AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა გასტროენტეროლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (49 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა გასტროენტეროლოგს

#1 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 February 2010 - 02:41 PM

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს ავერსის კლინიკის ექიმი გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი,
მედიცინის დოქტორი __ თენგიზ თელია
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
4

#2 მომხმარებელი გასულია   nin-nia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 7
  • შემოგვიერთდა: 30-March 10

დაწერილია 30 March 2010 - 01:03 PM

სალამი,

მაქვს საყლაპავი მილის (დიაფრაგმის) თიაქარი. ჩივილები: გულზე მუდმივად მაქვს ზეწოლის შეგრძნება, მიჩქარდება გულისცემა, ზოგჯერ მეჩვენება, რომ სუნთქვა მიჭირს, მაქვს გულძმარვა.... დანიშნული მქონდა: უზმოზე ზეითუნის ზეთი, 12.00 ზე და 16.00-ზე ტრიმედატი , 20.00 - პეპსან რ, ძილის წინ - მედაზოლი. მაგრამ ჩივილები არ მომეხსნა.

შევცვალო მედიკამენტები? რა შემიძლია მივიღო? დილით ზეითუნის ნაცვლად ქაცვის ზეთი ხომ არ მივიღო? და საერთოდ ეს სიმპტომები ქრება? :) ოპერაცია კეთდება ჩვენთან და მისი დადებითი/უარყოფითი მხარეები.

პს თიაქარის დიაგნოზი დამიდგინეს 12 გოჯა ნაწლავის წყლულთან ერთად, წყლულისგან 2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ განვიკურნე.


დიდი მადლობა
1

#3 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 30 March 2010 - 10:13 PM

საყლაპავის დიაფრაგმალური ხვრელის თიაქარი (იგივე ჰიატალური ჰერნიაცია) მოსახლეობის 25%-ს მეტ-ნაკლები ინტენსივობით აწუხებს. სიმპტომები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ შესაძლებელია უკავშირდებოდეს აღნიშნულ ნოზოლოგიას და ის ,,რემფელდის სინდრომის" სახელით არის ცნობილი, თუმცა აუცილებელია კარდიოლოგიური და ენდოკრინული პრობლემების გამორიცხვაც, თუ მკურნალი გასტროენტეროლოგი დარწმუნდება იმაში, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები საყლაპავის დიაფრაგმალური ხვრელის თიაქარს უკავშირდება, იგი დაგეგმავს სწორი მკურნალობის და დაავადების შემდგომი მართვის ტაქტიკას. თქვენს მიერ მინიშნებული მკურნალობის არც კომპოზიცია და არც დოზირება არ არის კორექტული. რაც შეეხება ოპერაციულ ჩარევას (ნისენის ფუნდოპლიკაცია და მისი მოდიფიკაციები), მას თავისი ჩვენებები აქვს და ამასაც თქვენი ექიმი გადაწყვეტს.
0

#4 მომხმარებელი გასულია   nin-nia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 7
  • შემოგვიერთდა: 30-March 10

დაწერილია 06 April 2010 - 03:39 PM

გამოხმაურების ნახვაGUT597, on 30 March 2010 - 06:13 PM, said:

საყლაპავის დიაფრაგმალური ხვრელის თიაქარი (იგივე ჰიატალური ჰერნიაცია) მოსახლეობის 25%-ს მეტ-ნაკლები ინტენსივობით აწუხებს. სიმპტომები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ შესაძლებელია უკავშირდებოდეს აღნიშნულ ნოზოლოგიას და ის ,,რემფელდის სინდრომის" სახელით არის ცნობილი, თუმცა აუცილებელია კარდიოლოგიური და ენდოკრინული პრობლემების გამორიცხვაც, თუ მკურნალი გასტროენტეროლოგი დარწმუნდება იმაში, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები საყლაპავის დიაფრაგმალური ხვრელის თიაქარს უკავშირდება, იგი დაგეგმავს სწორი მკურნალობის და დაავადების შემდგომი მართვის ტაქტიკას. თქვენს მიერ მინიშნებული მკურნალობის არც კომპოზიცია და არც დოზირება არ არის კორექტული. რაც შეეხება ოპერაციულ ჩარევას (ნისენის ფუნდოპლიკაცია და მისი მოდიფიკაციები), მას თავისი ჩვენებები აქვს და ამასაც თქვენი ექიმი გადაწყვეტს.



დიდი მადლობა, ბატონო თენგიზ.
0

#5 მომხმარებელი გასულია   pandora ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 151
  • შემოგვიერთდა: 02-April 10
  • მდებარეობაTbilisi

დაწერილია 08 April 2010 - 01:44 PM

ცოტა უხერხული კითხვა მაქვს, ამ ბოლო დროს მაწუხებს უნებლიე გაზები, მითხრეს შესაძლოა გაციების ბრალი იყოსო. მაინტერესებს თუ არის რაიმე ისეთი საშუალება რომ მივიღო ექიმთან მისვლის გარეშე, ან ესპუმიზანი რამდენად უსაფრთხოა ამ დროს. დიდი მადლობა წინასწარ :)
0

#6 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 12 April 2010 - 09:38 AM

ჭარბი აირების დაგროვება,მიუხედავად თანამედროვე მედიცინაში არსებული შთამბეჭდავი მიღწევებისა, გასტროენტეროლოგიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. დღემდე არ არსებობს ამ სიმპტომის მკურნალობის ეფექტური საშუალება. პაციენტითან, რომელიც აღნიშნული ჩივილებით მოგვმართავს, საჭიროა გამოირიცხოს ყველა ის ორგანული დაავადება (გასტროენტეროლოგიური თუ არაგასტროენტეროლოგიური)რომელიც ამ სიმპტომის უკან შეიძლება იმალებოდეს და მკურნალობა უნდა წარიმართოს ძირითადი დაავადების აღმოფხვრის მიმართულებით. თუ ასეთი ფონური დაავადება პაციენტთან არ ვლინდება (და, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევებში ასეც ხდება...) დაავადებას ესაჭიროება მიზანმიმართული სიმპტომური მკურნალობა, რომელიც ასევე გამოცდილმა გასტროენტეროლოგმა უნდა წარმართოს.
0

#7 მომხმარებელი გასულია   anuki ხატულა

  • Newbie
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 28
  • შემოგვიერთდა: 15-April 10

დაწერილია 17 April 2010 - 01:13 PM

გამარჯობათ.ცოტა მეუხერხულება კიტხვა მაგრამ მაინტერესებს პირში სუნი მაქვს და რისი ბრალი იქნება?
0

#8 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 09:51 PM

პირიდან ცუდი სუნის მიზეზი, გარდა გასტროენტეროლოგიური პრობლემებისა შეიძლება სტომატოლოგიური და ყელ–ყურ–ცხვირის პრობლემებიც გახდეს, ამიტომ– აუცილებლად მიმართედ ექიმს!
0

#9 მომხმარებელი გასულია   anuki ხატულა

  • Newbie
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 28
  • შემოგვიერთდა: 15-April 10

დაწერილია 17 April 2010 - 11:22 PM

გამოხმაურების ნახვაGUT597, on 17 April 2010 - 05:51 PM, said:

პირიდან ცუდი სუნის მიზეზი, გარდა გასტროენტეროლოგიური პრობლემებისა შეიძლება სტომატოლოგიური და ყელ–ყურ–ცხვირის პრობლემებიც გახდეს, ამიტომ– აუცილებლად მიმართედ ექიმს!

რომელ ექიმს?პირის ღრუ მოცესრიგებული მაქვს
0

#10 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 April 2010 - 05:29 PM

პირველ რიგში, მიმართეთ გასტროენტეროლოგს!
1

#11 მომხმარებელი გასულია   anuki ხატულა

  • Newbie
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 28
  • შემოგვიერთდა: 15-April 10

დაწერილია 18 April 2010 - 10:29 PM

გამარჯობათ,

მირჩიეთ, პირში არასასიამოვნო სუნი როდესაც არის, რა გამოკვლევაა საჭირო? სტომატოლოგთან ვიყავი და არანაირი პრობლემა არ მაქვს.
0

#12 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 April 2010 - 10:37 PM

ის თუ რა გამოკვლევა, ან გამოკვლევებია საჭირო გასტროენტეროლოგმა უნდა გადაწყვიტოს! რატომ გგონიათ რომ არსებობს ერთი ,,უნივერსალური" კვლევა, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პირიდან ცუდი სუნის მიზეზი გარდა სტომატოლოგიური პრობლემებისა, შეიძლება იყოს კუჭ–ნაწლავის დაავადებების მთელი სპექტრი, ყელ–ყურ–ცხვირისა თუ ენდოკრინული პრობლემები...
მიმართეთ ექიმს!
0

#13 მომხმარებელი გასულია   eliso ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 22-April 10

დაწერილია 22 April 2010 - 11:06 AM

გამოხმაურების ნახვაDr. Aversi, on 19 February 2010 - 10:41 AM, said:

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს ავერსის კლინიკის ექიმი გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი,
მედიცინის დოქტორი __ თენგიზ თელია

გამარჯობათ ბატონო თენგიზ.

მყავს 10 წლის შვილი, რომელსაც ხშირად აწუხებს ღებინების შეგრძნება, ხან კიდეც აღებინებს. ღებინებამდე არის მოთენთილი, ღებინების შემდეგ არის კარგად და აქვს შიმშილის შეგრძნება. ეს პროცესი მეორდება ყოველ 2 კვირაში. მყავდა ექიმთან და მითხრა რომ არის კუჭის ლორწოვანი გაღიზიანებული, დავალევინე მეზიმფორტე, რომელიც ექიმმა გამოუწერა. მის შემდეგ აღარ უღებინებია მაგრამ ღებინების შეგრძნება ქონდა. დავალევინე სოდიანი წყალი და კარგად გახდა.

მინდა თქვენი კონსულტაცია.
0

#14 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 23 April 2010 - 05:08 PM

ელისო!
აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს, არა იმიტომ, რომ ბავშვს რამე განსაკუთრებით საგანგაშო სიმპტომატიკა აღენიშნება, არამედ იმიტომ რომ სიმპტომებს რასაც თქვენ ასახელებთ და იმ მკურნალობას შორის, რომელიც ბავშვს ჩაუტარეთ:– სრული დისონანსია!... რა კავშირია კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებასა და პრეპარატ მეზიმ-ფორტეს შორის? აღნიშნული პრეპარატი სულ სხვა რამისთვის გამოიყენება და იმ დოზირებით, რომელსაც დარწმუნებული ვარ თქვენ არ გამოიყენებდით!... დამიჯერეთ, მიმართეთ გასტროენტეროლოგს!
0

#15 მომხმარებელი გასულია   sharlota ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 42
  • შემოგვიერთდა: 29-April 10

დაწერილია 29 April 2010 - 10:20 AM

მოგესალმებით, ც ჰეპატიტთან დაკავშირბით მაქვს რამდენიმე კითხვა. გთხოვთ მიპასუხოთ:

1. არის თუ არა შესაძლებელი ვირუსის მთლიანად გაქრობა ორგანიზმიდან მკურნალობის შედეგად?
2. თუ უარყოფითია პასუხი მკურნალობიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რა რაოდენობის ვირუსი არის მაინც სისხლში და რა სტატისტიკაა, მისი მომავალში პროგრესირების და ღვიძლის დაზიანების თუ კვლავ არ იმკურნალა?
3. თუ პასუხი უარყოფითია და სისხლში მაინც დაფიქსირდა მცირე დოზებით ვირუსი, გადადებისთვის იგივე საშიშროებაა, რაც არანამკურნალევი პაციენტისგან გადადების შემთხვევაში. თუ ასეთი ვირუსი არააქტიურია და სისხლში მისი მცირე შემცველობის გამო გადადებისთვის შედარებით ნაკლებსაშიშია (ყოფით პირობებს ვგულისხმობ და არა საერთო ნემსით ინექციას)?
4. არის თუ არა დაცვა საჭირო სქესობრივი კავშირისას მუდმივ პარტნიორთან?
0

#16 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 April 2010 - 04:09 PM

1. შესაძლებელია!.... იმის მიხედვით, თუ ვირუსის რომელ გენოტიპით არის პაციენტი ინფიცირებული, პაციენტის ორგანიზმიდან ვირუსის გაქრობის სხვადასხვა პროცენტი არსებობს!
2. თუ მკურნალობის ბოლოს და მკურნალობიდან 24 კვირის შემდეგ, ვირუსი ორგანიზმიდა ქრება, ითვლება რომ პაციენტი განკურნებულია და მას არანაირი მკურნალობა აღარ ჭირდება!
3. თუ მკურნალობის დამთავრებიდან 24 კვირის შემდეგ ვირუსი სისხლში აღარ ფიქსირდება, პაციენტი განკურნებულია!... აქედან გამომდინარე, ის აღარ არის გადამდები სხვისთვის. მაგრამ ის რომ მან თავისი პირადი ჰიგიენის ნივთები იზოლირებულად უნდა იქონიოს და მოერიდოს სხვის სისხლთან კონტაქტს ეს აქსიომაა!...არა იმიტომ, რომ იგი ინფიცირებული იყო და თეორიული ვირუსის არსებობის რისკი არსებობს, არამედ ზოგადჰიგიენური წესებიდან გამომდინარეა ამის შესრულება აუცილებელი!
4. აუცილებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ სასურველია!!!
0

#17 მომხმარებელი გასულია   sharlota ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 42
  • შემოგვიერთდა: 29-April 10

დაწერილია 29 April 2010 - 05:20 PM

10 წლის წინ ჩატარებული 1 წლიანი მკურნალობის შემდეგ ვირუსზე პასუხი იყო უარყოფითი. ამჟამად გამოკვლეულია ღვიძლი ფიბროსკანით ფ0 ფიბროზი. ელასტიურობა 3.5/ ალტ, ასტ ნორმაშია. ეხოზეც კარგი პასუხია. არის თუ არა ამ პასუხებით (10 წლის მკურნალობოს შემდეგ რადგან ვირუსი არ პროგრესირდა და არ დააზიანა ღვიძლი) შეასძლეებლი, რომ ვირუსი გამქრალია მკურნალობის შედეგად
0

#18 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 30 April 2010 - 07:00 PM

ამისათვის უნდა ჩაიტაროთ ვირუსის რაოდენობრივი განსაზღვრა, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით და ვნახავთ ვირუსის რ.ნ.მ ცირკულირებს თუ არა სისხლში. მიუხედავად ამისა, ის მონაცემები რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ირიბათ თუ პირდაპირ მიუთითებს, რომ ღვიძლში ნეკროზულ-ანთებითი ცვლილებები არ არის!...
გისურვებთ წარმატებას!
0

#19 მომხმარებელი გასულია   irmiko ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 20
  • შემოგვიერთდა: 04-May 10

დაწერილია 05 May 2010 - 01:04 PM

გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, მაწუხებს გულის არეში ტკივილები, გამოკვლეული მაქვს თითქმის ყველაფერი, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდა არსად, მაქვს საყლაპავის მცოცავი თიაქარი, კუჭის დაწევა, გასტრიტი, ძლიერი ტკივილის დროს მიწევს წნევა, მაქვს ტახიკარდია და ჰაერის უკმარისობა, გულზე სიმძიმის შეგრძნება, მიბჟუის გული და სისხლძარგვებში რაგაც მოძრაობს თითქოს. თავს ძალია ცუდად ვგრძნობ.
0

#20 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 05 May 2010 - 05:51 PM

თქვენს შემთხვევაში, სასურველია კვალიფიციური სპეციალისტის (უმჯობესია გასტროენტეროლოგის) მიერ, გამორიცხვის მეთოდით, გამოირიცხოს ის ორგანული დაავადებები, რომლებიც შეიძლება იძლეოდნენ მსგავს სიმპტომატიკას!
თუ სპეციალისტი შესაბამისი პროტოკოლების გამოყენებით დარწმუნდება, რომ თქვენთან ორგანული პათოლოგია არ ვლინდება, გიმკურნალებთ როგორც ფუნქციურ პათოლოგიას, ხოლო თუ ორგანული დაავადება დადგინდა, მკურნალობაც შესაბამისი მიმართულებით წარიმართება!
0

  • (49 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი