AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: მედიკამენტების ანოტაციები - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (7 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

მედიკამენტების ანოტაციები როგორ მოვძებნოთ მედიკამენტის ანოტაცია

#21 მომხმარებელი გასულია   bususuna ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 20-May 10

დაწერილია 20 May 2010 - 01:51 PM

გამარჯობათ, მე თქვენი ფორუმის ახალი წევრი ვარ

ვერსად ვერ ვნახე კლიმადინონის ქართული ანოტაცია... იქნებ დამეხმაროთ როგორმე... დიდი მადლობა წინასწარ გამოჩენილი ყურადღებისათვის... :)
0

#22 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 20 May 2010 - 02:23 PM

სალამი,

სამწუხაროდ კლიმადინონის ინსტრუქციის ქართული ელექტრონული ვერსია არ მოგვეპოვება, შეგვიძლია რუსული ან ინგლისური ვარიანტები მოგაწოდოთ.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
1

#23 მომხმარებელი გასულია   bususuna ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 20-May 10

დაწერილია 20 May 2010 - 04:57 PM

რუსულენოვანი ანოტაცია მეც მოვიძიე და სამწუხაროდ არც თუ ისე დაცვრილებით არაა, ინგლისური მომაწოდე, იქნებ იქ მაინც იყოს რამე გარკვევით,თორე მოვკვდი მაგის სმით და საინტერესო შედეგს ჯერ ვერ მივაღწიე :(
0

#24 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 20 May 2010 - 05:37 PM

ინგლისურ ვერსიაში განსხვავებული არაფერი წერია :)

ანოტაცია კლიმადინონის მწარმოებლის ვებ-გვერდზე: http://www.bionorica...ent-119776.html

ეს კი ვიდალიდან: http://www.vidal.ru/.../klimadynon.htm
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
0

#25 მომხმარებელი გასულია   bususuna ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 20-May 10

დაწერილია 20 May 2010 - 05:42 PM

გაიხარე... უღრმესი მადლობა :winkiss:
0

#26 მომხმარებელი გასულია   lalaa ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 22
  • შემოგვიერთდა: 09-May 10

დაწერილია 02 June 2010 - 06:49 PM

კურანტილის ანოტაცია მაინტერესებს წინასწარ დიდი მადლობა
0

#27 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 03 June 2010 - 09:27 AM

კურანტილის ანოატაციას თქვენც მოიძიებდით ავერსის ვებ-გვერდზე (გადახედეთ ამავე თემაში საწყის პოსტებს, რომლებიც ნათლად ასახავს მედიკამენტების ძიების სპეციფიკას).

თუ მაინც ვერ გაერკვიეთ მიჰყევით ბმულს: http://www.aversi.ge...eo&drug_id=2996
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
0

#28 მომხმარებელი გასულია   laura ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 04-June 10

დაწერილია 04 June 2010 - 04:27 PM

მიკონაზოლის ანოტაცია მაინტერესებს, თუ შესაძლებელია...
0

#29 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 04 June 2010 - 05:24 PM

მიკონაზოლი
Miconazole


ჩვენება: მიკონაზოლი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე კანის და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების დროს, ბაქტერიული სუპერინფექციით გამოწვეული დერმატომიკოზების დროს. მას იყენებენ ადგილობრივად პირის ღრუს ლორწოვანის, ხახის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კანდიდოზის, ვულვოვაგინური კანდიდოზის, სოკოვანი ბალანიტის დროს.

ფარმაკოლოგიური თვისება: მიკონაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს. პრეპარატი ხასიათდება ფუნგიციდური მოქმედებით დერმატოფიტებზე (Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis), საფუარის და საფუარის მსგავს სოკოებზე (Candida albicans და სხვა), აგრეთვე Aspergillus spp., Dimorphons fungi, Cryptococcus neoformans, პიტყროსპორუმ სპპ., Torulopsis გლებრატა, ასევე სხვა პათოგენურ სოკოებზე (Malassezia furfur, Aspergillus niger, Penicillium crustaceum და სხვა). მიკონაზოლის ნიტრატი აინჰიბირებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზს და ცვლის მემბრანის ლიპიდურ შემადგენლობას, რაც იწვევს სოკოს უჯრედის კვდომას. მიკონაზოლის კრემს ახასიათებს აგრეთვე უფრო კარგად გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებითი ბაქტერიების (სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების და სხვა), და ნაკლებად გამოხატული ეფექტი გრამუარყოფითი ბაქტერიების (ნაწლავის ჩხირის, ლურჯ-მწვანე ჩხირის, პროტეუსის და სხვა) მიმართ. პრეპარატს გააჩნია ზომიერად გამოხატული ჰიპეროსმოსური აქტივობა, რის გამოც ხასიათდება ანტიექსუდაციური მოქმედებით.

ფარმაკოკინეტიკა: ადგილობრივი გამოყენების დროს მიკონაზოლი სისხლში პრაქტიკულად არ შეიწოვება.

დოზირება და მიღების წესი: დოზირება ინდივიდუალურია. იგი დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და მიმდინარეობის სიმძიმეზე. კანის სოკოვანი დაავადების დროს პრეპარატის თხელ ფენას ისმევენ დაზიანებულ ზედაპირზე, აგრეთვე მის მიმდებარე ადგილებში და სწრაფად შეიზელენ 2-ჯერ დღეღამეში (დილით და საღამოს). პრეპარატის გამოყენებამდე, ნაკეცებს შორის ადგილები, რომლებიც ადვილად სველდება (ნაკეცები თითებს შორის, ბარძაყსა და ბოქვენს შორის), აუცილებელია მარლის საფენით იქნას გამშრალებული. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-დან 6 კვირას, რაც დამოკიდებულია სოკოს სახეობაზე, დაავადების მკურნალობის ეფექტურობაზე და მიკოლოგიური კვლევის შედეგებზე; მკურნალობა გრძელდება 7-10 დღის განმავლობაში დაავადების ყველა კლინიკური სიმპტომების გაქრობამდე. ონიქომიკოზის (ფრჩხილების სოკოვანი დაზიანება) მკურნალობის დროს პრეპარატის თხელ ფენას ისმევენ დაზიანებული ფრჩხილის ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში, შემდეგ აფიქსირებენ დამწოლ ნახვევს. მკურნალობა გრძელდება ახალი ფრჩხილის წარმოქმნამდე, პათოლოგიური პროცესის კუპირებამდე და აგრეთვე სოკოების სრულ ელიმინაციამდე.

გვერდითი მოვლენები: შიგნით მიღებისას გულისრევა, ხანგრძლივი მიღებისას დიარეა, ადგილობრივი რეაქციები კანზე (წვის ან ქავილის შეგრძნება, კანის სიმშრალე ან ჰიპერემია), აგრეთვე კანის ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მომატებული მგრძნობელობა მიკონაზოლის ან პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: დასაშვებია მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გარეგანი სახით. საჭიროა სიფრთხილე, რათა კრემი არ მოგვხვდეს თვალის ლორწოვანი გარსზე. ადგილობრივად მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორსულობის I ტრიმესტრში.

ჭარბი დოზირება: გამოვლენილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: რეკომენდებული არ არის პრეპარატთან ერთად სხვა მალამოების და კრემების გამოყენება.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
0

#30 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 17 June 2010 - 01:00 PM

გამარჯობათ. ეს ესაა თქვენი კლინიკის დერმატო–კოსმეტოლოგმა მიტხრა რომ გამოსულა ახალი და ძალიან კარგი საშუალება ფეხისთვის. სახელად მინერალლაინი. სამწუხაროდ ვეძებე მაგრამ ვერ ვნახე საერთოდ. იქნებ ანოტაცია მომაწოდოთ?
0

#31 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 June 2010 - 01:09 PM

გაგიმარჯოთ,

მინერალ ლაინის ანტიპერსპირანტები გაყიდვაში არის ავერსის აფთიაქებში, იხილეთ ლინკი:

http://www.aversi.ge...%83%90%E1%83%9A

ანოტაციის ელ. ვერსია არ გვაქს მსგავს საშუალებებზე.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
0

#32 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 17 June 2010 - 01:10 PM

გამოხმაურების ნახვაDr. Aversi, on 17 June 2010 - 01:09 PM, said:

გაგიმარჯოთ,

მინერალ ლაინის ანტიპერსპირანტები გაყიდვაში არის ავერსის აფთიაქებში, იხილეთ ლინკი:

http://www.aversi.ge...%83%90%E1%83%9A

ანოტაციის ელ. ვერსია არ გვაქს მსგავს საშუალებებზე.

კარგით, მადლობთ
0

#33 მომხმარებელი გასულია   mashiko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 01-April 10

დაწერილია 19 June 2010 - 04:45 PM

მოგესალმებით.მე მაინტერესებს კლოსტილბეგიდის ანოტაცია ვერსად ვერ მივაგენი.იქნებ მომაწოდოთ
0

#34 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 21 June 2010 - 09:47 AM

გამოხმაურების ნახვაmashiko, on 19 June 2010 - 04:45 PM, said:

მოგესალმებით.მე მაინტერესებს კლოსტილბეგიდის ანოტაცია ვერსად ვერ მივაგენი.იქნებ მომაწოდოთ



კლოსტილბეგიტი
(Clomifene)


ჩვენება:
- ოვულაციის ინდუქცია საკვერცხეების ანოვულაციური დისფუნქციის და მასთან დაკავშირებული უნაყოფობის დროს;
- ცენტრალური და ჰიპოთალამური წარმოშობის ანოვულაციური ციკლის მოშლილობები;
- სხდასხვა წარმოშობის მეორადი ამენორეა, ოლიგომენორეა;
- კონტრაცეფციის შემდგომი ამენორეა;
- გალაქტორეა (არასიმსივნური ეთიოლოგიის);
- შტეინ-ლევენტალის სინდრომი;
- კიარი-ფრომელის სინდრომი;
- ოლიგოსპერმია.

ფარმაკოლოგიური თვისება:
კლომიფენი სპეციფიკურად უერთდება ჰიპოთალამუსში და საკვერცხეებში ლოკალიზებულ ესტროგენულ რეცეპტორებს. მცირე დოზებში იგი ხელს უწყობს ჰონადოტროპული ჰორმონების სეკრეციას (მალუთეინიზირებელი, ფოლიკულომასტიმულირებელი, პროლაქტინი) და ასტიმულირებს ოვულაციას. ორგანიზმში ესტროგენების დაბალი შემცველობის დროს კლომიფენი ახდენს ზომიერ ესტროგენულ მოქმედებას, ხოლო მისი მაღალი რაოდენობისას - იწვევს ანტიესტროგენულ ეფექტს. მოცირკულირე ესტროგენების შემცირებით (რომლებიც იწვევენ დიდ კონცენტრაციებში ჰონადოტროპინების სეკრეციას), იგი ხელს უწყობს ჰონადოტროპინების სეკრეციის მომატებას. მაღალ დოზებში პრეპარატი თრგუნავს ჰონადოტროპინების პროდუქციას. მას არ ახასიათებს გესტაგენური და ანდროგენული აქტივობა.

დოზირება და მიღების წესი: მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა მკაცრად ინდივიდუალურია. ვინაიდან ეფექტი დამოკიდებულია საკვერცხეების მგრძნობელობაზე (რეაქტიულობაზე). იმ შემთხვევაში, როდესაც მენსტრუალური ციკლი შენარჩუნებულია, რეკომენდირებულია მკურნალობის კურსის დაწყება ციკლის მე-5 დღიდან. მკურნალობის I კურსი: 50მგ მომდევნო 5 დღის განმავლობაში, ამ დროს საჭიროა საკვერცხეების რეაქციაზე კონტროლი. ოვულაცია, როგორც წესი, იწყება ციკლის მე-11 და მე-15 დღეებს შორის. თუ ოვულაცია არ იწყება, მიმართავენ მკურნალობის II კურსს-100მგ კლომიფენი 5 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ოვულაციის არ არსებობის დროს, მკურნალობის II კურსს, კიდევ ერთხელ იმეორებებენ. 3-თვიანი შესვენების შემდეგ, ტარდება კიდევ ერთი 3-თვიანი მკურნალობის კურსი. დადებითი ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში, მკურნალობის შემდგომ გაგრძელებას აზრი არა აქვს. მკურნალობის I კურსის დროს პრეპარატს იღებენ არა უმეტეს 750მგ-იანი დოზით. პოსტკონტრაცეპტიული ამენორეის დროს ენიშნებათ 50მგ დღეში 5-დღიანი კურსით. ოლიგომენორეის დროს-50მგ დღეშიკვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, დაღლილობა, გულისრევა და ღებინება პრეპარატის მხოლოდ მაღალი დოზებით მიღებისას; ალერგიული რეაქციები.
- წამოხურების და მხედველობის დაქვეითების სიმპტომები პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალევე ქრება; საკვერცხეების ჰიპერტროფია ორგანიზმში ესტროგენების შემცველობის მომატებით, მუცლის ტკივილი, მენორაგია, სათესლე ჯირკვლის ტკივილი.

უკუჩვენება:
- ღვიძლის ფუნქციონალური მოშლილობა და მისი დაავადებები, საკვერცხის კისტა, ჰიპოფიზის სიმსივნე ან მისი ფუნქციის უკმარისობა. დაუდგენელი გენეზის სისხლდენა საშვილოსნოდან, სასქესო ორგანოების ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი დაავადებები, ცნს-ის ორგანული დაზიანებები.
- პრეპარატის მიღება ეკრძალებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთაც მუშაობა უხდებათ სიმაღლეზე ან დანადგარებთან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების განსაკუთრებულ კონცენტრაციას.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენებია. ორსულობის დადგომისას კლომიფენით მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია პროგესტერინის დანიშვნა ყვითელი სხეულის ფუნქციური უკმარისობის პროფილაქტიკისათვის.

განსაკუთრებული მითითებები: კლომიფენით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა. პრეპარატის დანიშვნა მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც შარდში ჰონადოტროპინების ჯამური რაოდენობა რამდენადმე დაქვეითებულია, ან ნორმის ფარგლებშია, არ არის ორგანული ცვლილებები საკვერცხეებში, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია ნორმის ფარგლებშია. მკურნალობის პერიოდში საჭიროა საკვერცხეების ფუნქციის კონტროლი.

ჭარბი დოზირება: გულისრევა, ღებინება, წამოხურება, მხედველობის დარღვევა, მუცლის ტკივილი.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: რაციონალურია კომპლექსური თერაპია კლოსტილბეგიტის ჰონადოტროპულ ჰორმონებთან.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
1

#35 მომხმარებელი გასულია   sofo5 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 29-June 10
  • მდებარეობაqutaisi

დაწერილია 29 June 2010 - 11:33 AM

გამარჯობათ მაინტერესებს ინფორმაცია პრეპარატ მერიდიას შესახებ და ანოტაციებში ვერ ვნახე . რამდენი დგე უნდა მივიღო და რა შედეგი აქვს .წინასწარ დიდი მადლობა :199:
0

#36 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 June 2010 - 11:41 AM

გაგიმარჯოთ,

მერიდია, ისევე როგორც სხვა პრეპარატები ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ.

ავერსის ვებ-გვერდზე დაწვრილებით გაეცანით ანოტაციას, სადაც მითითებულია მერიდიას დოზირების, მკურნალობის ხანგრძლივობის და მისი ეფექტის შესახებ.

http://www.aversi.ge...o&drug_id=12900
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
0

#37 მომხმარებელი გასულია   neliko ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 22
  • შემოგვიერთდა: 26-May 10

დაწერილია 03 July 2010 - 02:32 PM

თუ შეგიძლიათ სპერმან ფორტეს ანოტაცია რომ მომაწოდოთ,წინასწარ გიხდით მადლობას
0

#38 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 05 July 2010 - 10:57 AM

СПЕМАН ФОРТЕ
(SPEMAN FORTE)



Форма выпуска, состав и упаковка
Таблетки, покрытые оболочкой темно-малинового цвета, треугольные, выпуклые; ядро таблетки коричневого цвета.
1 таб.
порошок клубней ятрышника мужского 39 мг
порошок семян астерканта длиннолистного 19 мг
порошок семян латука компасного 10 мг
порошок семян бобов бархатных зудящих 10 мг
порошок суварнаванг 10 мг
экстракт корней аргиреи красивой 19 мг
экстракт плодов якорцев стелющихся 19 мг
экстракт стеблей лептадении сетчатой 19 мг
экстракт слоевищ пармелии жемчужной 10 мг
суммарное содержание алкалоидов корней раувольфии змеиной 1.5 мг

Вспомогательные вещества: магния стеарат, магния алюминия силикат, целлюлоза микрокристаллическая, натрия карбоксиметилцеллюлоза, борицин, сахар, тальк, желатин, титана диоксид, акация, эритрозин, воск пчелиный, воск карнаубский, хлороформ, вода, метилпарабен, пропилпарабен.

100 шт. - флаконы пластмассовые (1) - пачки картонные.

Клинико-фармакологическая группа: Фитопрепарат, нормализующий половую функцию у мужчин

Комплекстый препарат растительного происхождения.
Оказывает нормализующее влияние на половую функцию.


Показания к применению препарата СПЕМАН ФОРТЕ
—ускоренная эякуляция (семяизвержение);
—нарушение половой функции у пожилых мужчин.

Режим дозирования
Препарат назначают по 1-2 таблетки 3 в течение 2-4 недель.

Побочное действие
Возможны: аллергические реакции.


Противопоказания к применению препарата СПЕМАН ФОРТЕ
—повышенная чувствительность к компонентам препарата.

Передозировка
В настоящее время о случаях передозировки препарата Спеман форте не сообщалось.

Лекарственное взаимодействие
Лекарственное взаимодействие препарата Спеман форте не описано.

Условия и сроки хранения
Список Б. Препарат следует хранить в сухом, недоступном для детей месте при температуре от 10° до 30°C. Срок годности - 3 года.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
0

#39 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 14 July 2010 - 12:58 AM

მაინტერესებს თქვენს აფთიაქებში შევიძენ თუ არა ბორის მჟავას და რა ღირს? არის ნამდვილად ეფექტური? იქნებ ანოტაციაც მომაწოდოთ თუ გაქვთ. დიდი მადლობა
0

#40 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 14 July 2010 - 09:21 AM

ავერსის აფთიაქებში რა თქმა უნდა შეიძენთ ბორის მჟავას, იხილეთ ლინკი: http://www.aversi.ge...%83%98%E1%83%A1

ანოტაციის ელ. ვერსია სამწუხაროდ არ გვაქვს.

ჩვენების შესაბამისად მისი გამოყენება ეფექტურია რა თქმა უნდა.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
0

  • (7 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი