AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა ნევროლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (37 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა ნევროლოგს

#41 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 April 2010 - 12:32 AM

გამოხმაურების ნახვაsalosalo, on 26 April 2010 - 10:01 PM, said:

გამარჯობათ...

ზუსტად არ ვიცოდი სად დამეწერა, რომელ განყოფილებაში.

საქმე იმაშია რომ ამ ბოლო დროს უცებ ვოფლიანდები, ადრე ესე არ მჭირდა პაპანაქება ზაფხულშიც კი არ შევუწუხებივარ..
მაგრამ ეხლა ლამის სიცხეც აღარ არის საჭირო ტანსაცმელს ჩავიცმევ თუ არა ლამის მაშინვე გავოფლიანდე :( რა მეშველება

პირველ რიგში, ენდოკრინოლოგს მიმართეთ, ოღონდ უფრო შედეგიანი პირადი ვიზიტი იქნება :rolleyes:
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#42 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 April 2010 - 12:36 AM

გამოხმაურების ნახვაclon, on 24 April 2010 - 11:52 PM, said:

მტკიოდა, მჩხვლიტავდა. კარდიოგრამა გადავიღე და არაფერი არ აჩვენა, 18 წლის ვარ. ეხლა შეგვიძლია დავიწყოთ დამამშვიდებელზე საბარი ? : )

კარდიოგრამა სრულყოფილ კვლევას არ ნიშნავს, მაგრამ ვინაიდან ექიმმა ჩათვალა, რომ სერიოზული არაფერია, ალბათ ასეც იქნება:) ვალერიანი შეგიძლიათ კომბინირებული მცენარეული პრეპარატებით შეცვალოთ (მაგ. მელისალის სიროფი, კორსიზი); თუ ესეც არაეფექტური იქნება, ექიმთან განმეორებითი პირადი ვიზიტი დაგჭირდებათ.
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#43 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 April 2010 - 12:43 AM

გამოხმაურების ნახვაbabi, on 26 April 2010 - 03:27 PM, said:

მოგესალმებთ
ბოლო 5 დღეა დილით ხელ-ფეხი მიკანკალებს და ასე გრძელდება 10-15 წუთის განმავლობაში. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე. მყავს 2 თვის შვილი და ძუძუთი ვკვებავ, შეიძლება ეს ჩემს ჩივილთან რამენაირად იყოს დაკავშრებული?
დიდი მადლობა

გამარჯობა! აუცილებლად მიმართეთ თერაპევტს, თქვენი ჩივილები შესაძლებელია ასოცირებული იყოს ლაქტაციასთან. ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასების შემდეგ გამოიკვეთება, რამდენად დაგჭირდებათ ნევროლოგი.
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#44 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 April 2010 - 12:48 AM

გამოხმაურების ნახვაnucanuca, on 26 April 2010 - 11:58 AM, said:

გამარჯობათ, ამ ბოლო დროს არაფრის კეთების თავი არ მაქვს თითქოს ენერგია გამომეცალა, ხასიათიც სწარფად მეცვლება, მავიწყდება ხშირად რაღაცეები ღამითაც ცუდად მძინავს მირჩიეს მექსიბათი შინაგანი დაძაბულობის მოხსნისათვის, ძილის მოწესრიგებისათვის და მეხსიერებისათვის, თქვენ რას მეტყვით როგორ მოვიქცე ?

თქვენს ჩივილებს კონკრეტული სამედიცინო პრობლემა შეიძლება ედოს საფუძვლად, რომელიც უნდა დადგინდეს ექიმის და შესაბამისი კვლევების საშუალებით. მექსიბათის მიღების მაგივრად, უმჯობესია თერაპევტს მიმართოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#45 მომხმარებელი გასულია   nucanuca ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 26-April 10

დაწერილია 30 April 2010 - 01:24 PM

ანალიზების შედეგებში არაფერი არ დაფიქსირდა,წესრიგში მქონდა ყველაფერი და თერაპევტმა მირჩია მექსიბათი, უბრალოდ თქვენთანაც გადამოწმება მინდოდა :wacko: :wacko:
0

#46 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 30 April 2010 - 06:24 PM

გამოხმაურების ნახვაnucanuca, on 30 April 2010 - 01:24 PM, said:

ანალიზების შედეგებში არაფერი არ დაფიქსირდა,წესრიგში მქონდა ყველაფერი და თერაპევტმა მირჩია მექსიბათი, უბრალოდ თქვენთანაც გადამოწმება მინდოდა :wacko: :wacko:

თუ ეს თქვენი ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, მე ამ მანძილიდან ბუნებრივია ვერ ჩავერევი :rolleyes: კონკრეტულად ამ პრეპარატის საწინააღმდეგო, როდსაც ჩვენებით ინიშნება, არაფერი მაქვს.
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#47 მომხმარებელი გასულია   megimia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 02-May 10

დაწერილია 03 May 2010 - 12:44 AM

გამარჯობათ. ჩემი 6 წლის გოგო თვალებს ქაჩავს, აპაჭუნებს. 2 კვირაა რაც ეს დაეწყო. თან შევამჩნიე, რომ ამ პაჭუნს იწყებს დღის მეორე ნახევარში. რისი ბრალი შეიძლება იყოს? რამე დამამშვიდებელი ხომ არ მივცე?კომპიუტერთანაც ზის ხოლმე და იქნებ გადაღლილობის ბრალია? გმადლობთ
0

#48 მომხმარებელი გასულია   bohiko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 04-May 10

დაწერილია 04 May 2010 - 03:37 AM

გამარჯობათ!


არ ვიცი სწორია თუ არა ამ თემაში რომ ვპოსტავ ... წინა წლის მაისში დავკარგე გონება, 30 წამი გაგრძელდა ალბათ დაახლოებით როგორც მითხრეს. მას შემდეგ ცუდად არ გავმხდარვარ თუმცა შეგრძნება რომელიც გულის წასვლის წინ მქონდა მიმეორდებოდა ხოლმე და მეც ვალერიანს იმ წამსვე ვსვამდი. ზამთარში გარეთ ყოფნისას ძალიან შემცივდა და იგივენაირად გავხდი ცუდად, შეგრძნება მქონდა იგივე. ამ დღის მერე გაბრუებულად ვხედავდი ყველაფერს და სულ თავბრუსხვევა მქონდა, წავედი ექიმთან, ამიღეს სისხლის ანალიზი, დიაბეტიდან დაწყებული ჩიყვით დამთავრებული აბსოლიტურად ყველაფერზე შემიმოწმეს სისხლი, გადამიღეს კარდიოგრამა და გულზე ულტრასონოგრაფია 2 ჯერ. გამსინჯა ნევროლოგმა, არაფერი ეპილეფსიური, ჯანმრთელი ხარო. ვთხოვე ჩემს ექიმს თავზე ენცეფალოგრამის გადაღება მინდა თქო, მოიკლა თავი და მიმართვა არ მომცა. მოკლედ სიმპტომები ესეთი მაქვს ბევრი თუ ვიარე, სიცივეზე დიდხანს თუ მომიწია ყოფნა ან თუ ფიზიკურად საქმეს დიდხანს ვაკეთებ ეგრევე ვბრუვდები და ისევ გულის წასვლის შეგრძნება მიჩნდება. უნდა დავწვე ან თავი დავანებო რასაც ვაკეთებ, შევწყვიტო მოძრაობა და ა.შ. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს? ექიმმა უბრალოდ ალბათ ნევროზიაო, მაგრამ ესეც ვეღარ ვაგრძელებ იმიტომ, რომ სასწავლი მაქვს ხოლმე ბევრი და სვენებ-სვენებ გულგახეთქილი და მივარდნილი ვერაფერს ვსწავლობ.

პ.ს. იმედია შიზოფრენია არ არის :))
0

#49 მომხმარებელი გასულია   lako555 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 07-May 10

დაწერილია 07 May 2010 - 08:07 PM

გამარჯობათ. ვარ 21-წლის, დაახლოებით ერთი თვეა გულ-მკერდის არეში მაწუხებს ჩხვლეტა რომელიც მერე ტკივილში გადადის.(გული გამოკვლეული მაქ და არანირი პრობლემა არ მაქ გულზე) ზოგჯერ საერთოდ არ მტივა, ზოგჯერ კი მარჯვენა მხარზეც ვგრძნობ ტკივილს.. მგონია რომ ნევრალგია მაქ.. იქნებ რამე მომწეროთ ახასიათებს ნევრალგიას ესეთი შეგრძნებები??უფრო მარჯვენა მხარე მაწუხებს და რა მედიკამენტი შეიძლება რომ გამოვიყენო?ამოსინთქვის და ჩასუნთქვის დროს მარჯვენა(გულ-მკერდის)მხარეს ტკივილს ვგრძნობ(მწვავე არ არის მაგრამ მაინც) თან რომ დავფიქრდები ტკივილზე ვგრძნობ რომ უფრო მიძლიერდებაა.. მგონი ნევროზიც მაქ :77: გმადლობთ წინასწარ
0

#50 მომხმარებელი გასულია   ana855 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 17
  • შემოგვიერთდა: 19-April 10

დაწერილია 08 May 2010 - 11:52 AM

გამარჯობათ რას მირჩევთ შეიძლება თუ არა მივიღო ვამელანი. რეკლამის არ ჩათვლის გამო პირადულზე მომწერეთ. ყველა სიმტომი რაც მე მჭირს :)ყველა იმ ანოტაციაში წერია რომ შველისო
და რავი რამდენად რეალურია ნეტავ? მადლობთ
0

#51 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 08 May 2010 - 06:05 PM

გამოხმაურების ნახვაmegimia, on 03 May 2010 - 12:44 AM, said:

გამარჯობათ. ჩემი 6 წლის გოგო თვალებს ქაჩავს, აპაჭუნებს. 2 კვირაა რაც ეს დაეწყო. თან შევამჩნიე, რომ ამ პაჭუნს იწყებს დღის მეორე ნახევარში. რისი ბრალი შეიძლება იყოს? რამე დამამშვიდებელი ხომ არ მივცე? კომპიუტერთანაც ზის ხოლმე და იქნებ გადაღლილობის ბრალია? გმადლობთ


გირჩევთ აუცილებლად ჩაიტაროთ ოფთალმოლოგის და ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია,თვითმკურნალობას ნუ დაიწყებთ! ზოგადად ბავშვის კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა საზიანოა როგორც მხედველობის, ასევე ნერვული სისტემისათვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#52 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 08 May 2010 - 06:12 PM

გამოხმაურების ნახვაbohiko, on 04 May 2010 - 03:37 AM, said:

გამარჯობათ!


არ ვიცი სწორია თუ არა ამ თემაში რომ ვპოსტავ ... წინა წლის მაისში დავკარგე გონება, 30 წამი გაგრძელდა ალბათ დაახლოებით როგორც მითხრეს. მას შემდეგ ცუდად არ გავმხდარვარ თუმცა შეგრძნება რომელიც გულის წასვლის წინ მქონდა მიმეორდებოდა ხოლმე და მეც ვალერიანს იმ წამსვე ვსვამდი. ზამთარში გარეთ ყოფნისას ძალიან შემცივდა და იგივენაირად გავხდი ცუდად, შეგრძნება მქონდა იგივე. ამ დღის მერე გაბრუებულად ვხედავდი ყველაფერს და სულ თავბრუსხვევა მქონდა, წავედი ექიმთან, ამიღეს სისხლის ანალიზი, დიაბეტიდან დაწყებული ჩიყვით დამთავრებული აბსოლიტურად ყველაფერზე შემიმოწმეს სისხლი, გადამიღეს კარდიოგრამა და გულზე ულტრასონოგრაფია 2 ჯერ. გამსინჯა ნევროლოგმა, არაფერი ეპილეფსიური, ჯანმრთელი ხარო. ვთხოვე ჩემს ექიმს თავზე ენცეფალოგრამის გადაღება მინდა თქო, მოიკლა თავი და მიმართვა არ მომცა. მოკლედ სიმპტომები ესეთი მაქვს ბევრი თუ ვიარე, სიცივეზე დიდხანს თუ მომიწია ყოფნა ან თუ ფიზიკურად საქმეს დიდხანს ვაკეთებ ეგრევე ვბრუვდები და ისევ გულის წასვლის შეგრძნება მიჩნდება. უნდა დავწვე ან თავი დავანებო რასაც ვაკეთებ, შევწყვიტო მოძრაობა და ა.შ. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს? ექიმმა უბრალოდ ალბათ ნევროზიაო, მაგრამ ესეც ვეღარ ვაგრძელებ იმიტომ, რომ სასწავლი მაქვს ხოლმე ბევრი და სვენებ-სვენებ გულგახეთქილი და მივარდნილი ვერაფერს ვსწავლობ.

პ.ს. იმედია შიზოფრენია არ არის :))

თქვენი აღწერილი სიმპტომები არც ეპილეფსიას ჰგავს და არც შიზოფრენიას, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ :rolleyes: მობრძანდით კლინიკაში და შევეცდებით დაგეხმაროთ.
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#53 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 08 May 2010 - 06:16 PM

გამოხმაურების ნახვაlako555, on 07 May 2010 - 08:07 PM, said:

გამარჯობათ. ვარ 21-წლის, დაახლოებით ერთი თვეა გულ-მკერდის არეში მაწუხებს ჩხვლეტა რომელიც მერე ტკივილში გადადის.(გული გამოკვლეული მაქ და არანირი პრობლემა არ მაქ გულზე) ზოგჯერ საერთოდ არ მტივა, ზოგჯერ კი მარჯვენა მხარზეც ვგრძნობ ტკივილს.. მგონია რომ ნევრალგია მაქ.. იქნებ რამე მომწეროთ ახასიათებს ნევრალგიას ესეთი შეგრძნებები??უფრო მარჯვენა მხარე მაწუხებს და რა მედიკამენტი შეიძლება რომ გამოვიყენო?ამოსინთქვის და ჩასუნთქვის დროს მარჯვენა(გულ-მკერდის)მხარეს ტკივილს ვგრძნობ(მწვავე არ არის მაგრამ მაინც) თან რომ დავფიქრდები ტკივილზე ვგრძნობ რომ უფრო მიძლიერდებაა.. მგონი ნევროზიც მაქ :77: გმადლობთ წინასწარ

თქვენი ჩივილების მიხედვით სავარაუდოა ნეკნთაშუა ნეიროპათია. სამწუხაროდ ინტერნეტით წამალს ვერ შემოგთავაზებთ, უმჯობესია ნევროლოგს მიმართოთ, "ნევროზიც" და "ნევრალგიაც" განკურნებადი პრობლემებია!
გისურვებთ წარმატებებს!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#54 მომხმარებელი გასულია   tazobmw ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 10
  • შემოგვიერთდა: 08-May 10

დაწერილია 09 May 2010 - 12:33 AM

ამარჯობათ ეს 2 ცელია ზალიან ნერვიული გავხვდი უმნიშვნელო რაგაცაზეც კვირივარ, იქნებ რამე ცამალი მირჩიოთ, თან მკავს ტკუპები 2 ცლისები არია. ცინასცარ დიდი მადლობა....

გამოხმაურება რედაქტირებულია tazobmw: 09 May 2010 - 12:38 AM

0

#55 მომხმარებელი გასულია   tikuna ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 14
  • შემოგვიერთდა: 07-April 10

დაწერილია 09 May 2010 - 01:21 PM

გამარჯობათ,ვარ 24 წლის.
მაწუხებს ძლიერი ტკივილები წელის და ხერხემლის არეში,დიდხანს ერთ მდგომარეობაში ვერ ვჩერდები(ვერც დამჯდარი და ვერც ფეხზე), თან კისერთან ერთიდაიგივე ადგილზე მიბჟუვდება.განსაკუთრებით მიჭირს საქმის კეთება. იქნებ რამე მირჩიოთ.ძალიან მაწუხებს.

წინასწარ მადლობთ
0

#56 მომხმარებელი გასულია   irmiko ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 20
  • შემოგვიერთდა: 04-May 10

დაწერილია 09 May 2010 - 03:14 PM

მოგესალმებით,გთხოვთ გვირჩიოთ როგორ მოიქცეს ჩემი ახლობელი ქალბატონი,რომელიც გახლავთ 44 წლის და აქვს ასეთი ჩივილები;ტკივილი აწუხებს მარჯვენა მხარეს კუჭის თავიდან ეწყება და გადაეცემა ყელს და თავს,არაერთხელ მიმართა ექიმს და ჩაიტარა ნევროზზე მურნალობა,მაგრამ უშედეგოდ.იქნებ გვიჩიოთ ვის მიმართოს,როგორ მოიქცეს.გმადლობთ
0

#57 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 10 May 2010 - 08:48 AM

გამოხმაურების ნახვაtazobmw, on 09 May 2010 - 12:33 AM, said:

ამარჯობათ ეს 2 ცელია ზალიან ნერვიული გავხვდი უმნიშვნელო რაგაცაზეც კვირივარ, იქნებ რამე ცამალი მირჩიოთ, თან მკავს ტკუპები 2 ცლისები არია. ცინასცარ დიდი მადლობა....

აგზნებადობისა და ნერვიულობისათვის 2 წლის ტყუპები საკმარისი მიზეზია :rolleyes: თუმცა პატარები რომ წამოიზრდებიან, ნელ-ნელა დამშვიდდებით. ვიცი რომ ძნელია, მაგრამ გირჩევთ ყოველდღიურად გამონახოთ მინიმუმ ერთი საათი საკუთარი თავისათვის - ივარჯიშეთ, უბრალოდ დაისვენეთ, ისეთი რამ აკეთეთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. წამლებს რაც შეეხება, შეგიძლიათ მიიღოთ - ვალერიანის ძირების ნაყენი ან ტაბლეტები, კორსიზი, მელისალის სიროფი; თუ 1-2 კვირაში ამ ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო, მიმართეთ ნევროლოგს ან ფსიქოლოგს.

გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერ დედობას!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#58 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 10 May 2010 - 08:51 AM

გამოხმაურების ნახვაtikuna, on 09 May 2010 - 01:21 PM, said:

გამარჯობათ,ვარ 24 წლის.
მაწუხებს ძლიერი ტკივილები წელის და ხერხემლის არეში,დიდხანს ერთ მდგომარეობაში ვერ ვჩერდები(ვერც დამჯდარი და ვერც ფეხზე), თან კისერთან ერთიდაიგივე ადგილზე მიბჟუვდება.განსაკუთრებით მიჭირს საქმის კეთება. იქნებ რამე მირჩიოთ.ძალიან მაწუხებს.

წინასწარ მადლობთ

აუცილებლად გჭირდებათ ვიზიტი ნევროლოგთან, ვინაიდან თქვენი ჩივილები შესაძლებელია გამოწვეული იყოს მალთაშუა დისკოპათიით; სამწუხაროდ, პირადი შეფასების და დიაგნოზის გარეშე მკურნალობის დანიშვნა გამორიცხულია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#59 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 10 May 2010 - 08:54 AM

გამოხმაურების ნახვაirmiko, on 09 May 2010 - 03:14 PM, said:

მოგესალმებით,გთხოვთ გვირჩიოთ როგორ მოიქცეს ჩემი ახლობელი ქალბატონი,რომელიც გახლავთ 44 წლის და აქვს ასეთი ჩივილები;ტკივილი აწუხებს მარჯვენა მხარეს კუჭის თავიდან ეწყება და გადაეცემა ყელს და თავს,არაერთხელ მიმართა ექიმს და ჩაიტარა ნევროზზე მურნალობა,მაგრამ უშედეგოდ.იქნებ გვიჩიოთ ვის მიმართოს,როგორ მოიქცეს.გმადლობთ

ვინაიდან ტკივილი კუჭის არიდან იწყება, თქვენმა ახლობელმა სასურველია პირველ რიგში გასტროენტეროლოგს მიმართოს; თუ ამ მხრივ შესაბამისი კვლევები უკვე ჩატარებულია და დიაგნოზი მხოლოდ "ნევროზია", აუცილებელია პირადი ვიზიტი ნევროლოგთან
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#60 მომხმარებელი გასულია   Eka 74 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 10-April 10

დაწერილია 10 May 2010 - 08:02 PM

გამარჯობათ,

ვეგეტონევროზის დროს, როცა მან თავის არეში სიმაგრე იცის, შეიძლება თუ არა თმის შეღებვა?
0

  • (37 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი