AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითხვა პედიატრს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (31 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითხვა პედიატრს თქვენ დასმულ შეკითხვებ უპასუხებს პედიატრი_თამარ ობგაიძე

#61 მომხმარებელი გასულია   pikaso ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 9
  • შემოგვიერთდა: 24-April 14

დაწერილია 04 September 2014 - 08:33 PM

დიდი მადლობა რჩევისთვის . კიდევ მაინტერეებს წლამდე ასაკის ბავშვისთვის რომელი ვიტამინი შეიძლება
0

#62 მომხმარებელი გასულია   Tamar Obgaidze ხატულა

  • პედიატრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 287
  • შემოგვიერთდა: 26-May 14

დაწერილია 05 September 2014 - 08:32 AM

გამოხმაურების ნახვაpikaso, on 04 September 2014 - 08:33 PM, said:

დიდი მადლობა რჩევისთვის . კიდევ მაინტერეებს წლამდე ასაკის ბავშვისთვის რომელი ვიტამინი შეიძლება

აუცილებლად უნდა მისცეთ დ ვიტამინი რაქიტის პროფილაქტიკისათვის, რაც შეეხება ვიტამინოტერაპიას, ის არ ტარდება რუტინულად, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით და არ არის განსაზღვრული ყველა ბავშვისათვის. ინიშნება განსაკუთრებულ შემთხვევებში.გახსოვდეთ, რომ სინტეზური ვიტამინეი არ ფლობენ ისეთ მრალ აქტივობას, როგორც ბუნებრივი და ისინი საკმაოდ სწრაფად ტოვებენ ორგანიზმის.
წარმატებებს გისურვებთ!

თამარ ობგაიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში
ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი
0

#63 მომხმარებელი გასულია   tikucha ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 190
  • შემოგვიერთდა: 06-July 11

დაწერილია 10 September 2014 - 02:03 PM

გამარჯობათ ქალბატონო თამარ,ბავშვს ორი კვირაა დაეწყო პრობლემა კუჭის მოქმედებაზე,აქმდე პრობლემა არ ყოფილა (2 წლისაა),ერთხელ გლიცერინის სანთელი დავიხმარეთ,ორჯერ გლიცერინის მიკრო ოყნა.მეოთხე დღეა მივეცი მედულაკი ერთხელ ქონდა მოქმედება.რამდენი დღე შეიძლება რომ მივცე და უფრო ეფექტური საშუალება იქნებ მირჩიოთ.და კიდევ არ გვაქვს 1,6 ასაკის აცრა გაკეთებული თვის ბოლოს მინდა თქვენთან გავუკეთო და დღეს აქვს მნიშვნელობა?
0

#64 მომხმარებელი გასულია   Tamar Obgaidze ხატულა

  • პედიატრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 287
  • შემოგვიერთდა: 26-May 14

დაწერილია 10 September 2014 - 02:15 PM

გამოხმაურების ნახვაtikucha, on 10 September 2014 - 02:03 PM, said:

გამარჯობათ ქალბატონო თამარ,ბავშვს ორი კვირაა დაეწყო პრობლემა კუჭის მოქმედებაზე,აქმდე პრობლემა არ ყოფილა (2 წლისაა),ერთხელ გლიცერინის სანთელი დავიხმარეთ,ორჯერ გლიცერინის მიკრო ოყნა.მეოთხე დღეა მივეცი მედულაკი ერთხელ ქონდა მოქმედება.რამდენი დღე შეიძლება რომ მივცე და უფრო ეფექტური საშუალება იქნებ მირჩიოთ.და კიდევ არ გვაქვს 1,6 ასაკის აცრა გაკეთებული თვის ბოლოს მინდა თქვენთან გავუკეთო და დღეს აქვს მნიშვნელობა?

გამარჯობა. ყაბზობა შეეცადეთ სწორი კვებით დაარეგულიროთ, მიეცით უხვად ხილი, ბოსტენული.მედულაკი შეგიძლიათ 2-3 კვირა მისცეთ. უეფექტობის შემთხვევაში ვიზიტზე უნდა მობრძანდეთ, რადგან უპირველესად მიზეზი უნდა დადგინდეს, ხოლო შემდეგ ჩატარდეს ეფექტური მკურნალობა.
ვაქცინაციისათვის დღეს მნიშვნელობა არ აქვს.სამწუხაროდ, ამჟამად არ გვაქვს თქვენთვის საჭირო ვაქცინა.
წარმატებებს გისურვებთ!

თამარ ობგაიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში
ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი
0

#65 მომხმარებელი გასულია   kokrochina19911201 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 09-September 14

დაწერილია 10 September 2014 - 05:40 PM

მოგესალმები ქალბატონო თამარ,ჩემი პატარა 3 თვისაა და ჯერ არ ჩაგვიტარებია ვაქცინაცია,2 თვის რომ გახდა კუჭნაწლავი აერია და ტავი შევიკავეტ ვაქცინაციისაგან.ეხლა კისე ცოტა სისველე აქვს და მაინტერესებს შეიზლება თუ არა ესეთ მდგომარეობაში აცრა?
0

#66 მომხმარებელი გასულია   Tamar Obgaidze ხატულა

  • პედიატრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 287
  • შემოგვიერთდა: 26-May 14

დაწერილია 11 September 2014 - 07:52 AM

გამოხმაურების ნახვაkokrochina19911201, on 10 September 2014 - 05:40 PM, said:

მოგესალმები ქალბატონო თამარ,ჩემი პატარა 3 თვისაა და ჯერ არ ჩაგვიტარებია ვაქცინაცია,2 თვის რომ გახდა კუჭნაწლავი აერია და ტავი შევიკავეტ ვაქცინაციისაგან.ეხლა კისე ცოტა სისველე აქვს და მაინტერესებს შეიზლება თუ არა ესეთ მდგომარეობაში აცრა?

გამარჯობა.ეს არ არის ვაქცინაციის უკუჩვენება, თუ სხვა რამ პათოლოგია არ არის.აცრის წინ პატარა პედიატრმა და ნევროლოგმა უნდა გასინჯონ.
წარმატებებს გისურვებთ!

თამარ ობგაიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში
ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი
0

#67 მომხმარებელი გასულია   Tamar Obgaidze ხატულა

  • პედიატრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 287
  • შემოგვიერთდა: 26-May 14

დაწერილია 16 September 2014 - 09:50 AM

ჩემო ძვირფასო მშობლებო – დედებო, მამებო!
მოუთმენლად ელოდით და აი, ნანატრი დღეც დადგა – თქვენს ოჯახში ახალი წევრია. გილოცავთ! პატარას ალბათ ყურადღებასა და სითბოს არ აკლებთ.ამ ყველაფერთან ერთად ექიმის რჩევების გათვალისიწნებასაც ნუ დაივიწყებთ!
ავერსის კლინიკის პედიატრიულ სამსახურს თქვენთვის სიურპრიზი აქვს! კლინიკის წამყვანი ბავშვთა ექიმები გეგმავენ რეგულარულ შეხვედრებს ახალბედა მშობლებთან, რომელთაც აინტერესებთ ყველაფერი ბავშვის განვითარების, მოვლის, კვების შესახებ. გაეცნობით აგრეთვე ბაშვთა უხშირეს დაავადებებს და მთ მართვას.
ჩვენი "მშობელთა სკოლა" უფასოა!
გვეწვიეთ ავერსის კლინიკის Facebook-ის გვერდზე – https://www.facebook...?fref=ts.აქ ჩვენ ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ საინტერესო თემებს, რასაც შემდგომ უფრო დაწვრილებით "მშობელთა სკოლის" სემინარებზე განვიხილავთ.
გახსოვდეთ! ბავშვთა მოვლისა და ჯანმრთელობის საკითხებში განსწავლული მშობელი ექიმისათვის საუკეთესო თანაშემწეა მაშინ, როცა პატარას უჭირს.
მაშ, ასე! ისწავლეთ ყველაფერი ბავშვის შესახებ და გახდით თქვენი ექიმის მეგობარი!

სიყვარულით, თამარ ობგაიძე

Attached thumbnail(s)

  • მიმაგრებული სურათი

წარმატებებს გისურვებთ!

თამარ ობგაიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში
ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი
0

#68 მომხმარებელი გასულია   tikucha ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 190
  • შემოგვიერთდა: 06-July 11

დაწერილია 18 September 2014 - 07:22 PM

გამარჯობათ ქალბატონო თამარ,თქვენი პაციენტის ქავთარაძე დავითის დედა გაწუხებთ მესამე დგეა გვაქვს სიცხე გუშინ ქვედა ტუჩზე შიგნიდან ვნახე აქვს სტომატიტის ორი ბუშტუკი თან სტკივა და მეორე დღეა ცოტას ჭამს,ძირითადად არის ჩაიზე.დავუმუშავე სოდიანი წყლის ტამპონით და დონტინექს გელი წავუსვი.შაბათს მუშაობთ?კონსულტაციაზე რომ მოვიდეთ ხვალ ვერ ვახერხებ,ან რა გავუკეთო?სიცხეც სავარაუდოდ აქედანაა არ ახველებს და არც ცხვირიდან აქვს გამონადენი
0

#69 მომხმარებელი გასულია   Tamar Obgaidze ხატულა

  • პედიატრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 287
  • შემოგვიერთდა: 26-May 14

დაწერილია 19 September 2014 - 08:18 AM

გამოხმაურების ნახვაtikucha, on 18 September 2014 - 07:22 PM, said:

გამარჯობათ ქალბატონო თამარ,თქვენი პაციენტის ქავთარაძე დავითის დედა გაწუხებთ მესამე დგეა გვაქვს სიცხე გუშინ ქვედა ტუჩზე შიგნიდან ვნახე აქვს სტომატიტის ორი ბუშტუკი თან სტკივა და მეორე დღეა ცოტას ჭამს,ძირითადად არის ჩაიზე.დავუმუშავე სოდიანი წყლის ტამპონით და დონტინექს გელი წავუსვი.შაბათს მუშაობთ?კონსულტაციაზე რომ მოვიდეთ ხვალ ვერ ვახერხებ,ან რა გავუკეთო?სიცხეც სავარაუდოდ აქედანაა არ ახველებს და არც ცხვირიდან აქვს გამონადენი

გამარჯობა.როგორც ჩანს ჩვენს დავითს ინფექცია აქვს. შაბათს ვმუშაობ 10–15.00 სთ. შეგიძლიათ ჩაეწეროთ. ჩაწერისათვის შეგახსენებთ ტელ.ნომრებს: 2 39 15 01; 2 39 98 88.
წარმატებებს გისურვებთ!

თამარ ობგაიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში
ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი
0

#70 მომხმარებელი გასულია   tikucha ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 190
  • შემოგვიერთდა: 06-July 11

დაწერილია 19 September 2014 - 07:09 PM

დიდი მადლობა
0

#71 მომხმარებელი გასულია   lalolalo ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 48
  • შემოგვიერთდა: 25-April 10

დაწერილია 23 September 2014 - 11:14 AM

გამარჯობათ ქალბატონო თამარ, ჩემი პატარა არის 11 თვის/ გუშინ საღამოს ჩვეულებრივად თამაშობდა, კარგ ხასიათზე იყო, უცებ აკივლდა და განწირული ხმით დაიწყო ტირილი.ცხვირიდანაც თეთრად წამოუვიდა ცოტა. მუშტს იტენიდა პირში და კბილების მასაჟორი რომ მივეცი ცოტა დამშვიდდა. შეიძლება კბილების ბრალი იყოს? 7 კბილი ისე ამოუვიდა საერთოდ არ გაგვიგია არაფერი. თუ კბილიების ბრალი არაა სხვა რა შეიძლება იყოს?
0

#72 მომხმარებელი გასულია   lalolalo ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 48
  • შემოგვიერთდა: 25-April 10

დაწერილია 23 September 2014 - 11:17 AM

ქალბატონო თამარ კიდე მაინტერესებს 11 თვის ბავშვს პურირამდენი ნაჭერი შეიძლება რომ მივცე? წონაში ჩამორჩება 8.500-ია , ჭამა არ უყვარს. უყვარს პური და ჰეინსის პეჩენია. პეჩენიაც რამდენი ცალი შეიძლება რომ მივცე? და კიდე ერთი კხთხვაც, შეიძლება თუ არა ამ ასაკის ბავშვს ოქსოლინის მალამო წავუსვა? და დღეში რამდენჯერ? წინასწარ დიდი მადლობა
0

#73 მომხმარებელი გასულია   Tamar Obgaidze ხატულა

  • პედიატრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 287
  • შემოგვიერთდა: 26-May 14

დაწერილია 23 September 2014 - 11:53 AM

გამოხმაურების ნახვაlalolalo, on 23 September 2014 - 11:14 AM, said:

გამარჯობათ ქალბატონო თამარ, ჩემი პატარა არის 11 თვის/ გუშინ საღამოს ჩვეულებრივად თამაშობდა, კარგ ხასიათზე იყო, უცებ აკივლდა და განწირული ხმით დაიწყო ტირილი.ცხვირიდანაც თეთრად წამოუვიდა ცოტა. მუშტს იტენიდა პირში და კბილების მასაჟორი რომ მივეცი ცოტა დამშვიდდა. შეიძლება კბილების ბრალი იყოს? 7 კბილი ისე ამოუვიდა საერთოდ არ გაგვიგია არაფერი. თუ კბილიების ბრალი არაა სხვა რა შეიძლება იყოს?

მოგესალმებით. უეცარი, შეუპოვარი ტირილი, როგორც წესი, ტკივილთანაა დაკავშირებული.შესაძლებელია ეს ღრძილებთან იყოს დაკავშირებული.თუ ჭირვეულობა გრძძელდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
წარმატებებს გისურვებთ!

თამარ ობგაიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში
ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი
0

#74 მომხმარებელი გასულია   Tamar Obgaidze ხატულა

  • პედიატრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 287
  • შემოგვიერთდა: 26-May 14

დაწერილია 23 September 2014 - 12:57 PM

გამოხმაურების ნახვაlalolalo, on 23 September 2014 - 11:17 AM, said:

ქალბატონო თამარ კიდე მაინტერესებს 11 თვის ბავშვს პურირამდენი ნაჭერი შეიძლება რომ მივცე? წონაში ჩამორჩება 8.500-ია , ჭამა არ უყვარს. უყვარს პური და ჰეინსის პეჩენია. პეჩენიაც რამდენი ცალი შეიძლება რომ მივცე? და კიდე ერთი კხთხვაც, შეიძლება თუ არა ამ ასაკის ბავშვს ოქსოლინის მალამო წავუსვა? და დღეში რამდენჯერ? წინასწარ დიდი მადლობა

1 ნაჭერი პური საკმარისია. ორცხობილა 5-6 ცალი. რაც შეეხება ოქსოლინის მალამოს, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ 3-4-ჯერ დღეში.
წარმატებებს გისურვებთ!

თამარ ობგაიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში
ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი
0

#75 მომხმარებელი გასულია   nafatifi ხატულა

  • სუპერ ფორუმელი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,333
  • შემოგვიერთდა: 28-September 10

დაწერილია 26 September 2014 - 01:33 PM

გამარჯობა, ბავშვი არის 1.8 წლის და იკვებევა ძუძუთი,, ვარ ორსულად,, რა არ ვცადე მაგრამ ვერ დავანებებინე თავი, რამეს ხომ არ მირჩევდით? დანებების პერიოდში ძალიან გაღიზიანებულია.. დღე კიდევ უფრო შევძელი რომ არ ეჭამა მაგრამ ღამე არაფერი გამოგვდის,, ვსვამ წამლებს .. აქტოვეგინი, სორბიფენი, მაგიტრონი.. შეიზლება ეს პრეპარატები ლაქტაციის დროს? გმადლობთ და გთხოვთ დაწვრილებით გამცეთ პასუხი...
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
0

#76 მომხმარებელი გასულია   Tamar Obgaidze ხატულა

  • პედიატრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 287
  • შემოგვიერთდა: 26-May 14

დაწერილია 26 September 2014 - 02:29 PM

გამოხმაურების ნახვაnafatifi, on 26 September 2014 - 01:33 PM, said:

გამარჯობა, ბავშვი არის 1.8 წლის და იკვებევა ძუძუთი,, ვარ ორსულად,, რა არ ვცადე მაგრამ ვერ დავანებებინე თავი, რამეს ხომ არ მირჩევდით? დანებების პერიოდში ძალიან გაღიზიანებულია.. დღე კიდევ უფრო შევძელი რომ არ ეჭამა მაგრამ ღამე არაფერი გამოგვდის,, ვსვამ წამლებს .. აქტოვეგინი, სორბიფენი, მაგიტრონი.. შეიზლება ეს პრეპარატები ლაქტაციის დროს? გმადლობთ და გთხოვთ დაწვრილებით გამცეთ პასუხი...

გამარჯობა.
1.ლაქატაციის შეწყვეტა პრობლემას ქმნის პატარასათვის. თუმცა თავად ორსულობა არ წარმოადგენს ლაქტაციის შეწყვეტის ჩვენებას, თუ რაიმე სხვა პრობლემა არ არის. თუ თქვენ გადაწყვიტეთ, თავი დაანებოთ ძუძუს წოვებას, ბავშვს არ უნდა მისცეთ ძუძუ მიუხედავად ჭირვეულობისა. საუკეთესო ვარიანტია, თუ რამდენიმე დღე არ დაიძინებთ მასთან ერთად ერთ ოთახში. რასაკვირველი ჭირვეულობა გარდაუვალია, მაგრამ თუ თქვენ კვლავ მისცემთ ძუძუს, რძე აუცილებლად კვლავ სითეზირდება სარძევე ჯირკვლებში.
2.ეს პრეპარატები ორსულობის დროს დასაშვებია.
წარმატებებს გისურვებთ!

თამარ ობგაიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში
ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი
0

#77 მომხმარებელი გასულია   nafatifi ხატულა

  • სუპერ ფორუმელი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1,333
  • შემოგვიერთდა: 28-September 10

დაწერილია 27 September 2014 - 11:39 AM

გამოხმაურების ნახვაTamar Obgaidze, on 26 September 2014 - 02:29 PM, said:

გამარჯობა.
1.ლაქატაციის შეწყვეტა პრობლემას ქმნის პატარასათვის. თუმცა თავად ორსულობა არ წარმოადგენს ლაქტაციის შეწყვეტის ჩვენებას, თუ რაიმე სხვა პრობლემა არ არის. თუ თქვენ გადაწყვიტეთ, თავი დაანებოთ ძუძუს წოვებას, ბავშვს არ უნდა მისცეთ ძუძუ მიუხედავად ჭირვეულობისა. საუკეთესო ვარიანტია, თუ რამდენიმე დღე არ დაიძინებთ მასთან ერთად ერთ ოთახში. რასაკვირველი ჭირვეულობა გარდაუვალია, მაგრამ თუ თქვენ კვლავ მისცემთ ძუძუს, რძე აუცილებლად კვლავ სითეზირდება სარძევე ჯირკვლებში.
2.ეს პრეპარატები ორსულობის დროს დასაშვებია.

მადლობთ, ეს პრეპარატები ორსულობის გამო მაქვს დანიშნული მაგრამ ბავშვი ძუძუს რომ წოვს ამ შემთხვევაში თუ შეიძლება რომ მივიღო? 2) და ორსულობა და ძუძუს წოვება ერთად დასაშვებია?
დადებული სურათი
დადებული სურათი
დადებული სურათი
0

#78 მომხმარებელი გასულია   Tamar Obgaidze ხატულა

  • პედიატრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 287
  • შემოგვიერთდა: 26-May 14

დაწერილია 27 September 2014 - 12:16 PM

გამოხმაურების ნახვაnafatifi, on 27 September 2014 - 11:39 AM, said:

მადლობთ, ეს პრეპარატები ორსულობის გამო მაქვს დანიშნული მაგრამ ბავშვი ძუძუს რომ წოვს ამ შემთხვევაში თუ შეიძლება რომ მივიღო? 2) და ორსულობა და ძუძუს წოვება ერთად დასაშვებია?

დიახ, როგორც უკვე მოგწერეთ, ორივე შემთხვევაში დასაშვებია.
წარმატებებს გისურვებთ!

თამარ ობგაიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში
ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი
0

#79 მომხმარებელი გასულია   ცუცა ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 128
  • შემოგვიერთდა: 20-November 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 28 September 2014 - 08:21 PM

გამარჯობათ ქალბატონო თამარ, ჩემს 3.4 წლის შვილს აწუხებს შეკრულობა, ვაძლევ duphalac 18მლ გრამს მაგრამ შედეგი არ აქვს, ყოველ მეორე დღე მაინც უკეთებ გლიცერინის ოყნას, გვყავდა არაერთხელ ექიმთან ამის გამო. ამის წინ კი თავისიტ შეეცადა გაეკეთებინა რის გამოც გარეთ გამოყვა ნაწლავი სასწრაფოდ წავიყვანეთ სავადმყოფოში, ქირურგმა შეუბრუნა ნაწლავი, გვირჩია გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია, კონსულტაციის შემდეგაც იგივე dupalakit და ოყნით ნახევრად დაწოლილ მდგომარეობაში გვირჩია მკურნალობა, ძალიან გთხოვთ იქნებ დაგვაკვალიანოთ ან გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ.ბავშვს აქვს უმადობა, შესაბამისად დაიკლო წონაშიც. მადლობას გიხდით წინასწარ.
დადებული სურათი




0

#80 მომხმარებელი გასულია   Tamar Obgaidze ხატულა

  • პედიატრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 287
  • შემოგვიერთდა: 26-May 14

დაწერილია 29 September 2014 - 08:40 AM

გამოხმაურების ნახვაცუცა, on 28 September 2014 - 08:21 PM, said:

გამარჯობათ ქალბატონო თამარ, ჩემს 3.4 წლის შვილს აწუხებს შეკრულობა, ვაძლევ duphalac 18მლ გრამს მაგრამ შედეგი არ აქვს, ყოველ მეორე დღე მაინც უკეთებ გლიცერინის ოყნას, გვყავდა არაერთხელ ექიმთან ამის გამო. ამის წინ კი თავისიტ შეეცადა გაეკეთებინა რის გამოც გარეთ გამოყვა ნაწლავი სასწრაფოდ წავიყვანეთ სავადმყოფოში, ქირურგმა შეუბრუნა ნაწლავი, გვირჩია გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია, კონსულტაციის შემდეგაც იგივე dupalakit და ოყნით ნახევრად დაწოლილ მდგომარეობაში გვირჩია მკურნალობა, ძალიან გთხოვთ იქნებ დაგვაკვალიანოთ ან გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ.ბავშვს აქვს უმადობა, შესაბამისად დაიკლო წონაშიც. მადლობას გიხდით წინასწარ.

მოგესალმებით. ზოგადად, შეკრულობა არ ჰქვია, თუ პატარას 3 დღეში 1-ხელ მაინც აქვს ნაწლავთა მოქმედება ფორმირებული განავლით, ასე, რომ ყოველ მე-2 დღეს ოყნის გაკეთება საჭირო არ გახლავთ. ნაწლავის გამოვარდნას იწვევს მისი ფიქსაციის სისუსტე და ამ ფონზე ჭინთვები. აუცილებელია ისტორიის დეტალური შეკრება და პატარას ასევე დეტალური გასინჯვა,მისი ფსიქოემოციური ფონის შესწავალაც, რათა დადგინდეს თქვენი პრობლემის რეალური არსი და მიზეზები. მკურნალობა კომპლექსურია. ინიშნება არა მარტო ლაქტულოზა, არამედ სწორი კვება, უჯრედისით და კალიუმით მდიდარი საკვები.თავად დუფალაკი (ლაქტულოზა)დოზადამოკიდებული პრეპარატია, ამიტომ საჭიროა მისი ეფექტური დოზის შერჩევა.იმ შემთხვევაში, თუ ჩატარებული მკურნალობა უეფექტოა, საჭირო ხდება გამოკვლევების ჩატარება, რასაც ექიმი პაციენტის გასინჯვის შემდეგ გადაწყვეტს. ასე, რომ გირჩევთ, კიდევ ერთხელ მიმართოთ თქვენს ექიმს. ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ ვიზიტზე ჩვენთან.
წარმატებებს გისურვებთ!

თამარ ობგაიძე

აკადემიური დოქტორი მედიცინაში
ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი
0

  • (31 გვერდი)
  • +
  • « პირველი
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი