AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა ოფთალმოლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (25 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა ოფთალმოლოგს თვალის სნეულებები

#21 მომხმარებელი გასულია   eka ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 32
  • შემოგვიერთდა: 28-March 10

დაწერილია 09 May 2010 - 11:13 AM

გამარჯობათ
არვიცი როგორ აგიხსნათ ჩემი პრობლემა,მაგრამ შევეცდები.დილით რომ ვიღვიძებ და თვალებს ვახელ,ვხედავ ღია ფერის შავ წერტილს თვალიდან მოდის ეს წერტილი და საითაც გავიხედავ იქეთ მიდის განსაკუთრებით როცა თეთრ ჭერს ვუყურებ,შემდეგ დღის განმავლობაში ვერ ვამჩნევ თუ ყურადღებას არ მივაქცევ.26 წლის ვარ და პირველად 10 წლის წინ შევამჩნიე,ექიმთან წავედი გამსინჯა,მხედველობა შემიმოცმა და ყველაფერი რიგზე გაქვსო,მხედველობას არც ახლა ვუჩივი,მაგრამ რა არის ეს ხომ ვერ მეტყოდით?თან ამ ბოლო დროს უკვე სამ ოთხ ასეთ წერტილს ვხედავ ადრე მხოლოდ ერთს ვხედავდი.საშიში არის თუ არა?და რა უნდა გავაკეთო?
მადლობთ
0

#22 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 09 May 2010 - 04:36 PM

გამოხმაურების ნახვაeka, on 09 May 2010 - 11:13 AM, said:

გამარჯობათ
არვიცი როგორ აგიხსნათ ჩემი პრობლემა,მაგრამ შევეცდები.დილით რომ ვიღვიძებ და თვალებს ვახელ,ვხედავ ღია ფერის შავ წერტილს თვალიდან მოდის ეს წერტილი და საითაც გავიხედავ იქეთ მიდის განსაკუთრებით როცა თეთრ ჭერს ვუყურებ,შემდეგ დღის განმავლობაში ვერ ვამჩნევ თუ ყურადღებას არ მივაქცევ.26 წლის ვარ და პირველად 10 წლის წინ შევამჩნიე,ექიმთან წავედი გამსინჯა,მხედველობა შემიმოცმა და ყველაფერი რიგზე გაქვსო,მხედველობას არც ახლა ვუჩივი,მაგრამ რა არის ეს ხომ ვერ მეტყოდით?თან ამ ბოლო დროს უკვე სამ ოთხ ასეთ წერტილს ვხედავ ადრე მხოლოდ ერთს ვხედავდი.საშიში არის თუ არა?და რა უნდა გავაკეთო?
მადლობთ

რასაც თქვენ აღწერთ ცნობილია "მფრინავი ბუზების" (ლათ.muscae volitantes), "მცურავი შემღვრევების" სახელით (ინგ.floaters) და ახასიათებს მინისებური სხეულის (ჟელესბრი მასა, რომელიც ავსებს თვალს და მოთავსებულია ბროლსა და ბადურა გარსს შორის) დესტრუქციას (შემღვრევას).
მინისებური სხეულის შემღვრევები განსაკუთრებით კარგად ჩანს ღია ფერის ფონზე მკვეთრი განათებისას.
მინისებრი სხეულის შემღვრევის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის ასაკობრივი ცვლელებები და მიოპია, ასევე თვალისა და თავის ტრავმა (მაგ. ბლაგვი საგნის მოხვედრა თვალის არეში, სახის ძვლების ტრავმები , რინიპლასტიკა , ტვინის შერყევა დ.ა.შ.), თვალის სისხლძარღვოვანი, ბადურა გარსისა და მინისებური სხეულის ანთებითი პროცესები. ასევე გვხვდება ზოგიერთი ზოგადი დაავადების, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევების დროს , მაგ: ვეგეტო - დისტონია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება, სისხლძარღვების სხვადასხვა გენეზის დაავადებები(დაკავშირებულია სისხლძარღვების გამავლობის მომატებასთან). შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ხანგრძლივ მხედველობით დატვირთვასთან, ფიზიკური და ფსიქოემოციური სტრესთან, ფიზიკურ გამოფიტვასა და დისტროფიასთან, ჰორმონალური პრეპარატების მიღებასა და ორსულობასთან, რადიაციული გამოსხივებისა და ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედებასთან, ასევე შესაძლებელია ასოცირებული იყოს ოსტეოქონდროზთან.
როგორც წესი, მინისებური სხეულის ასეთი ერთეული შემღვრევა მხედველობის დაქვეითებას არ იწვევს, მაგრამ საჭიროა თვალის ზოგიერთი პროგნოზულად საშიში დაავადების (რომელის ნიშანსაც შეიძლება წარმოადგენდეს მცურავი შრემღვრევები)გამორიცხვა.
ზუსტი მიზეზის დასადგენად საჭიროა სრულყოფილი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა და ზოგადი ანამნეზის გათვალისწინება.
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#23 მომხმარებელი გასულია   maamuuL ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 09-May 10

დაწერილია 09 May 2010 - 06:14 PM

გამარჯობათ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყოველ დღე 10 საათზე მეტ ხანს მიწევდა ჯდომა კომპიუტერთან და ქვედა ქუთუთოები მაქ ძალიან ჩაშავებული და რა ვუშველო?

ნუ კომპიუტერთან ჯდომა ვიცი დიდხანს არ უნდა ვიჯდე :rolleyes: და აღარც ვზივარ და რა ვქნა? :)
0

#24 მომხმარებელი გასულია   eka ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 32
  • შემოგვიერთდა: 28-March 10

დაწერილია 10 May 2010 - 02:41 PM

გამოხმაურების ნახვაNino Tkhelidze, on 09 May 2010 - 04:36 PM, said:

რასაც თქვენ აღწერთ ცნობილია "მფრინავი ბუზების" (ლათ.muscae volitantes), "მცურავი შემღვრევების" სახელით (ინგ.floaters) და ახასიათებს მინისებური სხეულის (ჟელესბრი მასა, რომელიც ავსებს თვალს და მოთავსებულია ბროლსა და ბადურა გარსს შორის) დესტრუქციას (შემღვრევას).
მინისებური სხეულის შემღვრევები განსაკუთრებით კარგად ჩანს ღია ფერის ფონზე მკვეთრი განათებისას.
მინისებრი სხეულის შემღვრევის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის ასაკობრივი ცვლელებები და მიოპია, ასევე თვალისა და თავის ტრავმა (მაგ. ბლაგვი საგნის მოხვედრა თვალის არეში, სახის ძვლების ტრავმები , რინიპლასტიკა , ტვინის შერყევა დ.ა.შ.), თვალის სისხლძარღვოვანი, ბადურა გარსისა და მინისებური სხეულის ანთებითი პროცესები. ასევე გვხვდება ზოგიერთი ზოგადი დაავადების, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევების დროს , მაგ: ვეგეტო - დისტონია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება, სისხლძარღვების სხვადასხვა გენეზის დაავადებები(დაკავშირებულია სისხლძარღვების გამავლობის მომატებასთან). შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ხანგრძლივ მხედველობით დატვირთვასთან, ფიზიკური და ფსიქოემოციური სტრესთან, ფიზიკურ გამოფიტვასა და დისტროფიასთან, ჰორმონალური პრეპარატების მიღებასა და ორსულობასთან, რადიაციული გამოსხივებისა და ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედებასთან, ასევე შესაძლებელია ასოცირებული იყოს ოსტეოქონდროზთან.
როგორც წესი, მინისებური სხეულის ასეთი ერთეული შემღვრევა მხედველობის დაქვეითებას არ იწვევს, მაგრამ საჭიროა თვალის ზოგიერთი პროგნოზულად საშიში დაავადების (რომელის ნიშანსაც შეიძლება წარმოადგენდეს მცურავი შრემღვრევები)გამორიცხვა.
ზუსტი მიზეზის დასადგენად საჭიროა სრულყოფილი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა და ზოგადი ანამნეზის გათვალისწინება.

მადლობთ ყურადღებისთვის და ამომწურავი პასუხისთვის
0

#25 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 10 May 2010 - 03:04 PM

გამოხმაურების ნახვაmaamuuL, on 09 May 2010 - 06:14 PM, said:

გამარჯობათ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყოველ დღე 10 საათზე მეტ ხანს მიწევდა ჯდომა კომპიუტერთან და ქვედა ქუთუთოები მაქ ძალიან ჩაშავებული და რა ვუშველო?

ნუ კომპიუტერთან ჯდომა ვიცი დიდხანს არ უნდა ვიჯდე :rolleyes: და აღარც ვზივარ და რა ვქნა? :)

ქვედა ქუთუთოების გამუქების მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი ზოგადი დაავადება (ზოგადი დაავადების გამოსარიცხად მიმართეთ თერაპევტს). თუ დარწმუნებული ხართ რომ არანაირი დაავადება არ გაწუხებთ კომპიუტერთან მუშაობისას ეცადეთ 1-2- საათში ერთხელ შეისვენოთ 5-10 წუთით. გააკეთოთ ქუთუთოების მასაჟი ცხვირიდან საფეთქლის მიმართულებით და წრიულად. რადგან თვალების ქვემოთ სიშავე არა მარტო კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის, არამედ გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების შედეგი შეიძლება იყოს (მაგ: აქტიური და პასიური მწეველობა, უჟანგბადო ოთახში ხანგძლივად ყოფნა, სტრესი, დ.ა.შ), ეცედეთ თავი ააროდოთ მავნე ფაქტორებს. ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ კრემი თვალის გარშემო . (აქვს ბევრ მწარმოებელს, აირჩიეთ თქვენი პრიორიტეტების მიხედვით).
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#26 მომხმარებელი გასულია   babi ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 78
  • შემოგვიერთდა: 21-April 10

დაწერილია 11 May 2010 - 01:06 PM

გამარჯობათ ქალბატონო ნინო! მყავს 1 წლის და 4 თვის შვილი,რომელიც თანდაყოლილი კატარაქტით დაიბადა. ამის შესახებ ორი თვის ასაკში შევიტყვეთ და ექიმება გვითხრეს რომ პატარს სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. ავერსისი კლინიკასაც მივმართეთ დასახმარებლად, მაგრამ რადგანაც ბავშვი ჩვილი იყო ავერსისი კლინიკაში ოპერაციის გაკეტებაზე უარი გვითხრეს. საბოლოოდ ოდესაში ფილატოვის ცენტრში გავუკეთეთ ოპერაცია ჯერ მარჯვენაზე, ორი თვის შემდეგ კი მარცხენაზე. ბავშვს გადაუნერგეს ხელოვნური( ამერიკული) ბროლი. ვამჩნევ რომ მარჯვენა თვალის ბროლი, მარცხენაზე შედარებით უფრო დიდი აქვს. ძალიან ვნერვიულობ რადგან გუგის გასაფართოვებელიი წვეთები მარჯვენაში ერთი წვეთი სჭირდება, მარცხენაზე კი ორი. ოპრეაციის შემდეგ მას მარჯვენა თვალზე წარმოექმნა მეორადი კატარაქტა. პერიფერიულადაა თვალში, ზომაში არ იზრდება. აქური ექიმი მაინც მოითხოვს მის დაძინებას და ფსკერის დათვალიერებას, რადგან მისი ასაკის გამო თავს არ აჩერებს. პატარას სამი ნარკოზი აქვს გადატანილი, მისი დაძინება არ მინდა რადგან ძალინ ნერვიულია რომ არ დავაძინოთ და ეს ფსკერის დათვალიერება გარკვეული ხნის შემდეგ ( 1 ან 2 წლის შემდეგ) გადავდოთ საშიში ხომ არ იქნება, რამეს ხომ არ გამოიწვევს? მიუხედავად ამისა პატარა კარგად ხედავს, ბავშვი მუდმივად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა.მაინც ვნერვიულობ იქნებ მირჩიოთ როდის ჯობია ფსკერის დათვალიერება.
ოდესაში ოპერაციის შემდეგ მითხრეს რომ პატარას სათვალე არ დასჭირდება, ახლა მისი აქაური ექიმი კი ამბობს რომ ბავშვს სამი წლიდან სათვალე დასჭირდება. თქვენ რას ფიქრობთ? თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს.
წინასწარ დიდი მადლობა
0

#27 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 12 May 2010 - 11:40 PM

გამოხმაურების ნახვაbabi, on 11 May 2010 - 01:06 PM, said:

ბაბი! ვიანიდან თქვენი პატარას თვალი განაგრძობს ჩამოყალიბებას ასაკთან ერთად შეიცვლება რეფრაქცია, ასევე სხვადასხვა ასაკში ფიქსაციის მოთხოვნილებაც იცვლება (გადანერგილი ბროლის გარდამტეხი ძალა კი მუდმივი რჩება და არ გააჩნია აკომოდირების უნარი), ამიტომ, სათვალე სავარაუდოდ დაჭირდება. რადგან ამჩნევთ თვალებს შორის ასიმეტრიას (ბროლი სავარუდოდ ერთნაირი ჩაინერგებოდა), და მკურნალი ექიმის საჭიროდ მიიჩნევს, სასურველია დათვალიერდეს თვალის ფსკერი სხვა დაავადებების არსებობის დროულად გამოსარიცხად (სისხლძარღვოვანი და ბადურა გარსის პათოლოგია, გლაუკომა დ.ა.შ.). დიაგნოსტიკისათვის ნარკოზის ხანგრძლივობა, როგორც წესი, 15-20 წუთს არ აღემატება.
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#28 მომხმარებელი გასულია   ნინი1 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 12-May 10

დაწერილია 13 May 2010 - 12:11 AM

გამარჯობა! ჩემს ძმას აქვს ორივე თვალი(-2)ატარებს კონტაქტურ ლინზებს, მაგრამ მარჯვენა თვალი უღიზიანდება, რამოდენიმეჯერ იყო ექმითან მაგრამ უთხრეს არაფერი არ სჭირს. თუ ლინზების ბრალია მეორე თვალზეც ხომ იმოქმედებდა? რისი ბრალი შეიძლება იყოს? ასევე უნდა ლაზერის გაკეთება და რამდენად კარგად კეთდება ეს საქართველოში, და რომელ კლინიკას და სპეციალისტს გვირჩევთ? მადლობა
0

#29 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 13 May 2010 - 01:00 PM

გამოხმაურების ნახვანინი1, on 13 May 2010 - 12:11 AM, said:

გამარჯობა! ჩემს ძმას აქვს ორივე თვალი(-2)ატარებს კონტაქტურ ლინზებს, მაგრამ მარჯვენა თვალი უღიზიანდება, რამოდენიმეჯერ იყო ექმითან მაგრამ უთხრეს არაფერი არ სჭირს. თუ ლინზების ბრალია მეორე თვალზეც ხომ იმოქმედებდა? რისი ბრალი შეიძლება იყოს? ასევე უნდა ლაზერის გაკეთება და რამდენად კარგად კეთდება ეს საქართველოში, და რომელ კლინიკას და სპეციალისტს გვირჩევთ? მადლობა

რადგან თქვენს ძმას თვალი უწითლდება გარკვეული პრობლემა საუვარუდოდ ექნება (სხვადასხვა გენეზის ანთებითი პროცესი, არასწორად მორგებული კონტაქტური ლინზა დ.ა.შ). სიწითლის მიზეზის დასადგენად საჭიროა თვალის გამოკვლევა და ასევე კონტაქტური ლინზის მდებარეობის შეფასება. ავერსის კლინიკაში დღეისათვის მხედველობის ლაზერული კორექცია არ კეთდება.
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#30 მომხმარებელი გასულია   fifqia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 5
  • შემოგვიერთდა: 13-May 10

დაწერილია 14 May 2010 - 11:44 AM

გამარჯობათ,

ჩემს დაიკოს ბავშვობაში აქვს სიელმეზე გაკეთებული ოპერაცია. მშობიარობის შემდეგ ორივე თვალს აელმებს ისევ. თუ არის შესაძლებელი ოპერაციით მდგომარეობის გამოსწორება და რა ღირს ოპერაცია? ის 34 წლისაა
1

#31 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 May 2010 - 11:10 AM

გამოხმაურების ნახვაfifqia, on 14 May 2010 - 11:44 AM, said:

გამარჯობათ,

ჩემს დაიკოს ბავშვობაში აქვს სიელმეზე გაკეთებული ოპერაცია. მშობიარობის შემდეგ ორივე თვალს აელმებს ისევ. თუ არის შესაძლებელი ოპერაციით მდგომარეობის გამოსწორება და რა ღირს ოპერაცია? ის 34 წლისაა

სავარაუდოდ, ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია კოსმეტიკური მიზნით. ზუსტი რეკომენდაციისათვის საჭიროა სრულყოფილი გამოკვლევა. შეგიძლიათ მიმართოთ ავერსის კლინიკის სტრაბოლოგს (სიელმის სპეციალისტს)ნატალია მაღლაკელიძეს.
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#32 მომხმარებელი გასულია   sansalo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 11-May 10

დაწერილია 16 May 2010 - 09:05 PM

ქალბატონო ნინო გამარჯობათ!
ბაბის პროფილით რომ მოგწერეთ (ჩემს შვილზე რომელსაც კატარაქტის ოპერაცია აქვს გაკეთებული)მინდა კიდევ გკითხოთ.
პირველად როდესაც ჩავიყვანე საოპერაციოდ(მაშინ 2 თვის იყო)ბადურაზე გაუკეთეს გამოკვლევა(როგორც ეხო ისე გადაუღეს)და ძალიან ჯანმრთელი ბადურა აღმოაჩნდა.შემდეგ პირველი ნარკოზიც იმიტომ გაუკეთეს რომ გამოეკვლაიათ თვალი.(მანამდე ოპერაცია არ გაუკეათეს)იქაც არაფერი იყო.
მაინტერესებს სხვა დაავადებები თვალზე ადვილად შესაძლებლია გაუჩნდეს?
და კიდევ რამდენად საშიშია დაცემა? მოგეხსენებათ ეხლა ისეთ ასაკშია ფეხზე უნდა გაიაროს.
ექიმი ამბობს ხოლმე რომ აქ საშიშს ვერაფერს ვხედავ მაგრამ მაინც უნდა დავათვალიერო ფსკერი კარგადო!(ნარკოზის მიცემით).
კიდევ მინდა ისიც გკითხოტ როდესაც რაიმეს უყურებსხანგრძლივად (მაგალითად: ნათურას) თვალები უციმციმებს(იქით_აქეთ)გთხოვთ მითხარით ეს საშიში ხომ არაა?
ძალიან ვნერვიულობ და სულ დაძაბული ვარ თვალში რაიმე არ მოირტყას.
მადლობთ ქალბატონო ნინო.
0

#33 Guest_warezwarezge_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 18 May 2010 - 06:17 AM

კატარაქტას ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანში უბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს? და რა თანხა ჯდება ავერსის კლინიკაში ეგ ოპერაცია?
0

#34 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 20 May 2010 - 12:20 AM

გამოხმაურების ნახვაsansalo, on 16 May 2010 - 09:05 PM, said:

ქალბატონო ნინო გამარჯობათ!
ბაბის პროფილით რომ მოგწერეთ (ჩემს შვილზე რომელსაც კატარაქტის ოპერაცია აქვს გაკეთებული)მინდა კიდევ გკითხოთ.
პირველად როდესაც ჩავიყვანე საოპერაციოდ(მაშინ 2 თვის იყო)ბადურაზე გაუკეთეს გამოკვლევა(როგორც ეხო ისე გადაუღეს)და ძალიან ჯანმრთელი ბადურა აღმოაჩნდა.შემდეგ პირველი ნარკოზიც იმიტომ გაუკეთეს რომ გამოეკვლაიათ თვალი.(მანამდე ოპერაცია არ გაუკეათეს)იქაც არაფერი იყო.
მაინტერესებს სხვა დაავადებები თვალზე ადვილად შესაძლებლია გაუჩნდეს?
და კიდევ რამდენად საშიშია დაცემა? მოგეხსენებათ ეხლა ისეთ ასაკშია ფეხზე უნდა გაიაროს.
ექიმი ამბობს ხოლმე რომ აქ საშიშს ვერაფერს ვხედავ მაგრამ მაინც უნდა დავათვალიერო ფსკერი კარგადო!(ნარკოზის მიცემით).
კიდევ მინდა ისიც გკითხოტ როდესაც რაიმეს უყურებსხანგრძლივად (მაგალითად: ნათურას) თვალები უციმციმებს(იქით_აქეთ)გთხოვთ მითხარით ეს საშიში ხომ არაა?
ძალიან ვნერვიულობ და სულ დაძაბული ვარ თვალში რაიმე არ მოირტყას.
მადლობთ ქალბატონო ნინო.

თქვენს შვილს თვალის დაავადებების განვითარების რისკი ისეთივე აქვს, როგორც სხვა ნებისმიერ ადამინას. თუ თქვენ ამჩნევთ "ციმციმს", განათებისას, შესაძლებელია იყოს ანარეკლი ხელოვნური ბროლის ზედაპირიდან (ზოგიერთი სახის ხელოვნურ ბროლს ახასიათებს), ასეთ შემთხვევაში საშიში არაფერია. თუ თქვენ გულისხმიბთ თვალის უნებლიე მოძრაობას სხვადასხვა მიმართულებით (ნისტაგმი), შესაძებელია დაკავშირებული იყოს როგორც თანდაყოლილი კატარატის გამო დაბალ მხედველობასთან, ასევე სხვა (ცენტრალური ნერვული სისტემის, ვესტიბულარული აპარატის) დაავადებებთან. ნებისმიერი სახის ტრავმა , რა თქმა უნდა, სასურველი არ არის.
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#35 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 20 May 2010 - 12:33 AM

გამოხმაურების ნახვაwarezwarezge, on 18 May 2010 - 06:17 AM, said:

კატარაქტას ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანში უბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს? და რა თანხა ჯდება ავერსის კლინიკაში ეგ ოპერაცია?

კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდი იძლევა საშუალებას, პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს რამდენიმე დღეში. ავერსის კლინიკაში ფუნქციონირებს სატელეფონო-საინფორმაციო სამსახური (39-48-53; 39-83-67; 39-15-01; 39-98-88; 96-72-27) სადაც შეძლებთ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენს კითხვაზე.
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#36 მომხმარებელი გასულია   sansalo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 11-May 10

დაწერილია 20 May 2010 - 06:28 PM

ქალბატონო ნინო დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
ეს ნისტაგმი როგორც თქვენ ამბობთ სულ მუდმივად არ აქვს როდესაც გადაეღლება მხოლოდ მაშინ ოღონდ ცოტა ხნით.
იცით რა მაინტერესებს?დღესაც მყავდა ექიმთან და მეუბნება რომ ბროლი კარგად ზის და არაფერია საშიშიო. მაგრამ მაინტერესებს იმ ხელსაწყოებით რითაც სინჯავს თქვენ გეცოდინებათ მაგალითად სხვა დაავადება რომ ქონდეს(მაგალითად: გლაუკომა ან ბადურაზე რაიმე და და ა.შ..)თუ შეამჩნევს ექიმი? თუ მხოლოდ ნარკოზის მიცემის დროს მიხვდება უფრო უკეთ?
მადლობთ...
0

#37 მომხმარებელი გასულია   Nino Tkhelidze ხატულა

  • ოფთალმოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 212
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 24 May 2010 - 11:07 PM

გამოხმაურების ნახვაsansalo, on 20 May 2010 - 06:28 PM, said:

ქალბატონო ნინო დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
ეს ნისტაგმი როგორც თქვენ ამბობთ სულ მუდმივად არ აქვს როდესაც გადაეღლება მხოლოდ მაშინ ოღონდ ცოტა ხნით.
იცით რა მაინტერესებს?დღესაც მყავდა ექიმთან და მეუბნება რომ ბროლი კარგად ზის და არაფერია საშიშიო. მაგრამ მაინტერესებს იმ ხელსაწყოებით რითაც სინჯავს თქვენ გეცოდინებათ მაგალითად სხვა დაავადება რომ ქონდეს(მაგალითად: გლაუკომა ან ბადურაზე რაიმე და და ა.შ..)თუ შეამჩნევს ექიმი? თუ მხოლოდ ნარკოზის მიცემის დროს მიხვდება უფრო უკეთ?
მადლობთ...

ბადურის დაავადებების გამოსავლენად და ასევე გლაუკომის დროს საჭიროა თვალის ფსკერის გამოკვლევა (ოფთალმოსკოპია).
ნინო თხელიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ოფთალმოლოგი
0

#38 მომხმარებელი გასულია   spinx777 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 25-May 10

დაწერილია 25 May 2010 - 11:27 AM

გამარჯობათ ექიმო
მაინტერესებს საქართველოში თუ კეთდება ბადურის პიგმენტური ატროფიის ოპერაცია? შესაძლბელია თუ არა ამ ოპერაციის შემდეგ მოხდეს მხედველობის სრული და ნორმალური აღდგენა? რადგან ამ მომენტისათვის სწორხაზოვანი მხედველობა ძალიან დაქვეითებულია ხოლო წრიული მხედველობა შედარებით უკეთესია, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მარტო სიარული გარეთ მაინც არ შეუძლია. ძალიან გთხოვთ დამაკვალიანეთ სად შეიძლება გაკეთდეს ოპერაცია და თუ არის შესაძლებელი მხედველობის აღდგენა? რა ჯდება ოპერაცია?
0

#39 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 27 May 2010 - 02:02 PM

მოგესალმებით

ჩემ დას უწევს სამსახურის გამო მთელი დღის განმავლობაში 9-10 საათი ჯდომა კომპიუტერთან. ხანდახან თვალიც უწითლდება ამის გამო. ამ ბოლო დროს რამოდენიმეჯერ დილით გაღვიძებისას უჭირს თითქოს თვალების გახელა. თითქოს ეწებება, თან პატარა ტკივილის და წვის შეგრძნებაც აქვს ხოლმე. მაგრამ რომ გამოფხიზლდება ისევ ჩვეულებრივად. იქნებ რაიმე მაზი გამოგვიწეროთ რომ კომპიუტერთან ჯდომის მერე წაისვას, რათა არაფერი ავნოს კომპმა და კომპიუტერისგან დამცავ სათვალეზე რას იტყოდით?
0

#40 მომხმარებელი გასულია   fofo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 27-May 10

დაწერილია 27 May 2010 - 02:18 PM

2 წლის და 8 თვის ბიჭუნა მყავს, მზეზე ეღლებოდა თვალები(თითქოს ეძინებაო), ექიმმა ასტიგმატიზმი დაუდგინა, მხედველობა კარგი აქვს. სათვალე გავუკეთოთ, მაგრამ 3 წლიდანო. სათვალე გამოასწორებს ამ პრობლემას, თუ მხოლოდ უკეთესად ხედვისთვისაა? ხედვა არ უჭირს, გავუკეთებ, მაგრამ არც ის მინდა, მიეჩვიოს მის ტარებას. რას მირჩევდით?
და კიდევ, შეჩვევისთვის ვუყიდე მზის სათვალე, ზაფხულია და არ გადაეღლება-მეთქი თან. სწორად მოვიქეცი?
1

  • (25 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი