AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითვა დერმატოვენეროლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (36 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითვა დერმატოვენეროლოგს

#1 მომხმარებელი გასულია   Dr. Aversi ხატულა

  • Administrator
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 560
  • შემოგვიერთდა: 16-December 09
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 February 2010 - 02:50 PM

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს ავერსის კლინიკის ექიმი დერმატოვენეროლოგი ნინო ლომსაძე
ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

http://www.aversi.ge/


https://www.facebook.com/AversiPharma/
9

#2 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 24 March 2010 - 12:10 PM

ალბათ სწორ თემაში ვსვამ კითხვას...

მაინტერესებს ასეთი რამ... ვადაგასული ანტიპერსპირანტი თუ იმოქმედებს, საქმე ისაა, რომ ამას წინათ მაღაზიაში შევიძინე და არ შემიხედავს ვადისთვის, რამოდენიმე დღის მერე შევნიშნე, რომ 2008 წელს გადიოდა ვადა. მაინტერესებს თუ ექნება ეფექტური მოქმედება და რამე ზიანს ხომ არ მომაყენებს?

მადლობთ წინასწარ :):):

p.s მომეწონა ახალი ფორუმი ძალიან.
0

#3 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 25 March 2010 - 04:46 PM

გმადლობთ შეკითხვისათვის.

გაცნობებთ, რომ ვადაგასული ჰიგიენური საშუალებების ხმარება არ არის რეკომენდირებული. იმედია არ მოგაყენებთ არავითარ ზიანს, მაგრამ არც იმოქმედებს. შემდგომში შეძენისას გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ვადას.
პატივისცემით ექიმი დერმატო-ვენეროლოგი.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#4 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 25 March 2010 - 05:09 PM

გამოხმაურების ნახვაNino Lomsadze, on 25 March 2010 - 04:46 PM, said:

გმადლობთ შეკითხვისათვის.

გაცნობებთ, რომ ვადაგასული ჰიგიენური საშუალებების ხმარება არ არის რეკომენდირებული. იმედია არ მოგაყენებთ არავითარ ზიანს, მაგრამ არც იმოქმედებს. შემდგომში შეძენისას გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ვადას.
პატივისცემით ექიმი დერმატო-ვენეროლოგი.

მადლობთ პასუხისთვის :):):
0

#5 მომხმარებელი გასულია   nunka ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 27
  • შემოგვიერთდა: 31-March 10

დაწერილია 07 April 2010 - 05:30 PM

გამარჯობათ.აღმომაჩნდა მე-2 ტიპის ჰერპესი.ამჟამად ბავშვი მყავს ძუძუთი კვებაზე.რამდენად გამართლებულია მკურნალობის დაწყება.იმედი მაქვს სათანადო განყოპილებაში დავსვი შეკითხვა,თუ არა და,იქნებ მიმითითოთ კონკრეტულად რომელი სპეციალობის ექიმს მივმართო კონსულტაციისთვის და სამკურნალოდ.გმადლობთ
0

#6 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 April 2010 - 04:21 PM

გამოხმაურების ნახვაnunka, on 07 April 2010 - 05:30 PM, said:

გამარჯობათ.აღმომაჩნდა მე-2 ტიპის ჰერპესი.ამჟამად ბავშვი მყავს ძუძუთი კვებაზე.რამდენად გამართლებულია მკურნალობის დაწყება.იმედი მაქვს სათანადო განყოპილებაში დავსვი შეკითხვა,თუ არა და,იქნებ მიმითითოთ კონკრეტულად რომელი სპეციალობის ექიმს მივმართო კონსულტაციისთვის და სამკურნალოდ.გმადლობთ

გამარჯობათ, სწორად მოგვმართეთ, იმედია აღნიშნული ვირუსის ტიპირება მოხდა კვალიფიციურად, ხოლო მკუნალობას მითუმეტეს ლაქტაციის პერიოდში არ გირჩევთ ექიმთან მომართვის გარეშე, აუცილებლად უახლოეს პერიოდში მოგვმართეთ და დაგეხმარებით, გიმკურნალებთ სრულყოფილად.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#7 მომხმარებელი გასულია   inkubacia ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1
  • შემოგვიერთდა: 23-April 10

დაწერილია 23 April 2010 - 07:12 PM

მაინტერესებს როგორ ხდება სიფილისის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, და რამდენად შესაძლებელია მისი გადადება დაავადებული პიროვნების მოვლით ხშირი კონტაქტით, როგორი სიმპტომები ვლინდება, რამდენადაა შესაძლებელი ფეხეზე გამონაყარი გამოიწვეული იყო არა სქესობრივი კავშირით.
0

#8 მომხმარებელი გასულია   zemoreira ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 23-April 10

დაწერილია 23 April 2010 - 10:58 PM

მოგესალმებით! ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან:უკვე თითქმის წელიწადზე მეტია ასოს თავზე მაქვს მოწითალო ფერის წინწკლოვანი გამონაყარი, ხანდახან უფრო ღიზიანდება ხოლმე და განვიცდი სერიოზულ დისკომფორტს, თითქმის შეუძლებელს ხდის სექსუალურ ცხოვრებას!ვიყავი ექიმთან, ამიღო ნაცხის ანალიზი და არავითარი ინფექცია არ აღმომაჩნდა,გარეგანი დათვალიერების შემდეგ დამინიშნა ტრიდერმის მალამო,თავიდან თითქოს მიშველა მაგრამ შევწყვიტავ თუ არა წასმას, 4-5 დღეში ისევ იწყებს! იქნებ რამე მირჩიოთ თორემ გავწამდი კაცი:(
0

#9 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 28 April 2010 - 07:39 PM

გამოხმაურების ნახვაinkubacia, on 23 April 2010 - 07:12 PM, said:

მაინტერესებს როგორ ხდება სიფილისის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, და რამდენად შესაძლებელია მისი გადადება დაავადებული პიროვნების მოვლით ხშირი კონტაქტით, როგორი სიმპტომები ვლინდება, რამდენადაა შესაძლებელი ფეხეზე გამონაყარი გამოიწვეული იყო არა სქესობრივი კავშირით.

გამარჯობათ, გმადლობთ შეკითხვისათვის. სიფილისის დიაგნოსტირება ხდება სპეციფიური ანალიზებითა და კლინიკური ნიშნების საშუალებით, ანუ აუცილებლად ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ვინაიდან მას მრავალფეროვანი გამოვლინებები ახასიათება, როგორ ცკანზე გამონაყარის სახით, ასევე საერთო მდგომარეობის ცვლილებებით. დაავადება გადადის ძირითადად სქესობრივი გზით, მაგრამ არსებობს საყოფაცხოვრებო სიფილისის შემთხვევებიც, რომელსაც უფრო ხშირად ვხვდებით ელემენტარული ჰიგიენის წესების დაუცველობის შემთხვევაში, ასერომ, ნუ შეგეშინდებათ. ფეხებზე გამონაყარი კი შესაძლებელია სრულიად სხვადასხვა კანის დაავადებებმა გამოიწვიოს. ეს ყველაფერი ექიმის მიერ უნდა იყოს დიფერენცირებული.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#10 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 28 April 2010 - 07:47 PM

გამოხმაურების ნახვაzemoreira, on 23 April 2010 - 10:58 PM, said:

მოგესალმებით! ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან:უკვე თითქმის წელიწადზე მეტია ასოს თავზე მაქვს მოწითალო ფერის წინწკლოვანი გამონაყარი, ხანდახან უფრო ღიზიანდება ხოლმე და განვიცდი სერიოზულ დისკომფორტს, თითქმის შეუძლებელს ხდის სექსუალურ ცხოვრებას!ვიყავი ექიმთან, ამიღო ნაცხის ანალიზი და არავითარი ინფექცია არ აღმომაჩნდა,გარეგანი დათვალიერების შემდეგ დამინიშნა ტრიდერმის მალამო,თავიდან თითქოს მიშველა მაგრამ შევწყვიტავ თუ არა წასმას, 4-5 დღეში ისევ იწყებს! იქნებ რამე მირჩიოთ თორემ გავწამდი კაცი:(

მოგესალმებით, ასეთი გამონაყარი შესაძლებელია კანის დაავადებამაც გამოიწვიოს, რომელსაც წითელი ბრტყელი ლიქენი ეწოდება, არ არის სქესობრივი გზით გადამდები. მე მესმის თქვენი შფოთვის მიზეზი: როდესაც ადამიანს აქვს პრობლემა სასქესო ორგანოზე, ის თავს დაავადებულად თვლის და აქვს შიში, ზოგჯერ არაუსაფუძვლო, არ დააავადოს პარტნიორი. ტრიდერმი კომბინირებული მალამოა, რომლის ხმარებაც ხანგრძლივად არ არის სასურველი. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატო-ვენეროლოგს. თუ არ გინდათ ქალ ექიმთან მოსვლა, შეგიძლიათ მოხვიდეთ მამაკაც ექიმთან: თემურ კვიტაიშვილთან. თუ გინდათ ჩაეწერეთ მასთან ტელ: 399888-ეს ცხელი ხაზია, თქვენი ანონიმურობა და სწორი მკურნალობა გარანტირებული იქნება. გისურვებთ წარმატებებს.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#11 მომხმარებელი გასულია   zemoreira ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 23-April 10

დაწერილია 29 April 2010 - 09:57 AM

მადლობა დიდი, აუცილებლად ჩავეწერები:)
0

#12 მომხმარებელი გასულია   kindera ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 02-May 10

დაწერილია 07 May 2010 - 02:39 PM

გამარჯობათ, მაინტერესებს, პაპილომა ვირუსზე გამოკვლევა სად კეთდება და რა თანხასთან არის დაკავშირებული. წინასწარ გიხდით მადლობას.
0

#13 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 12 May 2010 - 07:31 PM

გამოხმაურების ნახვაkindera, on 07 May 2010 - 02:39 PM, said:

გამარჯობათ, მაინტერესებს, პაპილომა ვირუსზე გამოკვლევა სად კეთდება და რა თანხასთან არის დაკავშირებული. წინასწარ გიხდით მადლობას.

გამარჯობათ,
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ გამოკვლევა.ექიმის კონსულტაციის ღირებულება შეადგენს 35 ლარს. თუ დამატებით დაგჭირდებათ ციტოლოგიური კვლევა , ამ კვლევის საფასური შეადგენს 40 ლარს( თუ არ ფლობთ სამედიცინო სადაზღვეო პოლისს).
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#14 მომხმარებელი გასულია   sharlota ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 42
  • შემოგვიერთდა: 29-April 10

დაწერილია 20 May 2010 - 04:20 PM

მოგესალმებით, ვარ ქალიშვილი შესაბამისად არ მქონია სქესობრივი კონტაქტი. ანუსთან მაქვს პატარა წანაზარდი. გინეკოლოგმა გასინჯვის შემდეგ მითხრა კონდილომააო. როგორ ვიცი ეს დაავადება, მხოლოდ ინფიცირებულ სასქესო ორგანოსთან შეხებით გადადის. საიდან შეიძლებოდა მე მქონოდა? თუ ექიმი შეცდა და ეს ბუასილის წანაზარდი შეიძლება იყოს?
0

#15 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 May 2010 - 10:32 PM

გამოხმაურების ნახვაsharlota, on 20 May 2010 - 04:20 PM, said:

მოგესალმებით, ვარ ქალიშვილი შესაბამისად არ მქონია სქესობრივი კონტაქტი. ანუსთან მაქვს პატარა წანაზარდი. გინეკოლოგმა გასინჯვის შემდეგ მითხრა კონდილომააო. როგორ ვიცი ეს დაავადება, მხოლოდ ინფიცირებულ სასქესო ორგანოსთან შეხებით გადადის. საიდან შეიძლებოდა მე მქონოდა? თუ ექიმი შეცდა და ეს ბუასილის წანაზარდი შეიძლება იყოს?

გამარჯობათ, მე არ მგონია ,რომ ექიმი შემცდარიყო. კონდილიმა შეიძლება იყოს ვირუსული და არ არის აუცილებელი პირობა სქესობრივი ცხოვრება. თქვენ შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩემთან ვიზიტზე და მოიცილოთ აღნიშნული წარმონაქმნი უმტკივნეულოდ. გისურვებთ წარმატებებს.
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#16 მომხმარებელი გასულია   sharlota ხატულა

  • ფორუმის მოყვარული
  • პიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 42
  • შემოგვიერთდა: 29-April 10

დაწერილია 23 May 2010 - 11:38 PM

გმადლობთ. რა გზით შეიძლებოდა მომხდარიყო ინფიცირება. შეგიძლიათ დაასახელოთ მაგალითები? და მოშორების შემდეგ ისევ გაჩნდება?
0

#17 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 25 May 2010 - 11:50 PM

გამოხმაურების ნახვაsharlota, on 23 May 2010 - 11:38 PM, said:

გმადლობთ. რა გზით შეიძლებოდა მომხდარიყო ინფიცირება. შეგიძლიათ დაასახელოთ მაგალითები? და მოშორების შემდეგ ისევ გაჩნდება?

აღნიშნული ვირუსი შეიძლება მარტივად გადავიდეს საყოფაცხოვრებო გზით,დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე.რისკი მოშორების შემდეგ კვლავ გაჩენის არსებობს.მოშორების გარეშე შესაძლებელია გავრცელება და გამრავლება.
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#18 მომხმარებელი გასულია   pepi ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 24-May 10

დაწერილია 27 May 2010 - 09:26 AM

გამარჯობათ, 4 წლის ბავშვს (ბიჭს )აღენიშნება თმის ბუდობრივი ცვენა დახლოებით 1,5სმ დიამეტრის, მაინტერესებს მიზეზი რის საფუძველზე შეიძლებოდა გასჩენოდა როცა გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს, რა გამოკვლევების ჩატარება ესაჭიროება და შედეგი რამდენად მიიღება? გმადლობთ წინასწარ
0

#19 მომხმარებელი გასულია   shakson ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 29-May 10

დაწერილია 29 May 2010 - 02:22 AM

ერთი შეკითხვა მაქვს

ველოსიპედით სეირნობისას დავეცი და თეძოსთან ხალი მქონდა და გახოხებისას ეს ხალიც გადამეფხიკა...
სასწრაფოდ წავედი და აფთიაქში სპირტით მოვისუფთავე და ასევე ზედ ორი დღე საფენებით შევიხვიე .. ეხლა მოვიხსენი და ისეთ ი არაფერი
გართულება არ ეტყობა მაგრამ მაინტერესებს რამე საშიშია?

საუკეთესო სურვილებით
0

#20 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 May 2010 - 02:01 PM

გამოხმაურების ნახვაshakson, on 29 May 2010 - 02:22 AM, said:

ერთი შეკითხვა მაქვს

ველოსიპედით სეირნობისას დავეცი და თეძოსთან ხალი მქონდა და გახოხებისას ეს ხალიც გადამეფხიკა...
სასწრაფოდ წავედი და აფთიაქში სპირტით მოვისუფთავე და ასევე ზედ ორი დღე საფენებით შევიხვიე .. ეხლა მოვიხსენი და ისეთ ი არაფერი
გართულება არ ეტყობა მაგრამ მაინტერესებს რამე საშიშია?

საუკეთესო სურვილებით

გამარჯობათ, თუ ხალი წლების განმავლობაში ფერს არ იცვლის და ზომაში არ მატულობს, და არის ერთგვაროვანი შეფერილობის, უმეტესწილად არ არის საშიში, თუ რაიმე მსგავსი შეამჩნიეთ, შეგიძლიათ მომმართოთ და დაგეხმარებით. ტელ399888
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
1

  • (36 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

2 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი