AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: ქ. კასპში “ალფა” კლინიკას აშენებს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

ქ. კასპში “ალფა” კლინიკას აშენებს მშენებლობა ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა

#1 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 01 March 2011 - 07:13 AM

ჯანდაცვის მინისტრმა კასპში “ალფას” მშენებარე კლინიკა დაათვალიერა


"სადაზღვევო კომპანია ალფამ" ქ. კასპში 15 საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობის ვალდებულება სახელმწიფო პროგრამის _ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის თანახმად აიღო.
კლინიკის მშენებლობა 2010 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და იმდენად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რომ უკვე შიდა მოპირკეთებითი სამუშაოებია დაგეგმილი. პირველი პაციენტის მიღება 2011 წლის შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი.
25 თებერვალს ქალაქ კასპში ახალი კლინიკის მშენებლობა დაათვალიერეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, კასპის რაიონის გამგებელმა კახაბერ ხაჩიშვილმა, “ავერსის” დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ და “ალფას” გენერალურმა დირექტორმა ედუარდ ცხოვრებაძემ.

“ჩემთვის, როგორც “ავერსის” დამფუძნებლისთვის სასიხარულოა, რომ კასპის რაიონის მოსახლეობას მსოფლიო დონის კლინიკაში კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ. მითუმეტეს, რომ მთავრობა უმწეოთა ჯანმრთელობის მზღვეველია და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას სამედიცინო სერვისებით სარგებლობა უფასოდ შეუძლია.
კასპის კლინიკაში 50-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ჩვენი სურვილია, რომ ყველა კადრი ადგილობრივი მაცხოვრებელი იყოს. თუ, რა თქმა უნდა, შევარჩიეთ შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები.
ამასთანავე, საავადმყოფოს აღჭურვას მხოლოდ ულტრათანამედროვე ტექნიკით ვგეგმავთ” _ აღნიშნა “ავერსის” დამფუძნებელმა.

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, აღნიშნა, სამინისტრო მუდმივად ახორციელებს იმ საედიცინო ობიექტების მონიტორინგს, რომელთა მშენებლობაც სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ითავეს. “მიხარია, რომ კასპში მშენებლობა ასეთი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, საავადმყოფო სავარაუდოდ შემოდგომაზე უკვე მიიღებს პაციენტებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქში თანამდეროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულება იქნება. სადაზღვევო კომპანიასთან ჩვენ მუდმივად გვექნება კავშირი არა მხოლოდ მშენებლობის პროცესში, არამედ კადრების შერჩევისასაც.
კასპში თანამედროვე სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის ვალდებულება “ალფას” აქვს აღებული, გარდა ამისა, “ალფა” 50 საწოლიან საავადმყოფოს ოზურგეთის რაიონშიც აშენებს... პროგრამის თანახმად საქართველოს სხვადასხვა რაიონში სულ 140-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება შენდება და მათ ზედამხედველობას მუდმივად ვახორციელებთ” _ აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომპანია “ალფას” გენერალურმა დირექტორმა ედუარდ ცხოვრებაძემ გვითხრა, რომ ტენდერის თანახმად, დაგეგმილი იყო მხოლოდ 15 საწოლიანი კლინიკის მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებით კასპში 20 საწოლიანი საავადმყოფო აშენდება:
“ალფამ” ვალდებულება ავიღეთ, რომ სამშენებლო სამუშაოები 31 დეკემბრისთვის დაგვესრულებინა, თუმცა მშენებლობა უფრო სწრაფად დასრულდება. ორ სამ თვეში აპარატურის დამონტაჟება და კადრების დაკომპლექტებაც გახდება შესაძლებელი.
მულტიპროფილურ საავადმყოფოს ექნება ორი საოპერაციო ბლოკი _ ერთი გინეკოლოგიური, მეორე კი ქირურგიული ოპერაციებისთვის. ჩატარდება მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ოზურგეთში 50 საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა, ამ ეტაპზე იქ შავი კარკასის მეოთხე სართული შენდება. უამინდობამ ცოტა შეგვაფერხა, თუმცა ობიექტი ოზურგეთშიც დროზე ადრე დასრულდება” _ აღნიშნა ბატონმა ედუარდმა.

“ალფას” კლინიკები, როგორც კასპში, ასევე ოზურგეთში აღჭურვილი იქნება მსოფლიო დონის სამედიცინო აპარატურით. აქ ჩატარდება ყველა სახის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული და სადიაგნოსტიკო კვლევა. იწარმოებს სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაციები. სტაციონარს ექნება სამშობიარო და ინფექციური პალატები.

Attached thumbnail(s)

  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი

ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
0

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი