AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა თერაპევტს, ოჯახის ექიმს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (110 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა თერაპევტს, ოჯახის ექიმს

#21 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 16 April 2010 - 10:49 PM

გამარჯობათ. ორი თვეა ვიმშობიარე და ბავშვი მყავს ძუძუთი კვებაზე. ერთი თვე იქნება რაც მაწუხებს ძუძუ.გავიკეთე მასაჟები სამჯერ. მარა შედეგი არ მაქვს. ტკივილი მაქვს ბეჭშიც. ძალიან მეშინია. მასაჟისტმა კი მითხრა რომ ორ კვირაში გაგივლის, ბავშვი გამოწოვსოო . რამდენი დღე დაჭირდება ჩარჩეილი რძის გამოსვლას, ან რამდენი მასაჟI გავიკეთო?
0

#22 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 12:41 AM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 16 April 2010 - 10:49 PM, said:

გამარჯობათ. ორი თვეა ვიმშობიარე და ბავშვი მყავს ძუძუთი კვებაზე. ერთი თვე იქნება რაც მაწუხებს ძუძუ.გავიკეთე მასაჟები სამჯერ. მარა შედეგი არ მაქვს. ტკივილი მაქვს ბეჭშიც. ძალიან მეშინია. მასაჟისტმა კი მითხრა რომ ორ კვირაში გაგივლის, ბავშვი გამოწოვსოო . რამდენი დღე დაჭირდება ჩარჩეილი რძის გამოსვლას, ან რამდენი მასაჟI გავიკეთო?


მოგესალმებით,
ღმერთმა დიდი და რაც მთავარია, ჯანმრთელი გაგიზარდოს შენი პატარა :-) აკოცე ჩემ მაგიერაც.
ორი თვისამ შეიძლება ვერ შეძლოს სრულად გამოწოვა. თუ რძე დიდი რაოდენობით გაქვს, კარგი იქნებოდა შენც შეძლო და ყოველი კვების შემდეგ გამოიწველო და დაცალო ძუძუ. თუ ვერ ახერხებ მასაჟისტის დახმარება დაგჭირდება მანამ, სანამ პატარა თვითონ ვერ შეძლებს ბოლომდე დაცლას. საშიში ნამდვილად არაფერია. აუცილებლად მიაქციე ყურადღება, რომ ყოველი კვების შემდეგ ძუძუ კარგად დაიცალოს რათა შემდეგ არ გამაგრდეს და არ დაჩირქდეს.
ძუძუს თავები როგორია? ხომ არ უჭირს პატარას პირში ჩადება?
რაც შეეხება მასაჟების რაოდენობას, ამაზე არ არსებობს წინასწარ ცნობილი რაოდენობა. უნდა ჩაიტარო იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება. კარგი მასაჟისტი არ დააზიანებს ძუძუს და ბოლომდე გამოიყვანს ჩარჩენილ რძეს. თუ დაჩირქება იწყება პირველ რიგში ახასიათებს შემცივნება და სხეულის მაღალი ტემპერატურა. მსგავსი ნიშნების შემთხვევისას პირველი მაინც მასაჟისტის დახმარებაა. დარწმუნებული ვარ შენ ეს პრობლემა არ გაგიჩნდება, რადგან უკვე დაიწყე ამ პრობლემაზე ზრუნვა. გისურვებ წარმატებებს.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#23 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 12:52 AM

გამოხმაურების ნახვაnunka, on 16 April 2010 - 01:11 PM, said:

მოგესალმებით ისევ,

ჩემი ჩივილები შემდეგში მდგომარეობს: ორსულობის დროს მქონდა გამონაყარი სასქესო ორგანოზე, მას მერე მაყრის ბარძაყზე, წვივზე (ოღონდ პერიოდულად, ამჟამად ძირითადად ციკლის დროს), ხელის მტევანზე, თან ძირითადად ერთსა და იმავე ადგილებზე მეორდება და ლაქებს მიტოვებს, იშვიათად სასქესო ორგანოზე. ამდენად არ ვიცი ვის უნდა მივმართო.

დიდი მადლობა წინასწარ.


საღამო მშვიდობის ნანუკა.
ჰერპესულმა ინფექციამ ხშირად იცის გამწვავებები. ამის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა სტრესი. მაგალითად: მენსტრუაცია, ძლიერი ემოციური სტრესი, გადაღლა, გაციება, სხვა ვირუსული ინფექცია და სხვა. ტიპიური ჰერპესული გამონაყარი ბუშტუკოვანია და ძირითადად ნერვულ დაბოლოებებზე ვითარდება. ამიტომ ხშირად იცის იგივე ადგილებში განმეორება. ახასიათებს წვა-ქავილის შეგრძნება, ზოგჯერ ტკივილიც. პროცესის დაწყებისთანავე, როგორც კი შეამჩნევ გამონაყარს მიმართე კანის ექიმს (ანუ დერმატოლოგს), ხოლო თუ პროცესი დაიწყება სასქესო ორგანოებზე, მაშინ შეიძლება გინეკოლოგსაც მიმართო (ამ დროს დერმატოლოგიც დაგეხმარება). პირველ რიგში გისურვებ აღარ გაგიჩნდეს მსგავსი პრობლემა, მაგრამ თუ მაინც გაჩნდა არ შეგეშინდეს, მომართე ჩვენ კლინიკას, კანის ექიმი დილის 09:00-დან 21:00-მდე მუშაობს. გისურვებ წარმატებას.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#24 Guest_warezwarezge_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 17 April 2010 - 10:45 AM

გამარჯობათ, ყბის სახსრების ართროზი მქონდა, ვმკურნალობდი რევმატოლოგთან, მაგრამ ე.წ. წკაპუნი არ გამიქრა სახსრებში. მთლიანად არ გაქრებაო ექიმმა მითხრა ,მაინტერესებს რამდენად კვალიფიციური პასუხია , ანუ რეალურად შეუძლებელია ამ პრობლემის აღმოფხვრა??
0

#25 მომხმარებელი გასულია   nunka ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 27
  • შემოგვიერთდა: 31-March 10

დაწერილია 17 April 2010 - 11:42 AM

დიდი მადლობა,აუცილებლად მივმართავ თქვენს კლინიკას :)
0

#26 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 12:25 PM

დიდი მადლობა ქალბატონო ნათია ასეთი თბილი და გულისხმიერი პასუხისთვის.
0

#27 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 12:32 PM

მე მგონი გამომრჩა რომ მეთქვა ძუძუს თავები კარგი მაქვს, ე.ი. გამოვიწველო ბავშვის ჭამის შემდეგ.არადა ჯერ ვიწველიდი და მერე ვაძლევდი. ისე თუ არსებობს მონაცემები რა რაოდენობის რძე შეიძლება ჩადგეს ერთ ძუძუში? მაგ. დღეს გამთენიისაას რძემ ძალიან შემაწუხა.ბავშვს ვაჭამე (15 წუთი ჭამა)და მერე გამოვიწველე 130 გრამი საწველით. თვითონ ხომ შეჭამდა მინიმუმ 80 გრამს? ე.ი.მქონდა 210 გრამი??? ეს 6 საათის განმავლობაში დაგროვილი იყო.
0

#28 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 April 2010 - 01:55 PM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 17 April 2010 - 12:32 PM, said:

მე მგონი გამომრჩა რომ მეთქვა ძუძუს თავები კარგი მაქვს, ე.ი. გამოვიწველო ბავშვის ჭამის შემდეგ.არადა ჯერ ვიწველიდი და მერე ვაძლევდი. ისე თუ არსებობს მონაცემები რა რაოდენობის რძე შეიძლება ჩადგეს ერთ ძუძუში? მაგ. დღეს გამთენიისაას რძემ ძალიან შემაწუხა.ბავშვს ვაჭამე (15 წუთი ჭამა)და მერე გამოვიწველე 130 გრამი საწველით. თვითონ ხომ შეჭამდა მინიმუმ 80 გრამს? ე.ი.მქონდა 210 გრამი??? ეს 6 საათის განმავლობაში დაგროვილი იყო.



მოგესალმებით,
ალბათ აჯობებს ამ თემებზე მიმართოთ პედიატრს, რომელიც ბავშვთა კვების შესახებაც მოგცემდათ რეკომენდაციებს. ისე გეტყოდით, რომ შეუძლებელია იმის გაგება თუ რა დროში რამდენი რძე დგება თითოეულ ძუძუში. ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: თქვენს მიერ მიღებული საკვები, დასვენება-ძილი, გენეტიკური თავისებურებები და ა.შ.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#29 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 April 2010 - 02:04 PM

გამოხმაურების ნახვაwarezwarezge, on 17 April 2010 - 10:45 AM, said:

გამარჯობათ, ყბის სახსრების ართროზი მქონდა, ვმკურნალობდი რევმატოლოგთან, მაგრამ ე.წ. წკაპუნი არ გამიქრა სახსრებში. მთლიანად არ გაქრებაო ექიმმა მითხრა ,მაინტერესებს რამდენად კვალიფიციური პასუხია , ანუ რეალურად შეუძლებელია ამ პრობლემის აღმოფხვრა??


მოგესალმებით,
საინტერესო იქნებოდა რამდენიმე საკითხის დაზუსტება: ართროზის მოვლენები მხოლოდ ყბის სახსრებში გამოიხატება თუ სხვა სახსრებშიც გაქვთ? თუ მხოლოდ ყბის არისაა, მაშინ მიზეზია საინტერესო. თანკბილვა (კბილების განლაგება) როგორი გაქვთ? ხომ არ გაკლიათ კბილები? ზოგჯერ კბილების არასწორი დგომის გამო ზიანდება სახსარი და პრობლემა შეიძლება მოგვარდეს. თუმცა აჯობებს ამ თემებზე ჩვენი კლინიკის სტომატოლოგიურ სამსახურს მიმართოთ. გადაიღებენ ორთოპანტომოგრაფიას (ძალიან საინტერესო აპარატია - ორივე ყბის სრულ სურათს იძლევა). თუ შესაძლებელია დახმარება აუცილებლად შეეცდებიან. გისურვებთ წარმატებას.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#30 Guest_warezwarezge_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 18 April 2010 - 02:36 PM

გამოხმაურების ნახვაNatia Svanidze, on 18 April 2010 - 02:04 PM, said:

მოგესალმებით,
საინტერესო იქნებოდა რამდენიმე საკითხის დაზუსტება: ართროზის მოვლენები მხოლოდ ყბის სახსრებში გამოიხატება თუ სხვა სახსრებშიც გაქვთ? თუ მხოლოდ ყბის არისაა, მაშინ მიზეზია საინტერესო. თანკბილვა (კბილების განლაგება) როგორი გაქვთ? ხომ არ გაკლიათ კბილები? ზოგჯერ კბილების არასწორი დგომის გამო ზიანდება სახსარი და პრობლემა შეიძლება მოგვარდეს. თუმცა აჯობებს ამ თემებზე ჩვენი კლინიკის სტომატოლოგიურ სამსახურს მიმართოთ. გადაიღებენ ორთოპანტომოგრაფიას (ძალიან საინტერესო აპარატია - ორივე ყბის სრულ სურათს იძლევა). თუ შესაძლებელია დახმარება აუცილებლად შეეცდებიან. გისურვებთ წარმატებას.

არა, ფეხის სახსრებშიც მქონდა ტკივილი და ტკაცუნი მაგრამ მკურნალობის შემდეგ მომეხსნა, აი ყბაზე კი დარჩა. კბილები ნორმალურადაა განლაგებული.
0

#31 მომხმარებელი გასულია   dea22 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 17-April 10

დაწერილია 18 April 2010 - 10:28 PM

გამარჯობათ.

ვარ 22 წლის ქალიშვილი, რამოდენიმე თვეა რაც მკერდიდან გამომდის მცირეოდენი ხსენი. არანაირი ტკივილი არ აღმენიშნება მკერდის არეში და არც კვანძის მაგვარი რამ. არის რაიმე საშიში? აუცილებელია მამოლოგთან ვიზიტი თუ ეს თავისით გაივლის?
0

#32 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 April 2010 - 10:53 AM

გამოხმაურების ნახვაwarezwarezge, on 18 April 2010 - 02:36 PM, said:

არა, ფეხის სახსრებშიც მქონდა ტკივილი და ტკაცუნი მაგრამ მკურნალობის შემდეგ მომეხსნა, აი ყბაზე კი დარჩა. კბილები ნორმალურადაა განლაგებული.



მოგესალმებით,
სახსრების ტკაცუნი ეს ცალკე დიაგნოზია (დაახლოებით გამოითქმის როგორც -"ტკაცუნა სახსრები", ინგლისურად სხვანაირად ჟღერს). იგი რევმატოლოგის კომპეტენციას წარმოადგენს. ძირითადად თანდაყოლილია. ალბათ უნდა მიყვეთ თქვენი ექიმის რჩევებს. სამწუხაროდ შეიძლება სახსრის ხმაური ბოლომდე არ გაქრეს, თუმცა მე არ ვიცი ზუსტად რა დიაგნოზი დაგისვა ექიმმა, შეიძლება სასურველი შედეგის მიღწევისთვის დრო იყოს საჭირო. გისურვებთ წარმატებას.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#33 Guest_warezwarezge_სტუმარი

  • ჯგუფი: Guests

დაწერილია 19 April 2010 - 11:10 AM

მადლობთ
0

#34 მომხმარებელი გასულია   ana855 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 17
  • შემოგვიერთდა: 19-April 10

დაწერილია 19 April 2010 - 12:40 PM

მოგესალმებითთ,

22 წლის ვარ და მაქვს სისხლძარღვების შევიწროება. ადრე პოთრომბინი მქონდა ასის ზევით, (დაახლოებით 112) ზუსტად აღარ მახსოვს. მაქვს ხელების და ფეხების დაბუჟება, ასევე ხელის გულები მიჭრელდება და ტანზე გამომივიდა წითელი ლაქები (კანის ექიმა ეს ჩემი არ არისო). საშინლად დამიქვეითდა მეხსიერებაც, სულ მოთენთილი ვარ, ასევე ძალიან ადვილად ვიღლები, ვის არ მივაკითხე მაგრამ ვერ მოვრჩი ვსვამდი კომშის ფოთლებს, რომელიც ექიმმა მირჩია.

რა გავაკეთო, ვის მივმართო? :(

მადლობა წინასწარ
0

#35 მომხმარებელი გასულია   kvat ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 13-April 10

დაწერილია 19 April 2010 - 01:34 PM

გამარჯობათ,

ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი ფორუმით. რამოდენიმე დღეა რაც თავბრუ მეხვევა, ფეხმძიმედ არ ვარ, არც უჭმელი და უმადო ვარ, რომ ჰემოგლობინი დაბალი მქონდეს, წნევა ნორმალურად მაქვს.

რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი?
0

#36 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 April 2010 - 09:23 PM

გამოხმაურების ნახვაana855, on 19 April 2010 - 12:40 PM, said:

მოგესალმებითთ,

22 წლის ვარ და მაქვს სისხლძარღვების შევიწროება. ადრე პოთრომბინი მქონდა ასის ზევით, (დაახლოებით 112) ზუსტად აღარ მახსოვს. მაქვს ხელების და ფეხების დაბუჟება, ასევე ხელის გულები მიჭრელდება და ტანზე გამომივიდა წითელი ლაქები (კანის ექიმა ეს ჩემი არ არისო). საშინლად დამიქვეითდა მეხსიერებაც, სულ მოთენთილი ვარ, ასევე ძალიან ადვილად ვიღლები, ვის არ მივაკითხე მაგრამ ვერ მოვრჩი ვსვამდი კომშის ფოთლებს, რომელიც ექიმმა მირჩია.

რა გავაკეთო, ვის მივმართო? :(

მადლობა წინასწარ



გამარჯობა ანა,
შენს მიერ ჩამოთვლილი ნიშნები სხვადასხვა მიზეზიდან შეიძლება მოდიოდეს. რთულია ასე შეფასება. ნებისმიერი გამონაყარი თუ ლაქა უნდა ინახოს. შეიძლება ენდოკრინულ დარღვევასთანაც გვაქვს საქმე. თუ მოახერხებ მობრძანდი ჩვენთან. თერაპევტის კონსულტაცია უფასოა თუ შეიძენ "პრიმა ბარათს". ავერსის აფთიაქებში იკითხე და გაეცანი პირობებს. გისურვებ წარმატებას. ნუ გეშინია, უსაშველო არაფერია და ჩვენც შევეცდებით დაგეხმაროთ.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#37 მომხმარებელი გასულია   Natia Svanidze ხატულა

  • თერაპევტი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 988
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 April 2010 - 09:31 PM

გამოხმაურების ნახვაkvat, on 19 April 2010 - 01:34 PM, said:

გამარჯობათ,

ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი ფორუმით. რამოდენიმე დღეა რაც თავბრუ მეხვევა, ფეხმძიმედ არ ვარ, არც უჭმელი და უმადო ვარ, რომ ჰემოგლობინი დაბალი მქონდეს, წნევა ნორმალურად მაქვს.

რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი?


მოგესალმებით,
მიხარია, რომ მოგწონთ ჩვენი ფორუმი; შევეცდებით კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ.
ცოტა უფრო რომ გამიადვილდეს პასუხი აჯობებდა რამდენიმე კითხვა დამესვა. მაგალითად, რას დაუკავშირე თავბრუს დაწყება? მენსტრუალური ციკლის რა პერიოდი გაქვთ? ცოტა ხნის წინ ხომ არ გადაიტანეთ ნაწლავური ან სასუნთქი გზების ინფექცია (ანუ ფაღარათი ან გრიპოზული მოვლენები)? სხეულის ტემპერატურა ხომ არ გაგიზომავთ? და კიდევ ერთი, ფარისებრი ჯირკვალი თუ გამოგიკვლევიათ როდისმე?... მაპატიეთ, ბევრი კითხვა გამოვიდა, მაგრამ თითოეულ მათგანს მნიშვნელობა აქვს :-)
იქნებ გაიხსენოთ ამ კითხვებზე პასუხი. უფრო გამიადვილდებოდა სწორი პასუხის მოცემა... გისურვებ ჯანმრთელობას.
ნათია სვანიძე

მედიცინის დოქტორი

"ავერსის კლინიკის" ექიმი
0

#38 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 20 April 2010 - 11:50 AM

მყავს 2 თვის ბავშვი (ძუძუს რომ ვაწოვებ) ამტკივდა მაჯები, ორი კვირის წინ ავწიე სკამი და მაჯა ძალიან მეტკინა. ძარღვი ამეყარა, ძარღვი დამეტყო იმ ადგილზე სადაც მეტკინა. ახლა გამუდმებით მტკივა. ხომ ვერ მირჩევდით რა მოვიმოქმედო.
0

#39 მომხმარებელი გასულია   kvat ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 13-April 10

დაწერილია 20 April 2010 - 03:40 PM

გამოხმაურების ნახვაNatia Svanidze, on 19 April 2010 - 05:31 PM, said:

მოგესალმებით,
მიხარია, რომ მოგწონთ ჩვენი ფორუმი; შევეცდებით კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ.
ცოტა უფრო რომ გამიადვილდეს პასუხი აჯობებდა რამდენიმე კითხვა დამესვა. მაგალითად, რას დაუკავშირე თავბრუს დაწყება? მენსტრუალური ციკლის რა პერიოდი გაქვთ? ცოტა ხნის წინ ხომ არ გადაიტანეთ ნაწლავური ან სასუნთქი გზების ინფექცია (ანუ ფაღარათი ან გრიპოზული მოვლენები)? სხეულის ტემპერატურა ხომ არ გაგიზომავთ? და კიდევ ერთი, ფარისებრი ჯირკვალი თუ გამოგიკვლევიათ როდისმე?... მაპატიეთ, ბევრი კითხვა გამოვიდა, მაგრამ თითოეულ მათგანს მნიშვნელობა აქვს :-)
იქნებ გაიხსენოთ ამ კითხვებზე პასუხი. უფრო გამიადვილდებოდა სწორი პასუხის მოცემა... გისურვებ ჯანმრთელობას.



მქონდა ალერგია და გავიკეთე დიპროსპანი, მენსტრუაციის მოსვლიდან 15 დღეა, ჩიყვი არასდროს მქონია, ამ ბოლოს ახლობელმა ექიმმა ხელით გამსინჯა და არ გაქვსო
0

#40 მომხმარებელი გასულია   afrodita ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 39
  • შემოგვიერთდა: 25-March 10

დაწერილია 20 April 2010 - 05:16 PM

გამარჯობათ!

ხშირად მომდის სისხლი ცხვირიდან. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

გმადლობთ
0

  • (110 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი