AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა სტომატოლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (16 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა სტომატოლოგს

#1 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 February 2010 - 02:43 PM

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს ავერსის კლინიკის სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი,
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი __ გიორგი ყიფიანი
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
1

#2 მომხმარებელი გასულია   maiko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 18
  • შემოგვიერთდა: 26-March 10

დაწერილია 04 April 2010 - 01:52 PM

გამარჯობათ,

მაინტერესებს კბილები წყალბადის ზეჟანგით რომ გავიწმინდო ემალს ხომ არ დააზიანებს?
1

#3 მომხმარებელი გასულია   niin ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 30-March 10

დაწერილია 04 April 2010 - 11:49 PM

გამოხმაურების ნახვაmaiko, on 04 April 2010 - 09:52 AM, said:

გამარჯობატ.მაინტერესებს კბილები წყალბადის ზეჟანგით რომ გავიწმინდო ემალს ხომ არ დააზიანებს?

და რატომ უნდა გაიწმინდოთ წყალბადის ზეჟანგით?! :rolleyes:
0

#4 მომხმარებელი გასულია   maiko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 18
  • შემოგვიერთდა: 26-March 10

დაწერილია 05 April 2010 - 02:09 PM

ასე მითხრეს კბილებს ათეთრებსო :unsure: :unsure: :unsure:
0

#5 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 06 April 2010 - 10:20 AM

გამოხმაურების ნახვაmaiko, on 04 April 2010 - 01:52 PM, said:

გამარჯობათ,

მაინტერესებს კბილები წყალბადის ზეჟანგით რომ გავიწმინდო ემალს ხომ არ დააზიანებს?


წყალბადის ზეჟანგი კბილების გათეთრების ერთ-ერთი ცნობილი საშუალებაა. სამეცნიერო მონაცემების მიხედვით იგი უსაფრთხოა. მისი ეფექტურობა დამოკიდებულია სამარკო ნიშანზე, გამოყენების მეთოდიკაზე და ა.შ.გადაწყვეტილებას მისი შერჩევის შესახებ პაციენტთან ერთად იღებს ექიმი სტომატოლოგი.
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
1

#6 მომხმარებელი გასულია   bacaco ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 63
  • შემოგვიერთდა: 26-March 10

დაწერილია 08 April 2010 - 11:04 AM

გამარჯობა,

რა საშუალებით შევავსო კვილები კალცით? :) აშკარად ნაკლებობას განიცდის, ცოტა დათხელდა და ადვილად მსხვრევადია :(
0

#7 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 10 April 2010 - 10:21 AM

გამოხმაურების ნახვაbacaco, on 08 April 2010 - 11:04 AM, said:

გამარჯობა,

რა საშუალებით შევავსო კვილები კალცით? :) აშკარად ნაკლებობას განიცდის, ცოტა დათხელდა და ადვილად მსხვრევადია :(

სამედიცინო გამოცდილებისა და სამეცნიერო კვლევების საფუძველზე თამამად შეიძლება ითქვას,რომ კბილებისთვის კალციუმის მიწოდების საუკეთესო გზას თანამედროვე კბილის პასტების ყოველღიური ხმარება და საკვებ რაციონში კალციუმით მდიდარი პროდუქტების (რძე და რძის პროდუქტები,თევზი და ა.შ.) ჩართვა წარმოადგენს. არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას, სამედიცინო გამოკვლევა და მის საფუძველზე კონკრეტული სამედიცინო ღონისძიებების გატარება ჭირდება, ამის გათვალისწინებით თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტომატოლოგის ჩარევა აუცილებელია.
0

#8 მომხმარებელი გასულია   anuki ხატულა

  • Newbie
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 28
  • შემოგვიერთდა: 15-April 10

დაწერილია 18 April 2010 - 02:34 PM

გამარჯობათ,

პირის ღრუში არასასიამოვნო სუნისგან დროებით თავის დასაღწევად რომელ სავლებს ან აეროზოლს მირჩევდით?

წინასწარ დიდი მადლობა.
0

#9 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 20 April 2010 - 10:40 AM

გამოხმაურების ნახვაanuki, on 18 April 2010 - 02:34 PM, said:

გამარჯობათ,

პირის ღრუში არასასიამოვნო სუნისგან დროებით თავის დასაღწევად რომელ სავლებს ან აეროზოლს მირჩევდით?

წინასწარ დიდი მადლობა.


არასასიამუვნო სუნს პირის ღრუში მრავალი გამომწვევი ფაქტორი განაპირობებს. პირობითად ისინი ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ : ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორები. მკურნალობის სტრატეგიაც აღნიშნული გამომწვევი ფაქტორის ლიკვიდაციისაკენ არის მიმართული. პირის ღრუში არასასიამუვმო სუნის საწინააღმდეგოდ ჩვენ გირჩევთ ლაკალუტის აქტივის სავლების ან აეროზოლოს გამოყენებას.

პატივისცემით,
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

#10 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 21 April 2010 - 07:30 PM

გამარჯობათ ექიმო. ლაქტაციის დროს თუ შეიძლება კბილის დაპლომბვა და რენტგენის გადაღება კბილის მდგომარეობის გასარკვევად? წინასწარ გიხდით მადლობას.
0

#11 მომხმარებელი გასულია   babi ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 78
  • შემოგვიერთდა: 21-April 10

დაწერილია 27 April 2010 - 07:12 PM

მოგესალმებით, მყავს 2 თვის პატარა, რომელსაც ძუძუთი ვკვებავ ამ ხნის განმავლობაში ვსვავდი კალცის რადგან კბილები სათითაოდ მემტვრევა და მცვივა. რადგანაც წინა კბილები მთლიანად მისახედი მაქვს გადავწყვიტე წინა ექვს კბილს ვუმკურნალო, გავისწორო, გადავიკრა და ავიშენო ( ფესვი მაქვს) წინა ერთი კბილი.
იქნებ მითხრათ როდიდან შევძლებ ამ პროცედურების ჩატარებას და რა თანხა დაჯდება ავერსის კლინიკაში ეს პროცედურა?
დიდი მადლობა
0

#12 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 28 April 2010 - 03:46 PM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 21 April 2010 - 07:30 PM, said:

გამარჯობათ ექიმო. ლაქტაციის დროს თუ შეიძლება კბილის დაპლომბვა და რენტგენის გადაღება კბილის მდგომარეობის გასარკვევად? წინასწარ გიხდით მადლობას.

გამარჯობათ, მინდა მოგახსენოთ, რომ კბილის დაბჯენა (დაპლომბვა) და რენტგენის გადაღება ლაქტაციის პერიოდში არ იზღუდება, პირიქით ლაქტაციის პერიოდში პირის ღრუს სანაცია სავალდებულოა, როგორც დედისათვის, ისე ბავშვისთვის. უკუჩვენებას წარმოადგენს იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც დედის რძის მეშვეობით მოხვდებიან ბავშვის ორგანინიზმში და შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული გვერდითი ეფექტები.

პატივისცემით გ.ყიფიანი
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

#13 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 28 April 2010 - 04:04 PM

გამოხმაურების ნახვაbabi, on 27 April 2010 - 07:12 PM, said:

მოგესალმებით, მყავს 2 თვის პატარა, რომელსაც ძუძუთი ვკვებავ ამ ხნის განმავლობაში ვსვავდი კალცის რადგან კბილები სათითაოდ მემტვრევა და მცვივა. რადგანაც წინა კბილები მთლიანად მისახედი მაქვს გადავწყვიტე წინა ექვს კბილს ვუმკურნალო, გავისწორო, გადავიკრა და ავიშენო ( ფესვი მაქვს) წინა ერთი კბილი.
იქნებ მითხრათ როდიდან შევძლებ ამ პროცედურების ჩატარებას და რა თანხა დაჯდება ავერსის კლინიკაში ეს პროცედურა?
დიდი მადლობა

გამარჯობათ,მინდა მოგახსენოთ, რომ მარტო კალციუმის პრეპარატების მიღება საკმარისი არ არის. კბილების მკურნალობა აუცილებელია პირველივე დღიდან. ამ მოთხოვნის შესრულებას სავალდებულოდ მიიჩნევს ბევრი საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაცია. რაც შეეხება მომსახურეობის ღირებულებას ჩვენს კლინიკაში (ავერსის კლინიკაში), მას დეტალურად შეიტყობთ სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ ან ცხელი ხაზის მეშვეობით.წინასწარ შემიძლია გითხრათ,რომ ჩვენთან ვიზიტის შემთხვევაში სასიამოვნოდ გაოცდებით კლინიკის მაღალი ხარისხითა და დაბალი ფასებით.

პატივისცემით გ.ყიფიანი
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

#14 მომხმარებელი გასულია   babi ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 78
  • შემოგვიერთდა: 21-April 10

დაწერილია 28 April 2010 - 04:18 PM

დიდი მადლობა
0

#15 მომხმარებელი გასულია   evterpe ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 12
  • შემოგვიერთდა: 26-April 10
  • მდებარეობაათენი

დაწერილია 29 April 2010 - 09:52 AM

გამარჯობათ ბატონო გიორგი. ვარ 22 კვირის ორსული და ექიმმა მითხრა რომ პირის ღრუში მაქვს რძიანა და დამინიშნა ტანტუმ პასტა-კბილის პასტა. მაინტერესებს რამდენად მართებულია მისი გამოყენება ორსულობისას. ასევე მაინტერესებს რა პრეპარატია აციდოფილუსი? წინასწარ დიდი მადლობა.
ევტერპე
0

#16 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 April 2010 - 12:13 PM

გამოხმაურების ნახვაevterpe, on 29 April 2010 - 09:52 AM, said:

გამარჯობათ ბატონო გიორგი. ვარ 22 კვირის ორსული და ექიმმა მითხრა რომ პირის ღრუში მაქვს რძიანა და დამინიშნა ტანტუმ პასტა-კბილის პასტა. მაინტერესებს რამდენად მართებულია მისი გამოყენება ორსულობისას. ასევე მაინტერესებს რა პრეპარატია აციდოფილუსი? წინასწარ დიდი მადლობა.

გამარჯობათ, პირველ რიგში გისურვებთ სასურველი ფეხმძიმობის საუკეთესო დაგვირგვინებას! რაც შეეხება პირის ღრუში რძიანას არსებობას და მის სამკურნალოდ კბილის პასტა ტანტუმის გამოყენებას, მინდა მოგახსენოთ შემდეგი: 1. რძიანას დიაგნოზი დასაზუსტებელია. რა მონაცემების საფუძველზე დიასვა აღნიშნული დიაგნოზი? დიაგნოზის დაზუსტების შემთხვევაში აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია ვაგინალური ინფექციის გამორიცხვის მიზნით. უნდა გამოირიცხოს არა მარტო სოკოვანი ინფექცია, არამედ სხვა შესაძლო ინფექციები. 2. ლაქტობაქტერია აციფოფილუსი, რომელიც წარმოადგენს ეუბიოტიკების ჯგუფის პრეპარატს ინიშნება დისბაქტერიოზის სამკურნალოდ. მისი ხმარება შეზღუდულია კანდიდომიკოზების დროს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რძიანას გამომწვევი მიეკუთვნება კანდიდას ჯგუფის ბაქტერიებს,ეს ჩვენ შესაძლებას გვაძლევს ვთქათ,რომ აღნიშნული პრეპარატის ხმარება ამ დროს შეზღუდულია. 3. ტანტუმ ვერდე წარმოადგენს ინდაზოლის ჯგუფის პრეპერატს. იგი, როგორც არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება წარმატებით გამოყენება პირის ღრუს კანდიდოზის სამკურნალოდაც, თუმცა არსებობს მონაცემები, რომლებიც ამ პრეპერატის გამოყენებას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილების შემდეგ მიიჩნევს საჭიროდ.

პატივისცემით
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

#17 მომხმარებელი გასულია   emi ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 5
  • შემოგვიერთდა: 22-April 10

დაწერილია 04 May 2010 - 12:48 PM

გამარჯობათ, 2 კვირის უკან ჩავისვი ფაიფურის კბილი, ეშვის ადგილას, მარჯვენა მხარეს ჩანასახი არ მქონდა კბილის და სიცარიელე იყო და მაცხენა მხარეს წვეტიანი იყო ამოსული და ეს წვეტიანი ფაიფურის კბილით შევცვალე და ეს ფაიფური ჩემს კბილებთან შედარებით თეთრია, საერთოდ ბუნებრივად B1 მაქ კბილის ფერი, ექიმს რომ ვეუბნებოდი ცოტა ღია ფერიათქო არ მიჯერებდა, უკმაყოფილო ვარ და იქნებ მითხრათ სახლის პირობებში შეიძლება ამ ფაიფურის კბილს ცოტა ყვითელი ფერი მივაღებინო? როგორც მითხრეს ჩამოძრობა რთული პროცესიაო, ან ჩემს კბილებზე ოდნავ სიყვითლე რით მოვიშორო რომ ამ ფაიფურს დაემსგავსოს :( მირჩიეთ რამე

დიდი მადლობა
0

#18 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 05 May 2010 - 12:18 PM

გამოხმაურების ნახვაemi, on 04 May 2010 - 12:48 PM, said:

გამარჯობათ, 2 კვირის უკან ჩავისვი ფაიფურის კბილი, ეშვის ადგილას, მარჯვენა მხარეს ჩანასახი არ მქონდა კბილის და სიცარიელე იყო და მაცხენა მხარეს წვეტიანი იყო ამოსული და ეს წვეტიანი ფაიფურის კბილით შევცვალე და ეს ფაიფური ჩემს კბილებთან შედარებით თეთრია, საერთოდ ბუნებრივად B1 მაქ კბილის ფერი, ექიმს რომ ვეუბნებოდი ცოტა ღია ფერიათქო არ მიჯერებდა, უკმაყოფილო ვარ და იქნებ მითხრათ სახლის პირობებში შეიძლება ამ ფაიფურის კბილს ცოტა ყვითელი ფერი მივაღებინო? როგორც მითხრეს ჩამოძრობა რთული პროცესიაო, ან ჩემს კბილებზე ოდნავ სიყვითლე რით მოვიშორო რომ ამ ფაიფურს დაემსგავსოს :( მირჩიეთ რამე

დიდი მადლობა

გამარჯობათ, თქვენს შეკითხვაზე მინდა გიპასუხოთ, რომ ლითონკერამიკის ამ კერამიკის კონსტრუქციის ფერის დადგენა ან ფერის ცვლილება მხოლოდ მკურნალ სტომატოლოგთან ერთად არის შესაძლებელი. მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს, აუხსენით თქვენი პრობლემები და მასთან ერთად გადაწყვიტეთ ამ საკითხის მოგვარების გზები.

პატივისცემით
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

#19 მომხმარებელი გასულია   ana855 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 17
  • შემოგვიერთდა: 19-April 10

დაწერილია 08 May 2010 - 11:47 AM

ძალიან გთხოვთ მირჩიოთ სახლის პირობებში როგორ გავითეთრო კბილები? ასევე ხშირად ძაფით ვიწმინდავ კბილებს, შეიძლება თუ არა?

და კიდევ ერთი კითხვა: ღრძილებზე მქონდა კისტა, გავიკეთე ოპერაცია და ზედა ორი კბილი მაქვს მიშენებული და დაბლა ერთი. დაბლა იმდენად არ მეტყობა და აი ზევითა წინა ორი კბილი მეშინია, რომ არ მომძვრეს, ამიკრძალეს წინა კბილებით მოკბეჩა, მაგრამ ხანდახა მავიწყდება რის გამოც პატარათი მომტყდა. მიშენება მითხრეს გადაიკარი ფაიფურიო და მირჩიეთ რა გეხვეწებით, უსახსრობის გამო თბილისში ვერ ჩამოვდივარ, აქ ექიმები კი ხან რას ამბობენ ხან რას.... გადავიკრა?! რას მირჩევთ? მემგონი დაცულად მექნება ხომ უფრო? და დაახლოებით რა დამიჯდება, ნუ მიახლოვებული ფასი მაინც, 3 კბილზე გადაკვრა.

დიდი მადლობა
0

#20 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 May 2010 - 05:54 PM

გამოხმაურების ნახვაana855, on 08 May 2010 - 11:47 AM, said:

ძალიან გთხოვთ მირჩიოთ სახლის პირობებში როგორ გავითეთრო კბილები? ასევე ხშირად ძაფით ვიწმინდავ კბილებს, შეიძლება თუ არა?

და კიდევ ერთი კითხვა: ღრძილებზე მქონდა კისტა, გავიკეთე ოპერაცია და ზედა ორი კბილი მაქვს მიშენებული და დაბლა ერთი. დაბლა იმდენად არ მეტყობა და აი ზევითა წინა ორი კბილი მეშინია, რომ არ მომძვრეს, ამიკრძალეს წინა კბილებით მოკბეჩა, მაგრამ ხანდახა მავიწყდება რის გამოც პატარათი მომტყდა. მიშენება მითხრეს გადაიკარი ფაიფურიო და მირჩიეთ რა გეხვეწებით, უსახსრობის გამო თბილისში ვერ ჩამოვდივარ, აქ ექიმები კი ხან რას ამბობენ ხან რას.... გადავიკრა?! რას მირჩევთ? მემგონი დაცულად მექნება ხომ უფრო? და დაახლოებით რა დამიჯდება, ნუ მიახლოვებული ფასი მაინც, 3 კბილზე გადაკვრა.

დიდი მადლობა

კბილების გათეთრება სახლის პირობებში შესაძლებელია სტომატოლოგის მიერ შერჩეული საშუალების გამოყენების შემთხვევაში. შეგახსენებთ, რომ კბილების გათეთრების მავნე გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების მიზნით გათეთრება სტომატოლოგის კვალიფიციური კონსულტაციის გარეშე სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი კბილებისათვის. ჩვენ გირჩევთ დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენის წესები, შეცვალოთ კბილის ჯაგრისები პერიოდულად და მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ ამ მარტივი და უბრალო ჩვევით მნიშნელოვნად გაიუმჯობესებთ თქვენს სტომატოლოგიურ ჯანმრთელობას. რაც შეეხება თქვენი ზედა და ქვედა კბილების მდგომარეობას. სრული სტომატოლოგიური გამოკვლევის გარეშე მკურნალობის შემოთავაზება პრაქტიკულად შეუძლებელია. მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მრავალი პროფესიონალი ექიმი-სტომატოლოგი მუშაობს. ისინი, დარწმუნებული ვარ , რომ თავისუფლად შეძლებენ თქვენი პრობლემის თქვენთვის სასურველი შედეგებით მოგვარებას.


პატივისცემით
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

  • (16 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი