AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: ჯანმრთელობის და სიცოხლის დაზღვევა ფიზიკურ პირებს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (4 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

ჯანმრთელობის და სიცოხლის დაზღვევა ფიზიკურ პირებს იხილეთ პროგრამით გათვალისწინებული პირობები

#1 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 25 March 2010 - 09:44 AM

"სადაზღვევო კომპანია ალფა" სთავაზობს ჯანმრთელობის და სიცოხლის დაზღვევას ფიზიკურ პირებს:


სადაზღვევო პროგრამის მაღალი ხარისხი, კვალიფიციური სამედიცინო სერვისი, ოპტიმალური ფასი და მოქნილი სატარიფო სისტემა, საშუალებას მოგცემთ იზრუნოთ თქვენი კომპანიის თანამშრომელთა წარმატებულ და ჯანსაღ მომავალზე, იგრძნოთ თავი დაცულად მნიშვნელოვანი კორპორატიული გადაწყვეტილებების მიღებისას და არ დააყენოთ საფრთხის ქვეშ თქვენი ორგანიზაცია.

სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული პირობები:

საინფორმაციო სამსახური:
• 24 საათიან სატელეფონო-საინფორმაციო კონსულტაციას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მიმდინარე სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის ან პრობლემის წარმოქმნისას;
• სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
• სრული და ოპერატიული ინფორმაცია სამედიცინო პროვაიდერების, მიმდინარე დაზღვევის პროგრამების შესახებ;
ტელეფონი: (8 22) 640 640

ოჯახის/პირადი ექიმის მომსახურება:
• თითოეულ დაზღვეულზე ავადმყოფობის ანკეტა-ისტორიის შექმნა;
• პირადი ექიმის კონსულტაციები;
• საჭიროების შემთხვევაში ექიმის ვიზიტი ბინაზე;
• დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი, ჩასატარებელი გამოკვლევების, მკურნალობის ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი;
• სამედიცინო რეკომენდაციები ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის;
• საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტების კონსულტაციისა და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისი მიმართვის მიცემა, მედიკამენტების შესაძენად რეცეპტის გამოწერა.

სასწრაფო სამედიცინო მომსახურება:
• სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გამოძახების ხარჯების ანაზღაურება 100%-ით
• სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ბინაზე აღმოჩენა, დაზღვეულის შემთხვევის ადგილიდან შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში (საქართველოს ფარგლებში) ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახების მიზნით, დაზღვეული ან სხვა დაინტერესებული პირი აკეთებს შეტყობინებას სადაზღვევო პოლისში მითითებულ საინფორმაციო ცენტრის ნომერზე, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს დაზღვეულის სამედიცინო დახმარების ორგანიზებას.

პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება:
წელიწადში ერთხელ ავერსის კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის პროფილაქტიკურ, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ შემოწმებას (ოჯახის ექიმის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა, შარდის საერთო ანალიზი, ელექტროკარდიოგრაფია);

ავერსის კლინიკის ფილიალები:
ქ.თბილისი: ვაჟა ფშაველას ქ. №27ბ;
ბოგდან/ხმელნიცკის ქ. №155/ა
თემქის დასახლება, 3 მ/რ, 3 კვარტალი, კორპუსი №43
რუსთავის გზატკეცილი 19, კორპუსი №2
ქ. მარნეული: 26 მაისის ქუჩა
ქ.რუსთავი: მესხიშვილის ქუჩა
ქ. ლანჩხუთი: ჟორდანიას ქ. N130
ქ. გორი: ცხინვალის გზატკ. №12

ამბულატორიული მომსახურება:
სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების კონსულტაციის, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევების, ამბულატორიულად ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების ხარჯების ანაზღაურება.

ჰოსპიტალური მომსახურება:
გეგმიური ან გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე (გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისას შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ შეტყობინება უნდა მოხდეს მომსახურების დაწყებიდან არანაკლებ 48 საათისა).

ორსულობა/მშობიარობის მომსახურება:
ორსულობასთან დაკავშირებული გამოკვლევებისა და მკურნალობის, მშობიარობის ხარჯების ანაზღაურებას წლიური სადაზღვევო ლიმიტის გათვალისწინებით 10 დღის ვადაში.

მედიკამენტების ანაზღაურება:
ავერსის კლინიკის ოჯახის ექიმის ან სპეციალისტის (ავერსის კლინიკის ოჯახის ექიმის მიერ მიმართული) მიერ დანიშნული მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება წლიური ამბულატორიული ლიმიტის და თანაგადახდის გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა დაზღვეულს დაენიშნა სხვა ექიმი-კონსულტანტის მიერ, სავალდებულოა, დაზღვეულმა დანიშნულება წარუდგინოს ოჯახის ექიმს, რის მიხედვითაც ოჯახის ექიმი გამოუწერს დაზღვეულს "ავერსში" წარსადგენ რეცეპტს, და შესაბამისად დაზღვეული გადაიხდის მხოლოდ თანაგადახდით გათვალისწინებულ თანხას წლიური ლიმიტის გათვალისწინებით.

გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება:
კბილის მწვავე ტკივილის მოხსნა, კბილის ექსტრაქცია, როგორც ავერსის კლინიკაში, ასევე ავერსის კლინიკის გარეთ შესაბამისი სადაზღვევო ლიმიტისა და თანაგადახდის ფარგლებში.

გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება:
ავერსის კლინიკის ბაზაზე შემდეგი მომსახურებების ხარჯების ანაზღაურებას: კბილის დაბჯენა, მარტივი და გართულებული კარიესის მკურნალობა, პარადონტოზისა და ლორწოვანი გარსის დაავადების მკურნალობა, რენტგენოგრაფია.

სიცოცხლის დაზღვევა _ ითვალიწინებს:
65 წელს ქვემოთ დაზღვეულის უბედური შემთხვევით ან ნებისმიერი ბუნებრივი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრ(ებ)ისათვის (მოსარგებელთათვის) ფიქსირებული თანხის ანაზღაურებას.

ფიზიოთერაპია, ჰიდროთერაპია, მასაჟი, ფიტნესი, (ავერსის კლინიკა) ფასდაკლება:
25%-იან ფასდაკლება სხვადასხვა მომსახურებასა და პროცედურებზე: ფიზიოთერაპია, ჰიდროთერაპია, მასაჟი, ფიტნესი და ა.შ.

სამომავლო გეგმები:
"სადაზღვევო კომპანია ალფა" თავის დაზღვეულებს მუდამ შესთავაზებს სიახლეებს და დიდ სასიამოვნო სურპრიზებს.

დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად!
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


http://www.facebook.com/Aversi
0

#2 მომხმარებელი გასულია   Nanusia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 10-April 10

დაწერილია 10 April 2010 - 01:38 PM

შემიძლია თუ არა ორსულმა გავიკეთო ავერსის დაზღვევა (მშობიარობას რომ ანაზღაურებს ისეთი, ცხადია) და რა დაჯდება ეს პაკეტი მიახლოებით?
2

#3 მომხმარებელი გასულია   Tamar Butsashvili ხატულა

  • Insurance Company
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 April 2010 - 02:23 PM

ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი ამ ეტაპზე არ გვაქვს,რაც შეეხება კორპორატიული დაზღვევის ფარგლებში ორსულობის და მშობიარობის მოდულის გათვალისწინებას მოცდის პერიოდის გარეშე, წარმოადგენს მოლაპარაკების საგანს ჯანმრთელობის დაზღვევით დაინტერესებულ კონკრეტულ იურიდიულ პირთან.
დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად!
0

#4 მომხმარებელი გასულია   lalka ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 7
  • შემოგვიერთდა: 17-June 10
  • მდებარეობაbatumi

დაწერილია 17 June 2010 - 02:35 PM

სად უნდა მივიდე რო დავეზღვიო ? რა საბუთები უნდა ვიქონიო ? ბათუმში რო არაა ავერსის კლინიკა :(
0

#5 მომხმარებელი გასულია   dadu ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 17-June 10

დაწერილია 17 June 2010 - 06:25 PM

გამარჯობა, მყავს 4 თვის პატარა და მინდა დავაზღვიო ალფაში, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, შედის თუ არა 10 ლარიან დაზღვევაში პედიატრის მომსახურება ულიმიტოდ და რა პრივილეგიებით ვისარგებლებ?
დიდი მადლობა
0

#6 მომხმარებელი გასულია   Eliso Verulashvili ხატულა

  • Insurance Company
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 29
  • შემოგვიერთდა: 10-June 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 June 2010 - 02:26 PM

გამოხმაურების ნახვაdadu, on 17 June 2010 - 06:25 PM, said:

გამარჯობა, მყავს 4 თვის პატარა და მინდა დავაზღვიო ალფაში, თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, შედის თუ არა 10 ლარიან დაზღვევაში პედიატრის მომსახურება ულიმიტოდ და რა პრივილეგიებით ვისარგებლებ?
დიდი მადლობა

გამარჯობათ,
მინდა გაცნობოთ, რომ რათქმაუნდა თვენ შეგიძლიათ თქვენი პატარა დააზღვიოთ ,,სადაზღვევო კომპანია ალფაში“ ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევით, რომლის ნებისმიერი პაკეტი (10, 15 და 25 ლარიანი) ითვალისწინებს პედიატრის ულიმიტო მომსახურებას, რომელიც გაიგივებულია ოჯახის პირადი ექიმის მომსახურებასთან. ამასთან, თქვენ შეგეძლებათ თქვენი პატარისათვის (საჭიროების შემთხვევაში) შეიძინოთ პედიატრის მიერ გამოწერილი ძირითადი მედიკამენტები.
დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად!
1

#7 მომხმარებელი გასულია   Eliso Verulashvili ხატულა

  • Insurance Company
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 29
  • შემოგვიერთდა: 10-June 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 June 2010 - 02:27 PM

გამოხმაურების ნახვაlalka, on 17 June 2010 - 02:35 PM, said:

სად უნდა მივიდე რო დავეზღვიო ? რა საბუთები უნდა ვიქონიო ? ბათუმში რო არაა ავერსის კლინიკა :(

ზემოაღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში მოსახლეობამ შეძლოს სადაზღვევო კომპანია ალფასა და ავერსის ერთობლივი პროგრამის ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის მომსახურების მიღება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
რაც შეეხება დაზღვევისათვის საჭირო საბუთებს, თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ პირადობის მოწმობის წარმოდგენა.
დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად!
1

#8 მომხმარებელი გასულია   babi ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 78
  • შემოგვიერთდა: 21-April 10

დაწერილია 24 June 2010 - 01:46 PM

გამარჯობა,

გთხოვთ მიპასუხოთ, იმ შემთხვევაში თუ ალფაში დავაზღვევ ჩემს შვილს, შემეძლება თუ არა პედიატრის მომსახურებით ვისარგებლო ავერსის კლინიკის ფილიალში თუ ცენტრალური კლინიკაში უნდა ვიარო?
მაინტერესებს ავერსისის კლინიკის ფილიალში თუ მუშაობენ ბავშვთა სტომატოლოგები?

დიდი მადლობა
0

#9 მომხმარებელი გასულია   Eliso Verulashvili ხატულა

  • Insurance Company
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 29
  • შემოგვიერთდა: 10-June 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 24 June 2010 - 06:05 PM

გამოხმაურების ნახვაbabi, on 24 June 2010 - 01:46 PM, said:

გამარჯობა,

გთხოვთ მიპასუხოთ, იმ შემთხვევაში თუ ალფაში დავაზღვევ ჩემს შვილს, შემეძლება თუ არა პედიატრის მომსახურებით ვისარგებლო ავერსის კლინიკის ფილიალში თუ ცენტრალური კლინიკაში უნდა ვიარო?
მაინტერესებს ავერსისის კლინიკის ფილიალში თუ მუშაობენ ბავშვთა სტომატოლოგები?

დიდი მადლობა

გამარჯობათ ბაბი,

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააზღვევთ თქვენს შვილს სადაზღვევო კომპანია ალფაში შეგეძლებათ ისარგებლოთ პედიატრის მომსახურებით როგორც ავერსის ცენტრალურ კლინიკაში, ასევე მის ფილიალებშიც.
რაც შეეხება სტომატოლოგიურ მომსახურებას, მისი მიღება შეგიძლიათ მხოლოდ ავერსის კლინიკის ცენტრალურ ფილიალში.
დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად!
0

#10 მომხმარებელი გასულია   rusudani ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 13-September 10

დაწერილია 13 September 2010 - 11:44 PM

გამარჯობათ.მეუღლე თავდაცვის სამინისტროშიმუშაობს და ვართ ალფაში დაზღვეულები.მყავს 5 თვის პატარა რომელსაც ესაჭიროება კომპიუტერული ტომოგრაფია, მაინტერესებს კეთდება თუ არა ეს ავერსის კლინიკაში და დაგვიზღვევს თუ არა ამას ალფა. წინასწარ დიდი მადლობა.
0

#11 მომხმარებელი გასულია   Eliso Verulashvili ხატულა

  • Insurance Company
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 29
  • შემოგვიერთდა: 10-June 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 September 2010 - 01:50 PM

გამოხმაურების ნახვაrusudani, on 13 September 2010 - 11:44 PM, said:

გამარჯობათ.მეუღლე თავდაცვის სამინისტროშიმუშაობს და ვართ ალფაში დაზღვეულები.მყავს 5 თვის პატარა რომელსაც ესაჭიროება კომპიუტერული ტომოგრაფია, მაინტერესებს კეთდება თუ არა ეს ავერსის კლინიკაში და დაგვიზღვევს თუ არა ამას ალფა. წინასწარ დიდი მადლობა.

გამარჯობათ,
კომპიუტერული ტომოგრაფია ავერსის კლინიკაში კეთდება, მაგრამ, ვინაიდან თქვენ ხართ ,,სადაზღვევო კომპანია ალფას“ მიერ თავდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაზღვევით დაზღვეული, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე 1 წლამდე ბავშვებზე სადაზღვევო მომსახურება არ ვრცელდება.
დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად!
0

#12 მომხმარებელი გასულია   tekro ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 21-September 10

დაწერილია 21 September 2010 - 02:44 PM

გამარჯობათ!
ვარ ალფას დაზღვეული, ორსული. სურვილი მაქვს მშობიარობის დროს ჭიპლარიდან ამოღებული სისხლი შევინახო. მაინტერესებს ჯეოქორდის პარტნიორი სამშობიარო სახლებიდან რომელთან გაქვთ ხელშეკრულება დადებული, რათა მშობიარობის დროს ვისარგებლო დაზღვევით.
წინასწარ გიხდით მადლობას...
0

#13 მომხმარებელი გასულია   Eliso Verulashvili ხატულა

  • Insurance Company
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 29
  • შემოგვიერთდა: 10-June 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 21 September 2010 - 04:55 PM

გამოხმაურების ნახვაtekro, on 21 September 2010 - 02:44 PM, said:

გამარჯობათ!
ვარ ალფას დაზღვეული, ორსული. სურვილი მაქვს მშობიარობის დროს ჭიპლარიდან ამოღებული სისხლი შევინახო. მაინტერესებს ჯეოქორდის პარტნიორი სამშობიარო სახლებიდან რომელთან გაქვთ ხელშეკრულება დადებული, რათა მშობიარობის დროს ვისარგებლო დაზღვევით.
წინასწარ გიხდით მადლობას...

მოგესალმებით,

თქვენს შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გასაცემად აუცილებელია ვიცოდეთ ,,სადაზღვევო კომპანია ალფას“ ჯანმრთელობის დაზღვევის რომელი პროგრამით ბრძანდებით დაზღვეული. დაზღვევათა უმეტეს შეთავაზებებში ჩვენი კომპანიის დაზღვეულებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული სამშობიარო სახლების თავისუფალი არჩევანი აქვთ. თუმცა, აქვე დავძენ, რომ სამშობიარო მომსახურების ლიმიტები ითვალისწინებს მხოლოდ სამშობიარო ხარჯებს და არა დამატებით ისეთი ტიპის მომსახურებებს, როგორიცაა მშობიარობის დროს ჭიპლარიდან ამოღებული სისხლის შენახვა და ა.შ.
დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად!
0

#14 მომხმარებელი გასულია   tavdacva ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 21-September 10

დაწერილია 21 September 2010 - 05:55 PM

მოგესალმებიტ ra mainteresebs me var samxedro da alpa jgupi chveni sadazvevoa da rogor xdeba dazgveva pasdakleba aris tu?

samxedroebze dazgveva ojaxze rogoria?
0

#15 მომხმარებელი გასულია   tavdacva ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 21-September 10

დაწერილია 21 September 2010 - 06:03 PM

gamarjobat
0

#16 მომხმარებელი გასულია   tekro ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 21-September 10

დაწერილია 21 September 2010 - 07:10 PM

გამოხმაურების ნახვაEliso Verulashvili, on 21 September 2010 - 12:55 PM, said:

მოგესალმებით,

თქვენს შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გასაცემად აუცილებელია ვიცოდეთ ,,სადაზღვევო კომპანია ალფას“ ჯანმრთელობის დაზღვევის რომელი პროგრამით ბრძანდებით დაზღვეული. დაზღვევათა უმეტეს შეთავაზებებში ჩვენი კომპანიის დაზღვეულებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული სამშობიარო სახლების თავისუფალი არჩევანი აქვთ. თუმცა, აქვე დავძენ, რომ სამშობიარო მომსახურების ლიმიტები ითვალისწინებს მხოლოდ სამშობიარო ხარჯებს და არა დამატებით ისეთი ტიპის მომსახურებებს, როგორიცაა მშობიარობის დროს ჭიპლარიდან ამოღებული სისხლის შენახვა და ა.შ.

დაზღვეული ვარ სასაზღვრო პოლიციიდან... ჩემთვის ცნობილია, რომ მხოლოდ მშობიარობის ხარჯები ანაზღაურდება და არა სხვა ტიპის მომსახურება, მაინტერებს რომელ სამშობიაროში შემიძლია თქვენი დაფინანსებით ვიმშობიარო მხოლოდ და სხვა მომსახურებას პირადად ავანაზღაურებ.
0

#17 მომხმარებელი გასულია   Eliso Verulashvili ხატულა

  • Insurance Company
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 29
  • შემოგვიერთდა: 10-June 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 September 2010 - 02:59 PM

გამოხმაურების ნახვაtavdacva, on 21 September 2010 - 05:55 PM, said:

მოგესალმებიტ ra mainteresebs me var samxedro da alpa jgupi chveni sadazvevoa da rogor xdeba dazgveva pasdakleba aris tu?

samxedroebze dazgveva ojaxze rogoria?

გამარჯობათ,

თითოეული დაზღვეულისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ვრცელდება ,,სადაზღვევო კომპანია ალფას" ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურება მათთვის განკუთვნილ სადაზღვევო პაკეტში ჩადებული პირობების შესაბამისად.
დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად!
0

#18 მომხმარებელი გასულია   Eliso Verulashvili ხატულა

  • Insurance Company
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 29
  • შემოგვიერთდა: 10-June 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 September 2010 - 03:09 PM

გამოხმაურების ნახვაtekro, on 21 September 2010 - 07:10 PM, said:

დაზღვეული ვარ სასაზღვრო პოლიციიდან... ჩემთვის ცნობილია, რომ მხოლოდ მშობიარობის ხარჯები ანაზღაურდება და არა სხვა ტიპის მომსახურება, მაინტერებს რომელ სამშობიაროში შემიძლია თქვენი დაფინანსებით ვიმშობიარო მხოლოდ და სხვა მომსახურებას პირადად ავანაზღაურებ.

გამარჯობათ,
მშობიარობა შეგიძლიათ თავისუფალი არჩევანის პრინციპის დაცვით, ნებისმიერ ლიცენზირებულ სამშობიარო სახლში საქართველოს ტერიტორიაზე.
მშობიარობასთან დაკავშირებული მომსახურების მისაღებად დაზღვეული პირი ვალდებულია დაუკავშირდეს ,,სადაზღვევო კომპანია ალფას“ საინფორმაციო სამსახურს და მოახდინოს შეტყობინება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ.
თუ დაზღვეული პირი იტარებს მომსახურებას პროვაიდერ კლინიკაში სადაზღვევო კომპანიაში უნდა წარმოადგინოს: ფორმა # IV-100ა, კალკულაცია და ანგარიშფაქტურა, რომელთა წარმოდგენის საფუძველზეც ,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ გასცემს საგარანტიო წერილს და დაზღვეული თავისუფლდება მომსახურების ღირებულების გადახდისაგან სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში.
არაპროვაიდერ სამშობიარო სახლებში მშობიარობასთან დაკავშირებული მომსახურების მიღებისათვის, საინფორმაციო სამსახურთან შეტყობინების დატოვების შემდეგ, ხარჯების დაფარვა ხდება დაზღვეულის მიერ, ხოლო მომსახურების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თანხის გადარიცხვა განხორციელდება დაზღვეულის პირად ანგარიშზე, სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში.
დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად!
0

#19 მომხმარებელი გასულია   Eliso Verulashvili ხატულა

  • Insurance Company
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 29
  • შემოგვიერთდა: 10-June 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 September 2010 - 03:11 PM

გამოხმაურების ნახვაtavdacva, on 21 September 2010 - 06:03 PM, said:

gamarjobat

გამარჯობათ
დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად!
0

#20 მომხმარებელი გასულია   tekro ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 21-September 10

დაწერილია 23 September 2010 - 10:53 AM

გამოხმაურების ნახვაEliso Verulashvili, on 22 September 2010 - 11:09 AM, said:

გამარჯობათ,
მშობიარობა შეგიძლიათ თავისუფალი არჩევანის პრინციპის დაცვით, ნებისმიერ ლიცენზირებულ სამშობიარო სახლში საქართველოს ტერიტორიაზე.
მშობიარობასთან დაკავშირებული მომსახურების მისაღებად დაზღვეული პირი ვალდებულია დაუკავშირდეს ,,სადაზღვევო კომპანია ალფას“ საინფორმაციო სამსახურს და მოახდინოს შეტყობინება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ.
თუ დაზღვეული პირი იტარებს მომსახურებას პროვაიდერ კლინიკაში სადაზღვევო კომპანიაში უნდა წარმოადგინოს: ფორმა # IV-100ა, კალკულაცია და ანგარიშფაქტურა, რომელთა წარმოდგენის საფუძველზეც ,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ გასცემს საგარანტიო წერილს და დაზღვეული თავისუფლდება მომსახურების ღირებულების გადახდისაგან სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში.
არაპროვაიდერ სამშობიარო სახლებში მშობიარობასთან დაკავშირებული მომსახურების მიღებისათვის, საინფორმაციო სამსახურთან შეტყობინების დატოვების შემდეგ, ხარჯების დაფარვა ხდება დაზღვეულის მიერ, ხოლო მომსახურების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თანხის გადარიცხვა განხორციელდება დაზღვეულის პირად ანგარიშზე, სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში.

დიდი მადლობა პასუხებისათვის... კიდევ ერთს გკითხავთ. ჩემს მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი სამშობიაროებიდან რომელია თქვენი პროვაიდერი სამშობიარო სახლი.
1.სამშობიარო სახლი “ჰერა” _ ჭავჭავაძის ქ. N5
2.შპს “ბიბიდა” _ ქავთარაძის ქ N16
3. შპს “ დ. გაგუას კლინიკა” _ ლუბლიანას ქ. 2/6
4. შპს “ოქროს საწმისი _ წინანდლის ქ. N9
5. N2 სამშობიარო სახლი _ უზნაძის ქ. N58
6. “მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრი” _ ცოტნე დადიანის 255
7. სს” ჩაჩავას სახ. Pპერინატალური მედიცინისა და მეანობა_გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი” _ კოსტავას ქ. N38
8. შპს “ დ. ქორიძის სახ. სამშობიარო სახლი” _ გორგასლის Q N93
9. “ექსპერიმენტული სამშობიარო სახლი” _ წინანდლის ქ. N9
10. შპს “იმედის კლინიკა” –კ. ჩაჩავას ქ. N1
11. “აკად. ო ღუდუშაურის სახ. Nნაციონალური მედიცინის ცენტრის” _ლუბლიანას ქ. N18/20
0

  • (4 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

7 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 7 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი