AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა გასტროენტეროლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (49 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა გასტროენტეროლოგს

#21 მომხმარებელი გასულია   irmiko ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 20
  • შემოგვიერთდა: 04-May 10

დაწერილია 05 May 2010 - 10:07 PM

გამოხმაურების ნახვაGUT597, on 05 May 2010 - 01:51 PM, said:

თქვენს შემთხვევაში, სასურველია კვალიფიციური სპეციალისტის (უმჯობესია გასტროენტეროლოგის) მიერ, გამორიცხვის მეთოდით, გამოირიცხოს ის ორგანული დაავადებები, რომლებიც შეიძლება იძლეოდნენ მსგავს სიმპტომატიკას!
თუ სპეციალისტი შესაბამისი პროტოკოლების გამოყენებით დარწმუნდება, რომ თქვენთან ორგანული პათოლოგია არ ვლინდება, გიმკურნალებთ როგორც ფუნქციურ პათოლოგიას, ხოლო თუ ორგანული დაავადება დადგინდა, მკურნალობაც შესაბამისი მიმართულებით წარიმართება!


დიდი მადლობა ბატონო თენგო პასუხისთვის,მე თქვენი კლინიკის პაციენტი გახლავართ და მინდა თქვენთან მოვიდე. ირმა ბათუმიდან
0

#22 მომხმარებელი გასულია   afrodita ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 39
  • შემოგვიერთდა: 25-March 10

დაწერილია 08 May 2010 - 01:09 PM

მეორედ დაორსულებისას ამიწია სიცხემ და მქონდა 24 საათი დაახლოებით 1წელი 6თვე. სიცხე მერყეობდა 37-37,6.
სისხლში აღმომაჩნდა ანტისხეულები მომატებული 1280, როცა იმავე დასკვნაში ნორმა შეადგენდა 200.ორსულობა ხელოვნურად შევიწყვიტე სიცხეების გამო. ექიმები ვერ იგებდნენ სიცხის მიზეზს. ექიმებისგან გაწამებულმა თავად ვცადე საკუთარი თავის დახმარება, ვიყავი კომპიუტერს მიჯაჭვული და ვკითხულობდი ყველაფერს რაც კი ჯანმრთელობას ეხება. შემთხვევით წავაწყდი რუსულ ფორუმზე წერილებს: "მქონდა სიცხეები, გავიკეთე პლაზმაფერეზი და გამიარა". ვიფიქრე დასაკარგი არაფერი მაქვს, ამაზე უარესად მაინც არ ვიქნები-მუდმივი მოთენთილობა, სიცოცხლის უნარიანობის დაკარგვა და გავიკეთე პლაზმაფერეზის 3 კურსი. მეორე კურსს რომ მოვრჩი და მესამე კურსისთვის მივედი ექიმთან ჩემზე ბედნიერი არავინ იყო ამ ქვეყანაზე და ვეუბნები ექიმს-ეს სასწაული სისხლის გაწმენდვის მეთოდი ვინ მოიგონა ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს-მეთქი.
წარმოგიდგენიათ სიცხემ გამიარა :excl: მაგრამ სეფსის ცენტრს მაინც მივაკითხე და მირჩიეს ანატოქსინის გაკეთება რადგან ხელმეორედ დაორსულებისას ჩემი იმუნიტეტი უფრო ადვილად გამკლავებოდა სტრეპტოკოკებსა და სტაფილოკოკებს. ანატოქსინის ნემსებს მოვრჩი 2009 წლის სექტემბერს და მალევე დავორსულდი. ახლა მერვე თვეში ვარ და გოგონას ველოდებით :D ამ ხნის განმავლობაში სულ 2-3ჯერ ამიწია სიცხემ. მართალია სიცხეები აღარ მაქვს მაგრამ არც მთლად კარგად ვარ, მინდა გავიკეთო ისევ პლაზმაფერეზი და მეშინია ანატოქსინის ეფექტი არ შევამცირო. სეფსის ცენტრში მითხრეს ანატოქსინი 6 თვე სისხლშია თუ 6 თვის შემდეგ კარგავს ეფექტურობასო თუ რაღაც ამდაგვარი. ერთი სიტყვით პლაზმაფერეზი ანატოქინის ეფეტურობას შეამცირებს?
0

#23 მომხმარებელი გასულია   irmiko ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 20
  • შემოგვიერთდა: 04-May 10

დაწერილია 08 May 2010 - 04:51 PM

ბატონო თენგო დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის,მე თქვენი კლინიკის პაციენტი გახლავართ და მინდა თქვენთან მოვიდე გამოკვლევისთვის, მაინტერესებს დაახლოებით რამდენი დრო დასჭირდება სრულ გამოკვლევას?
0

#24 მომხმარებელი გასულია   maiaucnobi ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 10-May 10

დაწერილია 13 May 2010 - 07:21 PM

გამარჯობათ.ვარ 34 წლის.მაწუხებს შეკრულობა.გთხოვთ მირჩიეთ რაიმე საშუალება.გერკულესის გარდა.
0

#25 მომხმარებელი გასულია   lalolalo ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 48
  • შემოგვიერთდა: 25-April 10

დაწერილია 13 May 2010 - 08:10 PM

გამარჯობათ, წინა კვირას რაგაც შლანგი გადამაყლაპეს (ზონდირება ქვია მემგონი) და მითხრეს რო ნაგველი ჩირქით გაქვს სავსეო. წამლებს ვსვამ, მარა მაინტერესებს როგორ უნდა გავიგო ჩირქი მაქვს კიდე მაქვს თუ არა? ექიმმა წელიწადში ერთხელ გადაყლაპე ხოლმეო. რა გამოდის მთელი ცხოვრება დიეტაზე უნდა ვიყო? გუშინ დავარღვიე და მთელი სახე ამიჭრელდა, შიგნიდან გამომაყარა, ცოტა ქავილიც მაქვს სახხეზე, შეიძლება ეს ნაღვლის ბრალი იყოს თუ არა?
0

#26 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 13 May 2010 - 09:42 PM

afrodita

არ ვიცი რა ანტისხეუოლებზეა ლაპარაკი, რომელი ანტისხეულების ტიტრი გქონდათ მომატებული?...რა შუაშია ანატოქსინი?...თუ კმაყოფილი ხართ იმ მკურნალობით რაც ჩაიტარეთ, იგივე ექიმს მიმართეთ მაგ კითხვით!..
0

#27 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 13 May 2010 - 09:45 PM

ციტირება

გამარჯობათ, წინა კვირას რაგაც შლანგი გადამაყლაპეს (ზონდირება ქვია მემგონი) და მითხრეს რო ნაგველი ჩირქით გაქვს სავსეო. წამლებს ვსვამ, მარა მაინტერესებს როგორ უნდა გავიგო ჩირქი მაქვს კიდე მაქვს თუ არა? ექიმმა წელიწადში ერთხელ გადაყლაპე ხოლმეო. რა გამოდის მთელი ცხოვრება დიეტაზე უნდა ვიყო? გუშინ დავარღვიე და მთელი სახე ამიჭრელდა, შიგნიდან გამომაყარა, ცოტა ქავილიც მაქვს სახხეზე, შეიძლება ეს ნაღვლის ბრალი იყოს თუ არა?



აბსოლუტურად არასწორ გზაზე დგეხართ!...ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით!..თავი დაანებეთ ე.წ. ,,ზონდების ყლაპვას" და ნორმალურ სპეციალისტს მიმართეთ!
0

#28 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 13 May 2010 - 09:48 PM

ციტირება

გამარჯობათ.ვარ 34 წლის.მაწუხებს შეკრულობა.გთხოვთ მირჩიეთ რაიმე საშუალება.გერკულესის გარდა.


დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით, ოღონდ უნდა დადგინდეს შეკრულობის (ყაბზობის) მიზეზი, პირველადია ის თუ მეორადი... ასევე საჭიროა რაღაც ელემენტარული კვლევები! საფაღარათო საშუალებები შეიძლება დაგჭირდეთ, თანაც ხანგძლივი დროით, ოღონდ ეს მედიკამენტები მიზანმიმართულად უნდა შეირჩეს!
0

#29 მომხმარებელი გასულია   bastibubu ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 05-April 10

დაწერილია 14 May 2010 - 12:02 PM

უკაცრავად ერთი შეკითხვა მაქვს. 2 კვირაა გულის რევის შეგრძნებები მაწუხებს. განსაკუთრებით დილაობით. სუსტად ვარ და სულ ძილი მინდა. ყელიც მტკივა. ეხოსკოპია გავიკეთე ნაღველზე და როგორც დიაგნოზში დამიწერეს შეგუბებული ნაღვლის სქელი ფენააო. გამოხატული მეტეორიზმით. გარკვეული დროის განმავლობაში სიცხეც მქონდა 37.1-37.3 ხაზი. ნაღვლის ბრალია ეს სისუსტე და გულის რევის შეგრძნება? ანთებაზე არაფერი უთქვამთ. გთხოვთ იქნებ მიპასუხოთ :unsure:
0

#30 მომხმარებელი გასულია   irmiko ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 20
  • შემოგვიერთდა: 04-May 10

დაწერილია 14 May 2010 - 01:51 PM

ბატონო თენგო ისევ მე გაწუხებთ, ადრე მოგწერეთ და გასტროენტეროლოგთან მირჩიეთ მისვლა, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე, ძალიან ცუდად ვარ, გულის არეში საშინელი ტკივილები მაქვს. მაქვს საყლაპავის მცოცავი თიაქარი და ეს იწვევს ასეთ ტკივილებს? მიბუჟდება მარცხენა ხელი, ყელში მახრჩობს რაღაც, წნევა მაღლი მაქვს და გულისცემა აჩქარებული. ღამე არ მაძინებს ტკივილი და ასეთ დროს თითქოს დენი მარტყავს სადღაც კუჭისთავთან და ტკივილთან ერთად გადაეცემა მთელ სხეულს, მიფრიალებს გული, ვიძაბები და მეწყება მთლიანი სხეულის კანკალი. გულის გამოკვლევებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოვლინდა, არც ჩიყვის. მტკივა მთელი სხეული, კუნთები, მაქვს თავბრუსხვევები, ენერგიიდან ვიცლები, სუნთქვა მიჭირს. დავიკელი წონაშიც.
ძალიან გთხოვთ მითხარით რა მჭირს?
0

#31 მომხმარებელი გასულია   lalolalo ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 48
  • შემოგვიერთდა: 25-April 10

დაწერილია 14 May 2010 - 06:59 PM

გამოხმაურების ნახვაGUT597, on 13 May 2010 - 05:45 PM, said:

აბსოლუტურად არასწორ გზაზე დგეხართ!...ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით!..თავი დაანებეთ ე.წ. ,,ზონდების ყლაპვას" და ნორმალურ სპეციალისტს მიმართეთ!


ანუ არასწორად ვმკურნალობ? ისე შეიძლება სახის სიჭრელე ნაღვლიდან იყოს გამოწვული? წინასწარ დიდი მადლობა.
1

#32 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 May 2010 - 10:03 PM

დიდის ალბათობით ტკივილი, დისკომფორტი და ფუნქციური ხასითის (როცა დაავადების ორგანული მიზეზი არ არსებობს, და დისკომფორტის მიზეზი კუჭნაწლავის მარეგულირებელი ნერვული სისტემის მოშლილობაა)უნდა იყოს, თუმცა ამას უნდა გასტროენტეროლოგიური კვლევები და შესაბამისი დანიშნულება, რაც ფორუმის საშუალებით ვერანაირად ვერ მოხერხდება!
0

#33 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 May 2010 - 10:13 PM

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის მიზეზი ნაღვლის ბუშტი იყოს!
0

#34 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 May 2010 - 10:16 PM

აღნიშნული სიმპტომების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს!..დამიჯერეთ, ასეთ სიტუაციაში ჯობს გასტროენტეროლოგს მიმართოთ!
0

#35 მომხმარებელი გასულია   apple ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 20-May 10

დაწერილია 20 May 2010 - 10:51 AM

გამარჯობა :) 2 წელია მაწუხებს ტემპერატურა 37-37.3, ყოველთვიურად ციკლის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ყოველდღე, მთელი დღის განმავლობაში მინიმუმ 37.1 მაქვს ხოლმე, დანარჩენ დღეებში იშვიათად ამდის 37-მდე. უკვე შევწუხდი. მოვიარე მილიონი ექიმი და უამრავი ანალიზი გავიკეთე. სისხლის საერთო ნორმაშია, TSH მქონდა მომატებული და თავიდან ამას დააბრალეს, ვიმკურნალე ლ თიროქსინით და ბოლო ანალიზების თანახმად თირეოტოქსიკოზი მქონია, 0.01 არის თუ რაღაცა, მაგრამ თირეოტოქსიკოზის არცერთი სიმპტომი არ მაქვს. გლანდებიც ამომჭრეს, როგორც სუბფებრილიტეტის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, მაგრამ სიცხეები ისევ გამიგრძელდა. მერე დაეჭვდნენ ვირუსებზე, გავიკეთე ებშტეინ ბარი და დადებითი აღმოჩნდა. მაგრამ მე სხვა რამის მეშინია - იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურად დავდივარ სალონში მანიკურ-პედიკურის გასაკეთებლად და ასევე სტომატოლოგთან, სადაც უსისხლოდ არ გადავჩენილვარ, შეიძლება რომ რამე უარესი იყოს? დაწერისაც კი მეშინია :( გლანდების ოპერაციამდე (1 წლის წინ) გამიკეთეს ექსპრეს ტესტები ბ და ც ჰეპატიტებზე და შიდსზე, არცერთი არ აღმოჩნდა. ახლა რა ვქნა მითხარით რა :( დილის 11 საათია და უკვე 37.1 მაქვს :(
0

#36 მომხმარებელი გასულია   luo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 20-May 10

დაწერილია 20 May 2010 - 11:18 PM

შეიძლება თუ არა რონკოლეიკინის გამოყენება ქრონიკული ჰეპატიტით დაავადებული პაციენტისათვის (საყლაპავი მილის ვარიკოზით)
0

#37 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 23 May 2010 - 07:03 PM

გამოხმაურების ნახვაluo, on 20 May 2010 - 11:18 PM, said:

შეიძლება თუ არა რონკოლეიკინის გამოყენება ქრონიკული ჰეპატიტით დაავადებული პაციენტისათვის (საყლაპავი მილის ვარიკოზით)

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!
0

#38 მომხმარებელი გასულია   GUT597 ხატულა

  • გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი
  • პიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 436
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 23 May 2010 - 07:09 PM

გამოხმაურების ნახვაapple, on 20 May 2010 - 10:51 AM, said:

გამარჯობა :) 2 წელია მაწუხებს ტემპერატურა 37-37.3, ყოველთვიურად ციკლის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ყოველდღე, მთელი დღის განმავლობაში მინიმუმ 37.1 მაქვს ხოლმე, დანარჩენ დღეებში იშვიათად ამდის 37-მდე. უკვე შევწუხდი. მოვიარე მილიონი ექიმი და უამრავი ანალიზი გავიკეთე. სისხლის საერთო ნორმაშია, TSH მქონდა მომატებული და თავიდან ამას დააბრალეს, ვიმკურნალე ლ თიროქსინით და ბოლო ანალიზების თანახმად თირეოტოქსიკოზი მქონია, 0.01 არის თუ რაღაცა, მაგრამ თირეოტოქსიკოზის არცერთი სიმპტომი არ მაქვს. გლანდებიც ამომჭრეს, როგორც სუბფებრილიტეტის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, მაგრამ სიცხეები ისევ გამიგრძელდა. მერე დაეჭვდნენ ვირუსებზე, გავიკეთე ებშტეინ ბარი და დადებითი აღმოჩნდა. მაგრამ მე სხვა რამის მეშინია - იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურად დავდივარ სალონში მანიკურ-პედიკურის გასაკეთებლად და ასევე სტომატოლოგთან, სადაც უსისხლოდ არ გადავჩენილვარ, შეიძლება რომ რამე უარესი იყოს? დაწერისაც კი მეშინია :( გლანდების ოპერაციამდე (1 წლის წინ) გამიკეთეს ექსპრეს ტესტები ბ და ც ჰეპატიტებზე და შიდსზე, არცერთი არ აღმოჩნდა. ახლა რა ვქნა მითხარით რა :( დილის 11 საათია და უკვე 37.1 მაქვს :(

თუ თირეოტოქსიკოზი რეალურად ენდოკრინოლოგებმა დაადასტურეს,..მას მკურნალობა ჭირდება, რაც შეეხება: ჰეპატიტებს, დაბალი სუბფებრილიტეტის მიზეზი ის ნამდვილად არ არის, ისევე როგორც ებშტეინ ბარის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეუოლების ტიტრი! მიმართეთ კვალიფიციური დახმარებისათვის სხვა სპეციალისტს, ვინც უცნობ ცხელებებზე სპეციალიზირდება, თუმცა 37,1 ცხელებად არც ითვლება!
0

#39 მომხმარებელი გასულია   achi ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 19-May 10

დაწერილია 23 May 2010 - 09:36 PM

თითქოს არაფერი არ მტკივა მაგრამ, რაიმე მჟავის, ალკოჰოლის ზომიერი მიღების შემდეგ მეორე დღეს უფრო ხშირად დილის საათებში მეწყება ინტენსიური ბოყინი, (თითქოს კუჭი იბერება)რომელიც გრძელდება 0.5-1 საათი და ძალიან მიღლის გულს.
ხომ არ შეგიძლიათ რას დავაბრალო აღნიშნული და როგორ მოვიქცე, ან ხომ არ არსებობს რაიმე სამკურნალო ბალახეულობა? (ჩემგან დაკვირვებით ძალიან მიხდება ვარდკაჭკაჭას ნაყენი)
წინასწარ გიხდით მადლობას.
0

#40 მომხმარებელი გასულია   apple ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 20-May 10

დაწერილია 24 May 2010 - 11:34 AM

გამოხმაურების ნახვაGUT597, on 23 May 2010 - 03:09 PM, said:

თუ თირეოტოქსიკოზი რეალურად ენდოკრინოლოგებმა დაადასტურეს,..მას მკურნალობა ჭირდება, რაც შეეხება: ჰეპატიტებს, დაბალი სუბფებრილიტეტის მიზეზი ის ნამდვილად არ არის, ისევე როგორც ებშტეინ ბარის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეუოლების ტიტრი! მიმართეთ კვალიფიციური დახმარებისათვის სხვა სპეციალისტს, ვინც უცნობ ცხელებებზე სპეციალიზირდება, თუმცა 37,1 ცხელებად არც ითვლება!


არა,ენდოკრინოლოგს არ დაუდასტურებია, ახლა ისევ უნდა გადავამოწმო ტსშ და მერე ვანახებ ენდოკრინოლოგს თუ რამეა... ებშტეინ ბარი, შიდსი და ჰეპატიტები გამოვრიცხო ანუ თქვენი აზრით? :D
0

  • (49 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი