AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: გახდით ავერსულად - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

გახდით ავერსულად ჟურნალ “ავერსისა” და “ავერსის კლინიკის” ერთობლივი პროექტი

#1 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 30 December 2010 - 08:49 AM

გახდით ავერსულად


თუ სიმსუქნის მსოფლიო ეპიდემიამ თქვენს კარზეც მოაკაკუნა, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდით ან თითქოსდა საფუძვლიანად ჩამოფერთხილი კილოგრამები უკანვე დაგიბრუნდათ, გთავაზობთ, ერთხელ კიდევ სცადოთ.
ექიმები აღიარებენ, რომ ნორმალური წონის შენარჩუნება მრავალ ქრონიკულ დაავადებას გვაცილებს თავიდან. სიმსუქნე კი ქრონიკული დაავადებაა და მისი დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლით შეიძლება. ეს ყველაფერი უფრო თვალსაჩინოდ რომ დაგანახოთ, ჟურნალი “ავერსი - ჯანმრთელი სიცოცხლე” და “ავერსის კლინიკა” ერთობლივ პროექტს იწყებენ. ახალი წლიდან ჟურნალის სამ მკითხველს საშუალება მიეცემა, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და საჭირო გამოკვლევა “ავერსის” ცენტრალურ კლინიკაში უფასოდ გაიაროს, მერე კი მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ივარჯიშოს კლინიკის რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის სამსახურში.
პროექტში მონაწილეობის პირობებს, ისევე როგორც მონაწილის კითხვარს, ჟურნალის ახალ, ოქტომბრის (№9(71)) ნომერში იხილავთ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეავსოს იგი და ჩააგდოს “ავერსის” აფთიაქში მოთავსებულ საფოსტო ყუთში 10 ნოემბრამდე ან მიიტანოს ჟურნალის რედაქციაში მისამართზე: აღმაშენებლის გამზ. 148/2, - 20 ნოემბრამდე.
ვინაიდან პროექტის მონაწილეებს “ავერსის კლინიკაში” კვირაში რამდენჯერმე მოუწევთ სიარული, ამიტომ პროექტში მონაწილეობა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც დედაქალაქში ცხოვრობს ან მთელი წლის განმავლობაში აქ ცხოვრების საშუალება აქვს.
“ავერსის” აფთიაქებში - 10 ნოემბრის, რედაქციაში კი 20 ნოემბრის შემდეგ შემოსული ანკეტები აღარ განიხილება.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
0

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი