AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა დერმატოკოსმეტოლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (66 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა დერმატოკოსმეტოლოგს

#21 მომხმარებელი გასულია   ninini ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 6
  • შემოგვიერთდა: 03-April 10

დაწერილია 10 April 2010 - 03:58 PM

ბავშობაში იღლიის არეში მქონდა პატარა უმნიშვნელო ყავისფერი ლაქა.ასაკის ზრდასთან ერტად ეს ლაქაც გამეზარდა.ეხლა უკვე მთელ მკლავზე მავს და მკერდისკენაც გადამივიდა.ძაან განვიცდი.მზეზე საშინლად მიმიქდება.ქავილი არ მაქვს.მოვლილი მაქვს თუ კი ვინმე ექიმი არსებობდა და ყველა მეუბნებოდა ერთი და იგივეს სოკო არისო.არაფერმა სოკოს პრეპარატებმა არ მიშველა.წლები ვიმკურნალე უშედეგოდ.ეხლახანს ავერსის კლინიკაში მითხრეს ეს ატოპიური დემატიტი არისო რომელიც არ იკურნებაო.გადამეცურა ყველანაირი იმედი :unsure:ეხლა მინდა რო ფრაქსელ ლაზერით მოვიშორო გვარამიასთან და რამდენად უსაფრთხოა?რას მირჩევთ?
0

#22 მომხმარებელი გასულია   morieli ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 02-April 10

დაწერილია 11 April 2010 - 07:37 PM

რა მინდა გკითხოთ:
სახეზე მაქვს ფერიმჭამელები, ჩემი გრძელი ხელების მეშვეობით მთელი სახე გავიღიზიანე და წითელი ლაქები დამრჩა :(
ახლა ხელები დავიმოკლე და სკინორენს ვისვავ (უკვე 1 კვირაა) შედეგი: სახეზე არაფერი მემატება ახალი, მაგრამ ეს ლაქები მაინც არ მშორდება.

რამე სხვა პრეპარატს ხომ არ მირჩევდით რომ ეს ლაქები გაქრეს? :(
0

#23 მომხმარებელი გასულია   anania ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 25
  • შემოგვიერთდა: 13-April 10

დაწერილია 13 April 2010 - 07:48 PM

გამარჯობათ!მაქვს ძალიან ძალიან თხელი თმა და მშრალი კანი.ამ ბოლო დროს თმის ძირები მტკივა საშინლად :unsure:
ორსულობის შემდეგ დამეწყო ტკივილი და ცვენა ჩემი ბაია 3თვისაა.იქნებ მირჩიოთ რამე??დიიიდი მადლობა წინასწარ
0

#24 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 April 2010 - 03:47 PM

გამოხმაურების ნახვაtiko, on 03 April 2010 - 09:23 PM, said:

მოგესალმებით,
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ მყავს ორი თვის პატარა, რომელსაც ტანის უკანა ნაწილში (ტაკუნას ღარში)გაუჩნდა თეთრი გამონაყარი და კანი იმ ადგილზე გაუხეშდა, არც ჩირქოვანია და არც წყლულივით. მხოლოდ თეთრი ფერის გამონაყარია. პედიატრმა რა აღარ დაგვინიშნა და არადა არ ურჩება. იქნებ მირჩიოთ რამე? თავიდან გამოყელვა ქონდა და არანაირმა მალამომ არ უშველა, ნახეთქებიც კი წარმოიშვა, როგორც იქნა mustela stelatria-ს კრემის გამოყენების შემდეგ ალაგდა, ეხლა კი ეს გამონაყარი გაუჩნდა. აღარ ვიცი რა კრემი გამოვიყენო.

წინასწარ გიხდით მადლობას.

მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ 2 თვის პატარაზე ნამდვილად არ შეიძლება ყველა სახის მალამოს გამოყენება, მესტელას ხაზი ნამდვილად უვნებელი და სრულიად მისაღებია. რაც შეეხება ამჟამინდელ თქვენი პატარას გამონაყარს, აღწერით კანის გამონაყარის მკურნალობა და დანიშნულება არ არის ექიმისათვის გამართლებული, მითუმეტეს ასეთ პატარა ასაკის პაციენტთან. გირჩევთ მოგვმართოთ დერმატოლოგებს, არა სხვა პროფილის ექიმს, რათა მიიღოთ სწორი დანიშნულება დიაგნოსტირების შემდგომ. სხვა ვერაფრით ვერ დაგეხმარებით.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#25 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 April 2010 - 03:58 PM

გამოხმაურების ნახვაtiko, on 03 April 2010 - 09:23 PM, said:

მოგესალმებით,
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ მყავს ორი თვის პატარა, რომელსაც ტანის უკანა ნაწილში (ტაკუნას ღარში)გაუჩნდა თეთრი გამონაყარი და კანი იმ ადგილზე გაუხეშდა, არც ჩირქოვანია და არც წყლულივით. მხოლოდ თეთრი ფერის გამონაყარია. პედიატრმა რა აღარ დაგვინიშნა და არადა არ ურჩება. იქნებ მირჩიოთ რამე? თავიდან გამოყელვა ქონდა და არანაირმა მალამომ არ უშველა, ნახეთქებიც კი წარმოიშვა, როგორც იქნა mustela stelatria-ს კრემის გამოყენების შემდეგ ალაგდა, ეხლა კი ეს გამონაყარი გაუჩნდა. აღარ ვიცი რა კრემი გამოვიყენო.

წინასწარ გიხდით მადლობას.

გაცნობებთ, რომ 2 თვის პატარას მკურნალობისას არ შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება თუნდაც მალამოების სახით,სპეციალისტ-დერმატოლოგთან მომართვის გარეშე ვერაფრით ვერ მივცემ თავს როგორც ექიმმა, ბავშვს დავუნიშნო რაიმე მალამოც კი.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#26 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 April 2010 - 04:03 PM

გამოხმაურების ნახვაanania, on 13 April 2010 - 07:48 PM, said:

გამარჯობათ!მაქვს ძალიან ძალიან თხელი თმა და მშრალი კანი.ამ ბოლო დროს თმის ძირები მტკივა საშინლად :unsure:
ორსულობის შემდეგ დამეწყო ტკივილი და ცვენა ჩემი ბაია 3თვისაა.იქნებ მირჩიოთ რამე??დიიიდი მადლობა წინასწარ

ორსულობის პერიოდში თუ გაქვთ აჩატარებული ფარისებური ჯირკვლის კვლევა, ან ხომ არ ღებულობდით რაიმე მედიკამენტს? საერთოდ მშობიარობის შემდგომ თმისცვენა შესაძლებელია, მაგრამ არა ინტენსიურად, თუ თმისცვენა ძლიერ არის გამოხატული, გირჩევთ გაიკეთოთ ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიის გამოსარიცხად კვლევები.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#27 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 April 2010 - 04:11 PM

გამოხმაურების ნახვაmorieli, on 11 April 2010 - 07:37 PM, said:

რა მინდა გკითხოთ:
სახეზე მაქვს ფერიმჭამელები, ჩემი გრძელი ხელების მეშვეობით მთელი სახე გავიღიზიანე და წითელი ლაქები დამრჩა :(
ახლა ხელები დავიმოკლე და სკინორენს ვისვავ (უკვე 1 კვირაა) შედეგი: სახეზე არაფერი მემატება ახალი, მაგრამ ეს ლაქები მაინც არ მშორდება.

რამე სხვა პრეპარატს ხომ არ მირჩევდით რომ ეს ლაქები გაქრეს? :(

სკინორენი ძალიან კარგი მალამოა, მაგრამ უნდა იხმაროთ ხანგრძლივად 1 თვე მაინც, ხოლო რასაც თქვენ წითელ ლაქებს ეძახით, შეიძლება იყოს კაპილარული ტელეანგიექტაზიები, რომელსაც სპეციფიური კოაგულაცია ესაჭიროება. თუ გნებავთ მობრძანდით,დერმატო- კოსმეტოლოგის კონსულტაცია ჩვენთან უფასოა.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#28 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 April 2010 - 04:15 PM

გამოხმაურების ნახვაninini, on 10 April 2010 - 03:58 PM, said:

ბავშობაში იღლიის არეში მქონდა პატარა უმნიშვნელო ყავისფერი ლაქა.ასაკის ზრდასთან ერტად ეს ლაქაც გამეზარდა.ეხლა უკვე მთელ მკლავზე მავს და მკერდისკენაც გადამივიდა.ძაან განვიცდი.მზეზე საშინლად მიმიქდება.ქავილი არ მაქვს.მოვლილი მაქვს თუ კი ვინმე ექიმი არსებობდა და ყველა მეუბნებოდა ერთი და იგივეს სოკო არისო.არაფერმა სოკოს პრეპარატებმა არ მიშველა.წლები ვიმკურნალე უშედეგოდ.ეხლახანს ავერსის კლინიკაში მითხრეს ეს ატოპიური დემატიტი არისო რომელიც არ იკურნებაო.გადამეცურა ყველანაირი იმედი :unsure:ეხლა მინდა რო ფრაქსელ ლაზერით მოვიშორო გვარამიასთან და რამდენად უსაფრთხოა?რას მირჩევთ?

ლაზეროთერაპია ნამდვილად არ არის სახიფათო საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ თუ გნებავთ მობრძანდით და შევაფასოთ რამდენად საჭიროა და ეფექტური იქნება თქვენს შემთხვევაში.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#29 მომხმარებელი გასულია   click ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 14-April 10

დაწერილია 15 April 2010 - 07:24 PM

გამარჯობა

სახეზე მექერცლება კანი, ნიკაპთან, ღაწვებთან. განსაკუთრებით როდესაც გავიპარსავ და მე-2 ან მე-3 დღეს, წვერი რომ იწყებს ამოსვლას. ხელის გადასმა წვერზე და ქერტლივით მცვივა სახიდან კანი. რამე პათოლოგიაა, თუ უბრალოდ მშრალი კანი მაქვს? რა თქმა უნდა ვხმარობ კრემს, ahava_ს ფირმის და მშველის. მაგრამ საერთოდ რომ განიკურნოს, არ შეიძლება? უკვე დიდი ხანია, სადღაც 3 წელი, ესეა. ზამთარშიც და ზფხულშიც. კანის სიმშრალე A ვიტამინოზმაც იცის, მაგრამ A ვიტამინს რა პროდუქტიც შეიცავს, ჭარბადაც კი ვიღებ. მაგალითად რძის ნაწარმი.


ვარ 22 წლის, ბიჭი. ასევე სახეზე ე.წ. პრიშიკები აღარ მაქვს, მხოლოდ ზურგზე მაქვს და მკერდზე (ოდნავ. ხან საერთოდ მიქრება, მაგრამ ვერ დავაკვირდი, რასთან დაკავშირებით ქრება). რამით შეიძლება ვუშველო?


გთხოვთ, დამეხმაროთ. გმადლობთ
0

#30 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 April 2010 - 09:53 PM

გამოხმაურების ნახვაnin, on 07 April 2010 - 12:47 AM, said:

გამარჯობათ,

უკვე დიდი ხანია სახეზე მაქვს ტუჩის ზემოთ მუწუკი, ჯერ მიმაგრდება და ხელს რომ ვადებ მაგრად მტკივა მერე კი ეს ჩირქდება შიგნიდან და ორი კვირის მანძილზე მაქვს მუწუკი. მერე ამ ადგილას მაქვს სიწითლე და ქავილი.მითხრეს რომ გაქვს ჰერპეს ვირუსი, ძალიან განვიცდი ამას, უკვე 2 თვეა ესე მემართება მოვირჩენ თუ არა 5 დღეში იგივე გამომდის ოღონდ სხვა ადგილას, ფული არ მაქვს რომ მივიდე ექიმთან სერიოზულად გეუბნებით, გთხოვთ მირჩიოთ რა მაზები არსებობს ამისათვის და თუ შეიძლება სისხლის გადასხმით ცოტა რომ მიშველოს, აგრეთვე მაქვს ძალიან ცხიმიანი კანი. გთხოვთ დამეხმარეთ თორემ გავგიჟდები

გამარჯობათ,

თქვენს მიერ აღწერილი "მუწუკი" შესაძლოა მართლაც იყოს ჰერპეს ვირუსით გამოწვეული ელემენტი, მაგრამ სწორი დიაგნოზი აუცილებელია რაციონალური მკურნალობისთვის. მხოლოდ დაჩირქების თავიდან ასაცილებლად ან ამგვარი გართულების სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ კასტელანის თეთრი ხსნარი, ჰიოქსიზონის ან დერმაკომბინის მალამო. რაც შეეხება მორჩენის შემდეგ 5 დღეში ახალი ელემენტის წარმოქმნას, სავარაუდოდ თქვენ გჭირდებათ სრულყოფილი გამოკვლევა და მკურნალობა, ვინაიდან ასეთი ხშირი რეციდივებით მიმდინარე ჰერპესული ინფექცია მიუთითებს თქვენი იმუნიტეტის დაქვეითებაზე. სპეციალისტის დროული დახმარებით თქვენ შეძლებთ გამონაყარის გარეშე პერიოდის გახანგრძლივებას. გისურვებთ წარმატებებს!
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#31 მომხმარებელი გასულია   tiko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 7
  • შემოგვიერთდა: 01-April 10

დაწერილია 16 April 2010 - 01:16 PM

გამოხმაურების ნახვაNino Lomsadze, on 15 April 2010 - 11:58 AM, said:

გაცნობებთ, რომ 2 თვის პატარას მკურნალობისას არ შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება თუნდაც მალამოების სახით,სპეციალისტ-დერმატოლოგთან მომართვის გარეშე ვერაფრით ვერ მივცემ თავს როგორც ექიმმა, ბავშვს დავუნიშნო რაიმე მალამოც კი.


გმადლობთ პასუხისთვის,
მალამოებს რაც შეეხება მე არ ამირჩევია პედიატრის დანიშნულებით ვმოქმედებდი, თუმცა საბოლოოდ შედეგი ვერ მივიღეთ და ისევ დერმატოლოგთან მისვლა გვირჩია.
ხვალ თქვენთან მოვდივართ :rolleyes: (პირველის ნახევარზე)
0

#32 მომხმარებელი გასულია   anuki ხატულა

  • Newbie
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 28
  • შემოგვიერთდა: 15-April 10

დაწერილია 16 April 2010 - 02:31 PM

გამარჯობათ,

მაქვს ცხიმიანი თმა და თან ქერტლიც. თან მაქვს კიდევ ერთი პრობლემა __ თმას ვერ ვივარცხნი, არ მევარცხნება კარგად. ცხიმიან თმას რატომ უნდა ჰქონდეს ქერტლი? რისი ბრალი იქნება?

გმადლობთ
0

#33 მომხმარებელი გასულია   Mari777 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 6
  • შემოგვიერთდა: 02-April 10

დაწერილია 16 April 2010 - 07:03 PM

გამოხმაურების ნახვაlusi, on 09 April 2010 - 11:34 AM, said:

მარი გამოიყენე ტანის დასაბანი პილინგი და ეგ პრობლემა მოგეხსნება.პილინგი ხელს უწყობს ზედმეტი კანის აქერცვლას და ჩაბრუნებული თმებიც არ არის :) ნებისმიერ კოსმეტიკურ ფირმას აქვს პილინგები და შეგიძლია ნებისმიერი ფირმის ტანის პილინგი გამოიყენო.გისურვებ წარმატებას.



მადლობა, ვცდი აუცილებლად. იმედია მიშველის, თორე შეცუხებული ვარ უკვe

ise dermatologis rCevis mosmena saintereso ikneboda
0

#34 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 10:40 AM

გამოხმაურების ნახვაmaiko, on 04 April 2010 - 01:57 PM, said:

გამარჯობათ,

ფეხის ტერფები საშინლად მიოფლიანდება, ზაფხულში ვერაფერს ვერ ვიცმევ იმიტომ, რომ ოფლისგან ფეხები მისრიალდება, რას მირჩევდით?

კიდევ მაინტერესებს მაქვს გრძელი თმები, მაგრამ სანამ ვარცხნილობას არ გავიკეთებ ვერ ვიშლი ისე, იმიტომ რომ ძალიან გაფუებული მაქ ლომის ფაფარივით :)

რა გამოვიყენო რომ დაბანის მერე თავისუფლად დავიშალო თმები?

გამარჯობათ, მინდა გითხრათ, რომ ტერფების ასეთი ძლიერი ოფლიანობა შესაძლებელია "სოკოვანმა " დაავადებამაც გამოიწვიოს, ამ შემთხვევაში ანტიმიკოზური საშუალებაც უნდა მიიღოთ, სანამ სპეციალიცტ-დერმატოლოგთან მოხვიდოდეთ, ცოტა მაინც რომ შეგიმსუბუქდეთ მდგომარეობა, გირჩევთ იხმაროთ თეიმუროვის პასტა ან ლასარის პასტა, ამ უკანასკნელს გასამზადებელ აფთიაქებში გაამზადებინებთ, ზაფხულში მხოლოდ ნატურალური ნივთიერების ფეხსაცმელი და რა თქმა უნდა პირად ჰიგიენასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება თმის პრობლემა, ამისათვის არსებობს შამპუნის შერჩევის სისტემა თმის ტიპის გათვალისწინებით და თმის კონდინციონერი, რომელიც ხსნის ამ პრობლემას.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#35 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 10:48 AM

გამოხმაურების ნახვაanuki, on 16 April 2010 - 02:31 PM, said:

გამარჯობათ,

მაქვს ცხიმიანი თმა და თან ქერტლიც. თან მაქვს კიდევ ერთი პრობლემა __ თმას ვერ ვივარცხნი, არ მევარცხნება კარგად. ცხიმიან თმას რატომ უნდა ჰქონდეს ქერტლი? რისი ბრალი იქნება?

გმადლობთ

გამარჯობათ, აღნიშნული ჩივილების შემთხვევაში დერმატოლოგები ვსვავთ დიაგნოზს: " სებორეული დერმატტიტი", რომელიც სხვადასხვა პრობლემებით შეიძლება იყოს გამოწვეული, ძირითადი კი ენდოკრინოლოგიური პათოლოგიებია. ამიტომაა საჭირო მისვლა სპეციალისტთან, რათა რაიმე სერიოზული დაავადება არ გაწუხებდეთ. მერწმუნეთ, თვითმკურნალობა ამ დროს და არასპეციალისტის მიერ შერჩეული ჰიგიენური საშუალებები არანაირ შედეგს არ გამოიღებს და თქვენ კი მატერიალურად და მორალურად დაგაზარალებთ. გისურვებთ გამოჯანმრთელებას.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#36 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 12:49 PM

გამოხმაურების ნახვაnin, on 07 April 2010 - 12:47 AM, said:

გამარჯობათ,

უკვე დიდი ხანია სახეზე მაქვს ტუჩის ზემოთ მუწუკი, ჯერ მიმაგრდება და ხელს რომ ვადებ მაგრად მტკივა მერე კი ეს ჩირქდება შიგნიდან და ორი კვირის მანძილზე მაქვს მუწუკი. მერე ამ ადგილას მაქვს სიწითლე და ქავილი.მითხრეს რომ გაქვს ჰერპეს ვირუსი, ძალიან განვიცდი ამას, უკვე 2 თვეა ესე მემართება მოვირჩენ თუ არა 5 დღეში იგივე გამომდის ოღონდ სხვა ადგილას, ფული არ მაქვს რომ მივიდე ექიმთან სერიოზულად გეუბნებით, გთხოვთ მირჩიოთ რა მაზები არსებობს ამისათვის და თუ შეიძლება სისხლის გადასხმით ცოტა რომ მიშველოს, აგრეთვე მაქვს ძალიან ცხიმიანი კანი. გთხოვთ დამეხმარეთ თორემ გავგიჟდები

გამარჯობათ
სისხლის გადასხმა არანაირი გამოსავალი არ იქნება ამ შემთხვევაში, დისტანციიდან, რადგანაც ვერ მოგვმართავთ მატერიალური პრობლემების გამო, მხოლოდ შემიძლია გირჩიოთ, ყოველ საღამოს ჭარბი ცხიმიანი კანი დაიბანეთ კუპრის შემცველი საპნით( ყველაზე ეკონომიური საშუალებაა) , ხოლო თუ ეს ნამდვილად ჰერპეს ვირუსით გამოწვეული "მუწუკია", წაისვათ აციკლოვირი ან ანტივირუსული (უამრავი დასახელების კრემები არსებობს) 3 საათში 1ჯერ კლინიკური ნიშნების მიხედვით. გისურვებთ წარმატებებს და მატერიალურ სიძლიერესაც რა თქმა უნდა!
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#37 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 April 2010 - 09:27 PM

გამარჯობათ,

გასულ ზაფხულს ვიყავი ზღვაზე და მას მერე ვამჩნევ რომ ფრჩხილზე მიჩნდება რაღაც თეთრი ლაქა , ვფიქრობ რომ ეს არის სოკო. ვარ მეძუძური დედა და რა შემიძლია წავისვა ლაქტაციის პერიოდში?
ძმრის ესენცია რომ დავიწვეთო?
0

#38 მომხმარებელი გასულია   anania ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 25
  • შემოგვიერთდა: 13-April 10

დაწერილია 18 April 2010 - 01:59 PM

გამოხმაურების ნახვაNino Lomsadze, on 15 April 2010 - 12:03 PM, said:

ორსულობის პერიოდში თუ გაქვთ აჩატარებული ფარისებური ჯირკვლის კვლევა, ან ხომ არ ღებულობდით რაიმე მედიკამენტს? საერთოდ მშობიარობის შემდგომ თმისცვენა შესაძლებელია, მაგრამ არა ინტენსიურად, თუ თმისცვენა ძლიერ არის გამოხატული, გირჩევთ გაიკეთოთ ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიის გამოსარიცხად კვლევები.

კი ჩავიტარე გამოკვლევა ელენე გიორგაძესთან.მითხრეს რომ ყველაფერი წესრიგში გაქვსო:)ცვენა არ მაწუხებს იმდენად რამდენადაც ტკივილი თმის ძირებში :unsure:
0

#39 მომხმარებელი გასულია   morieli ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 02-April 10

დაწერილია 19 April 2010 - 05:23 PM

გამოხმაურების ნახვაNino Lomsadze, on 15 April 2010 - 12:11 PM, said:

სკინორენი ძალიან კარგი მალამოა, მაგრამ უნდა იხმაროთ ხანგრძლივად 1 თვე მაინც, ხოლო რასაც თქვენ წითელ ლაქებს ეძახით, შეიძლება იყოს კაპილარული ტელეანგიექტაზიები, რომელსაც სპეციფიური კოაგულაცია ესაჭიროება. თუ გნებავთ მობრძანდით,დერმატო- კოსმეტოლოგის კონსულტაცია ჩვენთან უფასოა.

დიდი მადლობა პასუხისთვის, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ეს ლაქები ჩემი სახის წვალების გამო მაქვს :( არ არსებობს რამე საშუალება რისი მეშვეობითაც ფერიმჭამელები საერთოდ გაქრება?
0

#40 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 April 2010 - 11:49 PM

გამოხმაურების ნახვაmorieli, on 19 April 2010 - 01:23 PM, said:

დიდი მადლობა პასუხისთვის, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ეს ლაქები ჩემი სახის წვალების გამო მაქვს :( არ არსებობს რამე საშუალება რისი მეშვეობითაც ფერიმჭამელები საერთოდ გაქრება?


შეიძლება მე გასწავლოო? ეგ ყველას აქვს გამოვლილი მეტნაკლებად, მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა რომ სარკე დამალო რომელშიც იყურები და აწვალებ კანს. :) მეორე კი სინტომიცინის მალამოა 10%-იანი ან სტრეპტოციდი დაფშვენი დააწვეთე სპირტი და ეგრევე სანამ გაშრება წვალების შემდეგ სწრაფად წაისვი იმ ადგილებზე და არ ჩამოიბანო. შეიშრე ზედ. შედეგი აუცილებლად გექნება. კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზეც არის დამოკიდებული. თუმცა დაელოდე ექიმს რასაც გეტყვის.
0

  • (66 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი