AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა ენდოკრინოლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (79 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა ენდოკრინოლოგს

#1281 მომხმარებელი გასულია   mgl ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 09-July 14

დაწერილია 09 July 2014 - 11:01 AM

გამარჯობათ გავიკეთე ფარისებრი ჯირკვალის ულტრაბგერითი გამოკვლევა ჯირკვლის საერთო მასა დაპატარავებულია ორჯერ და ექოგენობა დაქვეითებული.. გავიკეთე ასევე თირეოტროპიული ჰორმონი მაქვს 2.20 , თავისუფალი თიროქსინი 13.8 , ანტისხეულები თიროიდპეროქსიდაზას მიმართ 2.87 , ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ 0.55... მაინტერესებს რამე საშიში ხომ არააა.. ეს ყველაფერი ხელს ხომ არ შემიშლის ორსულობაში...წინასწარ დიდი მადლობა
0

#1282 მომხმარებელი გასულია   maco12 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 14-July 14

დაწერილია 14 July 2014 - 11:13 PM

გამარჯობათ.
ვარ ფეხმძიმედ,33 კვირაში,მაქვს ჩიყვი(იოდი და ჰორმონები წესრიგშია,გაზრდილია მხოლოდ ჯირკვალი 4სმ-მდე,განაგრძობს ზრდას)უკვე სუნთქვაშიც მიშლის ხელს დაწოლილ მდგომარეობაში.გთხოვთ მიპასუხეთ როგორ მოვიქცე ვის მივმართო.არის თუ არა ამ დროს ოპერაცია მიზანშეწონილი და შესაძლებელი?
0

#1283 მომხმარებელი გასულია   mocarti ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 16-July 14

დაწერილია 16 July 2014 - 01:17 PM

გამარჯობათ.
ვარ 35 წლის. 3 წლის წინ მქონდა საშინელი უჰაერობა, გულის ფრიალი, მოთენთილობა. გავიკეთე TSH-ის ანალიზი მქონდა 14.0. ft4 და ანტისხეულები მქონდა ნორმაში. ექიმმა დამინიშნა ეუთიროქსი. 1 წელიწადში ნორმაში ჩადგა. რამდენიმე განმეორებითი ანალიზის შემდეგ ექიმმა წამალი მომიხსნა. დაახლოებით ერთი თვის წინ იგივე სიმპტომები დამეწყო და გავიკეთე ანალიზები შედეგები ასეთია.
TSH 0.23
FT4 1.27
anti TG 74.57
anti TPO 161
4 წელია მიდგას სპირალი. მაინტერესებს თუ შეუძლია სპირალს რაიმე ზეგავლენა მოეხდინოს ანალიზის ცვალებადობაზე ან ეს ანალიზის პასუხი საგანგაშო ხომ არაა? ჩემი ენდოკრინოლოგი ადგილზე არაა, შვებულებაშია და თუ შეიძლება რჩევის სახით რაიმე მომწერეთ. წინასწარ დიდი მადლობა
0

#1284 მომხმარებელი გასულია   tamunachka ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 25-July 14

დაწერილია 25 July 2014 - 07:29 PM

გამარჯობა. მაწუხებს ჭარბთმიანობა (ეპილაციაც უძლურია), გავიკეთე შემდეგი ანალიზები: თავისუფალი ტესტოსტერონი - 2,95 ; დჰეა-ს - 2,17. როგორც ვხედავ აღნიშნული მაჩვენებლები ნორმაშია მაგრამ ზედა ზღვარისკენ არის მაინც და ხომ ვერ მეტყვით მესაჭიროება თუ არა მკურნალობა. წინასწარ გიხდით მადლობას.
0

#1285 მომხმარებელი გასულია   marina91 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 31-July 14

დაწერილია 01 August 2014 - 12:24 AM

მოგესალმებით,

თირეოტროპული ჰორმონი (TSH)HR 4.7 მაქვს 14,6, როცა ნორმად 0,4-5,5 მიიჩნევა.
თავისუფალი თიროქსინი (FT4) HR 1.2- 0,63 ნორმა 0,9-2,3
ალბათ აღსანიშნია, რომ პროლაქტინიც მომატებული მაქვს, 20,1 არის ჩემი შედეგი როცა ნორმა 1,2-15,5-ია.

ექიმმა ელ თიროქსინი გამომიწერა და ექოსკოპიაზე გამაგზავნა, მაინტერესებს სხვა ანალიზების გაკეთების აუცილებლობა თუ არსებობს.
0

#1286 მომხმარებელი გასულია   marina91 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 31-July 14

დაწერილია 01 August 2014 - 12:36 PM

გამარჯობა, ექიმმა დამინიშნა ელ თიროქსინი ( tsh-14,6 FT4-0,63) და გამაფრთხილა, რომ აუცილებლად დილით მივიღო,მე კი ვნახე ინტერნეტში ახალი კვლევის პასუხები, რომლის მიხედვითაც ღამე ჯობია ამ წამლის მიღება- http://thyroid.about...s/a/bedtime.htm http://www.ncbi.nlm....pubmed/17201800 ჯერ მხოლოდ 25მგ-ს ვსვამ და შეიძლება შევცვალო მიღების რეჟიმი?
0

#1287 მომხმარებელი გასულია   ნინანინა ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 22
  • შემოგვიერთდა: 16-June 14

დაწერილია 01 August 2014 - 06:27 PM

გამარჯობათ.მე ვიყავი ყელ ყურ ცხვირის ექიმთან და მაწუხებს ცხვირ ხახაში ლორწო მაგრამ მქონდა ესეთი შეგრძნებაც რომ თითქოს რაღაც ყელში მაქვს დარჩენილი თითქოს წამალს რომ დალევ და ვერ გადააყლაპავ ბოლომდე თითქოს დარჩა რაღაც.მირჩია ფარისებრი გამომეკვლია და გასტეროლოგთან ვიზიტიც თუმცა მანამდე დამინიშნა მოტილიუმი დღეში სამჯერ 10 დღე და ბეტანინის სავლები პირის ღრუში.ამის დალევის შემდეგ გამინახევრდა ეს შეგრძნებები მაგრამ ბოლომდე არ მომეხსნა.ფარისებრის ანალიზები ჯერ არ გამიკეთბია.შეიძლება ნევროზულიც იყოსო.იცით მაინტერესებს მე მუდმივად მაქვს ლორწო ცხვირ ხახაში თითქოს სულ რაღაცას ვყლაპავ წებოსნაერს ვერა და ვერ მორჩა და შეიძლება ეს თუ არა ყოფილიყო საყლაპავის და კუჭნაწლავის დაზიანების ერთერთი მიზეზი და რა ვქნა როგორ მოვიქცე.ყოველთვის ხომ არ უნდა გაკეთდეს ბარიუმის ფაფის გადაყლაპვა ან გასტროსკოპია საჭირო.იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე.გლანდიც მაქვს ჩირქიანი მაგრამ არ მაწუხებს ის ჩამონათვალი რაც მან მითხრა.ხანდახან ამოსუნთავაც მიჭირს თითქოს გული დამძიმებული მაქვს მაგრამ მერე გაივლის.პირველი რა უნდა გავაკეთო .ეს არის ჩემი ექოს პასუხი და რა ანალიზები დამჭირდება მარჯვენა სიგანე 16მმ სისქე 20მმ სიგრზე 45 მმ მოცულობა 11 სმ-- მარცხენა სიგანე 16მმ სისქე 9მმ სიგრძე 44 მმ მოცულობა 4.8 სმ-- ხიდაკი 2.5 x 14 მმ საერთო მოცულობა 15.8 სმ --კონტური არამკაფიო,ექოგენობა საშუალო-- სტრუქტურა არაერთგვაროვანი.ორივე წილში ისახება ერთეული ექოგენური ფიბროზული ჩანაცვლების ზონები და არამკვეთრკონტურებიანი ჰიპოექოგენური ინგილტრაციის უბნები. კეროვანი დაზიანება არ ისახება. ვასკულარიზაცია გაძლიერებული არ არის რეგიონალური ლიმფური კოლექტორი არ ისახება.მადლობთ
1

#1288 მომხმარებელი გასულია   mari123 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 03-August 14

დაწერილია 04 August 2014 - 11:51 AM

გამარჯობა ქალბატონო ნინო იციტ რა მაინტერესებს 6ტვის ბავშვი არი 11 კგ და 75სმ ეს წონია ვიცი რომ მეტია და საშიშია რამე?რამდენი კგ უნდა იყოს 6თვის ბავშვი?
0

#1289 მომხმარებელი გასულია   EKA1323 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 06-August 14

დაწერილია 14 August 2014 - 12:10 PM

გამარჯობათ

წონაში დაკლების პრობლემა მაქვს,შარშან ფიტნესზე ვარჯიშით და სწორი კვებით საკმაოდ დავიკელი დაახლოებით 10 კილომდე,შემდეგ ყურადღება მოვადუნე და კვებასაც აღარ მივაქციე ყურადღება,ისევ მოვიმატე,ამჟამად 74 კილო ვარ,გაზაფხულიდან ისევ დავიწყე სწორი კვება,და ჯერ ცეკვაზე დავდიოდი ფიზიკურად რომ დავტვირთულიყავი,შემდეგ 2 თვეა უკვე ფიტნესზე დავდოვარ,მაგრამ არანაირი შედეგი არ მაქვს სასწორზე,ტანსაცმელზე ვატყობ ოდნავ ფორმების შეცვლას ,მაგრამ წონას არ აკლდება არაფერი,73ზე ჩამოდის მეორე დღეს ისევ ადის,არადა საკმაოდ ვიტვირთები ფიზიკურად,ოფლიც საკმარისად გამომდის,ვერ გავიგე რისი ბრალი შეიძლება იყოს.თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რა გავაკეთო

მადლობა
0

#1290 მომხმარებელი გასულია   მად ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 14-August 14

დაწერილია 14 August 2014 - 02:11 PM

31 ივლისს გავიკეთე ანალიზი ,, იმუნოფერმეტული გამოკვლევა ანალიზატორზე"
თირეოტროპული ჰორმონი(TSH):0.57 ნორმა (0,3-5,0)
თავისუფალი თიროქსინი (FT4): 1.4 ნორმა (0,8-2,0)
თავისუფალი ტრიიოდთირონინი(FT3): - ნორმა (1,4-4,2)
Anti TPO:- ნორმა (<40)
მაინტერესებს რას ნიშნავს ეს პასუხები, აუცილებელია თუ არა ექიმთან ვიზიტი?
1

#1291 მომხმარებელი გასულია   nafatifi ხატულა

  • სუპერ ფორუმელი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,333
  • შემოგვიერთდა: 28-September 10

დაწერილია 17 August 2014 - 12:25 PM

გამარჯობა.. ბავშვს შევამჩნიე უკან თავის დაბოლოებასთან კისრის მალის აქეთ და იქით პატარა ბურთულებივით,,, ჯირკვლები აქ შეიძლება იყოოს ? ყელით იყო ავად და ამას შეიძლება გამოეწვია?
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
0

#1292 მომხმარებელი გასულია   keti1984 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 145
  • შემოგვიერთდა: 06-May 11

დაწერილია 28 August 2014 - 11:58 PM

გამარჯობათ,პრობლემა მაქვს მენსტრუალური ციკლის დარღვევა,ანუნპრაქტიკულად ძალიან ცოტა და ხანმოკლე მაქვს ყოველთვე,ეს პრობლემა ენდოკრინოლოგს ეხება თუ გინეკოლოგს?ვარ 29 წლის

მადლობა
0

#1293 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 August 2014 - 04:37 PM

გამოხმაურების ნახვაmostwanted, on 03 April 2014 - 11:22 AM, said:

გამარჯობა,

გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი. ყველაფერი ნორმაში მაქვს,ერთადერთი ეოზინოფილები მაქვს 5%, არის თუ არა ეს ნორმაზე მეტი და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული.
რა დამატებითი გამოკვლევა შეიძლება რომ ჩავიტარო, რომ დადგინდეს რაიმე პრობლემა ხომ არ მაქვს (მაგ. ჭიები, რაიმე სახის ანთება და ა.შ.)

წინასწარ დიდი მადლობა გამოხმარურებისათვის



გამარჯობათ, არა ეს ნორმის ზედა ზღვერთან არის,მიმართეთ ამ შეკითხვით ალერგოლოგს ან ოჯახის ექიმს, ეს მათი პროფილის შეკითხვაა.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#1294 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 August 2014 - 04:38 PM

გამოხმაურების ნახვანატო, on 16 April 2014 - 08:53 PM, said:

გამარჯობათ ნინო ექიმო, ფარისებრი ჯირკვლის ანალიზების პასუხებია: TSH 1,9 FT4 1,0 anti-TPO 7,0 ნორმა <5,6 , ანტისხეულები მომატებულია, ნიშნავს ეს რომ ქრონიკული ანთებითი პროცესია? მაინტერესებს თუ არის მკურნალობა აუცილებელი, გმადლობთ



გამარჯობათ, კი ქრონიკულია ეს, ფ/ჯირკვლის ექოსკოპია არ ჩაიტარეთ?
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#1295 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 August 2014 - 04:39 PM

გამოხმაურების ნახვაiako77, on 20 April 2014 - 07:05 PM, said:

გამარჯობათ მომემატა ჭარბთმიანობა და გავიკეთე გამოკვლევები.ჩიყვი ნორმაში მქონდა.გავიკეთე გინეკოლოგიური გამოკვლევ და ყველაფერი წესრიგში მქონდა.მხოლოდ 17 კეტოსტეროიდი აღმომაჩნდა შარდში მაღალი 54.8(ნორმა 20.8)ექიმმა დამინიშნა დექსამეტაზონი 0.5 დღეში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში და ვეროშპერონი 0.25 დღეში ორჯერ 10 დღის განმავლობაში.მაინტერესებს სწორად მაქვს თუ არა დანიშნული მკურნალობა და ამდენი ჰორმონის მიღება ხომ არ გამასუქებს?



გამარჯობათ, ეს შეკითხვა არის გინეკოლოგიური პროფილის და დაუსვით ჩვენს საიტზე გინეკოლოგს, ის გიპასუხებთ.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#1296 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 August 2014 - 04:40 PM

გამოხმაურების ნახვაoko, on 23 April 2014 - 05:04 PM, said:

გამარჯობა! წელიწადი და ექვსი თვეა რაც გავთხოვდი და მაწუხებს უშვილობის პრობლემა. მაქვს აუტოიმუნური თირეოიდიტი. ვმკურნალობ ენდოკრინოლოგთან. ჰორმონები ნორმაშია თუმცა ანტისხეულები მუდმივად მომატებულია. შეიძლება ეს იყოს უშვილობის მიზეზი? და თუ ეს ასეა, მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ანტისხეულებ
ის ნორმაში მოსაყვანად?



გამარჯობათ, რამდენია სისხლში კონკრეტულად ანტი ტპო?
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#1297 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 August 2014 - 04:41 PM

გამოხმაურების ნახვადუგდუგა, on 29 April 2014 - 07:20 PM, said:

მოგესალმებით. ვარ 30 წლის, ჩავიტარე გამოკვლევა და გთხოვთ შეაფასოთ:
ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა

დექსტრა ზომები: 51X18X14მმ. მოცულობა 6,5 მლ.
სინისტრა ზომები - 51X15X12მმ. მოცულობა 4.3 მლ.
ჯირკვლის საერთო მოცულობა: V=V1+V2= 10.8 მლ.

კონტურები სწორი, მკვეთრი. ექოსტრუქტურა ერთგვაროვანი, წვრილმარცვლოვანი.
საერთო ექოგენობა ნორმალური
კეროვანი და დიფუზური ვცლილებები არ აღინიშნება

ტსH (თირეოტროპული ჰორმონი) - 1.24
Fტ4 (თAვისუფალი თიროქსინი) - 1.06


ასეთია სურათი და ძალიან გთხოგვთ მიპასუხეთ არის ამაში რაიმე არანორმალური და საჭიროებს თუ არა მკურნალობას?
წინასწარ უღრმესი მადლობა



გამარჯობათ, ანტი ტპო არ ჩაგიტარებიათ?
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#1298 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 August 2014 - 04:42 PM

გამოხმაურების ნახვაavto1960, on 14 May 2014 - 02:32 PM, said:

გამარჯობათ.გწერთ მეგობრის საიტიდან.ვარ ირინა მყავს 25 წლის მეუღლე დღე-ღამის განმავლობაში სვამს 8-9 ლიტრა წყალს ვფიქრობდით შაქარს მაგრამ ანალიზებში ყველაფერი რიგზე აქვს ამ მხრივ.შესაბამისად აქვს ხშირი შარდვა.სხვა რისგან შეიძლება იყოს ეს გამოწვეული ან ვის მივმართოთ? ღვინოზე იცის წყლის დამატება ლიმონათის წყალში გაზავება და ისე დალევა.საჭმელს მოუკლო და წონაშიც დაკლებულია 5-6 კგ.გთხოვთ გამომეხმაუროთ და წინასწარ გიხდით მადლობას.



გამარჯობათ, უშაქრო დიაბეტის დიაგნოსტიკა უნდა ჩაუტარდეს თქვენს მეუღლეს.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#1299 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 August 2014 - 04:44 PM

გამოხმაურების ნახვაtasunaa, on 15 May 2014 - 09:28 AM, said:

გამარჯობა. რამდენიმე თვის უკან დამიდგინეს კვანძოვანი ეუთირეოიდული ჩიყვი. ზომით 1 სმ.ყველა ანალიზი ნორმაში იყო. დამინიშნეს იოდბალანსი 3 თვე. ჩავიტარე ეს კურსი და დაიკლო 0.7-მდე. რამდენიმე დღის უკან გავიგე ორსულობის შესახებ. 3 კვირამდე ორსული ვარ. გთხოვთ დამაკვალიანოთ, ჩემს ექიმთან ვერ მივდივარ და აუცილებელია ეხლავე მივიდე კონსულტაციაზე სხვა ენდოკრინოლოგთან?



გამარჯობათ, ყველა ორსულმა ვისაც აქვს ჩიყვის დიაგნოზი უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს დროულად!
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#1300 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 August 2014 - 04:46 PM

გამოხმაურების ნახვამარუსა, on 18 June 2014 - 12:53 PM, said:

გამარჯობათ, ჩემი ციტოლოგიის გამოკვლევის პასუხია
"მიღებულ იქნა 8მლ. ბლანტი ჩალისფერი სითხე.
მიკროსკოპულად ნანახია კოლოიდური სუბსტანცია, ფიბროზული სტრომის ფრაგმენტები, ფოლიკულური ეპითელიუმის ცალკეული უჯრედები პოლიმორფიზმის გარეშე.
დასკვნა: კოლოიდური ცისტა "
გთხოვთ დამეხმაროთ და მირჩიოთ შესაძლებელია თუ არა ოპერაციის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება???

"ზომა ცისტის მარჯვენა წილის ზომა 2,24/2,13/5,83 სმ, საერთო მოცულობა 13,3 სმ3
ხიდაკი ზომით 1,59/0,19 სმ
მარცხენა წილის ზომა 1,98/1,54/5,48 სმ. საერთო მოცულობა 8 სმ2
ფარისებრი ჯირკვლის საერთო მოცულობა 21,3 სმ3,"
მადლობა წინასწარ



გადავხედე და ცისტის ზომები ექოსკოპიის პასუხში არსად არ წერია, გამოგჩათ ეტყობა, თქვენ რაც მომწერეთ ეს მხოლოდ ჯირკვლის ზომებია.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

  • (79 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

3 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 3 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი