AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა სტომატოლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (16 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა სტომატოლოგს

#41 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 08 July 2010 - 10:52 AM

გამოხმაურების ნახვაbabi, on 07 July 2010 - 05:17 PM, said:

გიორგი ექიმო, მაინტერესებს რა ასაკში იცვლის პატარა მე-5 კბილს და იმ შემთხვევაში თუ დაზიანებულია და აუცილებლად უნდა დაიპლომბოს? ბავშვი ხუთი წლისაა და მიანტერესებს დაპლომბვა ღირს თუ არა ამ მოსაცვლელი კბილების? თუ ამოვიღოთ?დიდი მადლობა

გამარჯობა,მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროთ მშობლების დამოკიდებულება სარძევე კბილების მკურნალობის მიმართ უმრავლეს შემთხვევაში მცდარია, მოსაცვლელი კბილები არ ნიშნავს დაზიანების შემთხვევაში მათ ამოღებას, ან რაც უფრო მცდარია მათ დატოვებას მკურნალობის გარეშე. სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელია ყველა შემთხვვაში ბავშვის ორგანიზმში ინფექციური კერის აღმოფხვრის მიზნით. კონკრეტულად, თქვენს შემთხვევაში, სარძევე მე-5 ლბილის მკურნალობა აუცილებელია. მისი ნაადრევი ამოღება სხვა სახის გართულებების მიზეზი შეიძლება გახდეს.
პატივისცემით
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

#42 მომხმარებელი გასულია   diavolaki ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 12
  • შემოგვიერთდა: 12-July 10

დაწერილია 13 July 2010 - 03:30 AM

გამარჯობათ.
სამი წლის წინ გავიკეთე ზედა 14 კბილი.მაგრამ არ ჩამისვა კარგად. :( ერთ ადგილას კბილსა და ღრძილს შორის სიცარიელეა.ამის გამო სუნიც აქვს და გუშინ პატარა ნატეხი ჩამომივარდა.მტკივა კიდეც ამ დროის განმავლობაში და სისლიც მდის ხოლმე ხანდახან.თან მალე შეიცვალა ფერი როგორც ჩანს არც ხარისხი იყო კარგი. :angry: მოკლედ გამოსაცვლელია ისევ.მინდა გკითხოთ შესაძლებელია ამის ჩამოხსნა და ახლის გაკეთება?რთულია?14 ვე ერთმანეთზეა გადაკრული.რამდენიმე ჩემი კბილლიც იყო.და რომელია უკეთესი მეტალო,ფაიფური და ა.შ რომელს მირჩევდით და თუ შეგიძლიათ მითხრათ ფასი დაახლოებით. წინასწარ დიდი მადლობა :D
:)
0

#43 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 13 July 2010 - 10:20 AM

გამოხმაურების ნახვაdiavolaki, on 13 July 2010 - 03:30 AM, said:

გამარჯობათ.
სამი წლის წინ გავიკეთე ზედა 14 კბილი.მაგრამ არ ჩამისვა კარგად. :( ერთ ადგილას კბილსა და ღრძილს შორის სიცარიელეა.ამის გამო სუნიც აქვს და გუშინ პატარა ნატეხი ჩამომივარდა.მტკივა კიდეც ამ დროის განმავლობაში და სისლიც მდის ხოლმე ხანდახან.თან მალე შეიცვალა ფერი როგორც ჩანს არც ხარისხი იყო კარგი. :angry: მოკლედ გამოსაცვლელია ისევ.მინდა გკითხოთ შესაძლებელია ამის ჩამოხსნა და ახლის გაკეთება?რთულია?14 ვე ერთმანეთზეა გადაკრული.რამდენიმე ჩემი კბილლიც იყო.და რომელია უკეთესი მეტალო,ფაიფური და ა.შ რომელს მირჩევდით და თუ შეგიძლიათ მითხრათ ფასი დაახლოებით. წინასწარ დიდი მადლობა :D

გამარჯობა, როგორც ეს თქვენი მონაყოლიდან ჩანს თქვენ სამი წლის წინ ჩაგიტარდათ კბილების პროთეზირება. უაღრესად მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს რომელი მასალისაგან არის დამზადებული აღნიშნული ხელოვნური კბილები? რომელ კბილებზეა გაკეთებული ხიდისებური კონსტუქცია? რომელი საყრდენი კბილებია გამოყენებული მასში? როგორია ღრძილების მდგომარეობა? და სხვა . ამიტომ ზუსტი პასუხისათვის აუცილებელია გამოკვლევა სტომატოლოგთან. ლითონ ფაიაფურის ხელოვნური გვირგვინი ერთ-ერთი საუკეთესო სტანტარტული შეთავაზებაა სტომატოლოგების მხრიდან, თუმცა აქაც განასხვავებენ სხვადასხვა ვარიანტს გამოყენებული ლითონის შენადნობისა და ფაიფურის მასის მიხედვით.ჩვენი კლინიკის ფასები შეგიძლია დააზუსტოთ ავერსის კლინიკის ცხელ სატელეფონო ხაზზე.
პატივისცემით
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

#44 მომხმარებელი გასულია   diavolaki ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 12
  • შემოგვიერთდა: 12-July 10

დაწერილია 13 July 2010 - 02:01 PM

გამოხმაურების ნახვაGiorgi Kipiani, on 13 July 2010 - 07:20 AM, said:

გამარჯობა, როგორც ეს თქვენი მონაყოლიდან ჩანს თქვენ სამი წლის წინ ჩაგიტარდათ კბილების პროთეზირება. უაღრესად მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს რომელი მასალისაგან არის დამზადებული აღნიშნული ხელოვნური კბილები? რომელ კბილებზეა გაკეთებული ხიდისებური კონსტუქცია? რომელი საყრდენი კბილებია გამოყენებული მასში? როგორია ღრძილების მდგომარეობა? და სხვა . ამიტომ ზუსტი პასუხისათვის აუცილებელია გამოკვლევა სტომატოლოგთან. ლითონ ფაიაფურის ხელოვნური გვირგვინი ერთ-ერთი საუკეთესო სტანტარტული შეთავაზებაა სტომატოლოგების მხრიდან, თუმცა აქაც განასხვავებენ სხვადასხვა ვარიანტს გამოყენებული ლითონის შენადნობისა და ფაიფურის მასის მიხედვით.ჩვენი კლინიკის ფასები შეგიძლია დააზუსტოთ ავერსის კლინიკის ცხელ სატელეფონო ხაზზე.
პატივისცემით

გმადლობთ პასუხისთვის.როგორც მითხრა მეტალო პლასმასია.გრძილები არ არის კარგ მდგომარეობაში დასიებულია.ერთი შეკითხვაც მაქვს.დაახლოებით რამდენი დრო ჭირდება რომ გავიკეთო.ალბათ გააჩნია რა სამუშაოებია ჩასატარებელი ჩასმამდე მაგრამ თუ შეგიძლიათ მითხრატ დაახლოებით.რადგან არ ვიმყოფები საქართველოში და შესაბამისად წინასწარ მინდა ვიცოდე რა დრო დამჭირდება მანდ გაჩერება.გმადლობთ
:)
0

#45 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 16 July 2010 - 07:38 PM

გამოხმაურების ნახვაdiavolaki, on 13 July 2010 - 02:01 PM, said:

გმადლობთ პასუხისთვის.როგორც მითხრა მეტალო პლასმასია.გრძილები არ არის კარგ მდგომარეობაში დასიებულია.ერთი შეკითხვაც მაქვს.დაახლოებით რამდენი დრო ჭირდება რომ გავიკეთო.ალბათ გააჩნია რა სამუშაოებია ჩასატარებელი ჩასმამდე მაგრამ თუ შეგიძლიათ მითხრატ დაახლოებით.რადგან არ ვიმყოფები საქართველოში და შესაბამისად წინასწარ მინდა ვიცოდე რა დრო დამჭირდება მანდ გაჩერება.გმადლობთ

ზუსტი დროის განსაზღვრა ზეპირად შეუძლებელია, თქვენ უნდა იფიქროთ 2-3 კვირაზე.
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

#46 მომხმარებელი გასულია   diavolaki ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 12
  • შემოგვიერთდა: 12-July 10

დაწერილია 17 July 2010 - 01:53 PM

გამოხმაურების ნახვაGiorgi Kipiani, on 16 July 2010 - 04:38 PM, said:

ზუსტი დროის განსაზღვრა ზეპირად შეუძლებელია, თქვენ უნდა იფიქროთ 2-3 კვირაზე.

გმადლობთ :)
:)
0

#47 მომხმარებელი გასულია   maamuuL ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 09-May 10

დაწერილია 24 August 2010 - 11:19 PM

გამარჯობათ, ვარ 17 წლის და პრობლემა მაქ იქნებ მისველოთ.

დილით რო ვიღვიძებ პირში მაქ ძალიან ცუდი სუნი, თუ სწორად ვიცი ეს ღრძილების პრობლემით უნდა იყოს გამოწვეული. ხეხვით კი ვიხეხავ კბილებს ჩვეულებრივად მაგრამ მაინც არ შველის.

ნუ.. გამრუდებაც მაქ და გასწორება მინდა.

და აი ჩაყვითლებას და ქვებს რანაირად ვუშველო კიდევ ხომ ვერ მეტყვით..


წინასწარ გმადლობთ.
0

#48 მომხმარებელი გასულია   tikusha ხატულა

  • ფორუმის ფანი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 547
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 25 August 2010 - 10:45 AM

რომელია ფტორის შმეცვლელი კბილის პასტა?
0

#49 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 30 August 2010 - 12:58 PM

გამოხმაურების ნახვაmaamuuL, on 24 August 2010 - 11:19 PM, said:

გამარჯობათ, ვარ 17 წლის და პრობლემა მაქ იქნებ მისველოთ.

დილით რო ვიღვიძებ პირში მაქ ძალიან ცუდი სუნი, თუ სწორად ვიცი ეს ღრძილების პრობლემით უნდა იყოს გამოწვეული. ხეხვით კი ვიხეხავ კბილებს ჩვეულებრივად მაგრამ მაინც არ შველის.

ნუ.. გამრუდებაც მაქ და გასწორება მინდა.

და აი ჩაყვითლებას და ქვებს რანაირად ვუშველო კიდევ ხომ ვერ მეტყვით..


წინასწარ გმადლობთ.

გამარჯობა, როგორც თქვენი წერილიდან ჩანს, თქვენთვის აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი.წერილიდან გამომდინარე დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ,რომ თქვენი სტომატოლოგიური ჯანმრთელობისათვის აუცილებეილია კბილის მაგარი ნადების (ქვების) მოცილება. პირის ღრუს ცუდი სუნის საწინააღმდეგოდ ჩვენ გირჩევთ იხმაროთ ლაკალუტ აქტივის სავლები დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს ჭამის შემდეგ.
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

#50 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 30 August 2010 - 01:19 PM

გამოხმაურების ნახვაtikusha, on 25 August 2010 - 10:45 AM, said:

რომელია ფტორის შმეცვლელი კბილის პასტა?

გამარჯობა, თანამედროვე კბილის პასტების უმრავლესობა თავის შემადგენლობაში შეიცავს ფტორს. ესაა კბილის პასტები ,,ბლენდა მედის”, ,,ქოლგეითის”, ,,აქვაფრეშის”, ,,ლაკალუტის” სერიიდან. თუ რა ქიმიური სახით და რა რაოდენობით შედის ფტორი კბილის პასტაში მითითებულია სავაჭრო ნიმუშის გარეკანზე, ან მის შეფუთვაზე.
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

#51 მომხმარებელი გასულია   xatiaxatia ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 43
  • შემოგვიერთდა: 23-September 10

დაწერილია 23 September 2010 - 08:07 PM

გამარჯობა.ვარ ორსულად,1 კვირაა დამიჩირქდა ღრძილი,არ მტკივა მაგრამ მაინტერესებს არის თუარა საშიში ბავშვისთვის და რა შეიძლება გავაკეთო? წინასწარ დიდი მადლობა
1

#52 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 24 September 2010 - 05:33 PM

გამოხმაურების ნახვაxatiaxatia, on 23 September 2010 - 08:07 PM, said:

გამარჯობა.ვარ ორსულად,1 კვირაა დამიჩირქდა ღრძილი,არ მტკივა მაგრამ მაინტერესებს არის თუარა საშიში ბავშვისთვის და რა შეიძლება გავაკეთო? წინასწარ დიდი მადლობა

გამარჯობა, მინდა გითხრათ, რომ ღრძილები მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცის ფეხმძიმობის დროს. ორსულები საკმარისად ხშირად უჩივიან ღრძილებიდან სისხლდენას და ღრძილების შესივებას.თქვენს მიერ მითითებული მდგომარეობა ,,დამიჩირქდა ღრძილი,, დაზუსტებას საჭიროებს. საჭიროა დეტალურად განისაზღვროს ქსოვილთა დაზიანების სიმძიმე და ხარისხი. ამისათვის აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი.გაცნობებთ, რომ ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობა, მათ შორის სტომატოლოგიურიც.
პატივისცემით
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

#53 მომხმარებელი გასულია   tata25 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 27-September 10

დაწერილია 30 September 2010 - 02:21 AM

ორი თვის წინ დავიბჟენე 12 კბილი ერთად.ყველა ზედაპირული კარიესი იყო.მაქვს მომატებული მგრძნობელობა და მჯავე საკვების მიგებისას (სამედიცინო ენაზე არ ვიცი როგორ გამოითქმება)მეკვეთება კბილები.საკმარისია თუნდაც ლიმონიანი ჩაი დავლიო.თავიდან ვფიქრობდი რადგან ეს არ იყო ერთი და ორი კბილი შეიძლება ამის გამოა და გამივლისთკო,მაგრამ ნორმალურად საკვებსაც ვერ ვგეჭავ.იქნებ რამე სავლები მირჩიოთ.მადლობა.
0

#54 მომხმარებელი გასულია   lika_kiskisa ხატულა

  • სუპერ ფორუმელი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 940
  • შემოგვიერთდა: 24-March 10

დაწერილია 30 September 2010 - 12:06 PM

გამარჯობათ..წლების წინ ამოღებული კბილის ადგილას თუ შეიძლება კბილის ჩასმა როგორის და სავარაუდოდ რა თანხებთან არის დაკავშირებულიიი?დიდი მადლობა
ყველაფერი კარგად იქნება.....
0

#55 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 01 October 2010 - 05:34 PM

გამოხმაურების ნახვაtata25, on 30 September 2010 - 02:21 AM, said:

ორი თვის წინ დავიბჟენე 12 კბილი ერთად.ყველა ზედაპირული კარიესი იყო.მაქვს მომატებული მგრძნობელობა და მჯავე საკვების მიგებისას (სამედიცინო ენაზე არ ვიცი როგორ გამოითქმება)მეკვეთება კბილები.საკმარისია თუნდაც ლიმონიანი ჩაი დავლიო.თავიდან ვფიქრობდი რადგან ეს არ იყო ერთი და ორი კბილი შეიძლება ამის გამოა და გამივლისთკო,მაგრამ ნორმალურად საკვებსაც ვერ ვგეჭავ.იქნებ რამე სავლები მირჩიოთ.მადლობა.

გამარჯობა, თქვენს მიერ აღწერილი მდგომარეობა სავარაუდოდ შეიძლება შეცაფასოდ , როგორც კბილების აწეული მგრძნობელობა. მსგავს შემთხვევებში ჩვენ ვუნიშნვთ კბილის პასტას სენსოდინს - მგრძნობიარე კბილებისათვის ან სენსოდინის სავლებს. თუ აღნიშნული საშუალებებით შედეგი არ მიიღწევა, უნდა მიმართოთ თქვენს სტომატოლოგს.
პატივისცემით
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

#56 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 01 October 2010 - 05:47 PM

გამოხმაურების ნახვაlika_kiskisa, on 30 September 2010 - 12:06 PM, said:

გამარჯობათ..წლების წინ ამოღებული კბილის ადგილას თუ შეიძლება კბილის ჩასმა როგორის და სავარაუდოდ რა თანხებთან არის დაკავშირებულიიი?დიდი მადლობა

გამარჯობა, კბილების და კბილთა რკალის დეფექტების აღსადგენად თქვენ შეიძლება გამოიყენოთ შემდეგი მომახურეობები: კბილების პროთეზირება და იმპლანტაცია.ჩვენს კლინიკაში იმპლანტაციის შემთხვევაში ერთი კბილის იმპლანტაცია შემდგომი პროთეზირებით ჯდება 860 ლარი. მსგავს შემთხვევებში აუცილებელია ექიმი - სტომატოლოგის კონსულტაცია.
პატივისცემით
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

#57 მომხმარებელი გასულია   nininini ხატულა

  • სუპერ ფორუმელი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2,507
  • შემოგვიერთდა: 05-May 10

დაწერილია 04 October 2010 - 04:51 PM

გამარჯობათ ღრძილები მაქვს სისხლმდენი აქამდე საფუძვლიანად ვერ ვიმკურნალე რადგან ორსულად ვიყავი შემდეგ კი ლაქტაციის გამო ეხლა ერთ ადგილას ზედა ღრძილზე მაქვს თეთრი ამობურცული ბუშტივით მაგრამ სითხით სავსე არაა სტომატიტია თუ არ ვცდები და სტომატიტზე სახლში რითი ვიმკურნალო სანამ ექიმთან მივალ?
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
0

#58 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 12 October 2010 - 06:16 PM

გამოხმაურების ნახვაnininini, on 04 October 2010 - 04:51 PM, said:

გამარჯობათ ღრძილები მაქვს სისხლმდენი აქამდე საფუძვლიანად ვერ ვიმკურნალე რადგან ორსულად ვიყავი შემდეგ კი ლაქტაციის გამო ეხლა ერთ ადგილას ზედა ღრძილზე მაქვს თეთრი ამობურცული ბუშტივით მაგრამ სითხით სავსე არაა სტომატიტია თუ არ ვცდები და სტომატიტზე სახლში რითი ვიმკურნალო სანამ ექიმთან მივალ?

გამარჯობა, პირის ღრუს დათვალიერების გარეშე რჩევის მიცემა პრაქტიკულად შეუძლებელია.
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

#59 მომხმარებელი გასულია   riosweetie ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 15-October 10

დაწერილია 15 October 2010 - 01:15 AM

გამარჯობა, ჩემს ერთი წლის შვილს ქვედა კბილებზე ( აქვს 4 კბილი) გაუჩნდა შავი ლაქები კბილის ყელის ირგვლივ. პედიატრს ვაჩვენე, მაგრამ მიზეზი არ მითხრა და დამინიშნა ისეთი პრეპარატი რომელიც საქართველოში არ იყიდება. ეს არის D3-ისა და ნატრიუმის ფტორიდის კომბინირებული პრეპარატი როგორც მერე ვნახე. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ამ ლაქების გამომწვევი მიზეზები და რით შეიძლება ამისი მკურნალობა.
0

#60 მომხმარებელი გასულია   Giorgi Kipiani ხატულა

  • სტომატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 149
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 20 October 2010 - 10:19 AM

გამოხმაურების ნახვაriosweetie, on 15 October 2010 - 01:15 AM, said:

გამარჯობა, ჩემს ერთი წლის შვილს ქვედა კბილებზე ( აქვს 4 კბილი) გაუჩნდა შავი ლაქები კბილის ყელის ირგვლივ. პედიატრს ვაჩვენე, მაგრამ მიზეზი არ მითხრა და დამინიშნა ისეთი პრეპარატი რომელიც საქართველოში არ იყიდება. ეს არის D3-ისა და ნატრიუმის ფტორიდის კომბინირებული პრეპარატი როგორც მერე ვნახე. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ამ ლაქების გამომწვევი მიზეზები და რით შეიძლება ამისი მკურნალობა.

გამარჟობა,პიგმენტური ლაქების გაჩენა კბილებზე სხვადასხვა მიზეზებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.მათ შორის იგი შესაძლებელია უკავშირდებოდეს კბილის კარიესის ადრეულ კლინიკურ ნიშნებს.თუ თქვენ ბავშვს ღამით, ძილის დროს ან დაძინები ს წინ აძლევთ ტკბილ ჩაის ან სხვა დატკბილულ სასმელს, პირველ რიგში აუცილებელია შეწყვიტოთ მისი მიცემა. არ უნდა დაგვავიწყდეს ,რომ კბილების გამოხეხვა იწყება კბილების ამოჭრისთანავე, ამიტომ ბავშვის ასაკის გათვალისწინებით აუცილებელია კბილის ჯაგრისის (რბილი) და კბილის პასტის შერჩევა (მაგ. ლაკალუტის საბავშვო კბილის პასტა 4 წლამდე ბავშვებისთვის). ასევე აუცილებლად ვთლით სტომატოლოგთან ვიზიტს.

პატივისცემით
გიორგი ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

"ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურის უფროსი
0

  • (16 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი