AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა ენდოკრინოლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (79 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა ენდოკრინოლოგს

#1 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 February 2010 - 03:07 PM

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს ავერსის კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ნინო ესაკია
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
15

#2 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 24 March 2010 - 09:40 AM

გავიკეთე ანალიზები და მინდა შეაფასოთ

მოვიტან 2 წლის წინანდელ და დღევანდელ ანალიზებს შედარებისთვის

ძველი:
FT4 0.96 ng/dl ნორმა 0.8-2.1 ng/dl
TSH 1.78 mIU/L ნორმა 0.3-3.2 mIU/L


ახალი:
FT4 0.88 ng/dl ნორმა 0.8-2.0 ng/dl
TSH 1.68 mIU/L ნორმა 0.3-5.0 mIU/L
FT3 3.05 pg/ml ნორმა 1,4-4,2 pg/ml

გავიეკთე ანტი ტპო-ს მაგრამ 1 აპრილს იქნება პასუხიო

რაც შეეხება ეხოს
2 წლის წინანდელი:
ჯირკვალი ნორმალური ფორმისაა, მკაფიო კოტურებით
მარჯვენა წილის ზომებია:16/13/51 მმ. მოცულობა 5.0 სმ3
მარცხენა წილის ზომებია: 17/15/54 მმ. მოცულობა 6.5სმ3
ისთმუსი ზომებით: 12/4 მმ.
ჯირკვლის საერთოდ მოცულობა 11.5 სმ3. (12-18 სმ3)
ჯირკვლის პარენქიმა ერთგვაროვანი ექოსტრუქტურისაა, ექოგენობა საშუალო

ახალი ეხო:
კონტური მკაფიო, სწორი, ექოგენობა ნორმა, ექოსტრუქტურა ერთგვაროვანი, სისხლძარღვოვანი სურათი არ არის გაძლიერებული
მარჯვენა წილის ზომებია:12/14/42 მმ. მოცულობა 3.8 სმ3
მარცხენა წილის ზომებია: 12/13/46 მმ. მოცულობა 4.0 სმ3
ხიდაკის სისქე 3მმ
საერთო მოცულობა 7.8 სმ3
ნორმა: მოცულობა - ასაკი>18 წ. ქალი 4.4-18 სმ3, მამაკაცი 7.7-25 სმ3


ფაქტია რომ ჯირკვლის მოცულობა მოკლებულია
1

#3 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 25 March 2010 - 10:40 AM

გამოხმაურების ნახვაtikusha, on 24 March 2010 - 09:40 AM, said:

გავიკეთე ანალიზები და მინდა შეაფასოთ

მოვიტან 2 წლის წინანდელ და დღევანდელ ანალიზებს შედარებისთვის

ძველი:
FT4 0.96 ng/dl ნორმა 0.8-2.1 ng/dl
TSH 1.78 mIU/L ნორმა 0.3-3.2 mIU/L


ახალი:
FT4 0.88 ng/dl ნორმა 0.8-2.0 ng/dl
TSH 1.68 mIU/L ნორმა 0.3-5.0 mIU/L
FT3 3.05 pg/ml ნორმა 1,4-4,2 pg/ml

გავიეკთე ანტი ტპო-ს მაგრამ 1 აპრილს იქნება პასუხიო

რაც შეეხება ეხოს
2 წლის წინანდელი:
ჯირკვალი ნორმალური ფორმისაა, მკაფიო კოტურებით
მარჯვენა წილის ზომებია:16/13/51 მმ. მოცულობა 5.0 სმ3
მარცხენა წილის ზომებია: 17/15/54 მმ. მოცულობა 6.5სმ3
ისთმუსი ზომებით: 12/4 მმ.
ჯირკვლის საერთოდ მოცულობა 11.5 სმ3. (12-18 სმ3)
ჯირკვლის პარენქიმა ერთგვაროვანი ექოსტრუქტურისაა, ექოგენობა საშუალო

ახალი ეხო:
კონტური მკაფიო, სწორი, ექოგენობა ნორმა, ექოსტრუქტურა ერთგვაროვანი, სისხლძარღვოვანი სურათი არ არის გაძლიერებული
მარჯვენა წილის ზომებია:12/14/42 მმ. მოცულობა 3.8 სმ3
მარცხენა წილის ზომებია: 12/13/46 მმ. მოცულობა 4.0 სმ3
ხიდაკის სისქე 3მმ
საერთო მოცულობა 7.8 სმ3
ნორმა: მოცულობა - ასაკი>18 წ. ქალი 4.4-18 სმ3, მამაკაცი 7.7-25 სმ3


ფაქტია რომ ჯირკვლის მოცულობა მოკლებულია



გმადლობთ შეკითხვისთვის.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები შეცვლილია და საერთო მოცულობა შემცირებულია თქვენ სწორი ბრძანდებით, თუმცა ამის მიზეზი რა არის დასადგენია. თქვენ არ გიწერიათ ჩატარებული გაქვთ თუ არა რაიმე მკურნალობა ამ მხრივ? რა მედიკამენტებს იღებდით? ანტისხეულების განსაზღვრა რა თქმა უნდა აუცილებელია. სასურველია თავიდან განვიხილოთ ეს საკითხი როდესაც ყველა პასუხი გექნებათ ხელზე.
პასუხების შემდეგ ზუსტად შესაძლებელია დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#4 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 25 March 2010 - 06:27 PM

Nino Esakia

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის :)

ე.ი. სადღაც 9-10 წლის წინ ვიყავი პროფილაქტიკაზე ენდოკრინოლოგთან, მხოლოდ ხელით გამსინჯა, ჩიყვის პირველი სტადიააო და რაღაც იოდის პრეპარატი დამინიშნა და ჩაი იყო დასაყენებელი, ალბათ მაქსიმუმ 1 თვე გაგრძელდა, მერე გადავამოწმე ისევ იგივესთან ხელით გამსინჯა და ყველაფერი რიგზეაო და მორჩა

2 წლის წინ გავთხოვდი, ორსულობას ვგეგმავდი და გადავამოწმე რომ მერე ნაყოფს პრობლემები არ შექმნოდა, კრეტინიზმს იწვევსო იოდის ნაკლებობაო, ოღონდ მაშინ გინეკოლოგმა გადამამოწმებინა და ენდოკრინოლოგთან არ მივსულვარ, ეხოს პასუხები და ჰორმონები კი წერია ზემოთ, მაშინ თვითონ დამინიშნა იოდბალანსი 3 თვით 200 მკგ დღეში, მაგრამ მალევე დავვორსულდი და 1.5 თვე ვსვი მხოლოდ, რადგან კონსულტაციის ექიმმა მომახსნევინა არ გინდაო, მის მერე აღარაფერი მისვია თუ არ ჩავთვლით პერიოდულად პოლივიტამინებს, რომელშიც თავისთავად შედის იოდი

ახლაც იმიტომ გადავამოწმე რომ ზაფხულში ორსულობას ვგეგმავ, მაგრამ ცოტა არ იყოს შევშინდი ჯირკვლის მოცულობა რომ კლებულობს, მაშინ ეხოზე მითხრეს შეიძლება ეგ შენი ფიზიოლოგიური ნორმაა ჯირკვლის ეს მოცულობაო, მაგრამ ფაქტია კიდევ შემცირებულია

თან მინდა ავღნიშნო რომ მშობიარობიდან 2 თვეში დამეწყო საშინელი თმის ცვენა 2 თვე გრძელდებოდა და საშინელი სუნის მქონე (არ ვიცოდი)ოფლიანობა მქონდა მთელი ზაფხული,ვარ მუდმივად გადაღლილი, შეიძლება ეს ყველაფერი მშობიარობის თანმდევი მოვლენებია, მაგრამ მაინც გადავამოწმე

1 აპრილს ანტი ტპო პასუხი მექნება და მირჩიეთ მერე როგორ მოვიქცე

ქუთაისელი ვარ და არ ვიცი აქ ვისთან მივიდე, მადლობა.
1

#5 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 26 March 2010 - 07:10 PM

თქვენ სწორი ბრძანდებით, აუცილებელია როგორც ორსულობის დაგეგმვის დროს ისე ორსულობის დროს ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა და დარღვევების შემთხვევაში მკურნალობა. სამწუხაროდ რა უნდა დალიოთ მედიკამენტებს აქ ვერ მოგწერთ . აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და გასინჯვა, სრული დიაგნოსტიკა, რომ ექიმს შეექმნას სრულყოფილი ინფორმაცია და ზუსტად დასვას დიაგნოზი რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაზე. ავერსის კლინიკაში 31 მარტის ჩათვლით ტარდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა დ მკურნალობა 25% ფასდაკლებით. თუ შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდით და მოგემსახურებით. ეს ფასდაკლების აქცია ძალაშია 31 მარტის ჩათვლით.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ორსულობის დროს აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას რათა თავიდან ავიცილოთ როგორც ნაყოფის განვითარების პათოლოგიები ისე დედის გართულებები.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#6 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 26 March 2010 - 09:34 PM

სამწუხაროდ ვერ ჩამოვალ ახლა თბილისში

დამინიშნეს ლ თიროქსინი 25 მკგ დღეში ერთხელ 3-4 კვირა ამ ანალიზებზე დაყრდნობით

რამდენად შეესაბამება დანიშნულება შრგიძლიათ მითხრათ??
0

#7 მომხმარებელი გასულია   mariko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 6
  • შემოგვიერთდა: 27-March 10

დაწერილია 27 March 2010 - 05:57 PM

მაწუხებს ოფლიანობა გინდა ყინავდეს ხელები ფეხები და იღლიები საშინლად მისველდება...ხომ არ იცით რისი ბრალია? და რითი შეიძლება ვიმკურნალო?
0

#8 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 27 March 2010 - 07:01 PM

გამოხმაურების ნახვაmariko, on 27 March 2010 - 05:57 PM, said:

მაწუხებს ოფლიანობა გინდა ყინავდეს ხელები ფეხები და იღლიები საშინლად მისველდება...ხომ არ იცით რისი ბრალია? და რითი შეიძლება ვიმკურნალო?

მეც იგივე პრობლემა მაწუხებს, აღარ შემიძლია უკვე.. ზამთარში, ზაფხულში, დღე თუ ღამე ვოფლიანობ იღლიებში. განსაკუთრებით ხალხტან ყოფნისა და ემოციების დროს. აღარ ვიცი რა გავაკეთო. მართლა დაგვეხმარეთ რაა ვინმე. რა გავაკეთოოოთ?
0

#9 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 March 2010 - 07:19 PM

გიპასუხებთ. საერთოდ თქვენს მიერ დაწერილი მედიკამენტი ინიშნება ჰიპოთირეოზის დროს (ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნაკლებობის დროს). ასევე ინიშნება პოსტოპერაციული პერიოდში, როდესაც პაციენტი ჩაიტარებს ფარისებრი ჯირკვლის რეზექციას და ოპერაციული გზის ამოკვეთილი იქნება ფარისებრი ჯირკვალი ამ დროსაც როგორც ჩანაცვლებითი თერაპია ინიშნება ეს პრეპატარი. თქვენი ექიმის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი. თუ თქვენ გაქვთ დიაგნოზი დასმული და ეს დიაგნოზი ჰიპოთირეოზია მაშინ მკურნალობა სწორად არის დანიშნული. მე სამწუხაროდ არ მაქვს უფლება ინტერნეტით ჩავერიო სხვა ექიმის მიერ დანისნულ მკურნალობაში, ეს ხომ ვირტუალური საუბარია და მე თქვენ პირადად არ მინახიხართ. დიდი მადლობა შეკითხვისათვის. წარმატებებს გისურვებთ.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
1

#10 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 March 2010 - 07:28 PM

გმადლობთ შეკითხვისათვის. ჭარბად ოფლიანობის მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს. აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, მინერალური ცვლის გამოკვლევა და სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება. თქვენ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს და ნევროლოგს კონსულტაციაზე. თუ ყველანაირი პათოლოგია გამოირიცხა, მაშინ გირჩევთ მიმართოთ პლასტიკურ ქირურგს. ჩვენს კლინიკაში ტარდება ოპერაციები საოფლე ჯირკვლებზე, მას ატარებს პლასტიკური ქირურგი და საბოლოოდ გადაწყდებს იღლიებში ოფლიანობის პრობლემა. ჯერ გაიკეთეთ გამოკვლევები ენდოკრინოლოგთან და ნევროლოგთან და თუ მათმა გამორიცხეს თავის მხრივ მკურნალობა შემდეგ მიმართეთ ამ შეკითხვით ავერსის კლინიკის პლასტიკურ ქირურგს.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#11 მომხმარებელი გასულია   mariko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 6
  • შემოგვიერთდა: 27-March 10

დაწერილია 27 March 2010 - 07:28 PM

ხოო უკვე აღარ შემიძლია ხალხში გასვლას ვერიდები და ისეთ ტანსაცმელს ვიცვამ რომ სველი იღლიები არ გამომიჩნედს...საშინელებაა რააა...თუ რამით მკურნალობა შეიძლება მითხარით რააააა
0

#12 მომხმარებელი გასულია   mariko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 6
  • შემოგვიერთდა: 27-March 10

დაწერილია 27 March 2010 - 07:30 PM

და სად ვნახო კარგი ენდოკრინოლოგი?
-1

#13 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 March 2010 - 07:34 PM

მკურნალობას ჯერ ვერ გეტყვით, ჯერ დიაგნოსტიკაა საჭირო უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევები. მობრძანდით ჩვენთან კლინიკაში და გამოგიკვლევთ. რამდენი წელია რაც გაქვთ ეს პრობლემა? რას უკავშირებთ? არის თუ არა კავშირში მენსტრუალურ ციკლთან, თქვენ რა ასაკის ხართ?
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#14 მომხმარებელი გასულია   mariko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 6
  • შემოგვიერთდა: 27-March 10

დაწერილია 27 March 2010 - 07:38 PM

15 წლის ვარ...რავიცი ეს პრობლემა მაქვს დაახლოვებით 5 წელი...არა მენსტრუალურ ციკლთან არაფერ კავშირშია
0

#15 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 March 2010 - 07:39 PM

გაქვთ თუ არა გულისფრიალი და ემოციური დაძაბულობა?
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#16 მომხმარებელი გასულია   mariko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 6
  • შემოგვიერთდა: 27-March 10

დაწერილია 27 March 2010 - 07:41 PM

არა :unsure:
0

#17 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 March 2010 - 08:03 PM

გამოგიკვლევთ მარიკო და ყველაფერს გეტყვით. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. მადლობთ რომ გვეხმიანებით.
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#18 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 27 March 2010 - 08:18 PM

გამოხმაურების ნახვაNino Esakia, on 27 March 2010 - 07:39 PM, said:

გაქვთ თუ არა გულისფრიალი და ემოციური დაძაბულობა?

ემოციური დაძაბულობა მაქვს რათქამუნდა როცა ვოფლიანობ... სიგიჯემდე მივყავარ. მეც სულ ვერიდები გარეთ გასვლას და ხალხთან ყოფნას. მინდა ნორმალურად ვცხოვრობდე. მე წელიწადზე მეტია რაც შევნიშნე ეს პრობლემა. დაახლოებით წელიწადი და 2, 3 თვე იქნება. შეილება ადრეც მაწუხებდა და ყურადღება არ მიმიქცევია. რავიცი, რავიცი... და მაინტერესებს ნამდვილად მიშველის თუ არა პლასტიკური ოპერაცია? იმ შემთხვევაშიც თუ კი დადგინდა, რომ ის გენეტიკურია? მადლობთ რომ გვპასუხობთ
0

#19 მომხმარებელი გასულია   Nino Esakia ხატულა

  • ენდოკრინოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 711
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 March 2010 - 08:35 PM

თქვენ რამდენი წლის ხართ? ჩაგიტარებიათ თუ არა ფარისებრი ჯირკვლის მხრივ დიაგნოსტიკა? მიგიმართიათ ენდოკრინოლოგთან?
ნინო ესაკია

აკადემიური დოქტორი მედიცინაში

"ავერსის კლინიკის" ექიმი ენდოკრინოლოგი
0

#20 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 27 March 2010 - 08:41 PM

გამოხმაურების ნახვაNino Esakia, on 27 March 2010 - 08:35 PM, said:

თქვენ რამდენი წლის ხართ? ჩაგიტარებიათ თუ არა ფარისებრი ჯირკვლის მხრივ დიაგნოსტიკა? მიგიმართიათ ენდოკრინოლოგთან?

მე 18 ვარ. ფარისებრი ჯირკვლის მხრივ დაახლოებით ოთხი წლის წინ ჩავიტარე გამოკვლევა და ნორმაში მქონდა ყველაფერი. არა, არ მიმიმართავს ენდოკრინოლოგისთვის. ეხლა ვაპირებ თუ არაფერმა მიშველა ოპერაცია მაინც გავიკეთო.


შეილება ეხლა რასაც დავწერ საერთოდ არ იყოს კავშირში ოფლიანობასთან, მაგრამ მაინც მოგწერთ. დაახლოებით ბოლო 4-5 წელია ზამთარში მაწუხებს ხელების ალერგია, მისივდება ხოლმე, ხადახან მექავება კიდეც და მექერცლება კანი თითქოს. წელს ცოტა უფრო გამიარა, ისე არ მასივებია როგორც წინა წლებში. ვიყავი გამოკვლევებზე დ მითხრეს ტავისით გაგივლისო.
1

  • (79 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

2 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი