AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა ენდოკრინოლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (79 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა ენდოკრინოლოგს

#21 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 March 2010 - 08:44 PM

მოგვმართეთ და გამოგიკვლევთ. რაც შეეხება ალერგიას თქვენ თქვით, რომ ჩატარებული გაქვთ გამოკვლევები და გითხრეს თავისით გაივლისო? რა გამოკვლევებზეა საუბარი?
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#22 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 27 March 2010 - 08:49 PM

გამოხმაურების ნახვაNino Esakia, on 27 March 2010 - 08:44 PM, said:

მოგვმართეთ და გამოგიკვლევთ. რაც შეეხება ალერგიას თქვენ თქვით, რომ ჩატარებული გაქვთ გამოკვლევები და გითხრეს თავისით გაივლისო? რა გამოკვლევებზეა საუბარი?

ბოლოს რომ გამოვიკვლიე ფარისებრი ჯირკვალი ამის გამო გამოვიკვლიე, ალერგოლოგებთანაც ვიყავი, გამომიწერეს მედიკამენტები, დამიდგინეს სიცივის ალერგია. ორი წელი ზამთრის სეზონის დროს ვმკურნალობდი და მერე თავი დავანებე რომ მითხრეს ალბათ გარდატეხის ასაკის ბრალია და თავისით გაუვლისო. ტანაც წელს რომ შემიმცირდა დასიება ვფიქრობ შეილება სწორედ ამის გამოც. კიდევ იყო რარაც-რაღაც გამოკვლევები მემგონი, ზუსტად აღარ მახოვს :)
0

#23 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 March 2010 - 09:03 PM

მედიცინამ 21 საუკუნეში უკვე უამრავი პრობლემის გადაჭრა მოახერხა. მოგვმართეთ და დაგეხმარებით. გისურვებთ ჯანმრთელობას. პატივისცემით ექიმი ენდოკრინოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში - ნინო ესაკია.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#24 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 28 March 2010 - 02:34 PM

გამოხმაურების ნახვაNino Esakia, on 27 March 2010 - 03:19 PM, said:

გიპასუხებთ. საერთოდ თქვენს მიერ დაწერილი მედიკამენტი ინიშნება ჰიპოთირეოზის დროს (ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნაკლებობის დროს). ასევე ინიშნება პოსტოპერაციული პერიოდში, როდესაც პაციენტი ჩაიტარებს ფარისებრი ჯირკვლის რეზექციას და ოპერაციული გზის ამოკვეთილი იქნება ფარისებრი ჯირკვალი ამ დროსაც როგორც ჩანაცვლებითი თერაპია ინიშნება ეს პრეპატარი. თქვენი ექიმის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი. თუ თქვენ გაქვთ დიაგნოზი დასმული და ეს დიაგნოზი ჰიპოთირეოზია მაშინ მკურნალობა სწორად არის დანიშნული. მე სამწუხაროდ არ მაქვს უფლება ინტერნეტით ჩავერიო სხვა ექიმის მიერ დანისნულ მკურნალობაში, ეს ხომ ვირტუალური საუბარია და მე თქვენ პირადად არ მინახიხართ. დიდი მადლობა შეკითხვისათვის. წარმატებებს გისურვებთ.

ნინო მითხრა რომ ფარული ჰიპოთირეოზია, ნახვით კიდევ ფიზიკურად დმინახა და მორჩა, არაფერი შეუმოწმებია ჩემი, მხოლოდ ანალიზების და ეხოს საფუძველზე დამინიშნა, ჰო, მინდა დავამატო რომ არაფრით არ მიიღო იოდიო, ჯირკვლის ადენომა განვითარდებაო რაღაც ასე მითხრა, მხოლოდ ლ თიროქსინიო, ეს ჰორმონია და ძალინ მეშინია ხომ არ გამასუქებს
0

#25 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 March 2010 - 02:51 PM

არა ელ-თიროქსინი არ გაგასუქებს ნუ გეშინიათ, თუმცა რაღაც არასწოად ამბობთ დიაგნოზს ფარული ჰიპოთირეოზი ასეთი არ არსებობს:) მოკლედ როდესაც დადგება ორსულობა გირჩევთ, რომ მობრძანდეთ კლინიკაში გამოკვლევებზე და ზუსტად მერე გადავწყვიტოთ გჭირდებათ თუ არა მედიკამენტი.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
1

#26 მომხმარებელი გასულია   mede ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 55
  • შემოგვიერთდა: 24-March 10

დაწერილია 31 March 2010 - 02:33 PM

მოგესალმებით,

2წლის წინ გავესინჯე ექიმს ჩიყვი არ მქონდა , საჭიროა თავიდან კონსულტაცია?

გმადლობთ
0

#27 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 01 April 2010 - 11:19 AM

გამოხმაურების ნახვაmede, on 31 March 2010 - 02:33 PM, said:

მოგესალმებით,

2წლის წინ გავესინჯე ექიმს ჩიყვი არ მქონდა , საჭიროა თავიდან კონსულტაცია?

გმადლობთ

გამარჯობათ.

რა გაწუხებთ? რამდენი წლის ხართ? გაქვთ თუ არა რაიმე ნიშნები?
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#28 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 01 April 2010 - 01:07 PM

ნინო ექიმო ანტი ტპო-ს პასუხი მივიღე, 6.05 ნორმა <40 IU/ML

შეგიძლიათ მომწეროთ ჰიპოთირეოზის ნიშნები?? ჰიპოთირეოზი იოდის ნაკლებობაა თუ რა არის??

იქნებ ეხოს, ჰორმონების და ანტისხეულების ანალიზის საფუძველზე მომაწოდოთ ინფორმაცია ზოგადად რა უფრო მაქვს
0

#29 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 02 April 2010 - 04:44 PM

გამარჯობათ.

ჰიპოთირეოზი ეს არის სინდრომი, რომელიც აღნიშნავს ფარისებრი ჯიორკვლის ფუნქციის ნაკლებობას. ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი საკმარისი რაოდენობით ჰორმონებს ვეღარ გამოიმუშავებს და სისხლში იკლებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმინების დონე . ის შეიძლება გამოვლინდეს დიფუზური ჩიყვის დროს, აუტოიმუნური თირეოიდიტის შედეგად (მე III ფაზაში) და ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ პოსტოპერაციულ პერიოდში (ანუ ფარისებრი ჯირკვლის რეზექციის შედეგად).

ჰიპოთირეოზის დროს სისხლში იკლებს თავისუფალი თიროქსინის დონე .

ჩივილები ამ დროს არის შემდეგი: სისუსტე, დაღლილობა, წონის მატება, შეშუპება სახისა და თითების არეში, თმისცვენა, შეწკრულობა.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#30 მომხმარებელი გასულია   niin ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 30-March 10

დაწერილია 05 April 2010 - 12:02 AM

გამარჯობა.
მაინტერესებს რამდენად უსაფრთხო კვლევაა ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია?! დიაგნოზის დასაზუსტებდად აუცილებელია სცინტიგრაფიის გაკეთება?
ინფორმაციის თვალსაზრისით თუა მეტად ინფორმაციული, ვიდრე ექოსკოპია?! და საერთოდ, როდის ნიშნავენ ექიმები ამ კვლევას?
წინასწარ დიდი მადლობა პასუხისათვის :)
0

#31 მომხმარებელი გასულია   G17 ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 33
  • შემოგვიერთდა: 05-April 10

დაწერილია 05 April 2010 - 07:39 AM

გამარჯობათ. ერთი კითხვა მაინტერესებს ძალიან იმედია დამეხმარებით გარკვევაში. მაქვს იოდოდეფიციტი. უკვე 2 წელია ვმკურნალობ L თიროქსინით და სხვა პრეპარატებით. მაგრამ მაქვს ერთი პრობლემა, მკერდი ასაკთან შედარებით ძალიან პატარ მაქვს ( 18 ს ვრ) და გენეტიკურად არ უნდა იყოს ასე, და ჩიყვი პირდაპირ კავშირშია მკერდის ჩამოყალიბებასთან? თითქოს თმიანობა დამეწყო სახეზეც. გავიკეთე ესტრადიოლზე ტესტი და შედეგები ნორმაშია და ეგებ გამარკვევინოთ რა მჭირს? :(
0

#32 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 05 April 2010 - 08:17 PM

გამოხმაურების ნახვაniin, on 05 April 2010 - 12:02 AM, said:

გამარჯობა.
მაინტერესებს რამდენად უსაფრთხო კვლევაა ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია?! დიაგნოზის დასაზუსტებდად აუცილებელია სცინტიგრაფიის გაკეთება?
ინფორმაციის თვალსაზრისით თუა მეტად ინფორმაციული, ვიდრე ექოსკოპია?! და საერთოდ, როდის ნიშნავენ ექიმები ამ კვლევას?
წინასწარ დიდი მადლობა პასუხისათვის :)


მოგესალმებით!

ფარისებრი ჯირკვლის სკანირება (სცინტიგრაფია)- ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკური მეთოდია.

სკანირებისას სისხლში შეჰყავთ რადიაქტიური ნივთიერება, რომელიც ფარისებრ ჯირკვალში გროვდება, სპეციალური ხელსაწყო კი დაგროვილი პრეპარატის რადიაქტივობის აღრიცხვის მეშვეობით ფარისებრი ჯირკვლის გამოსახულებას გვაძლევს. ამ კვლევის მეშვეობით მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ ჯირკვლის გადიდების მიზეზისა და მისი ფუნქციური მდგომარეობის შესახებ. სიტყვა "რადიაქტიურმა" არ შეგაშინოთ. კვლევისათვის პრეპარატის იმდენად მცირე დოზა გამოიყენება, რომ დასხივების არავითარი რისკი არ არსებობს.

სცინტიგრაფია ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი პათოლოგიის დროს, მისი ჩატარება უფრო მნიშვნელოვანია ფარისებრ ჯირკვალში კვანძების არსებობის დროს (ადენომის დროს), ასევე ტარდება დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვის დროს.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#33 მომხმარებელი გასულია   niin ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 30-March 10

დაწერილია 05 April 2010 - 09:11 PM

გამოხმაურების ნახვაNino Esakia, on 05 April 2010 - 04:17 PM, said:

მოგესალმებით!

ფარისებრი ჯირკვლის სკანირება (სცინტიგრაფია)- ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკური მეთოდია.

სკანირებისას სისხლში შეჰყავთ რადიაქტიური ნივთიერება, რომელიც ფარისებრ ჯირკვალში გროვდება, სპეციალური ხელსაწყო კი დაგროვილი პრეპარატის რადიაქტივობის აღრიცხვის მეშვეობით ფარისებრი ჯირკვლის გამოსახულებას გვაძლევს. ამ კვლევის მეშვეობით მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ ჯირკვლის გადიდების მიზეზისა და მისი ფუნქციური მდგომარეობის შესახებ. სიტყვა "რადიაქტიურმა" არ შეგაშინოთ. კვლევისათვის პრეპარატის იმდენად მცირე დოზა გამოიყენება, რომ დასხივების არავითარი რისკი არ არსებობს.

სცინტიგრაფია ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი პათოლოგიის დროს, მისი ჩატარება უფრო მნიშვნელოვანია ფარისებრ ჯირკვალში კვანძების არსებობის დროს (ადენომის დროს), ასევე ტარდება დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვის დროს.

ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისათვის :)
თქვენს კლინიკაში კეთდება ეს კვლევა?
დაახლოებითი ფასი ხომ არ იცით, რა ღირს ეს სიამოვნება? :D
ხო, კიდევ ერთი კითხვა მაქვს: პროცედურა რამდენად უმტკივნეულოა?
0

#34 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 06 April 2010 - 10:42 AM

გამოხმაურების ნახვაniin, on 05 April 2010 - 09:11 PM, said:

ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისათვის :)
თქვენს კლინიკაში კეთდება ეს კვლევა?
დაახლოებითი ფასი ხომ არ იცით, რა ღირს ეს სიამოვნება? :D
ხო, კიდევ ერთი კითხვა მაქვს: პროცედურა რამდენად უმტკივნეულოა?



გიპასუხებთ. არა ჩვენთან ეს არ კეთდება, ფასსაც ვერ მოგახსენებთ. მტკივნეული არ არის. რატომ გადაწყვიტეთ ამ კვლევის ჩატარება გირჩიათ ექიმმა? რამე პრობლემა გაქვთ ფარისებრ ჯირკვალზე?
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#35 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 06 April 2010 - 11:16 AM

გამოხმაურების ნახვაG17, on 05 April 2010 - 07:39 AM, said:

გამარჯობათ. ერთი კითხვა მაინტერესებს ძალიან იმედია დამეხმარებით გარკვევაში. მაქვს იოდოდეფიციტი. უკვე 2 წელია ვმკურნალობ L თიროქსინით და სხვა პრეპარატებით. მაგრამ მაქვს ერთი პრობლემა, მკერდი ასაკთან შედარებით ძალიან პატარ მაქვს ( 18 ს ვრ) და გენეტიკურად არ უნდა იყოს ასე, და ჩიყვი პირდაპირ კავშირშია მკერდის ჩამოყალიბებასთან? თითქოს თმიანობა დამეწყო სახეზეც. გავიკეთე ესტრადიოლზე ტესტი და შედეგები ნორმაშია და ეგებ გამარკვევინოთ რა მჭირს? :(


გამარჯიბათ.

რა დიაგნოზი გაქვთ ზუსტად? ელ-თიროქსინს რამდენ დოზას იღებთ? რატომ ჩათვალა ექიმმა 2 წელი იყოთ ამ მედიკამენტზე? ბოლოს როდის გაიკეთეთ თირეოტროპული ჰორმონის ანალიზი და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია? თმიანობის გამო თუ ხართ გამოკვლეული და მენსტრუალური ციკლი რეგულარულად გაქვთ?
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#36 მომხმარებელი გასულია   niin ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 30-March 10

დაწერილია 06 April 2010 - 12:17 PM

გამოხმაურების ნახვაNino Esakia, on 06 April 2010 - 06:42 AM, said:

გიპასუხებთ. არა ჩვენთან ეს არ კეთდება, ფასსაც ვერ მოგახსენებთ. მტკივნეული არ არის. რატომ გადაწყვიტეთ ამ კვლევის ჩატარება გირჩიათ ექიმმა? რამე პრობლემა გაქვთ ფარისებრ ჯირკვალზე?

დიახ, კვლევა ექიმმა დამინიშნა დიაგნოზის დასაზუსტებლად.
პრობლემა ნამდვილად მაქვს ფარისებრ ჯირკვალთაან დაკავშირებით, მაგრამ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე ამას ვიკვლევთ. ცოტა უცნაური შემთხვევაა, რადგან ანალიზის პასუხები და კლინიკური მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამ დღეებში ვაპირებ სცინტიგრაფიის გაკეთებას და მერე დავწერ აქაც შედეგებს ჩემი ყველა კვლევის.
ქალბატონო ნინო, პმ-ში როგორ მოგწეროთ რამე?! :rolleyes:
0

#37 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 06 April 2010 - 12:40 PM

გამოხმაურების ნახვაniin, on 06 April 2010 - 12:17 PM, said:

დიახ, კვლევა ექიმმა დამინიშნა დიაგნოზის დასაზუსტებლად.
პრობლემა ნამდვილად მაქვს ფარისებრ ჯირკვალთაან დაკავშირებით, მაგრამ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე ამას ვიკვლევთ. ცოტა უცნაური შემთხვევაა, რადგან ანალიზის პასუხები და კლინიკური მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამ დღეებში ვაპირებ სცინტიგრაფიის გაკეთებას და მერე დავწერ აქაც შედეგებს ჩემი ყველა კვლევის.
ქალბატონო ნინო, პმ-ში როგორ მოგწეროთ რამე?! :rolleyes:



საინტერესოა, თუ ექოსკოპიურად არანაირი ცვლილება არ არის რატომ ჩათვალა ექიმმა საჭიროდ ეს კვლევა? თქვენ თვითონ მედ მუშაკი ხართ? ცოტა უცნაურია ენდოკრინოლოგმა დანიშნოს სცინტიგრაფია და არ იცოდეს სად კეთდება ეს კვლევა. თვენ თქვენი ინიციატივით ხომ არ იტარებთ გამოკვლევებს?
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#38 მომხმარებელი გასულია   niin ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 30-March 10

დაწერილია 06 April 2010 - 01:22 PM

გამოხმაურების ნახვაNino Esakia, on 06 April 2010 - 08:40 AM, said:

საინტერესოა, თუ ექოსკოპიურად არანაირი ცვლილება არ არის რატომ ჩათვალა ექიმმა საჭიროდ ეს კვლევა? თქვენ თვითონ მედ მუშაკი ხართ? ცოტა უცნაურია ენდოკრინოლოგმა დანიშნოს სცინტიგრაფია და არ იცოდეს სად კეთდება ეს კვლევა. თვენ თქვენი ინიციატივით ხომ არ იტარებთ გამოკვლევებს?

ჩემი ინიციატივით არ ვიკეთებ, ექიმმა დამინიშნა. ისიც მითხრა, რომ თოდუას კლინიკაში კეთდება, მაგრამ ვიფიქრე ავერსში თუ კეთდებოდა, მანდ გავიკეთებდი :)
იცით, ეხო 2 წლის წინ გავიკეთე, თითქოს ყველაფერი წესრიგში მქონდა, სერიოზული ცვლილებები არ გამოვლენიალა, მაგრამ, ხომ გითხარით, რაღაც შეუსაბამობაა კვლევებსსა და კლინიკურ სურათს შორის.
თქვენი აზრით, თავი უნდა შევიკავო და სცინტიგრაფია არ გავიკეთო?! უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე და ხომ არ დააზიანებს უფრო მას?
0

#39 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 06 April 2010 - 03:02 PM

niin, on 06 April 2010 - 01:22 PM, said:

ჩემი ინიციატივით არ ვიკეთებ, ექიმმა დამინიშნა. ისიც მითხრა, რომ თოდუას კლინიკაში კეთდება, მაგრამ ვიფიქრე ავერსში თუ კეთდებოდა, მანდ გავიკეთებდი :)
იცით, ეხო 2 წლის წინ გავიკეთე, თითქოს ყველაფერი წესრიგში მქონდა, სერიოზული ცვლილებები არ გამოვლენიალა, მაგრამ, ხომ გითხარით, რაღაც შეუსაბამობაა კვლევებსსა და კლინიკურ სურათს შორის.
თქვენი აზრით, თავი უნდა შევიკავო და სცინტიგრაფია არ გავიკეთო?! უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე და ხომ არ დააზიანებს უფრო მას?


ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია აუცილებლად უნდა გადაიმეოროდ, 2 წლის უკან გაკეთებული ექოსკოპია არ არის ინფორმატიული. შესაძლოა 2 წლის უკან არ იყო არავითარი ცვლილებები და ეხლა არის. ამიტომ პირველ რიგში გირჩევთ: ჩაიტაროთ თირეოტროპული ჰირმონის განსაზღვრა სისხლში, შემდეგ ფ/ჯირკვლის ექოსკოპია და შემდეგ თუ საჭირო გახდა ჩაიტარებთ სცინტიგრაფიას. სცინტიგრაფია დაზიანებით არ დააზიანებს ორგანიზმს, მაგრამ პირველი რიგის გამოკვლევათ არ ითვლება. ჩვენს კლინიკაში ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ტარდება უახლესი ფილიპსის აპარატით ძალიან მაღალ დონეზე , გირჩევთ მოგვმართოთ და გამოგიკვლევთ.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#40 მომხმარებელი გასულია   G17 ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 33
  • შემოგვიერთდა: 05-April 10

დაწერილია 06 April 2010 - 04:40 PM

გამოხმაურების ნახვაNino Esakia, on 06 April 2010 - 08:16 AM, said:

გამარჯიბათ.

რა დიაგნოზი გაქვთ ზუსტად? ელ-თიროქსინს რამდენ დოზას იღებთ? რატომ ჩათვალა ექიმმა 2 წელი იყოთ ამ მედიკამენტზე? ბოლოს როდის გაიკეთეთ თირეოტროპული ჰორმონის ანალიზი და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია? თმიანობის გამო თუ ხართ გამოკვლეული და მენსტრუალური ციკლი რეგულარულად გაქვთ?


ივლისში გამოვიკვლიე ბოლოს და ტსჰ-0,42 ფტჰ-15,2 და ანტი ტპო-210! ეს რიცხი 2 წლის წინ 600 მდე მქონდა და ამიტომ ამდენი ხანი ვსვამდი.კიდე ერთი წამალი იყო არ მახსოვს.თმიანობა არ მაწუხებს ნამდვილად უბრალოდ ადრინდელთან შედარებით ვგრძნობ რომ თითქოს სახის არეში( ყურებთან) იმატა.მაქქვს სახეზე გამონაყარი ეს ალბათ ალერგიის ან ასაკის ბრალია. მაგრამ ძალიან ვნერვიულობ.,მგონია რომ ამ წამლის გამო შეფერხდდა ზრდა :(
0

  • (79 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

2 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი