AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა ნევროლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (37 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა ნევროლოგს

#21 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 April 2010 - 11:59 PM

გამოხმაურების ნახვაsaqartvelo, on 18 April 2010 - 12:51 PM, said:

გამარჯობათ, შესაძლებელია თუ არა, რომ ნერვოზმა გამოიწვიოს ასე ვთქვათ სექსის შეზიზღება? ანუ საწინააღმდეგო სქესთან ნებისმიერი სახის შეხებამ გამოიწვიოს ადამიანში ნერვების აშლა?

სიტყვა "ნევროზი" ძალიან ფართო ცნებაა, ნებისმიერი უარყოფითი ემოციის, ხასიათის და საქციელის ცვლილება შეიძლება დაუკავშიროთ ე.წ. ნევროზს. თქვენს შემთხვევაშიც შესაძლებელია ლიბიდოს, ანუ სექსუალური ლტოლვის დაქვეითება ზოგადი ნევროტული ფონით იყოს განპირობებული, მაგრამ სანამ ყველაფერს ნერვებით ავხსნით, უამრავი სხვა პრობლემაა გამოსარიცხი, მაგალითად ენდოკრინული დარღვევები, პარტნიორთან შეუთავსებლობა და ა. შ.
გირჩევთ მიმართოთ კვალიფიციურ სექსოლოგს, ოღონდ აუცილებლად პარტნიორთან ერთად. ასე გაცილებით ადვილად შეძლებთ პრობლემის გადაჭრას.

გისურვებთ ბედნიერებას!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#22 მომხმარებელი გასულია   ana855 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 17
  • შემოგვიერთდა: 19-April 10

დაწერილია 19 April 2010 - 01:01 PM

მოგესალმებით,

ბოლო რამდენიმე წელია მაქვს საშინელი დეპრესია, გარშემო ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს. თავს ვერ ვიკავებ რომ ვინმეს არ ვეჩხუბო, ძალიან შევიცვალე აღარც გარეთ მეგობრებთან წასვლის სურვილი მაქვს, ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ არაფერში მიმართლებს, არც სამსახურში, პირად ცხოვრებაში, არც მშობლებთან, რა ვქნა რით ვუშველო თავს, რა პრეპარატი შეიძლება მივიღო? დამეხმარეთ...

ანა 22 წლის

დიდი მადლობა წინასწარ.
0

#23 მომხმარებელი გასულია   saqartvelo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 18-April 10

დაწერილია 19 April 2010 - 07:43 PM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 18 April 2010 - 11:20 AM, said:

თუ ის ადამიანი გიყვარს ჩემო კარგო ნერვები კი არ აგეშლება არამედ პირიქით.. შენ სიყვარული ეძებე , შენს ნერვებს თავი დაანებე ,კარგად იციან ნერვებმა თავისი საქმე, მერე ნერვებიც აგეშლება შესაბამისად და საღერღელიიიც..... ეს ჩემი რჩევა მიიღე როგორც ფსიქოლოგისგან დიდი ბოდიშის მოხდით.

არა პირადად მე არ ვუჩივი მაგ საკითხს....... სხვამ მთხოვა მომეწერა,საბოდიშო არაფერია
0

#24 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 April 2010 - 08:21 PM

გამოხმაურების ნახვაana855, on 19 April 2010 - 01:01 PM, said:

მოგესალმებით,

ბოლო რამდენიმე წელია მაქვს საშინელი დეპრესია, გარშემო ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს. თავს ვერ ვიკავებ რომ ვინმეს არ ვეჩხუბო, ძალიან შევიცვალე აღარც გარეთ მეგობრებთან წასვლის სურვილი მაქვს, ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ არაფერში მიმართლებს, არც სამსახურში, პირად ცხოვრებაში, არც მშობლებთან, რა ვქნა რით ვუშველო თავს, რა პრეპარატი შეიძლება მივიღო? დამეხმარეთ...

ანა 22 წლის

დიდი მადლობა წინასწარ.

გამარჯობა, ანა!

შესაძლებელია ამჟამად თავს მართლაც ძალიან ცუდად გრძნობ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დეპრესია გაქვს :rolleyes: პირველ რიგში შეეცადე, რაიმე სახის სიახლე შეიტანო შენს ცხოვრებაში: კარგად დაფიქრდი, რა სახის საქმიანობა განიჭებს სიამოვნებას და დღეში თუნდაც ერთი საათი დაუთმე საყვარელ საქმეს, მაგალითად, ზოგჯერ ყვავილების მოვლა ამშვიდებს ადამიანს, ზოგჯერ კი უბრალოდ პარკში სეირნობაც კი საკმარისია დადებითი განწყობის შესაქმნელად.

მდგომარეობის უკეთესი შეფასება და პრეპარატის დანიშვნა კი მხოლოდ ექიმთან პირადი ვიზიტის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

გისურვებ ჯანმრთელობას!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#25 მომხმარებელი გასულია   Eka 74 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 10-April 10

დაწერილია 19 April 2010 - 09:25 PM

ვეგეტო ნევროზი მჭირს და ვსვავ ვალერიანის ძირების ნაყენს დღეში სამჯერ და რეკომენდებულია ჩემთვის?
რამდენი ხანი შეიძლება მისი მიღება?
ამასთან ერთად შეიძლება დავლიო გლიცინი დღეში სამჯერ თუ გულის წნევა მაქვს მაღალი?
0

#26 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 April 2010 - 11:22 PM

გამარჯობათ. დედაზე მინდა გკითხოთ, მყავს 72 წლის დედა და დაეწყო მუხლის კანკალი . (გადატანილი აქვს ნერვული სტრესი) ხომ ვერ მეტყვით რა შეიძლება ვიღონოთ? განსაკუთრებით მაშინ ემართება როცა ნერვიულობს.
წინასწარ დიდი მადლობა
0

#27 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 21 April 2010 - 12:08 AM

გამოხმაურების ნახვაEka 74, on 19 April 2010 - 09:25 PM, said:

ვეგეტო ნევროზი მჭირს და ვსვავ ვალერიანის ძირების ნაყენს დღეში სამჯერ და რეკომენდებულია ჩემთვის?
რამდენი ხანი შეიძლება მისი მიღება?
ამასთან ერთად შეიძლება დავლიო გლიცინი დღეში სამჯერ თუ გულის წნევა მაქვს მაღალი?

ვალერიანის ძირების ნაყენის მიღება ხანგრძლივად შეგიძლიათ, გლიცინთან მისი კომბინაცია უსაფრთხოა. უმჯობესია პრეპარატების მიღების ზუსტი ვადები მკურნალ ექიმთან შეათანხმოთ. "გულის წნევაში" ალბათ დიასტოლურ წნევას (120/80) გულისხმობთ, თუ მისი მატება მხოლოდ "ვეგეტონევროზის" ბრალია, შესაბამისმა მკურნალობამ წნევაც უნდა მოგიწესრიგოთ.
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#28 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 21 April 2010 - 12:18 AM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 19 April 2010 - 11:22 PM, said:

გამარჯობათ. დედაზე მინდა გკითხოთ, მყავს 72 წლის დედა და დაეწყო მუხლის კანკალი . (გადატანილი აქვს ნერვული სტრესი) ხომ ვერ მეტყვით რა შეიძლება ვიღონოთ? განსაკუთრებით მაშინ ემართება როცა ნერვიულობს.
წინასწარ დიდი მადლობა

გამარჯობა!

პირველ რიგში, გირჩევთ დედას ზოგადი მდგომარეობა შეაფასოთ (სისხლის საერთო ანალიზი, გლუკოზა უზმოდ, ეკგ, არტერიული წნევის მონიტორინგი). თუ მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლინდა და კანკალი მხოლოდ სტრესთან ასოცირდება, შეგიძლიათ ნებისმიერი მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება გამოიყენოთ.
იმ შემთხვევაში კი თუ კანკალი გახშირდა, მუდმივი გახდა ან სხეულის სხვა მიდამოზე გავრცელდა, აუცილებლად დაგჭირდებათ ვიზიტი ნევროლოგთან.

გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#29 მომხმარებელი გასულია   jana ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 23-April 10

დაწერილია 23 April 2010 - 12:38 PM

მაწუხებს წელის ტკივილი. ბოლო დროს მტკივა მარცხენა ხელ-ფეხი, გული გამოირიცხა, მტკიოდა გულ-მკერდი და ხელი მთლიანად. თითქოს მარცხენა ხელი დამიწვრილდა. რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო და ვის მივმართო.
გმადლობთ
0

#30 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 23 April 2010 - 08:22 PM

გამოხმაურების ნახვაjana, on 23 April 2010 - 12:38 PM, said:

მაწუხებს წელის ტკივილი. ბოლო დროს მტკივა მარცხენა ხელ-ფეხი, გული გამოირიცხა, მტკიოდა გულ-მკერდი და ხელი მთლიანად. თითქოს მარცხენა ხელი დამიწვრილდა. რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო და ვის მივმართო.
გმადლობთ

გამარჯობა!

პირველ რიგში ნევროლოგს უნდა მიმართოთ, ნევროლოგიური სტატუსის შეფასების შემდეგ გადაწყდება, თუ რა გამოკვლევები დაგჭირდებათ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#31 მომხმარებელი გასულია   clon ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 20-April 10

დაწერილია 23 April 2010 - 11:48 PM

2 კვირა მაცუხებდა გული , ექიმმა ვალერიანის აბები დამინისშნა 2 აბი დგეში სამჯერ , ხოდა რაგაც თავს მშვიდად მაინც ვერ ვგრძნობ :) და რამე დამაშვიდებელს ხომ ვერ მირჩევდით?
0

#32 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 24 April 2010 - 06:04 PM

გამოხმაურების ნახვაclon, on 23 April 2010 - 11:48 PM, said:

2 კვირა მაცუხებდა გული , ექიმმა ვალერიანის აბები დამინისშნა 2 აბი დგეში სამჯერ , ხოდა რაგაც თავს მშვიდად მაინც ვერ ვგრძნობ :) და რამე დამაშვიდებელს ხომ ვერ მირჩევდით?

გამარჯობა!

როგორ გაწუხებდათ გული? გტკიოდათ? არითმია გქონდათ? მე არც თქვენი ასაკი ვიცი, არც გულის მდგომარეობა, შესაბამისად პრეპარატს ვერ შეგირჩევთ; უმჯობესია კარდიოლოგს მიმართოთ, სრულყოფილი გამოკვლევა ჩაიტაროთ და ამის შემდეგ ვისაუბროდ დამამშვიდებლებზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#33 მომხმარებელი გასულია   clon ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 20-April 10

დაწერილია 24 April 2010 - 11:52 PM

მტკიოდა, მჩხვლიტავდა. კარდიოგრამა გადავიღე და არაფერი არ აჩვენა, 18 წლის ვარ. ეხლა შეგვიძლია დავიწყოთ დამამშვიდებელზე საბარი ? : )
0

#34 მომხმარებელი გასულია   nucanuca ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 26-April 10

დაწერილია 26 April 2010 - 11:58 AM

გამარჯობათ, ამ ბოლო დროს არაფრის კეთების თავი არ მაქვს თითქოს ენერგია გამომეცალა, ხასიათიც სწარფად მეცვლება, მავიწყდება ხშირად რაღაცეები ღამითაც ცუდად მძინავს მირჩიეს მექსიბათი შინაგანი დაძაბულობის მოხსნისათვის, ძილის მოწესრიგებისათვის და მეხსიერებისათვის, თქვენ რას მეტყვით როგორ მოვიქცე ?
0

#35 მომხმარებელი გასულია   babi ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 78
  • შემოგვიერთდა: 21-April 10

დაწერილია 26 April 2010 - 03:27 PM

მოგესალმებთ
ბოლო 5 დღეა დილით ხელ-ფეხი მიკანკალებს და ასე გრძელდება 10-15 წუთის განმავლობაში. გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე. მყავს 2 თვის შვილი და ძუძუთი ვკვებავ, შეიძლება ეს ჩემს ჩივილთან რამენაირად იყოს დაკავშრებული?
დიდი მადლობა
0

#36 მომხმარებელი გასულია   salosalo ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 26-April 10

დაწერილია 26 April 2010 - 10:01 PM

გამარჯობათ...

ზუსტად არ ვიცოდი სად დამეწერა, რომელ განყოფილებაში.

საქმე იმაშია რომ ამ ბოლო დროს უცებ ვოფლიანდები, ადრე ესე არ მჭირდა პაპანაქება ზაფხულშიც კი არ შევუწუხებივარ..
მაგრამ ეხლა ლამის სიცხეც აღარ არის საჭირო ტანსაცმელს ჩავიცმევ თუ არა ლამის მაშინვე გავოფლიანდე :( რა მეშველება
0

#37 მომხმარებელი გასულია   Bekward ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 27-April 10

დაწერილია 27 April 2010 - 11:00 PM

გამარჯობათ, ჩემი შეკითხვა თავიდან შეიძლება ცოტა ზოგადი მოგეჩვენოთ მაგრამ ქვემოთ უფრო კონკრეტულად ვიტყვი.
რა იწვევს საერთოდ თავის ტკივილს? შეიძლება კითხვა ძაან ზოგადია, მაგრამ მაინტერესებს რამდენიმე ყველაზე ხშირი მიზეზი.
ახლა კი კონკრეტულად, შეიძლება ითქვას ხშირად მაწუხებს თავის ტკივილი, ძირითადად ეს არის მფეთქავი ტკივილი საფეთქლებთან, იშვიათად კეფის არეშიც.
სამსახურში მაქვს სისტემატიური გონებრივი დატვირთვა, არც თუ იშვიათად ფიზიკურიც. (კომპიუტერულ კომპანიაში ტექნიკური ჯგუფის სპეციალისტი ვარ და შესაბამისად სისტემატიური შეხება მაქვს კომპიუტერთან).
რა შეიძლება იწვევდეს ასე ხშირ თავის ტკივილს და მაინტერესებს უბრალოდ ტკივილგამაყუჩებლით ვებრძოლო თუ უფრო სერიოზულადაა საქმე და გამოკვლევა ჩავიტარო?

წინასწარ დიდი მადლობა.

ბექა, 24 წლის.
0

#38 მომხმარებელი გასულია   ana855 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 17
  • შემოგვიერთდა: 19-April 10

დაწერილია 28 April 2010 - 10:59 AM

დიდი მადლობა დახმარებისთვის მაგრამ იცით რა მჭირს. მგონია რომ არავის უყვარვარ. ადამიანების მიმართ ნდობა დავკარგე. საშინელ მდგომარეობაში ვარ მგონია რომ ყველა მე მიყურებს და დამცინის . არავის ვეყარები და ვერც ოჯახს შევქმნი. დაბალი ვარ და მაქვს საშინელი კომპლექსი. ჩემი და მაღალია და ყველა იმაზე ლაპარაკობს თჲ რა კარგი ტანი აქვს მასთან სიარულიც აღარ მინდა.მშობლებს საშინლად ვექცევი უყვირი , საშინელი აგრესიული ვარ მათთან და ყველაფერზე ვსაყვედურობ რომ არ მატარეს ცეკვაზე,ცურვაზე რუსულზე და ა>შ. ეხლა იტყვით არც ეხლააა გვიანო, მაგრამ 22 წელი სულ სიმარტოვეში გავატარე. ვერც პროფესია შევიძინე რასაც ხელი მოვკიდე არაფერი გამომივიდა და მგონია რომ უნიჭო ვარ.მშობლებს ჩემთვის არასდროს ეცალათ და პატრიარქის თქმის არ იყოს ყველას აკვს ნიჭი არ არსებობს უნიჭოო.შიძლება ნიჭი დაგეკარგოსო.. აი სწორედ დაკარგული მაქვს და არ ვიცი რა ვქნა არაფერი მე არ ვიცი არც ინგლისური და სამსახურს როგორ ვიპოვნი? ესეც ჩემი მშბლების ბრალია. ძალიან ოცნებაში ვარ დაკარგული და მეორე სამყარო შევქმენი და + ამას ტყუილების თქმაც ისე დავიწყე რომ მეც ვერ ვგრძნობ რომ მოვიტყვე საკუთარი ტყუილის მე მჯერა.ვინც შემ გვერდით გაივლის ყველა ბიჭი მას უყურებს მე კი არავინ...საპყრობილეში ჩაკეტილივარ.უკვე ღმერთის იმედიც დავკარგე.ასევე თავის საშინელი ტკივილები გამიჩნდა სახე საშინლად მაკვს არ მაქვს დაწყნარებული დაღლილი ვიღვიძებ.ცნობილ ექიმმა ციტომაქსი, სტრესამი, კორვიტოლი და გრანდაქსინი გამომიწერა ფულის უქონლობის გამო წამლები ბოლომდე არ დამილევია მშბლებს აქაც არ ვაინტერესებდი. ეხლა მინდა ისევ ეს წამლები მივიღო ექიმის გარეშე. მაგრამ ძვირია. გთხოვთ რჩევასთან ერთად დამე დამამშვიდებელი მაინც გამომიწერეთ მირჩიეთ მოწერეთ პირადულში თუ აქ ვერ დაწერთ, ამ ოტხი წამლიდან ერთერტი რომ დავლიო, მეშინია მართლა ვგიჟდები თავს ვეღარ ვაკონტროლებ,აღარსად აღარ დავდივარ რადგან რასაც ვიცმევ არაფერი მიხდბა ასეთი დაბალი რომ ვარ. ეხლა ესკურსიაზე მივდივართ 2 დღიანზე ჩემ დას და რათქმა უნდა ყველაფერი მოუხდება და ბოტასებს იცმევს მე რომ ბოტასები ჩავიცვა ჩემ დას და ყველას იკ მყოპს წელზე მოვწვდები, არა და მე 22 ვარ ის 18 წლის და ყველა ბიჭი მას უყურებს არ გესმით ჩემი თავის მოკვლა საშინელი ცოდვა რომ არ იყოს მოვიკლავდი მართლა ... დამეხმარეთ რა ლილიპუტს და მახინჯ ადამიანს დაეხმარეთ
0

#39 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 April 2010 - 12:20 AM

გამოხმაურების ნახვაana855, on 28 April 2010 - 10:59 AM, said:

პასუხი PM-ში მოგწერეთ
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

#40 მომხმარებელი გასულია   Gvantsa Giorgadze ხატულა

  • ნევროლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 291
  • შემოგვიერთდა: 07-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 April 2010 - 12:29 AM

გამოხმაურების ნახვაBekward, on 27 April 2010 - 11:00 PM, said:

გამარჯობათ, ჩემი შეკითხვა თავიდან შეიძლება ცოტა ზოგადი მოგეჩვენოთ მაგრამ ქვემოთ უფრო კონკრეტულად ვიტყვი.
რა იწვევს საერთოდ თავის ტკივილს? შეიძლება კითხვა ძაან ზოგადია, მაგრამ მაინტერესებს რამდენიმე ყველაზე ხშირი მიზეზი.
ახლა კი კონკრეტულად, შეიძლება ითქვას ხშირად მაწუხებს თავის ტკივილი, ძირითადად ეს არის მფეთქავი ტკივილი საფეთქლებთან, იშვიათად კეფის არეშიც.
სამსახურში მაქვს სისტემატიური გონებრივი დატვირთვა, არც თუ იშვიათად ფიზიკურიც. (კომპიუტერულ კომპანიაში ტექნიკური ჯგუფის სპეციალისტი ვარ და შესაბამისად სისტემატიური შეხება მაქვს კომპიუტერთან).
რა შეიძლება იწვევდეს ასე ხშირ თავის ტკივილს და მაინტერესებს უბრალოდ ტკივილგამაყუჩებლით ვებრძოლო თუ უფრო სერიოზულადაა საქმე და გამოკვლევა ჩავიტარო?

წინასწარ დიდი მადლობა.

ბექა, 24 წლის.

გამარჯობა! თქვენი აღწერილი სიმპტომები ე.წ. დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილს ჰგავს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას არ წარმოადგენს, მაგრამ დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტს. ბუნებრივია ჩემი პასუხი არავითარ შემთხვევაში დიაგნოზად არ უნდა მიიღოთ! აუცილებლად უნდა მიმართოთ ნევროლოგს და საჭიროების შემთხვევაში ,გამოკვლევები ჩაიტაროთ. ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ძალზე საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომ თვითმკურნალობას არ გირჩევთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
გვანცა გიორგაძე

"ავერსის კლინიკის" ექიმი ნევროლოგი
0

  • (37 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი