AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა დერმატოკოსმეტოლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (66 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა დერმატოკოსმეტოლოგს

#1 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 24 March 2010 - 08:38 PM

დასმულ შეკითხვებზე გიპასუხებთ ავერსის კლინიკის ექიმი დერამატო-კოსმეტოლოგი ნინო ლომსაძე
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
6

#2 მომხმარებელი გასულია   bacaco ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 63
  • შემოგვიერთდა: 26-March 10

დაწერილია 26 March 2010 - 04:52 PM

გამარჯობა...მაქვს ძალიან ცხიმიანი თმა და + ძალიან მცვივა...

რომელ შამპუნს მირჩევდით და რაიმე ნიღაბს ხომ ვერ შემომთავაზებდით??

წინასწარ დიდი მადლობა
1

#3 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 27 March 2010 - 08:29 PM

გამარჯობათ, რომელ ძლიერ დეოდორანტს(და არა ანტიპერსპირანტს) შემომთავაზებდით ჭარბი ოფლიანობის გამო სუნის დასაფარად? მადლობთ წინასწარ
0

#4 მომხმარებელი გასულია   mede ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 55
  • შემოგვიერთდა: 24-March 10

დაწერილია 30 March 2010 - 08:44 PM

მოგესალმებით,ჰორმონალური წამლების გამო ნიკაპზე ამომივიდა თმა, ვარ ორსულად.
შეიძლება ეპილაციის გაკეთება? ან სხვა რამე საშვალება თუ არსებობს.

გმადლობთ
1

#5 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 01 April 2010 - 12:42 PM

გამოხმაურების ნახვაbacaco, on 26 March 2010 - 04:52 PM, said:

გამარჯობა...მაქვს ძალიან ცხიმიანი თმა და + ძალიან მცვივა...

რომელ შამპუნს მირჩევდით და რაიმე ნიღაბს ხომ ვერ შემომთავაზებდით??

წინასწარ დიდი მადლობა

გაცნობებთ, რომ თმის ჭარბი ცხიმიანობა და ცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს სერიოზული ენდოკრინოლოგიური ან დერმატოლოგიური დაავადებით. უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს და მკურნალობის ტაქტიკა მის მიერვე განისაზღვრება. ერთადერთი რაც შემიძლია გირჩიოთ არის სამკურნალო შამპუნი ნიზორალი. გისურვებთ გამოჯანმრთელებას.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#6 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 01 April 2010 - 12:47 PM

გამოხმაურების ნახვაmede, on 30 March 2010 - 08:44 PM, said:

მოგესალმებით,ჰორმონალური წამლების გამო ნიკაპზე ამომივიდა თმა, ვარ ორსულად.
შეიძლება ეპილაციის გაკეთება? ან სხვა რამე საშვალება თუ არსებობს.

გმადლობთ

მინდა გაგახაროთ, ფეხმძიმე ქალისათვის ელექტროეპილაცია სრულიად უსაფრთხოა, ქალისთვის მითუმეტეს ასეთ ლამაზ მდგომარეობაში გარეგნული იერი ძალიან მნიშვნელოვანია. ოღონდ გაითვალისწინეთ, მხოლოდ ელექტროეპილაცია. გისურვებთ წარმატებებს.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#7 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 01 April 2010 - 12:54 PM

გამოხმაურების ნახვაbzik, on 27 March 2010 - 08:29 PM, said:

გამარჯობათ, რომელ ძლიერ დეოდორანტს(და არა ანტიპერსპირანტს) შემომთავაზებდით ჭარბი ოფლიანობის გამო სუნის დასაფარად? მადლობთ წინასწარ

პირველ რიგში საინტერესოა რატომ გაქვთ ჭარბი ოფლიანობა, ჯობს მოგვმართოთ რათა დაგეხმაროთ ამ საკითხის მოგვარებაში. ამის მრავალი საშუალება არსებობს. სხვათა შორის, პლასტიკური ქირურგის დახმარებით ჩვენს კლინიკაში კეთდება ე. წ. "აბლაცია", სრულიად უსაფრთხო პროცედურა, რითაც თქვენ ძლიერ კომფორტულად იგრძნობთ თავს და განთავისუფლდებით ამ პრობლემისაგან. ამჟამად გირჩევდით ხსნარს "ფორმიდონს" რომელიც ოფლის სუნის პრობლემას მოგიგვარებთ..
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#8 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 01 April 2010 - 01:58 PM

გამოხმაურების ნახვაNino Lomsadze, on 01 April 2010 - 12:54 PM, said:

პირველ რიგში საინტერესოა რატომ გაქვთ ჭარბი ოფლიანობა, ჯობს მოგვმართოთ რათა დაგეხმაროთ ამ საკითხის მოგვარებაში. ამის მრავალი საშუალება არსებობს. სხვათა შორის, პლასტიკური ქირურგის დახმარებით ჩვრნს კლინიკაში კეთდება ე. წ. "აბლაცია", სრულიად უსაფრთხო პროცედურა, რითაც თქვენ ძლიერ კომფორტულად იგრძნობთ თავს და განთავისუფლდებით ამ პრობლემისაგან. ამჟამად გირჩევდით ხსნარს "ფორმიდონს" რომელიც ოფლის სუნის პრობლემას მოგიგვარებთ..

უღრმესი მადლობა პასუხისთვის. ადრეც მქონდა ერთ-ერთი საიტიდან წაკითხული ფორმიდრონის ხსნარის შესახებ, მაგრამ ვერსად ვიშოვე. არავის ქონდა. შემდეგ თავი დავანებე კარგი და ეფექტური რომ იყოს ალბათ ექნებოდათ მეთქი. და სად ვიშოვო ხომ ვერ მეტყვით? ნებისმიერ ავერსის აფთიაქში იქნება? და მაინტერესებს ნამდვილად მომიგვარებს თუ არა სუნის პრობლემას ფორმიდრონი? და არის თუ არა მართლა ასეთი ეფექტური? სუნის საწინააღმდეგო ხომ დეოდორანტებიცაა და ის არ მშველის და ვერ ვიჯერებ რომ ფორმიდრონი მიშველის, ნამდვიალდ აქვს უპირატესობა ფორმიდრონს დეოდორანტებთან შედარებით? და კიდევ ერთიც თქვენის ნებართვით ხომ არ იცით როგორ მოვიხმარო? დღეში რამდენჯერ შემეძლება მისი წასმა?

უდიდეს ბოდიშს გიხდით ამდენი შეკითხვისთვის და ასევე უღრმეს მადლობას მოგახსენებთ პასუხისთვის. თორე ისეთ საშინელ დღეში ვარ, მტერსაც არ ვუსურვებ. საშინელი და საზიზღარი დისკომფორტი მაქვს.
0

#9 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 01 April 2010 - 04:39 PM

გამოხმაურების ნახვაbzik, on 01 April 2010 - 01:58 PM, said:

უღრმესი მადლობა პასუხისთვის. ადრეც მქონდა ერთ-ერთი საიტიდან წაკითხული ფორმიდრონის ხსნარის შესახებ, მაგრამ ვერსად ვიშოვე. არავის ქონდა. შემდეგ თავი დავანებე კარგი და ეფექტური რომ იყოს ალბათ ექნებოდათ მეთქი. და სად ვიშოვო ხომ ვერ მეტყვით? ნებისმიერ ავერსის აფთიაქში იქნება? და მაინტერესებს ნამდვილად მომიგვარებს თუ არა სუნის პრობლემას ფორმიდრონი? და არის თუ არა მართლა ასეთი ეფექტური? სუნის საწინააღმდეგო ხომ დეოდორანტებიცაა და ის არ მშველის და ვერ ვიჯერებ რომ ფორმიდრონი მიშველის, ნამდვიალდ აქვს უპირატესობა ფორმიდრონს დეოდორანტებთან შედარებით? და კიდევ ერთიც თქვენის ნებართვით ხომ არ იცით როგორ მოვიხმარო? დღეში რამდენჯერ შემეძლება მისი წასმა?

უდიდეს ბოდიშს გიხდით ამდენი შეკითხვისთვის და ასევე უღრმეს მადლობას მოგახსენებთ პასუხისთვის. თორე ისეთ საშინელ დღეში ვარ, მტერსაც არ ვუსურვებ. საშინელი და საზიზღარი დისკომფორტი მაქვს.

ხსნარი ფორმიდრონი ნამდვილად არის ავერსის ქსელის ნებისმიერ აფთიაქში, ალბათ არ იქნება მისი შეძენის პრობლემა ნებისმიერ სხვა აფთიაქებშიც. არის ძალიან ეფექტური, იხმარება ადგილობრივად 2-3ჯერ დღეში სუფთა კანზე და ძალიან მომგებიანიცაა ეკონომიური თვალსაზრისით. სცადეთ, ჯერჯერობით, შემდგომ კი მაინც რადგანაც ასეთი სერიოზული დისკომფორტი გაქვთ, ალბათ სპეციალისტთან მომართვა გიჯობთ. გისურვებთ გამოჯანმრთელებას.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#10 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 01 April 2010 - 10:27 PM

გამოხმაურების ნახვაNino Lomsadze, on 01 April 2010 - 04:39 PM, said:

ხსნარი ფორმიდრონი ნამდვილად არის ავერსის ქსელის ნებისმიერ აფთიაქში, ალბათ არ იქნება მისი შეძენის პრობლემა ნებისმიერ სხვა აფთიაქებშიც. არის ძალიან ეფექტური, იხმარება ადგილობრივად 2-3ჯერ დღეში სუფთა კანზე და ძალიან მომგებიანიცაა ეკონომიური თვალსაზრისით. სცადეთ, ჯერჯერობით, შემდგომ კი მაინც რადგანაც ასეთი სერიოზული დისკომფორტი გაქვთ, ალბათ სპეციალისტთან მომართვა გიჯობთ. გისურვებთ გამოჯანმრთელებას.

დიდი, დიდი მადლობა პასუხისთვის.. ერთსაც გკითხავთ თუ შეილება, მაინტერესებს რა უპირატესობა აქვს მას ნებისმიერ დეოდორანტთან შედარებით? ჯობია ის ჩვეულებრივ დეოდორანტებს? იმდენი რამ ვცადე, ვერ ვიჯერებ, რომ შეილება ამან სუნის მხრივ მომიგვაროს პრობლემა.

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა დახმარებისთვის...
0

#11 მომხმარებელი გასულია   morieli ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 02-April 10

დაწერილია 02 April 2010 - 02:54 PM

გამარჯობა,

სახეზე (განსაკუთრებით ცხვირზე და მის მიდამოებში) მაქვს ფერიმჭამელები, რომელიც ვერაფრით ვერ მოვიშორე :(

ასევე ზამთარში ზურგზე მაყრის ფერიმჭამელები და ზაფხულში მზე მშველის ხოლმე :(

რამე ეფექტურს ხომ არ მირჩევდით? კრემის სახით?
0

#12 მომხმარებელი გასულია   Mari777 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 6
  • შემოგვიერთდა: 02-April 10

დაწერილია 02 April 2010 - 03:52 PM

გამარჯობათ,

ერთი პრობლემა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ: ხელებზე და ფეხებზე ვიკეთებ ე.წ. ვოსკის ეპილაციას. ახევის შემდგომ (ადრე როცა ვიპარსავდი ფეხებს ეს პრობლემა არ მქონია) ამოსული თმების ნაწილი მიბრუნდება - შიგ კანში ბრუნდება. ისე რომ ნემსით მიცევს მისი ამოგება ან როგირც ფერიმჭამელის ისე. რაც რაღა თქმა უნდა მიფუჭებს კანს. გესმით ალბათ, რომ ახალგაზრდა გოგოსთვის დაწიწკნილი ხელებით და ფეხებოთ სიარული დიდი სისკომფორტია. იქნებ რამე გამოსავალი არის? იქნებ რაიმე პრეპარატი იყიდება ავერსის აფთიაქში.

წინასწარ დიდი მადლობა
0

#13 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 03 April 2010 - 10:33 AM

გამოხმაურების ნახვაmorieli, on 02 April 2010 - 02:54 PM, said:

გამარჯობა,

სახეზე (განსაკუთრებით ცხვირზე და მის მიდამოებში) მაქვს ფერიმჭამელები, რომელიც ვერაფრით ვერ მოვიშორე :(

ასევე ზამთარშI ზურგზე მაყრის ფერიმჭამელები და ზაფხულში მზემშველი ხოლმე :(

რამე ეფექტურს ხომ არ მირჩევდით? კრემის სახით?

გმადლობთ შეკითხვისათვის
პრობლემას,რომელიც თქვენ ასე ძლიერ გაწუხებთ, დერმატოლოგები აკნეს ვუწოდებთ, ოღონდ გააჩნია როგორი ფორმის აკნეა,მედიკამენტიც შესაბამისი ინიშნება, მხოლოდ გარეგნული საშუალებიუთ თქვენი პრობლემა არ მოგვარდება. ეს სწორედ ის დაავადებაა, რომლის კვალიც არასწორი მკურნალობის შემდგომ ადამიანს გარეგნულად ყოველთვის თან სდევს.მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს კლინიკაში გვაქვს სპეციალური კოსმეტოლოგიური კაბინეტი "აკნეს მოვლის სისტემა", რომელშიც ხორციელდება ამ დაავადების მკურნალობა , რა თქმა უნდა კანის ტიპის გათვალისწინებით. ექსკლუზივი მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობას ვახორციელებთ ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგები. ფასებიც მისაღებია. ასე, რომ ალბათ თქვენთვის სჯობს დროულად მოგვმართოთ. გისურვებთ წარმატებებს!
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#14 მომხმარებელი გასულია   tiko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 7
  • შემოგვიერთდა: 01-April 10

დაწერილია 03 April 2010 - 09:23 PM

მოგესალმებით,
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ მყავს ორი თვის პატარა, რომელსაც ტანის უკანა ნაწილში (ტაკუნას ღარში)გაუჩნდა თეთრი გამონაყარი და კანი იმ ადგილზე გაუხეშდა, არც ჩირქოვანია და არც წყლულივით. მხოლოდ თეთრი ფერის გამონაყარია. პედიატრმა რა აღარ დაგვინიშნა და არადა არ ურჩება. იქნებ მირჩიოთ რამე? თავიდან გამოყელვა ქონდა და არანაირმა მალამომ არ უშველა, ნახეთქებიც კი წარმოიშვა, როგორც იქნა mustela stelatria-ს კრემის გამოყენების შემდეგ ალაგდა, ეხლა კი ეს გამონაყარი გაუჩნდა. აღარ ვიცი რა კრემი გამოვიყენო.

წინასწარ გიხდით მადლობას.
0

#15 მომხმარებელი გასულია   maiko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 18
  • შემოგვიერთდა: 26-March 10

დაწერილია 04 April 2010 - 01:57 PM

გამარჯობათ,

ფეხის ტერფები საშინლად მიოფლიანდება, ზაფხულში ვერაფერს ვერ ვიცმევ იმიტომ, რომ ოფლისგან ფეხები მისრიალდება, რას მირჩევდით?

კიდევ მაინტერესებს მაქვს გრძელი თმები, მაგრამ სანამ ვარცხნილობას არ გავიკეთებ ვერ ვიშლი ისე, იმიტომ რომ ძალიან გაფუებული მაქ ლომის ფაფარივით :)

რა გამოვიყენო რომ დაბანის მერე თავისუფლად დავიშალო თმები?
0

#16 მომხმარებელი გასულია   nin ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 55
  • შემოგვიერთდა: 06-April 10

დაწერილია 07 April 2010 - 12:47 AM

გამარჯობათ,

უკვე დიდი ხანია სახეზე მაქვს ტუჩის ზემოთ მუწუკი, ჯერ მიმაგრდება და ხელს რომ ვადებ მაგრად მტკივა მერე კი ეს ჩირქდება შიგნიდან და ორი კვირის მანძილზე მაქვს მუწუკი. მერე ამ ადგილას მაქვს სიწითლე და ქავილი.მითხრეს რომ გაქვს ჰერპეს ვირუსი, ძალიან განვიცდი ამას, უკვე 2 თვეა ესე მემართება მოვირჩენ თუ არა 5 დღეში იგივე გამომდის ოღონდ სხვა ადგილას, ფული არ მაქვს რომ მივიდე ექიმთან სერიოზულად გეუბნებით, გთხოვთ მირჩიოთ რა მაზები არსებობს ამისათვის და თუ შეიძლება სისხლის გადასხმით ცოტა რომ მიშველოს, აგრეთვე მაქვს ძალიან ცხიმიანი კანი. გთხოვთ დამეხმარეთ თორემ გავგიჟდები
1

#17 მომხმარებელი გასულია   bacaco ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 63
  • შემოგვიერთდა: 26-March 10

დაწერილია 07 April 2010 - 04:59 PM

გამარჯობა...ვარ 26 წლის,ძალიან მეშინია ნაოჭების გაჩენის..თუ შეიძლება მასწავლოთ რაიმე ხალხური საშუალება-ნიღაბი,რაც შეიძლება თვალის გარშემო გამოვიყენო,რათა მიმიკური ნაოჭები არ გაღრმავდეს და ახლები არ დამემატოს..წინასწარ დიდი მადლობა
1

#18 მომხმარებელი გასულია   Georgevna ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 07-April 10

დაწერილია 07 April 2010 - 07:04 PM

მუხლის ზემოთ ფეხზე გამიჩნდა კაპილარები :( რისი ბრალი შეიძლება იყოს??? თანდათან უფრო მემატება..შეიძლება ეს ვარჯიშის ბრალი იყოს?? :( გაქრობა თუ შეიძლება..წინასწარ გიხდით მადლობას
0

#19 მომხმარებელი გასულია   naniko ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 8
  • შემოგვიერთდა: 24-March 10

დაწერილია 08 April 2010 - 09:51 PM

გამარჯობათ,გთხოვთ მიპასუხოთ,ვარ ორსულად 36 კვირაში და სახეზე გამომდის მუწუკები და მაქვს ფერისმჭამელები,შეიძლება თუ არა სახე დავიბანო დილა-საღამოს "ავენის" დასაბანი გელით.არ შეიცავს საპონს და არის ცხიმიანი კანის დასაბანი,ფრანგული წარმოებისაა.წინასწარ მადლობა
0

#20 მომხმარებელი გასულია   lusi ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 44
  • შემოგვიერთდა: 09-April 10

დაწერილია 09 April 2010 - 03:34 PM

გამოხმაურების ნახვაMari777, on 02 April 2010 - 03:52 PM, said:

გამარჯობათ,

ერთი პრობლემა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ: ხელებზე და ფეხებზე ვიკეთებ ე.წ. ვოსკის ეპილაციას. ახევის შემდგომ (ადრე როცა ვიპარსავდი ფეხებს ეს პრობლემა არ მქონია) ამოსული თმების ნაწილი მიბრუნდება - შიგ კანში ბრუნდება. ისე რომ ნემსით მიცევს მისი ამოგება ან როგირც ფერიმჭამელის ისე. რაც რაღა თქმა უნდა მიფუჭებს კანს. გესმით ალბათ, რომ ახალგაზრდა გოგოსთვის დაწიწკნილი ხელებით და ფეხებოთ სიარული დიდი სისკომფორტია. იქნებ რამე გამოსავალი არის? იქნებ რაიმე პრეპარატი იყიდება ავერსის აფთიაქში.

წინასწარ დიდი მადლობა


მარი გამოიყენე ტანის დასაბანი პილინგი და ეგ პრობლემა მოგეხსნება.პილინგი ხელს უწყობს ზედმეტი კანის აქერცვლას და ჩაბრუნებული თმებიც არ არის :) ნებისმიერ კოსმეტიკურ ფირმას აქვს პილინგები და შეგიძლია ნებისმიერი ფირმის ტანის პილინგი გამოიყენო.გისურვებ წარმატებას.
1

  • (66 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი