AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: მიიღეთ კონკურსში მონაწილეობა - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

მიიღეთ კონკურსში მონაწილეობა "მე მიყვარს ჩიკოვიტა"

#1 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 30 December 2010 - 08:38 AM

მე მიყვარს “ჩიკოვიტა”


მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრენდი სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ჩვენს აფთიაქებში, დედიკოებისა და მათი პაწიების სიყვარული უკვე დაიმსახურა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, სწორედ უშუალო მომხმარებლებს შორის გამოვავლინოთ და შემდეგ დავაჯილდოოთ კიდეც ყველაზე მოყვარული, აქტიური და სიმპათიური. ვინაიდან და რადგანაც მათ წერა ჯერ კიდევ არ იციან, აქტიურობა დედიკოს მოუწევს. შეავსეთ კონკურსანტის კითხვარი ჟურნალ “ავერსის” 11 (73) ნომერში, თან დაურთეთ აფთიაქის სალაროს ამონაბეჭდი, რომელიც “ჩიკოვიტას” მინიმუმ ხუთი ბავშვის საფენის შეძენას ადასტურებს და რედაქციაში მოიტანეთ კონკურსანტის ფოტოსთან ერთად. უმჯობესია, ელექტრონული ფორმატით – დისკით, ფლეშით. დაბეჭდილი ფოტოების წარმოდგენა აკრძალული არ არის, თუმცა სკანერით გადაღებული დაბალი ხარისხისა გამოვა და წარმომდგენს უარეს პირობებში ჩააყენებს. კონკურსის მონაწილეთა სურათები “ავერსის” ფორუმზე და “ავერსის” ფეისბუქის გვერდზე აიტვირთება და მათთვის ხმის მიცემას ინტერნეტით შეძლებთ. კონკურსის გამარჯვებულებს 2011 წლის 1 ივნისს დავაჯილდოებთ, მანამდე კი დაწინაურებულთა ფოტოებს ყოველ თვე დავბეჭდავთ ჟურნალში.
მსურველებს შეუძლიათ, 2011 წლის 15 მაისამდე ნებისმიერ დროს ჩაერთონ კონკურსში, თუმცა რაც უფრო იჩქარებთ, თქვენთვის ხმის მოცემას მით უფრო მეტი ადამიანი შეძლებს. და კიდევ ერთი: თუმცა ძალიან დიდია ცდუნება, შვილის რაც შეიძლება მეტი სურათი წარმოადგინოთ, მაინც მოგიწევთ, არჩევანი ერთზე შეაჩეროთ – კონკურსში თითოეული ბავშვის მხოლოდ თითო სურათი მიიღებს მონაწილეობას.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
0

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი