AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა დერმატოკოსმეტოლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (66 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა დერმატოკოსმეტოლოგს

#41 მომხმარებელი გასულია   nin ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 55
  • შემოგვიერთდა: 06-April 10

დაწერილია 20 April 2010 - 10:26 PM

გამარჯობათ,

ვისმევ აციკლოვირის მალამოს და ვიღებ აციკლოვირის აბებს 200მგ დღეში 5-ჯერ 2 ცალს, მაგრამ არ მშველის არანაირად. მექავება და კანი მეწვის.
0

#42 მომხმარებელი გასულია   clon ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 20-April 10

დაწერილია 20 April 2010 - 11:03 PM

გამარჯობა,

ვარ 18 წილის და სამი წელია მაქვს სახეზე გამონაყარი. ვხმარობდი ზინერიტს და არ მიშველა, ჩირქოვანი გამონაყარი აღარ მქონდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მომირჩინა. ხომ ვერ მეტყვით რამ შეიძლება მიშველოს ან რისი ბრალია ?
0

#43 მომხმარებელი გასულია   morieli ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 02-April 10

დაწერილია 20 April 2010 - 11:41 PM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 19 April 2010 - 07:49 PM, said:

შეიძლება მე გასწავლოო? ეგ ყველას აქვს გამოვლილი მეტნაკლებად, მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა რომ სარკე დამალო რომელშიც იყურები და აწვალებ კანს. :) მეორე კი სინტომიცინის მალამოა 10%-იანი ან სტრეპტოციდი დაფშვენი დააწვეთე სპირტი და ეგრევე სანამ გაშრება წვალების შემდეგ სწრაფად წაისვი იმ ადგილებზე და არ ჩამოიბანო. შეიშრე ზედ. შედეგი აუცილებლად გექნება. კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზეც არის დამოკიდებული. თუმცა დაელოდე ექიმს რასაც გეტყვის.

მადლობა რჩევისთვის, მაგრამ გადავეჩვიე წვალებას :)
უბრალოდ ამ ფერიმჭამელების საბოლოოდ მოცილება მინდა :(
0

#44 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 April 2010 - 12:34 PM

გამოხმაურების ნახვაnaniko, on 08 April 2010 - 09:51 PM, said:

გამარჯობათ,გთხოვთ მიპასუხოთ,ვარ ორსულად 36 კვირაში და სახეზე გამომდის მუწუკები და მაქვს ფერისმჭამელები,შეიძლება თუ არა სახე დავიბანო დილა-საღამოს "ავენის" დასაბანი გელით.არ შეიცავს საპონს და არის ცხიმიანი კანის დასაბანი,ფრანგული წარმოებისაა.წინასწარ მადლობა

გამარჯობათ, გმადლობთ შეკითხვისათვის. ავენეს დასაბანი გელი საკმაოდ კარგი ჰიგიენური საშუალებაა, მასთან ერთად შეგიძლიათ გამონაყარზე იხმაროთ სკინორენის მალამო, რომელიც შეიცავს აზალეინის მჟავას და ფეხმძიმეთათვის უსაფრთხოა. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს კლინიკაში არსებობს კოსმეტოლოგიური კაბინეტი, რომელშიც გვაქვს ყველა ტიპის სახის წმენდის პროცედურები, ფეხმძიმეთათვისაც სრულიად მისაღები და სასიამოვნოა, თუ გაქვთ სურვილი მოგვმართეთ. გისურვებთ წარმატებებს როგორც მომავალ დედას და როგორც ქალს.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#45 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 April 2010 - 12:44 PM

გამოხმაურების ნახვაclon, on 20 April 2010 - 11:03 PM, said:

გამარჯობა,

ვარ 18 წილის და სამი წელია მაქვს სახეზე გამონაყარი. ვხმარობდი ზინერიტს და არ მიშველა, ჩირქოვანი გამონაყარი აღარ მქონდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მომირჩინა. ხომ ვერ მეტყვით რამ შეიძლება მიშველოს ან რისი ბრალია ?

გამარჯობათ. მინდა გითხრათ, რომ ზინერიტი არ არის პანაცეა, ნუ მიეცემით სასოწარკვეთას, შეიძლება თქვენზე არ მოქმედებს ის ნივთიერება, რომელიც შედის ამ მედიკამენტში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენ გაქვთ დაავადება, რომელსაც ვულგარული აკნე ეწოდება. არსებობს ამ დაავადების რამოდენიმე სახე და ყველას შესაბამისი დანიშნულება ესაჭიროება. უკეთესი იქნება თქვენთვის, მოგვმართოთ და მიიღოთ სწორი დანიშნულება, და აგრეთვე, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს სპეციალური "აკნეს კაბინეტი", რომელშიც ჩატარებული პროცედურის შემდეგაც თქვენი მკურნალობა უფრო სწრაფად და წარმატებით წარიმართება. გისურვებთ ჯანმრთელობას!
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#46 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 April 2010 - 12:49 PM

გამოხმაურების ნახვაnin, on 20 April 2010 - 10:26 PM, said:

გამარჯობათ,

ვისმევ აციკლოვირის მალამოს და ვიღებ აციკლოვირის აბებს 200მგ დღეში 5-ჯერ 2 ცალს, მაგრამ არ მშველის არანაირად. მექავება და კანი მეწვის.

გამარჯობათ. ძალიან გამაკვირვა თქვენმა შეკითხვამ და მე თვითონ მინდა გკითხოთ, ეგებ სწორად ვერ გავიგე:რა მიზეზის გამო და როდის დაიწყეთ აციკლოვირის მიღება და კიდევ, რაც მთავარია, სპეციალისტის დანიშნულების გარეშე ხომ არ იღებთ ამ პრეპარატს? მიპასუხეთ სრულყოფილად, რათა გავერკვე რაშია საქმე.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#47 მომხმარებელი გასულია   click ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 14-April 10

დაწერილია 22 April 2010 - 02:59 PM

გამარჯობა

სახეზე მექერცლება კანი, ნიკაპთან, ღაწვებთან. განსაკუთრებით როდესაც გავიპარსავ და მე-2 ან მე-3 დღეს, წვერი რომ იწყებს ამოსვლას. ხელის გადასმა წვერზე და ქერტლივით მცვივა სახიდან კანი. რამე პათოლოგიაა, თუ უბრალოდ მშრალი კანი მაქვს? რა თქმა უნდა ვხმარობ კრემს, ahava_ს ფირმის და მშველის. მაგრამ საერთოდ რომ განიკურნოს, არ შეიძლება? უკვე დიდი ხანია, სადღაც 3 წელი, ესეა. ზამთარშიც და ზფხულშიც. კანის სიმშრალე A ვიტამინოზმაც იცის, მაგრამ A ვიტამინს რა პროდუქტიც შეიცავს, ჭარბადაც კი ვიღებ. მაგალითად რძის ნაწარმი.


ვარ 22 წლის, ბიჭი. ასევე სახეზე ე.წ. პრიშიკები აღარ მაქვს, მხოლოდ ზურგზე მაქვს და მკერდზე (ოდნავ. ხან საერთოდ მიქრება, მაგრამ ვერ დავაკვირდი, რასთან დაკავშირებით ქრება). რამით შეიძლება ვუშველო?


გთხოვთ, დამეხმაროთ. გმადლობთ
0

#48 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 April 2010 - 04:31 PM

გამოხმაურების ნახვაGeorgevna, on 07 April 2010 - 07:04 PM, said:

მუხლის ზემოთ ფეხზე გამიჩნდა კაპილარები :( რისი ბრალი შეიძლება იყოს??? თანდათან უფრო მემატება..შეიძლება ეს ვარჯიშის ბრალი იყოს?? :( გაქრობა თუ შეიძლება..წინასწარ გიხდით მადლობას

გამარჯობათ. თქვენი პრობლემის მიზეზი თუ გაინტერესებთ, გირჩევთ გაიკეთოთ კოაგულოგრამა და ლიპიდური სპექტრის ანალიზი. რაც შეეხება მათ მოშორებას, შესაძლებელია ლაზერითაც და კოაგულაციითაც.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#49 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 April 2010 - 04:39 PM

გამოხმაურების ნახვაclick, on 22 April 2010 - 02:59 PM, said:

გამარჯობა

სახეზე მექერცლება კანი, ნიკაპთან, ღაწვებთან. განსაკუთრებით როდესაც გავიპარსავ და მე-2 ან მე-3 დღეს, წვერი რომ იწყებს ამოსვლას. ხელის გადასმა წვერზე და ქერტლივით მცვივა სახიდან კანი. რამე პათოლოგიაა, თუ უბრალოდ მშრალი კანი მაქვს? რა თქმა უნდა ვხმარობ კრემს, ahava_ს ფირმის და მშველის. მაგრამ საერთოდ რომ განიკურნოს, არ შეიძლება? უკვე დიდი ხანია, სადღაც 3 წელი, ესეა. ზამთარშიც და ზფხულშიც. კანის სიმშრალე A ვიტამინოზმაც იცის, მაგრამ A ვიტამინს რა პროდუქტიც შეიცავს, ჭარბადაც კი ვიღებ. მაგალითად რძის ნაწარმი.


ვარ 22 წლის, ბიჭი. ასევე სახეზე ე.წ. პრიშიკები აღარ მაქვს, მხოლოდ ზურგზე მაქვს და მკერდზე (ოდნავ. ხან საერთოდ მიქრება, მაგრამ ვერ დავაკვირდი, რასთან დაკავშირებით ქრება). რამით შეიძლება ვუშველო?


გთხოვთ, დამეხმაროთ. გმადლობთ

გამარჯობათ. თქვენი პრობლემა კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით ძალიან გავს სებორეულ დერმატიტს, მაგრამ ვერ მივცემ თავს როგორც ექიმმა, დაგინიშნოთ მედიკამენტები ვირტუალურად, გირჩევთ მოგვმართოთ დერმატოლოგებს და მიიღოთ ადექვატური დანიშნულება.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#50 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 April 2010 - 04:46 PM

გამოხმაურების ნახვაanania, on 18 April 2010 - 01:59 PM, said:

კი ჩავიტარე გამოკვლევა ელენე გიორგაძესთან.მითხრეს რომ ყველაფერი წესრიგში გაქვსო:)ცვენა არ მაწუხებს იმდენად რამდენადაც ტკივილი თმის ძირებში :unsure:

გამარჯობათ. მინდა გირჩიოთ რადგანაც არ გაქვთ საშუალება მოსვლის, სცადეთ დიპროსალიკის ლოსიონი თმის ძირებში შესაზელად, დღეში 1ჯერ 1 კვირის განმავლობაში. შედეგის შესახებ მომწერეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენს პატარასთან ერთად.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#51 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 April 2010 - 04:54 PM

გამოხმაურების ნახვაbacaco, on 07 April 2010 - 04:59 PM, said:

გამარჯობა...ვარ 26 წლის,ძალიან მეშინია ნაოჭების გაჩენის..თუ შეიძლება მასწავლოთ რაიმე ხალხური საშუალება-ნიღაბი,რაც შეიძლება თვალის გარშემო გამოვიყენო,რათა მიმიკური ნაოჭები არ გაღრმავდეს და ახლები არ დამემატოს..წინასწარ დიდი მადლობა

გამარჯობათ. თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ იმისათვის, რომ რაიმე სერიოზული კოსმეტოლოგიური ჩარევა გესაჭიროებოდეთ. უკეთესი იქნება თუ იხმართ თვალისგარშემო ბალზამს მინერალებით. ოღონდ ბალზამი უნდა წაისვათ სწორად ყოველდღე. ჯერ ზედა მხარეს გარე მიმართულებით, ხოლო შემდეგ კი მსუბუქად ქვედა მხარეს პირიქითა მიმართულებით. არ დაგეზაროთ თავის მოვლა და მცირე ზომის ნაწიბურებიც ჩქარა გაგიქრებათ. გისურვებთ წარმატებებს!
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#52 მომხმარებელი გასულია   nunka ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 27
  • შემოგვიერთდა: 31-March 10

დაწერილია 22 April 2010 - 05:09 PM

გამარჯობათ. ორსულობის დროს აღმომაჩნდა მეორე ტიპის ჰერპესი,გამონაყარი მქონდა სასქესო ორგანოზე,შემდეგ ბარძაყზე და მტევანზეც ამომივიდა.მერე პერიოდულად მიმეორდებოდა ერთსა და იმავე ადგილზე და საშინელ ლაქებს მიტოვებს,ახლა ყოველი ციკლის დროს ისევ ამომდის.ბავშვი მყავს ძუძუთი კვებაზე(მე-4 თვეშია).ვაპირებ თქვენთან მოსვლას.მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია ამის მკურნალობა მეძუძურისთვის,თან ბავშვი ცოტა ალერგიულია.რას მირჩევთ.არადა ამ გამონაყარმაც უკვე ძალიან გამაწვალა. მადლობა წინასწარ.
0

#53 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 23 April 2010 - 12:55 PM

გამარჯობათ, ეს შეკითხვა დაგისვით და როგორც ჩანს გამოგრჩათ . მაინტერესებს,

გასულ ზაფხულს ვიყავი ზღვაზე და მას მერე ვამჩნევ რომ ფრჩხილზე მიჩნდება რაღაც თეთრი ლაქა , ვფიქრობ რომ ეს არის სოკო. ვარ მეძუძური დედა და რა შემიძლია წავისვა ლაქტაციის პერიოდში?
ძმრის ესენცია რომ დავიწვეთო?
0

#54 მომხმარებელი გასულია   ninia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 14
  • შემოგვიერთდა: 22-April 10

დაწერილია 23 April 2010 - 01:13 PM

გამარჯობა,

ჩემს მეუღლეს ხელზე გამოაყარა პატარა მეჭეჭებივით წანაზარდებმა, ჯერ ერთ ხელზე დაეწყო ჯგუფად და ეხლა მეორეზეც შევამჩნიეთ, მთლად მეჭეჭს არ გავს, პატარა ამობურცულებია, დროდადრო ეფხანება კიდეც..როგორც თვითონ იხსენებს სამსახურში თანამშრომელს ჩამოართვა ხელი, რომელსაც მთელ ხელზე მეჭეჭები ჰქონდა, ცოტა ხნის შემდეგ, დაახლოებით 5-6 დღეში ხელზე თვითონაც გაუჩნდა , ამბობს მეჭეჭიაო, მაგრამ მე მაინც ალერგია მგონია, თან სწრაფად მრავლდება da qavilmac umata..სართოდ ალერგიული არ არის..რა შეიძლება იყოს?

გამოხმაურება რედაქტირებულია ninia: 23 April 2010 - 01:14 PM

0

#55 მომხმარებელი გასულია   mamuka25 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 22-April 10

დაწერილია 23 April 2010 - 07:01 PM

გამარჯობათ. ვარ 25 წლის ბიჭი და მაქვს წითური ლოყები, მაინტერესებს თუ ეშველება რამე და დაახლოებით რა თანხა დაჯდება. წინასწარ დიდი მადლობა.
0

#56 მომხმარებელი გასულია   anania ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 25
  • შემოგვიერთდა: 13-April 10

დაწერილია 23 April 2010 - 08:24 PM

გამოხმაურების ნახვაNino Lomsadze, on 22 April 2010 - 12:46 PM, said:

გამარჯობათ. მინდა გირჩიოთ რადგანაც არ გაქვთ საშუალება მოსვლის, სცადეთ დიპროსალიკის ლოსიონი თმის ძირებში შესაზელად, დღეში 1ჯერ 1 კვირის განმავლობაში. შედეგის შესახებ მომწერეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენს პატარასთან ერთად.

zალიან დიიდი მადლობა ჩემო კარგო აუცილებლად ვცდი...პატარა ძუძუზე მყავს თან მარტო ვცხოვრობთ და თითქმის ვერსად ვახერხებ გასვლას.ასე რომ ავერსის ფორუმი ჩემთვის კლინიკად იქცა.გმადლობთ რომ ასეთი ყურადღებიანი ხართ :flowers: :flowers: :flowers:
0

#57 მომხმარებელი გასულია   Mari777 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 6
  • შემოგვიერთდა: 02-April 10

დაწერილია 23 April 2010 - 09:36 PM

გამარჯობათ,

ერთი პრობლემა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ: ხელებზე და ფეხებზე ვიკეთებ ე.წ. ვოსკის ეპილაციას. ახევის შემდგომ (ადრე როცა ვიპარსავდი ფეხებს ეს პრობლემა არ მქონია) ამოსული თმების ნაწილი მიბრუნდება - შიგ კანში ბრუნდება. ისე რომ ნემსით მიცევს მისი ამოგება ან როგირც ფერიმჭამელის ისე. რაც რაღა თქმა უნდა მიფუჭებს კანს. გესმით ალბათ, რომ ახალგაზრდა გოგოსთვის დაწიწკნილი ხელებით და ფეხებოთ სიარული დიდი სისკომფორტია. იქნებ რამე გამოსავალი არის? იქნებ რაიმე პრეპარატი იყიდება ავერსის აფთიაქში.

წინასწარ დიდი მადლობა
0

#58 მომხმარებელი გასულია   lalolalo ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 48
  • შემოგვიერთდა: 25-April 10

დაწერილია 25 April 2010 - 09:27 PM

გამარჯობათ, ჩემ მეუღლეს აქვს ძალიან ბევრი ქერტლი, ხელებზე პერიოდულად უჩნდება გამონაყარი, იდაყვებიც ძალიან გაუხეშებული აქვს, სულ დახეთქილია. რისი ბრალია და ვის უნდა მიმართოს, ან რას მირჩევთ რამე მაზი ხო არ იხმაროს? და შამპუნსაც ხომ ვერ მირჩევთ?
წინასწარ დიდი მადლობა
0

#59 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 April 2010 - 06:25 PM

გამოხმაურების ნახვაnunka, on 22 April 2010 - 05:09 PM, said:

გამარჯობათ. ორსულობის დროს აღმომაჩნდა მეორე ტიპის ჰერპესი,გამონაყარი მქონდა სასქესო ორგანოზე,შემდეგ ბარძაყზე და მტევანზეც ამომივიდა.მერე პერიოდულად მიმეორდებოდა ერთსა და იმავე ადგილზე და საშინელ ლაქებს მიტოვებს,ახლა ყოველი ციკლის დროს ისევ ამომდის.ბავშვი მყავს ძუძუთი კვებაზე(მე-4 თვეშია).ვაპირებ თქვენთან მოსვლას.მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია ამის მკურნალობა მეძუძურისთვის,თან ბავშვი ცოტა ალერგიულია.რას მირჩევთ.არადა ამ გამონაყარმაც უკვე ძალიან გამაწვალა. მადლობა წინასწარ.

გამარჯობათ. სამწუხაროდ მეძუძურისთვის ჰერპესის საწინააღმდეგო სისტემური მოქმედების პრეპარატების გამოყენება არ არის სასურველი. მაგრამ შესაძლებელია ექიმმა შეგირჩიოთ სპეციალურად თქვენთვის (კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით)მკურნალობის ადგილობრივი კურსი, ანუ მხოლოდ გარეგანი საშუალებები. ხოლო სრულყოფილი მკურნალობა შესაძლებელია როდესაც ბავშვს გადაიყვანთ ხელოვნურ კვებაზე. გისურვებთ წარმატებებს.
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#60 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 April 2010 - 06:55 PM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 23 April 2010 - 12:55 PM, said:

გამარჯობათ, ეს შეკითხვა დაგისვით და როგორც ჩანს გამოგრჩათ . მაინტერესებს,

გასულ ზაფხულს ვიყავი ზღვაზე და მას მერე ვამჩნევ რომ ფრჩხილზე მიჩნდება რაღაც თეთრი ლაქა , ვფიქრობ რომ ეს არის სოკო. ვარ მეძუძური დედა და რა შემიძლია წავისვა ლაქტაციის პერიოდში?
ძმრის ესენცია რომ დავიწვეთო?

გამარჯობათ, ფრჩხილზე თეთრი ლაქის გაჩენა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სოკო გაქვთ. მაგალითად შეიძლება ეს ლაქა იყოს ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანება. გირჩევთ მოგვმართოთ და ჩაიტაროთ სრულყოფილი დიაგნოსტიკა. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ ზომები. გისურვებთ ჯანმრთელობას.
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

  • (66 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი