AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა ოფთალმოლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (25 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა ოფთალმოლოგს თვალის სნეულებები

#1 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 23 March 2010 - 10:45 AM

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს ავერსის კლინიკის ექიმი ოფთალმოლოგი,
აკადემიური დოქტორი მედიცინაში __ ნინო თხელიძე
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
6

#2 მომხმარებელი გასულია   nazi ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 12-April 10

დაწერილია 12 April 2010 - 01:53 PM

მოგესალმებით,

მაინტერესებს ინფორმაცია თვალში კონტაქტური ლინზის ჩასმის ოპერაციის შესახებ(არ ვიცი რამდენად სწორად ავხსენი რა ტიპის ოპერაციაზეა საუბარი, ზუსტი სახელი არ ვიცი სამწუხაროდ). კეთდება თუ არა ამ ტიპის ოპერაცია საქართვლოში, რამდენად გამოცდილია მსოფლიო პრაქტიკაში და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია?

გმადლობთ წინასწარ!
0

#3 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 14 April 2010 - 02:29 PM

გამოხმაურების ნახვაnazi, on 12 April 2010 - 01:53 PM, said:

მოგესალმებით,

მაინტერესებს ინფორმაცია თვალში კონტაქტური ლინზის ჩასმის ოპერაციის შესახებ(არ ვიცი რამდენად სწორად ავხსენი რა ტიპის ოპერაციაზეა საუბარი, ზუსტი სახელი არ ვიცი სამწუხაროდ). კეთდება თუ არა ამ ტიპის ოპერაცია საქართვლოში, რამდენად გამოცდილია მსოფლიო პრაქტიკაში და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია?

გმადლობთ წინასწარ!


ალბათ იგულისხმება ფაკიური ლინზები მიოპიის (ახლომხედველობის), ჰიპერმეტროპიის (შორსმხედველობის), ასტიგმატისზმის კორექციისათვის. აღნიშნული ლინზების იმპალანტაცია (ჩანერგვა) ხდება თვალში განაკვეთიდან და ამავე დროს ნარჩუნდება საკუთარი ბროლი.
ოპერაცია ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის ნაჩვენები ლაზერული კორექცია (მაგ: მაღალი ხარისხის მიოპიის,
4 დიოპტრიაზე მაღალი ჰიპერმეტროპიის, 3 დიოპტრიაზე მაღალი ასტიგმატიზმის, კომპენსირებული სუბკლინიკური კერატიკონუსის და სხვ. დროს), ასვე როდესაც პაციენტი გარკვეული მიზეზების გამო უარს ამბობს მხედველობის ლაზერულ კორექციაზე.
ფაკიური ლინზების უპირატებად ითვლება კარგი მხედველობა და რეფრაქცია ოპერცაციის შემდგომ, საბოლოო შედეგის სიზუსტე და სტაბილურობა,
სწრაფი რეაბილიტაცია (პრაქტიკულად არ არის ოპერაციის შემგდომი ტკივილი, ცრემლდენა, სინათლის შიში), ასევე პროცესის შექცევადობა ანუ შესაძლებელია ფაკიური ლინზის ამოღება თვალიდან ქირურგიული მეთოდით.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს,რადგან ოპერაცია ხორციელდება განაკვეთით, თან ახლავს ინფექციის განვითარების რისკი, ასევე შესაძლებელია განვითარდეს რქოვანის დაავადებები, გუგის დეფორმაცია, ბროლის შემღვრევა (კატარაქტა), ღამის მხედველობის გაძნელება დ.ა.შ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დახვეწილი ქირურგული ტექნიკისა და დღეს არსებული მაღალი ხარისხის ლინზების გამო აღნიშნული გართულებების განვითარების ალბათობა ძალიან დაბალია.
"ავერსის" კლინიკაში დღესდღეობით ფაკიური ლინზების იმპლანტაცია არ ხორციელდება. უფრო ზუსტი ინფორმაციისათვის მიმართეთ რეფრაქციულ ქირურგს, რომელის თქვენი თვალის სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ შემოგთავაზებთ მხედველობის კორექციის თქვენვის ოპტიმალურ მეთოდს.
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#4 მომხმარებელი გასულია   nazi ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 12-April 10

დაწერილია 14 April 2010 - 02:56 PM

დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მოწოდებისათვის!
0

#5 Guest_warezwarezge_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 18 April 2010 - 02:39 PM

ნევროზების შემდეგ თვალის გარსი შემემღვრა (ვღებულობდი პრეპარატ გლიცინს, და როგორც ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია შესაძლოა მისი გამოწვეული იყოს) , მზის შუქზე ხდება ეს შესამჩნევი , ასევე თვალის წინ დაახლოებით 10 სმ მანძილზე ვხედავ შავ ლაქებს. მხედველობას ძირითადად არ ვუჩივი მაგრამ შორიდან ტელევიზორში პატარა წარწერების წაკითხვა მიჭირს. მაინტერესებს აღნიშნული სიმპტომები არის თუ არა კატარაქტის ნიშნები. მადლობთ
0

#6 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 April 2010 - 07:18 PM

გამოხმაურების ნახვაwarezwarezge, on 18 April 2010 - 02:39 PM, said:

ნევროზების შემდეგ თვალის გარსი შემემღვრა (ვღებულობდი პრეპარატ გლიცინს, და როგორც ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია შესაძლოა მისი გამოწვეული იყოს) , მზის შუქზე ხდება ეს შესამჩნევი , ასევე თვალის წინ დაახლოებით 10 სმ მანძილზე ვხედავ შავ ლაქებს. მხედველობას ძირითადად არ ვუჩივი მაგრამ შორიდან ტელევიზორში პატარა წარწერების წაკითხვა მიჭირს. მაინტერესებს აღნიშნული სიმპტომები არის თუ არა კატარაქტის ნიშნები. მადლობთ


რამდენადაც ცნობილია ექსპერიმენტული სამუშაოებიდან, ამინომჟავა გლიცინი ამცირებს კატარაქტის განვითარების რისკს.
კატარაქტისათვის დამახასიათებელია მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ლაქები, გაორება, მიოპიზაცია ანუ ახლომხედველობის განვითარება, რის გამოც პაციენტები კითხულობენ უსათვალოდ, არეოლები შუქის წყაროს ირგვლივ.
თქვენს მიერ აღნიშნული სიმპტომები ახასიათებს კატარაქტას და ასევე შესაძლებელია იყოს თვალის სხვა დაავადებების ნიშნებიც. სასურველია ჩაიტაროთ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ზუსტი დაიგნოზისა და რეკომენდაციისათვის.
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#7 მომხმარებელი გასულია   pasa ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 22-April 10

დაწერილია 22 April 2010 - 09:40 AM

გამარჯობათ!
დამეხმარეთ და მირჩიეთ რა გავაკეთო. ყველანაირი გზა საინტერესო და მისაღებია ჩემთვის, იქნება ეს კვება, წამლები, სათვალე თუ სხვა მეთოდი.

დღეში 15 საათი მიწევს კომპიუტერთან ჯდომა და მუშაობა. აღარ დავიწყებ იმის ახსნას თუ რა შედეგი მოყვება ყოველივე ამას და გთხოვთ, რომ მირჩიოთ და დამეხმაროთ.

თვალები მეწვის, სიმძიმეს ვგრძნობ და გამომშრალია.
1

#8 მომხმარებელი გასულია   anania ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 25
  • შემოგვიერთდა: 13-April 10

დაწერილია 24 April 2010 - 12:02 PM

გამარჯობათ,დილაობით თვალებს რომ ვახელ მეწვის და მეცრემლება კიდეც ხანდახან.იქნებ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს და რას მირჩევთ?წინასწარ დიდი მადლობა
-1

#9 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 25 April 2010 - 09:07 PM

გამოხმაურების ნახვაanania, on 24 April 2010 - 12:02 PM, said:

გამარჯობათ,დილაობით თვალებს რომ ვახელ მეწვის და მეცრემლება კიდეც ხანდახან.იქნებ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს და რას მირჩევთ?წინასწარ დიდი მადლობა


თვალების წვა და ცრემლდენა სხვადასხა გენეზის ანთებითი პროცესის ნიშანია, ასევე ახასიათებს მშრალი თვალის სინდრომს. ზუსტი დიაგნოზისა და რეკომენდაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#10 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 25 April 2010 - 09:35 PM

გამოხმაურების ნახვაpasa, on 22 April 2010 - 09:40 AM, said:

გამარჯობათ!
დამეხმარეთ და მირჩიეთ რა გავაკეთო. ყველანაირი გზა საინტერესო და მისაღებია ჩემთვის, იქნება ეს კვება, წამლები, სათვალე თუ სხვა მეთოდი.

დღეში 15 საათი მიწევს კომპიუტერთან ჯდომა და მუშაობა. აღარ დავიწყებ იმის ახსნას თუ რა შედეგი მოყვება ყოველივე ამას და გთხოვთ, რომ მირჩიოთ და დამეხმაროთ.

თვალები მეწვის, სიმძიმეს ვგრძნობ და გამომშრალია.


რადგან კომპიუტრეთან ხანგრძლივად გიწევთ მუშაობა ეცადეთ შეისვენოთ 10 წუთით ყოველ 2 საათში ერთხელ.
გააკეთეთ თვალის ვარჯიში და მასაჟი:
1. იყურეთ მარჯვნივ-მარცხნივ, ზემოთ - ქვემოთ 5-10 -ჯერ.
2. მზერით მოხაზეთ წრე ანუ თვალით გააკეთეთ წრიული მოძრაობები 5-10 ჯერ.
3. უყურეთ ჯერ თქვენი ცხვირის წვერს, შემდეგ გაიხედეთ შორს. გაიმეორეთ 5-10 ჯერ.
4. 30 - სმ-ის მანძილზე ამოარჩიეთ ობიექტი ან დახატეთ მცირე ზიმის წრე და უყურეთ 10 წამის გამვალობაში, შემდეგ იყურეთ შორს (სასურველია ფანჯარაში)1 წუთი.გაიმეორეთ 5-10 ჯერ.
5.დახუჭეთ თვალები,დაიდეთ საჩვენებელი თითი ზედა ქუთუთუზე და გაიკეთეთ თვალის მასაჟი წრიული მოძრაობებით ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ პირიქით. გაიმეორეთ 5-10 ჯერ.
6. ასეთივე წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი საფეთქლის მიდამოში.
ასევე სასურველია ხშირად გაანიავოთ ოთახი სადაც იმყოფებით, ჩაიწვეთოთ ცრემლის შემცვლელი პრეპარატები: ოქსიალი, ოფთაგელი, ცრემლი ნატურალური, დროპსტარი დ.ა.შ.
თუ ჩივილები ისევ დაგრჩათ, მიმართეთ ექიმს.
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#11 მომხმარებელი გასულია   anania ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 25
  • შემოგვიერთდა: 13-April 10

დაწერილია 26 April 2010 - 06:23 PM

გამოხმაურების ნახვაNino Tkhelidze, on 25 April 2010 - 05:07 PM, said:

თვალების წვა და ცრემლდენა სხვადასხა გენეზის ანთებითი პროცესის ნიშანია, ასევე ახასიათებს მშრალი თვალის სინდრომს. ზუსტი დიაგნოზისა და რეკომენდაციისთვის მიმართეთ ექიმს.

დიდი მადლობა...ტობრიმედის მაზს ვხმარობ და კარგი შედეგი მაქვს.რას მირჩევთ??? და თუ შეიძლება მითხრათ რა ღირს თქვენთან კონსულტაცია რომ მოვიდე???
0

#12 მომხმარებელი გასულია   anania ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 25
  • შემოგვიერთდა: 13-April 10

დაწერილია 26 April 2010 - 06:35 PM

გამარჯობათ ქალბატონო ნინო! ჩემს მულს ყავს 2 თვის ლუკა. პერიოდულად ეცრემლება თვალი და აქვს ყვითელი წირპლები ცალ თვალზე. სამშობიაროდანვე დაეწყო თვალზე ცრემლი. იქნებ გვირჩიოთ რამე?? აწვეთებდა ტობრექსის წვეთებს, გაუარა მაგრამ 2 დღეში ისევ დაეწყო. ხომ არ გააგრძელოს ეს წვეთები და საშიში ხომ არაა მისი ხანგრძლივად მიღება.

წინასწარ დიდი მადლობა.
1

#13 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 28 April 2010 - 06:03 PM

გამოხმაურების ნახვაanania, on 26 April 2010 - 06:23 PM, said:

დიდი მადლობა...ტობრიმედის მაზს ვხმარობ და კარგი შედეგი მაქვს.რას მირჩევთ??? და თუ შეიძლება მითხრათ რა ღირს თქვენთან კონსულტაცია რომ მოვიდე???

ავერსის კლინიკაში ფუნქციონირებს სატელეფონო-საინფორმაციო სამსახური , სადაც შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია კონსულტაციის საფასურის თაობაზე და ჩაეწეროთ ვიზიტზე თქვენთვის სასურველ დროს 39-48-53; 39-83-67; 39-15-01; 39-98-88; 96-72-27
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#14 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 28 April 2010 - 06:13 PM

გამოხმაურების ნახვაanania, on 26 April 2010 - 06:35 PM, said:

გამარჯობათ ქალბატონო ნინო! ჩემს მულს ყავს 2 თვის ლუკა. პერიოდულად ეცრემლება თვალი და აქვს ყვითელი წირპლები ცალ თვალზე. სამშობიაროდანვე დაეწყო თვალზე ცრემლი. იქნებ გვირჩიოთ რამე?? აწვეთებდა ტობრექსის წვეთებს, გაუარა მაგრამ 2 დღეში ისევ დაეწყო. ხომ არ გააგრძელოს ეს წვეთები და საშიში ხომ არაა მისი ხანგრძლივად მიღება.

წინასწარ დიდი მადლობა.

ანტიბიოტიკის ხანგრძლივი მიღება არასასურველია. სავარაუდოდ, პატარა ლუკას შესაძლებელია ქონდეს საცრემლე არხის გაუვალობა. ამ შემთხვევაში თვალის წვეთებს ექნება მხოლოდ დროებითი ეფექტი. სასურველია გაკეთდეს მასაჟი. საცრემლე წერტლიდან ქვედა მიმართულებით (საცრემლე არხის საპროექციო არეში) ცერა ან საჩვენებელი თითით 10-12 -ჯერ 4 -ჯერ დღეში (უკეთესი იქნება, თუ გაჩვენებთ ექიმი). მასაჟის არაეფექტურობის შემთხვევაში საჭირო ხდება საცრემლე არხის ბუჯირება.
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#15 მომხმარებელი გასულია   megimia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 02-May 10

დაწერილია 02 May 2010 - 02:02 PM

გამარჯობათ ქალბატონო ნინო! ჩემი 6 წლის გოგო თვალებს ქაჩავს,აპაჭუნებს.2 კვირაა რაც ეს დაეწყო.თან შევამჩნიე ,რომ ამ პაჭუნს იწყებს დღის მეორე ნახევარში.რისი ბრალი შეიძლება იყოს? რამე დამამშვიდებელი ხომ არ მივცე?კომპიუტერთანაც ზის ხოლმე და იქნებ გადაღლილობის ბრალია?
0

#16 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 02 May 2010 - 10:24 PM

გამოხმაურების ნახვაmegimia, on 02 May 2010 - 02:02 PM, said:

გამარჯობათ ქალბატონო ნინო! ჩემი 6 წლის გოგო თვალებს ქაჩავს,აპაჭუნებს.2 კვირაა რაც ეს დაეწყო.თან შევამჩნიე ,რომ ამ პაჭუნს იწყებს დღის მეორე ნახევარში.რისი ბრალი შეიძლება იყოს? რამე დამამშვიდებელი ხომ არ მივცე?კომპიუტერთანაც ზის ხოლმე და იქნებ გადაღლილობის ბრალია?


ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ბავშვთა ნევროლოგს. ასევე შესაძლებელია საჭირო გახდეს (ნევროლოგი გადაწყვეტს) ოფთალმოლოგიური გამოკვლევაც.
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#17 მომხმარებელი გასულია   emi ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 5
  • შემოგვიერთდა: 22-April 10

დაწერილია 07 May 2010 - 09:47 PM

გამარჯობათ. მაინტერესებს მაქ ასტიკმაზიტი თუ სწორეთ ვამბობ არ ვიცი, 1 თვის წინ ვიყავი ექიმთან და საბოლოო იმედიც გადამიწურა,მშობიარობაც შეიძლება საკეისრო დაგჭირდესო ,ვარჯიში ამიკრძალეს. მძიმის აწევა, _1.75 მქონდა ორივე თვალში გრადუსები 55 და 120 , სათვალე დამინიშნეს სულ უნდა გეკეთოსო და 10 დღე მიფართოვებდა გუგებს,ერთი სიტყვით ასეთი მდგომარეობა მქონდა და მერე ჩემი სათვალე სხვაგან შევამოწმე და სწორი არ არისო და მოვიხსენი ერთი კვირა თავი მტკიოდა ,თვალი მეწვოდა და დღეს მივედი ორთაჭალაში საგულდაგულოდ გამომიკვლიეს და იმ ექიმის მიერ ნათქვამი არ ემთხვეოდა დღევანდელ გამოკვლლევას,მართალია სათვალე ცალი თვალი 1.5 და მეორე 2 მაქ ეხლა დღევანდელი შედეგის მაჩვენებლით მაგრამ დამინიშნეს წამლები : ოფთალგელი 1 წვეთი 2 ჯერ დრეში,მეზატოლი 1% და დიფრარელი 'E" 1 თვე და გამოსწორდება ყველაფერიო.სათვალეც მხოლოდ კომპიუტერთან და ტელევიზორთან დამინიშნეს,ისედაც ახლო მხედველი ვიყავი,და დღეს დამავიწყდა მეკითხა მშობიარობაზე გართულებებით და საკეისრო დამჭირდება თუ არა და ვარჯიში ჩვეულებრივ შემიძლია თუ არა ,ვარ გათხოვილი , იქნებ მითხრათ ჩვეულებრივი რეჟიმით შემიძლია ვიცხოვრო თუ პირელი ექიმის აკრძალვები გავითვალისწინო ? მადლობთ
0

#18 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 08 May 2010 - 12:04 AM

გამოხმაურების ნახვაemi, on 07 May 2010 - 09:47 PM, said:

გამარჯობათ. მაინტერესებს მაქ ასტიკმაზიტი თუ სწორეთ ვამბობ არ ვიცი, 1 თვის წინ ვიყავი ექიმთან და საბოლოო იმედიც გადამიწურა,მშობიარობაც შეიძლება საკეისრო დაგჭირდესო ,ვარჯიში ამიკრძალეს. მძიმის აწევა, _1.75 მქონდა ორივე თვალში გრადუსები 55 და 120 , სათვალე დამინიშნეს სულ უნდა გეკეთოსო და 10 დღე მიფართოვებდა გუგებს,ერთი სიტყვით ასეთი მდგომარეობა მქონდა და მერე ჩემი სათვალე სხვაგან შევამოწმე და სწორი არ არისო და მოვიხსენი ერთი კვირა თავი მტკიოდა ,თვალი მეწვოდა და დღეს მივედი ორთაჭალაში საგულდაგულოდ გამომიკვლიეს და იმ ექიმის მიერ ნათქვამი არ ემთხვეოდა დღევანდელ გამოკვლლევას,მართალია სათვალე ცალი თვალი 1.5 და მეორე 2 მაქ ეხლა დღევანდელი შედეგის მაჩვენებლით მაგრამ დამინიშნეს წამლები : ოფთალგელი 1 წვეთი 2 ჯერ დრეში,მეზატოლი 1% და დიფრარელი 'E" 1 თვე და გამოსწორდება ყველაფერიო.სათვალეც მხოლოდ კომპიუტერთან და ტელევიზორთან დამინიშნეს,ისედაც ახლო მხედველი ვიყავი,და დღეს დამავიწყდა მეკითხა მშობიარობაზე გართულებებით და საკეისრო დამჭირდება თუ არა და ვარჯიში ჩვეულებრივ შემიძლია თუ არა ,ვარ გათხოვილი , იქნებ მითხრათ ჩვეულებრივი რეჟიმით შემიძლია ვიცხოვრო თუ პირელი ექიმის აკრძალვები გავითვალისწინო ? მადლობთ

იმისათვის რომ მოგცეთ სწორი რეკომენდაცია, აუცილებელია ვიცოდეთ თქვენი ასაკი, ზუსტი რეფრაქცია, მხედველობის სიმახვილე კორექციით (ანუ სათვალით და მის გარეშე), საჭიროა დათვალიერდეს თვალის ფსკერი (ბადურის ცენტრი და პერიფერია). რაც შეეხება დანიშნულ წამლებს, სწორად შერჩეულ სათვალესთან ერთად მოგიხსნით დაღლილობის შეგრძნებას, ეს პრეპარატები გააუმჯობესებენ თვალის სტრუქტურების კვებას. მხოლოდ ასტიგმატიზმი -2.0 საკეისრო კვეთის ჩვენება ვერ იქნება, ამისათვის, როგორც ზემოთ ავღნიშნე, საჭიროა თვალის ზედმიწევნით გამოკვლევა. მხოლოდ გამოკვლევის შედეგების და რისფაკტორების შეჯამების შემდეგ შესაძლებელია მოგეცეთ რეკომენდაცია ბუნებრივი გზით მშობიარობის ან საკეისრო კვეთის თაობაზე.
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#19 მომხმარებელი გასულია   emi ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 5
  • შემოგვიერთდა: 22-April 10

დაწერილია 08 May 2010 - 10:49 AM

ვარ 21 წლის , ფსკერიც დამითვალიერს ,ველიც ჩამიტარეს,წვრილი რაღაცითაც გამახედეს ყველაფერი დავინახე ანუ ყველა ასო რაც იქ ეწერა, აბსოლიტურად სუფთა მაქვს ყველფერი და წესრიგში ველიც, თან ასე მითხრეს ახლო მხედველობა რო არ ჩამოგიყალიბდეს ვარჯიშები აკეტეო თვალის. თუ სწორად მახსოვს დამწყებ სტატიაში ხარო ,სათვალით უკეთ ვხედავ ასოები უფრო მუქია ,ტელევიზორსაც სუფთათ ვხედავ, სათვლის გარეშე კითხვის დროს ახლოს მომაქ წიგნი და ოდნავ თითქოს თვალზე რაღაც მაქვს თითქოს გადაკრულიო
0

#20 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 08 May 2010 - 01:57 PM

[quote name='emi' date='08 May 2010 - 10:49 AM' timestamp='1273301370' post='1337']
ვარ 21 წლის , ფსკერიც დამითვალიერს ,ველიც ჩამიტარეს,წვრილი რაღაცითაც გამახედეს ყველაფერი დავინახე ანუ ყველა ასო რაც იქ ეწერა, აბსოლიტურად სუფთა მაქვს ყველფერი და წესრიგში ველიც, თან ასე მითხრეს ახლო მხედველობა რო არ ჩამოგიყალიბდეს ვარჯიშები აკეტეო თვალის. თუ სწორად მახსოვს დამწყებ სტატიაში ხარო ,სათვალით უკეთ ვხედავ ასოები უფრო მუქია ,ტელევიზორსაც სუფთათ ვხედავ, სათვლის გარეშე კითხვის დროს ახლოს მომაქ წიგნი და ოდნავ თითქოს თვალზე რაღაც მაქვს თითქოს გადაკრულიო
[/q

ატარეთ სათვალე და გაითვალიწინეთ თქვენი ექიმის რეკომენდაციები. ახალი ჩივილების შემთხვევაში ჩაიტარეთ დროულად ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

  • (25 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი