AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა თერაპევტს, ოჯახის ექიმს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (110 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა თერაპევტს, ოჯახის ექიმს

#41 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 20 April 2010 - 10:42 PM

გამოხმაურების ნახვაdea22, on 18 April 2010 - 10:28 PM, said:

გამარჯობათ.

ვარ 22 წლის ქალიშვილი, რამოდენიმე თვეა რაც მკერდიდან გამომდის მცირეოდენი ხსენი. არანაირი ტკივილი არ აღმენიშნება მკერდის არეში და არც კვანძის მაგვარი რამ. არის რაიმე საშიში? აუცილებელია მამოლოგთან ვიზიტი თუ ეს თავისით გაივლის?



მოგესალმებით დეა,
ეს ნიშანი შეიძლება სისხლში პროლაქტინის (ეს ერთ-ერთი ჰორმონია) მომატებით იყოს განპირობებული. უნდა გაიკეთო სისხლში პროლაქტინის კონცენტრაციის განსაზღვრა, დილის საათებში უზმოზე. შემდეგ გავარკვევთ რა მკურნალობა შევარჩიოთ. გისურვებ წარმატებას
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#42 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 20 April 2010 - 10:49 PM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 20 April 2010 - 11:50 AM, said:

მყავს 2 თვის ბავშვი (ძუძუს რომ ვაწოვებ) ამტკივდა მაჯები, ორი კვირის წინ ავწიე სკამი და მაჯა ძალიან მეტკინა. ძარღვი ამეყარა, ძარღვი დამეტყო იმ ადგილზე სადაც მეტკინა. ახლა გამუდმებით მტკივა. ხომ ვერ მირჩევდით რა მოვიმოქმედო.



მოგესალმებით,
როგორც ჩანს მყესების ტრავმა მიიღეთ სიმძიმის აწევის მომენტში. თქვენთვის, როგორც მეძუძური დედისთვის რენტგენოლოგიური გამოკველევა არ შეიძლება, თუმცა კარგი იქნებოდა თუ ექიმი გნახავდათ და გასინჯავდა მაჯის სახსარს. ისევდაისევ მეძუძურობიდან გამომდინარე წამლების დანიშვნაში შეზღუდულები ვართ, ამიტომ გირჩევთ ადგილობრივად შეიზილოთ მაგალითად დიკლაკის გელი ან რომელიმე მსგავსი მალამო (მცირე რაოდენობით მასაჟის ტიპის მოძრაობით) და ეცადო ცოტა ხანი არ დატვირთო ეგ ხელი. გისურვებ წარმატებას.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#43 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 20 April 2010 - 10:54 PM

გამოხმაურების ნახვაkvat, on 20 April 2010 - 03:40 PM, said:

მქონდა ალერგია და გავიკეთე დიპროსპანი, მენსტრუაციის მოსვლიდან 15 დღეა, ჩიყვი არასდროს მქონია, ამ ბოლოს ახლობელმა ექიმმა ხელით გამსინჯა და არ გაქვსო





საღამო მშვიდობის, ალბათ მაინც აჯობებს ექიმს ეჩვენო. თუნდაც ზოგადი პროფილის თერაპევტს. ხომ გაგიგონია - "ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია"-ო. უფრო ადვილი იქნება მდგომარეობის შეფასება. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საგანგაშო არაფერი არ უნდა იყოს. გისურვებ წარმატებას.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#44 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 20 April 2010 - 10:57 PM

გამოხმაურების ნახვაafrodita, on 20 April 2010 - 05:16 PM, said:

გამარჯობათ!

ხშირად მომდის სისხლი ცხვირიდან. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

გმადლობთ



მოგესალმებით,
ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი სხვადასხვაა. თუ არტერიული წნევის მაღალი ციფრები გაქვთ, სისხლდენა ზოგჯერ დამცველობითი ხასიათისაა; შეიძლება ცხვირის წვრილი სისხლძარღვების (კაპილარების) თანდაყოლილი თავისებურებაც იყოს; თუმცა გირჩევდით პირველ რიგში სისხლის საერთო ანალიზის გაკეთებას, რათა სისხლის სისტემური დაავადება გამოირიცხოს. გისურვებთ წარმატებას.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#45 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 21 April 2010 - 04:42 PM

გამოხმაურების ნახვაNatia Svanidze, on 20 April 2010 - 06:49 PM, said:

მოგესალმებით,
როგორც ჩანს მყესების ტრავმა მიიღეთ სიმძიმის აწევის მომენტში. თქვენთვის, როგორც მეძუძური დედისთვის რენტგენოლოგიური გამოკველევა არ შეიძლება, თუმცა კარგი იქნებოდა თუ ექიმი გნახავდათ და გასინჯავდა მაჯის სახსარს. ისევდაისევ მეძუძურობიდან გამომდინარე წამლების დანიშვნაში შეზღუდულები ვართ, ამიტომ გირჩევთ ადგილობრივად შეიზილოთ მაგალითად დიკლაკის გელი ან რომელიმე მსგავსი მალამო (მცირე რაოდენობით მასაჟის ტიპის მოძრაობით) და ეცადო ცოტა ხანი არ დატვირთო ეგ ხელი. გისურვებ წარმატებას.

დიდი მადლობა
0

#46 მომხმარებელი გასულია   ninia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 14
  • შემოგვიერთდა: 22-April 10

დაწერილია 23 April 2010 - 01:19 PM

შეიძლება თუ არა ვიტამინი პოლიჟენის დალევა ყოველდღე? ანოტაციაში კი წერია დღეგამოშვებითო, მაგრამ მაინტერესებს რამე უკუჩვენება ექნება ყოველდღე მიღებით?
0

#47 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 26 April 2010 - 10:52 PM

გამოხმაურების ნახვაninia, on 23 April 2010 - 01:19 PM, said:

შეიძლება თუ არა ვიტამინი პოლიჟენის დალევა ყოველდღე? ანოტაციაში კი წერია დღეგამოშვებითო, მაგრამ მაინტერესებს რამე უკუჩვენება ექნება ყოველდღე მიღებით?




მოგესალმებით,
პოლიჟენის დანიშნულებაა მოახდინოს ორგანიზმის იმუნოსტიმულაცია და ამას ახერხებს იმ დოზით, რაც ანოტაციაში უწერია. რატომ უნდა გაზარდოთ დოზა? განსაკუთრებულად მძიმე დაავადება გადაიტანეთ თუ რთული ოპერაცია? მნიშვნელობა აქვს რატომ დაიწყეთ ამ პრეპარატის მიღება. გისურვებთ წარმატებას. ისე ყოველთვის აჯობებს ვიტამინები ცოცხალი სახით, ანუ ხილისა და ბოსტნეულის სახით მიიღოს ადამიანმა, როგორც ეს შესაძლებელია. ნებისმიერი წამლის ფორმა გარკვეული სახის დანამატებს შეიცავს. ბუნებრივი ფორმა კი უფრო ადვილად მისაღებია ორგანიზმისთვის.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#48 მომხმარებელი გასულია   ninia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 14
  • შემოგვიერთდა: 22-April 10

დაწერილია 27 April 2010 - 11:57 AM

ჩემმა მეუღლემ ზამთარში გადაიტანა ფილტვების ანთება, ექიმმა დაუნიშნა პოლიჟენი, მაგრამ მთლიანი კურსი ვერ ჩავიტარეთ ამ ”დღეგამოშვებით” რეჟიმის გამო, აერია დღეები :unsure: გაზაფხულზე მინდა ჩაიტაროს ისევ, მაგრამ მეშინია კიდევ არ აერიოს... ნუ დიდი პრობლემა არ არის, რამეს მოვახერხებთ :) სამწუხაროდ, საერთოდ არანაირ ხილს არ ჭამს...

დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის
0

#49 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 April 2010 - 08:36 PM

გამოხმაურების ნახვაninia, on 27 April 2010 - 11:57 AM, said:

ჩემმა მეუღლემ ზამთარში გადაიტანა ფილტვების ანთება, ექიმმა დაუნიშნა პოლიჟენი, მაგრამ მთლიანი კურსი ვერ ჩავიტარეთ ამ ”დღეგამოშვებით” რეჟიმის გამო, აერია დღეები :unsure: გაზაფხულზე მინდა ჩაიტაროს ისევ, მაგრამ მეშინია კიდევ არ აერიოს... ნუ დიდი პრობლემა არ არის, რამეს მოვახერხებთ :) სამწუხაროდ, საერთოდ არანაირ ხილს არ ჭამს...

დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის


დავამატებდი მცირედს. პოლიჟენის მიღება იმ ეტაპზე, ანუ პნევმონიის (ფილტვების ანთების) რეაბილიტაციის პერიოდში, როდესაც ორგანიზმი ძალების აღდგენის პროცესში იყო, ნამდვილად საჭირო და უფრო ეფექტური იქნებოდა. ამჟამად თქვენი მეუღლის ორგანიზმს ეს პერიოდი გავლილი აქვს. თუ ამჟამად აქვს რამე ჩივილები იქნებ მომწეროთ და უფრო ზუსტი პასუხის გაცემას შევძლებდი... და თუ ჩივილები არ აქვს მაშინ რა მიზეზით გსურთ ამ პრეპარატის მიღება? პროფილაქტიკისთვის?
ხოლო რაც შეეხება იმას, რომ გაძნელდა ”დღეგამოშვებითი რეჟიმის” დაცვა. აქ მარტივად შეიძლება პრობლემის გადაჭრა - სულ უნდა მიიღოს 10 აბი, დღეგამოშვებით; ანუ 20 დღეში. დაინიშნავთ დაწყების დღეს და მონიშნავთ როდის უნდა დაამთავროს. მაგალითად აარჩევთ ლუწ რიცხვებს და ამ დღეებში (ანუ ლუწ რიცხვებში) გადმოდებთ თითო აბს. გისურვებთ წარმატებას... და ბოლოს, მნიშვნელოვანია თქვენი მეუღლის ასაკი და თუ აქვს რამე სხვა დაავადება, რის გამოც ახლა სხვა წამლებს იღებს.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#50 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 April 2010 - 11:07 PM

გამარჯობათ. მაინტერესებს შეიძლება თუ არა ძუძუს გაცივება? (როგორც უკვე ვთქვი ვარ მეძუძური დედა და მაწუხებს ძუძუ ძალიან, რაზეც აქ ფორუმში არაერთი კითხვა დავსვი. :blush: )
0

#51 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 April 2010 - 11:35 PM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 27 April 2010 - 11:07 PM, said:

გამარჯობათ. მაინტერესებს შეიძლება თუ არა ძუძუს გაცივება? (როგორც უკვე ვთქვი ვარ მეძუძური დედა და მაწუხებს ძუძუ ძალიან, რაზეც აქ ფორუმში არაერთი კითხვა დავსვი. :blush: )



მოგესალმებით,
თუ შეიძლება დააკონკრეტეთ რას გულისხმობთ "ძუძუს გაციებაში". ზოგადად მთლიანად სხეულის ან მისი რომელიმე ნაწილის (მაგალითად ძუძუს, მითუმეტეს ლაქტაციის, ანუ მეძუძურობის პერიოდში) გადაცივება არასასურველი მოვლენაა, რადგან შეიძლება გახდეს ანთებითი პროცესის განვითერების მიზეზი. თუ უფრო მეტ ინფორმაციას მომცემთ უფრო გამიადვილდება პასუხის მოცემა.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#52 მომხმარებელი გასულია   ninia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 14
  • შემოგვიერთდა: 22-April 10

დაწერილია 28 April 2010 - 01:31 PM

გამოხმაურების ნახვაNatia Svanidze, on 27 April 2010 - 08:36 PM, said:

დავამატებდი მცირედს. პოლიჟენის მიღება იმ ეტაპზე, ანუ პნევმონიის (ფილტვების ანთების) რეაბილიტაციის პერიოდში, როდესაც ორგანიზმი ძალების აღდგენის პროცესში იყო, ნამდვილად საჭირო და უფრო ეფექტური იქნებოდა. ამჟამად თქვენი მეუღლის ორგანიზმს ეს პერიოდი გავლილი აქვს. თუ ამჟამად აქვს რამე ჩივილები იქნებ მომწეროთ და უფრო ზუსტი პასუხის გაცემას შევძლებდი... და თუ ჩივილები არ აქვს მაშინ რა მიზეზით გსურთ ამ პრეპარატის მიღება? პროფილაქტიკისთვის?
ხოლო რაც შეეხება იმას, რომ გაძნელდა ”დღეგამოშვებითი რეჟიმის” დაცვა. აქ მარტივად შეიძლება პრობლემის გადაჭრა - სულ უნდა მიიღოს 10 აბი, დღეგამოშვებით; ანუ 20 დღეში. დაინიშნავთ დაწყების დღეს და მონიშნავთ როდის უნდა დაამთავროს. მაგალითად აარჩევთ ლუწ რიცხვებს და ამ დღეებში (ანუ ლუწ რიცხვებში) გადმოდებთ თითო აბს. გისურვებთ წარმატებას... და ბოლოს, მნიშვნელოვანია თქვენი მეუღლის ასაკი და თუ აქვს რამე სხვა დაავადება, რის გამოც ახლა სხვა წამლებს იღებს.


27 წლის გახლავთ ჩემი მეუღლე.. სვავს ომეპრაზოლს, კუჭის წყლული აქვს და გაზაფხულსა და შემოდგომაზე 1 თვიან კურსს იტარებს ხოლმე.. ჩივილები - მალე იღლება, შრომისუნარიანობა დაქვეითებული აქვს, თან ცუდად იკვებება, ვიფიქრე ზედმეტი არ იქნებათქო.. :unsure:
0

#53 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 28 April 2010 - 11:14 PM

გამოხმაურების ნახვაninia, on 28 April 2010 - 01:31 PM, said:

27 წლის გახლავთ ჩემი მეუღლე.. სვავს ომეპრაზოლს, კუჭის წყლული აქვს და გაზაფხულსა და შემოდგომაზე 1 თვიან კურსს იტარებს ხოლმე.. ჩივილები - მალე იღლება, შრომისუნარიანობა დაქვეითებული აქვს, თან ცუდად იკვებება, ვიფიქრე ზედმეტი არ იქნებათქო.. :unsure:



საღამო მშვიდობის,
აღწერილი ჩივილები ზოგად ასთენიზაციას ასახავს. შესაძლებელია უბრალოდ ქრონიკული გადაღლის სინდრომშიც მოექცეს ყველა ეს ჩივილი. საყურადღებოა რა იგულისხმება ცუდ კვებაში - მადა არ აქვს თუ დრო, იმისთვის რომ იკვებოს. ალბათ მთელი დღე ვერ იცლის და დღის ბოლოს ერთად უწევს საკვების მიღება. თუ ასეა ეს ძალიან ცუდია, ვინაიდან მოსალოდნელია ნივთიერებათა ცვლის დარღვევის განვითარება, რაც საბოლოოდ სიმსუქნით გამოიხატება... დიახ, პოლიჟენის მიღება ნამდვილად არ იქნებოდა ზედმეტი, ასთენიურ (დაღლილობა, სისუსტე) სინდრომზეც დაგვეხმარებოდა. მისი მიღება ომეპრაზოლთან ერთად უკუნაჩვენები არ არის- უბრალოდ ომეპრაზოლს თუ დილით დალევს საკვების მიღებამდე, პოლიჟენი მიიღოს შუადღეს ან საღამოს. გისურვებთ წარმატებას.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#54 მომხმარებელი გასულია   ninia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 14
  • შემოგვიერთდა: 22-April 10

დაწერილია 30 April 2010 - 11:25 AM

გამოხმაურების ნახვაNatia Svanidze, on 28 April 2010 - 11:14 PM, said:

საღამო მშვიდობის,
აღწერილი ჩივილები ზოგად ასთენიზაციას ასახავს. შესაძლებელია უბრალოდ ქრონიკული გადაღლის სინდრომშიც მოექცეს ყველა ეს ჩივილი. საყურადღებოა რა იგულისხმება ცუდ კვებაში - მადა არ აქვს თუ დრო, იმისთვის რომ იკვებოს. ალბათ მთელი დღე ვერ იცლის და დღის ბოლოს ერთად უწევს საკვების მიღება. თუ ასეა ეს ძალიან ცუდია, ვინაიდან მოსალოდნელია ნივთიერებათა ცვლის დარღვევის განვითარება, რაც საბოლოოდ სიმსუქნით გამოიხატება... დიახ, პოლიჟენის მიღება ნამდვილად არ იქნებოდა ზედმეტი, ასთენიურ (დაღლილობა, სისუსტე) სინდრომზეც დაგვეხმარებოდა. მისი მიღება ომეპრაზოლთან ერთად უკუნაჩვენები არ არის- უბრალოდ ომეპრაზოლს თუ დილით დალევს საკვების მიღებამდე, პოლიჟენი მიიღოს შუადღეს ან საღამოს. გისურვებთ წარმატებას.


სალამი,

პირველ რიგში დიდი მადლობა ყურადღებისთვის..

ცუდ კვებაში ის იგულისხმება, რომ იკვებება არაჯანსაღი საკვებით და დარღვეული რეჟიმით, ანუ როგორც თქვენ აღნიშნეთ დილით არაფერს ჭამს, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ჩაი, საღამომდე ვერ ახერხებს სამსახურდან გასვლას..დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის მიირთმევს და იმასაც არასასარგებლოს: შემწვარი, შებოლილი, ცომეული, ღორის ხორცი და ა.შ. ბოსტნეულს, წვნიანს, რძის ნაწარმს, ხილს საერთოდ არ იღებს..დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერაფერი შევცვალე..ესეა დაახლოებით 5-6 წელია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ბოლო წელიწად ნახევარია უკვე ეტყობა..ანუ ნელ-ნელა წონა ემატება..ყველაფერ ამას ემატება ისიც რომ მწეველია და თან აქტიური .. დამიჯერეთ რა აღარ ვცადე არაფერი გამოვიდა..ბოლოს გადავწყვიტე ვიტამინების კომპლექსით, მაინც მიიღოს ის რაც ორგანიზმისთვის საჭიროა..
0

#55 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 30 April 2010 - 01:03 PM

გამარჯობათ,

უკვე დიდი ხანია პერიოდულად მემართება ასეთი რამ:

ცხვირის ნესტოების ბოლოებზე კანი მექერცლება და ხელს რომ მოვიკიდებ მსუბუქად მტკივა, საპნით სახის დაბანის დროს მეწვის კიდეც

რა შეიძლება იყოს??
0

#56 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 30 April 2010 - 11:31 PM

გამოხმაურების ნახვაninia, on 30 April 2010 - 11:25 AM, said:

სალამი,

პირველ რიგში დიდი მადლობა ყურადღებისთვის..

ცუდ კვებაში ის იგულისხმება, რომ იკვებება არაჯანსაღი საკვებით და დარღვეული რეჟიმით, ანუ როგორც თქვენ აღნიშნეთ დილით არაფერს ჭამს, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ჩაი, საღამომდე ვერ ახერხებს სამსახურდან გასვლას..დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის მიირთმევს და იმასაც არასასარგებლოს: შემწვარი, შებოლილი, ცომეული, ღორის ხორცი და ა.შ. ბოსტნეულს, წვნიანს, რძის ნაწარმს, ხილს საერთოდ არ იღებს..დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერაფერი შევცვალე..ესეა დაახლოებით 5-6 წელია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ბოლო წელიწად ნახევარია უკვე ეტყობა..ანუ ნელ-ნელა წონა ემატება..ყველაფერ ამას ემატება ისიც რომ მწეველია და თან აქტიური .. დამიჯერეთ რა აღარ ვცადე არაფერი გამოვიდა..ბოლოს გადავწყვიტე ვიტამინების კომპლექსით, მაინც მიიღოს ის რაც ორგანიზმისთვის საჭიროა..


კვლავ მოგესალმებით,
სამწუხაროდ თქვენ რაც არ უნდა ეცადოთ ვერ დაეხმარებით თუ თვითონ არ დაფიქრდა, არ მოინდომა და არ გადაწყვიტა რეჟიმი შეცვალოს. მთავარია მოისურვოს და შეუძლებელი არაფერია... მიიღოს ვიტამინები, მაგრამ ყოველთვის ვიტამინებზე ვერ იქნება. ახლა იწყება ხილის და ბოსტნეულის სეზონი. იქნებ ცოტა მაინც შეურიოთ კვებით რაციონში სალათები. გისურვებთ წარმატებებს.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#57 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 30 April 2010 - 11:45 PM

გამოხმაურების ნახვაtikusha, on 30 April 2010 - 01:03 PM, said:

გამარჯობათ,

უკვე დიდი ხანია პერიოდულად მემართება ასეთი რამ:

ცხვირის ნესტოების ბოლოებზე კანი მექერცლება და ხელს რომ მოვიკიდებ მსუბუქად მტკივა, საპნით სახის დაბანის დროს მეწვის კიდეც

რა შეიძლება იყოს??


მოგესალმებით,
თქვენს მიერ აღწერილი მიდამოს ასეთი სახის გაღიზიანება, ძირითადად, სურდოს დროს იცის ხოლმე. ანუ ცხვირიდან ხანგრძლივი გამონადენი იწვევს კანის გაღიზიანებას. ხომ არ გაქვთ თუნდაც მცირე გამონადენი ცხვირიდან? ეს სულაც არ არის აუცილებელი გაციებასთან იყოს კავშირში, შეიძლება ალერგიული ხასიათისაც იყოს. თუ ასეთი რამ არ გაქვთ მაშინ უმჯობესია კანის ექიმმა, ანუ დერმატოლოგმა გნახოთ - ხომ იცით "ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო". გისურვებთ წარმატებებს.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#58 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 30 April 2010 - 11:49 PM

გამარჯობათ. ყოველ ღამე მაწუხებს კუჭის მჟავიანობა ,(გულძმარვა) ვინაიდან ვარ მეძუძური ერთხელ დავლიე დიდი შიშით სოდიანი წყალი. რა შეიძლება მივიღო ლაქტაციის დროს ასეთ დროს? უკვე სისტემატიური ხასიათი მიეცა ორი კვირაა.
0

#59 მომხმარებელი გასულია   niku ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 29
  • შემოგვიერთდა: 21-April 10

დაწერილია 01 May 2010 - 11:49 AM

მოგესალმებით. მყავს 10 წლის ბიჭი, რომელსაც აღმოაჩნდა ლამბლიები, ვუმკურნალე მაკმირორით ათი დღე, მაგრამ კბილებს ისევ აკრაჩუნებს. იქნებ რამე მირჩიოთ კიდევ რა გავაკეთო ? ძნელად მოსაცილებელია? დრო უნდა თუ არასწორად მამკურნალებინეს? მადლობთ
0

#60 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 02 May 2010 - 12:06 AM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 30 April 2010 - 11:49 PM, said:

გამარჯობათ. ყოველ ღამე მაწუხებს კუჭის მჟავიანობა ,(გულძმარვა) ვინაიდან ვარ მეძუძური ერთხელ დავლიე დიდი შიშით სოდიანი წყალი. რა შეიძლება მივიღო ლაქტაციის დროს ასეთ დროს? უკვე სისტემატიური ხასიათი მიეცა ორი კვირაა.



მოგესალმებით,
ღმერთმა დიდი და ბედნიერი გაგიზარდოთ პატარა :-)
გულძმარვის შემთხვევაში არასდროს არ მიიღოთ სოდიანი წყალი, შეგრძნებას კი მოგიხსნით, მაგრამ ცუდია კუჭისთვის. ნუ გეშინიათ სოდიანი წყლის ერთხელ გამოყენება კუჭის დაზიანებას ვერ მოასწრებდა. დალიეთ რომელიმე მინერალური წყალი: "ბორჯომი", "ლიკანი", "ნაბეღლავი". მეძუძურობის დროს შეიძლება მიიღოთ საღეჭი აბებიც: რენი, ტალციდი. თუ გულძმარვა დაგეწყოთ ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღებისას ცოტა ხნით წამოჯექით და რამდენიმეჯერ გაიმეორეთ: ცხვირით ღრმად ჩასუნთქვა (ისე რომ მუცელი მონაწილეობდეს სუნთქვაში და არა გულ-მკერდი) და პირით ამოსუნთქვა. ასეთი პროცედურისას გულძმარვის გამომწვევი რეფლუქსი (ანუ ანტიპერისტალტიკა - კუჭიდან საყლაპავში მჟავე პროდუქტის ამოსროლა) შეჩერდება და ნორმალური პერისტალტიკა აღდგება. გისურვებთ წარმატებას.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

  • (110 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი