AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: აფთიაქი ლაგოდეხში - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

აფთიაქი ლაგოდეხში

#1 მომხმარებელი გასულია   natia+ ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 13
  • შემოგვიერთდა: 26-June 10

დაწერილია 26 June 2010 - 03:19 PM

მოგესალმებით!

პირველ რიგში, დიდ მადლობას გადაგიხდით მაღალი ხარისხის მომსახურებისათვის და იმ აქციებისათვის, რომელიც გათვლილია მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენაზე.

მე მხოლოდ კორექტურული შენიშვნა მაქვს "ავერსის" ვებ-გვერდთან დაკავშირებით: ლაგოდეხის მე-2 აფთიაქი, რომელიც ქალაქის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, გვერდზე მითითებულია მცდარი მისამართით - ზაქათალას ქუჩა და მის ნაცვლად უნდა ეწეროს ზაქათლის ქ. ქართული სამწერლობო ენის ნორმებით ზაქათალა ფუძე-კუმშვად საკუთარ სახელთა რიცხვს განეკუთვნება და მიზანშეუწონელია, რომ მცდარი ფორმით იყოს მითითებული ამა თუ იმ საცნობარო საშუალებაში.

დიდ მადლობას გადაგიხდით წინასწარ ამ ტექნიკური შეცდომის გამოსწორებისათვის!
0

#2 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 02 July 2010 - 10:49 AM

გამოხმაურების ნახვაnatia+, on 26 June 2010 - 03:19 PM, said:

მოგესალმებით!

პირველ რიგში, დიდ მადლობას გადაგიხდით მაღალი ხარისხის მომსახურებისათვის და იმ აქციებისათვის, რომელიც გათვლილია მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ფენაზე.

მე მხოლოდ კორექტურული შენიშვნა მაქვს "ავერსის" ვებ-გვერდთან დაკავშირებით: ლაგოდეხის მე-2 აფთიაქი, რომელიც ქალაქის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, გვერდზე მითითებულია მცდარი მისამართით - ზაქათალას ქუჩა და მის ნაცვლად უნდა ეწეროს ზაქათლის ქ. ქართული სამწერლობო ენის ნორმებით ზაქათალა ფუძე-კუმშვად საკუთარ სახელთა რიცხვს განეკუთვნება და მიზანშეუწონელია, რომ მცდარი ფორმით იყოს მითითებული ამა თუ იმ საცნობარო საშუალებაში.

დიდ მადლობას გადაგიხდით წინასწარ ამ ტექნიკური შეცდომის გამოსწორებისათვის!



გამარჯობათ,

უწინარეს ყოვლისა, გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის, რომელსაც ჩვენი ვებგვერდისა და, საზოგადოდ, ჩვენი საქმიანობის მიმართ იჩენთ. მოხარულნი ვართ, რომ თქვენი მადლიერება და დადებითი შეფასება დავიმსახურეთ. ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ ის არის, საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ჩვენი საქმიანობით სარგებლობა მოვუტანოთ.
ალბათ თავადაც შეამჩნევდით, „ავერსის“ ვებგვერდი ყოველდღიურად ახლდება, თავსდება დაზუსტებული ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის ყოველი მიმართულების, მომსახურებაში არსებული სიახლეების, წამახალისებელი თუ სოციალური პროექტების შესახებ.
რაც შეეხება თქვენს შენიშვნას, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალაქის გამგეობაში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტაციაში მითითებულია ზაქათალას ქ. __ იმ სახით, როგორც ჩვენს საიტზეა განთავსებული.

დასასრულს, თავს უფლებას მივცემთ, თქვენს შენიშვნაში მცირე კორექტივი შევიტანოთ. გვწერთ: „ქართული სამწერლობო ენის ნორმებით ზაქათალა ფუძე-კუმშვად საკუთარ სახელთა რიცხვს განეკუთვნება“. ალბათ გულისხმობთ არა ფუძეკუმშვად, არამედ კუმშვად-კვეცად სახელებს - ქართული სამწერლობო ენის ნორმების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, ასეთი იყოს ა-ზე ფუძეგათავებული სახელი, რომელსაც ბოლოკიდური ხმოვნის წინ ნარნარა თანხმოვნით დასრულებული მარცვალი უზის (ამ ტიპის სახელებია ქვეყანა, მოყვარე, პეპელა). მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ტიპის გეოგრაფიულ სახელთა ბრუნება რამდენადმე განსხვავებულია. კერძოდ, ის არ იცნობს ერთდროული კვეცა-კუმშვის ფენომენს. სახელი იკვეცება, მაგრამ უკუმშველი რჩება (ჯანდარა - ჯანდარის, ბარდნალა-ბარდნალის). ასე რომ, თქვენ მიერ შემოთავაზებული ფორმა, სამწუხაროდ, არცთუ მართებულია. სწორი იქნება ზაქათალის (ანუ ოდენ შეკვეცილი ფორმა) და არა ზაქათლის, როგორც თქვენ გვწერთ.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და იმედს ვიტოვებთ, კვლავაც ჩვენი ვებგვერდის აქტიურ მკითხველად დარჩებით. :)
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
0

#3 მომხმარებელი გასულია   natia+ ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 13
  • შემოგვიერთდა: 26-June 10

დაწერილია 04 July 2010 - 08:57 PM

თუ არ ვცდები, საქართველოს პარლამენტმა ყაზბეგს აღუდგინა მისი ძველი სახელწოდება - სტეფანწმინდა და ცვლილებების შეტანა სავალდებულო გახდა კერძო თუ სახელმწიდო სტრუქტურების საინფორმაციო წყაროებში. "ავერსის" სააფთიაქო ქსელის საქართველოს რუკაზე კი კვლავ ყაზბეგი არის დატანილი და ამის შესაებ რას გვეტყვით?

ლაგოდეხის აფთიაქთან დაკავშირებით თქვენი შენიშვნა გათვალისწინებულია, უბრალოდ აქ მექანიკური შეცდომა იყო, რომელიც გამოსწორდა ჩვენი მხრიდან. დიდი მადლობა!
0

#4 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 05 July 2010 - 10:02 AM

გამოხმაურების ნახვაnatia+, on 04 July 2010 - 08:57 PM, said:

ლაგოდეხის აფთიაქთან დაკავშირებით თქვენი შენიშვნა გათვალისწინებულია, უბრალოდ აქ მექანიკური შეცდომა იყო, რომელიც გამოსწორდა ჩვენი მხრიდან. დიდი მადლობა!



გაგვაცანით თქვენი თავი თუ შეიძლება და კიდევ ვინ იგულისხმება თქვენ "მხარეში" ?

შეგიძლიათ პირადი შეტყობინებითაც ისარგებლოთ.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
0

#5 მომხმარებელი გასულია   natia+ ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 13
  • შემოგვიერთდა: 26-June 10

დაწერილია 06 July 2010 - 05:56 PM

თქვენ რჩევას არ ისმენთ მომხმარებლის მხრიდან და სხვანაირად იგებთ. ეს ხდება ხოლმე. აღარ შემოვალ მე პირადად ამ ფორუმზე. მაპატიეთ, თუ მოგაბეზრეთ თავი. კარგად ბრძანდებოდეთ!
0

#6 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 07 July 2010 - 01:07 PM

რჩევას და მომხმარებლის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ, თქვენი მხრიდან ფორუმის დატოვების საბაბს კი ნამდვილად ვერ ვხედავთ.
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
0

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი