადლობა

სჯობს თქვენი უბნის ექიმს მიმართოთ ამ კითხვით, გეგმური ვაქცინაციის Cატარების, გრაფიკის და ა.შ. საკითხებზე სწორედ ის გიპასუხებთ. გეგმური ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამით პოლიკლინიკებში ტარდება.
0

#773 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 04 November 2012 - 05:48 PM

გამოხმაურების ნახვაABC, on 02 November 2012 - 07:51 PM, said:

გამარჯობათ ქალბატონო თამარ, მყავს 3 კვირის ვაჟი დაიბადა 3.800 სამშობიაროდან გამოვედით 3.600 მყავს ბუნებრივ კვებაზე ერთი კვირის წინ ვიყავით პედიატრთან და მხოლოდ 100გრამია მომატებული კვების დროს იწყებს ტირილს და არ იგებს რძეს მხოლოდ გამთენიისას იკვებება კარგად პედიატრმა დამატებითი დაუნიშნა მაგრამ მხოლოდ ერთხელ მიიღო 5გრამი. კუჭის მოქმედება აქ დღეში 2-3ჯერ, როგორ მოვიქცე გთხოვთ მირჩიოთ. გმადლობთ

გამარჯობა. მინიმალური ნამატი ამ ასაკში კვირაში 125-150 გრ-ია. რძის უკმარისობის ნიშნებია: წონის მატების შეფერხება, შარდვის შემცირება (ნაკლები, ვიდრე 6-8-ჯერ), შეკრულობა და არარეგულარული ნაწლავთა მოქმედება, კვების შემდეგ დაუკმაყოფილებლობა, ტირილი. თუ ყველა ეს ნიშანი სახეზეა, პატარას არ ჰყოფნის რძე.შეეცადეთ, ხშირად მისცეთ ძუძუ, ასე თქვენ გაზრდით რძის გამომუშავებას. დაწვრილებითი კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მობრძანდეთ კლინიკაში. კომფორტისათვის სჯობს წინასწარი ჩაწერა ტელეფონით - 2 39 15 01; 2 39 98 88;
0

#774 მომხმარებელი გასულია   tikucha ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 190
  • შემოგვიერთდა: 06-July 11

დაწერილია 04 November 2012 - 10:53 PM

საღამომშვიდობის ქალბატონო თამარ,ჩემი პატარა ერთი თვის და ერთი კვირისაა დაბადებიდან ძუძუზეა მარტო კუჭის მოქმედება აქვს ყოველდღე ოღონდ გადის თხლად.რამდენად ნორმალურია და რამე წამალი ხომ არაა საჭირო.მე ცხიმიდან ვიღებ მხოლოდ კარაქს ჩაისთან
0

#775 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 05 November 2012 - 09:31 AM

გამოხმაურების ნახვაtikucha, on 04 November 2012 - 10:53 PM, said:

საღამომშვიდობის ქალბატონო თამარ,ჩემი პატარა ერთი თვის და ერთი კვირისაა დაბადებიდან ძუძუზეა მარტო კუჭის მოქმედება აქვს ყოველდღე ოღონდ გადის თხლად.რამდენად ნორმალურია და რამე წამალი ხომ არაა საჭირო.მე ცხიმიდან ვიღებ მხოლოდ კარაქს ჩაისთან

გამარჯობა.ამ ასაკის ბავშვისათვის ეს ნორმაა.
0

#776 მომხმარებელი გასულია   anoano ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 17
  • შემოგვიერთდა: 09-June 10

დაწერილია 05 November 2012 - 10:16 PM

გამარჯობათ ქალბატონო თამარ ჩემი გოგონა 10 დღეში 4 თვის ხდება, აქამდე ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ახლა რძე აღარ მაქვს და იძულებული ვარ ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანო მაგრამ დავდექით ერთი დიდი პრობლემის წინაშე, სოსკას არ იდებს პირში, დღეს მაგალითად 60 გრამის მეტი არ უჭამია მთელი დღის განმავლობაში ისიც ძალით შევაჭამეთ. როგორ მოვიქცე უკვე აღარ ვიცი, იქნებ რამე მირჩიოთ.
0

#777 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 06 November 2012 - 09:49 AM

გამოხმაურების ნახვაanoano, on 05 November 2012 - 10:16 PM, said:

გამარჯობათ ქალბატონო თამარ ჩემი გოგონა 10 დღეში 4 თვის ხდება, აქამდე ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ახლა რძე აღარ მაქვს და იძულებული ვარ ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანო მაგრამ დავდექით ერთი დიდი პრობლემის წინაშე, სოსკას არ იდებს პირში, დღეს მაგალითად 60 გრამის მეტი არ უჭამია მთელი დღის განმავლობაში ისიც ძალით შევაჭამეთ. როგორ მოვიქცე უკვე აღარ ვიცი, იქნებ რამე მირჩიოთ.

გამარჯობა.ძუძუთი კვების ჩვილს ხშირად არ მოსწონს საწოვარი, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ჭიქა ჩვილებისათვის, რომელსაც აქვს სატუჩარი, იკითხეთ აფთიაქში.
0

#778 მომხმარებელი გასულია   duff ხატულა

  • სუპერ ფორუმელი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4,304
  • შემოგვიერთდა: 05-July 11

დაწერილია 07 November 2012 - 03:07 PM

ჩემი გოგონა თვენახევრისაა, არის ხელოვნურ კვებაზე ჭამდა ჰიპის, ალერგიის გამო 3დღეა გადავედის ჰიპის ჰიპოალერგიულზე. ბოდიშით და განავალი გახდა მომწვანო ფერის, დღეს შევნიშნე რომ განავას აქვს ცოტაოდენი მომწვანო ლორწო, თითქოს განავალი უფრო მეტად თხელიცაა ვიდრე მანამდე. მაინტერესებს რისი ბრალია ლორწო და არის თუ არა განავლის ასეთი შეფერილობა საშიში
დადებული სურათი

დადებული სურათი
0

#779 Guest_Tamar Obgaidze_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 07 November 2012 - 03:26 PM

გამოხმაურების ნახვაduff, on 07 November 2012 - 03:07 PM, said:

ჩემი გოგონა თვენახევრისაა, არის ხელოვნურ კვებაზე ჭამდა ჰიპის, ალერგიის გამო 3დღეა გადავედის ჰიპის ჰიპოალერგიულზე. ბოდიშით და განავალი გახდა მომწვანო ფერის, დღეს შევნიშნე რომ განავას აქვს ცოტაოდენი მომწვანო ლორწო, თითქოს განავალი უფრო მეტად თხელიცაა ვიდრე მანამდე. მაინტერესებს რისი ბრალია ლორწო და არის თუ არა განავლის ასეთი შეფერილობა საშიში

გამარჯობა. ჰიპოალერგიული ფორმულები ცილის მარალი ჰიდროლიზით (დაშლით)ხასიათდებიან, ამიტომ მათი მიცემისას განავლის ფერი და სუნი იცვლება და ეს ნორმალურია.
0

#780 მომხმარებელი გასულია   bastikuna ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 437
  • შემოგვიერთდა: 01-October 10

დაწერილია 07 November 2012 - 04:37 PM

გამარჯობათ ექიმო.ჩემი პატარა 3 კვირისაა,მყავს ხელოვნურ კვებაზე(ჰიპს ვაჭმევ)მაინტერესებს როდიდან შემიძლია მივცე წყალი,ან ჰიპის ჩაი?
0

  • (102 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თემა დახურულია

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი