AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითვა დერმატოვენეროლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (36 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითვა დერმატოვენეროლოგს

#41 მომხმარებელი გასულია   ana855 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 17
  • შემოგვიერთდა: 19-April 10

დაწერილია 10 July 2010 - 03:04 PM

გამარჯობათ სად შეიძლება გავიკეთო კანის ანალიზი ანუ კანს რომ ჭრიან თუ იღებენ რადგან უკვე რამდენიმესთან ვიყავი ყველა მეუბნება რომ ტანზე რომ გამომდის ლაქები პიგმენტური და ასევე ვარდისფერი ლაქა რომელიც ოდნავ ამობურცულია და კანის შიგნიდანაა კანის ბრალი არ არისო დაღვლისბუშტი არ მაწუხებს ისე პოტრომბინი მაქვს 100 მაგრამ მე მგონია ამის ბრალი არ უნდა იყოს ხო
0

#42 მომხმარებელი გასულია   khato ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 03-July 10

დაწერილია 11 July 2010 - 05:27 PM

გამარჯობათ. გთხოვთ დამეხმაროთ და ამიხსნათ, პაპ ტესტის შედეგია: “trichomonas vaginalis-ით გამოწვეული უჯრედული ცვლილებები”. ეს ვენერიული დაავადებაა? და სექსუალური ურთიერთობის გარდა როგორ გადადის? რადგანაც ვფიქრობ რომ მე ეს არ უნდა მჭირდეს, მეც და მეუღლეც წესიერ ცხოვრებას ვეწევით, იქნებ შეცდომაა და ღირდეს გადამოწმება? და მკურნალობა როგორ უნდა? ან რა სიმპტომებია დაავადების? წუხილით არაფერ არ მაწუხებს,ძალიან ავნერვიულდი, გთხოვთ მიპასუხოთ, დიდი მადლობა დახმარებისათვის.
0

#43 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 11 July 2010 - 07:46 PM

გამოხმაურების ნახვაana855, on 10 July 2010 - 03:04 PM, said:

გამარჯობათ სად შეიძლება გავიკეთო კანის ანალიზი ანუ კანს რომ ჭრიან თუ იღებენ რადგან უკვე რამდენიმესთან ვიყავი ყველა მეუბნება რომ ტანზე რომ გამომდის ლაქები პიგმენტური და ასევე ვარდისფერი ლაქა რომელიც ოდნავ ამობურცულია და კანის შიგნიდანაა კანის ბრალი არ არისო დაღვლისბუშტი არ მაწუხებს ისე პოტრომბინი მაქვს 100 მაგრამ მე მგონია ამის ბრალი არ უნდა იყოს ხო

გამარჯობა, მე ვირტუალურად ვერ დაგიდგენთ ლაქების ეთიოლოგიას, რაც შეეხება კანის ანალიზს, ეს ციტოლოგიური კვლევაა და ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ. გისურვებთ წარმატებებს.
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#44 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 11 July 2010 - 07:52 PM

გამოხმაურების ნახვაkhato, on 11 July 2010 - 05:27 PM, said:

გამარჯობათ. გთხოვთ დამეხმაროთ და ამიხსნათ, პაპ ტესტის შედეგია: “trichomonas vaginalis-ით გამოწვეული უჯრედული ცვლილებები”. ეს ვენერიული დაავადებაა? და სექსუალური ურთიერთობის გარდა როგორ გადადის? რადგანაც ვფიქრობ რომ მე ეს არ უნდა მჭირდეს, მეც და მეუღლეც წესიერ ცხოვრებას ვეწევით, იქნებ შეცდომაა და ღირდეს გადამოწმება? და მკურნალობა როგორ უნდა? ან რა სიმპტომებია დაავადების? წუხილით არაფერ არ მაწუხებს,ძალიან ავნერვიულდი, გთხოვთ მიპასუხოთ, დიდი მადლობა დახმარებისათვის.

გამარჯობა, პირველ რიგში მინდა დამშვიდდეთ და ისე იმოქმედოთ. ტრიხომონიაზი მიეკუთვნება უპირატესად სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას, მაგრამ ეს არ გამორიცხავს გადაცემის საყოფაცხოვრებო გზას. აუცილებლად ჩაიტარეთ კონსულტაცია ვენეროლოგთან და მიიღებთ თქვენთვის სრულყოფილ ინფორმაციას. თუ გნებავთ წინასწარ ჩაეწერეთ ტელ 399 888. გისურვებთ წარმატებებს.
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#45 მომხმარებელი გასულია   Georgian ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 16-July 10

დაწერილია 16 July 2010 - 05:09 PM

გამარჯობათ, რა შეიძლება იყოს მიზეზი მსაგვსი გამონაყარისა სასქესო ორგანოზე? თუ შეიძლება მიპასუხეთ, მადლობა წინასწარ.

Attached thumbnail(s)

  • მიმაგრებული სურათი

0

#46 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 18 July 2010 - 01:50 AM

გამოხმაურების ნახვაGeorgian, on 16 July 2010 - 05:09 PM, said:

გამარჯობათ, რა შეიძლება იყოს მიზეზი მსაგვსი გამონაყარისა სასქესო ორგანოზე? თუ შეიძლება მიპასუხეთ, მადლობა წინასწარ.

გამარჯობა, საკმაოდ რთულია ამ სურათით დიაგნოზის დასმა, შესაძლოა ეს იყოს მარტივი ჰერპესი. გირჩევთ მოგვმართოდ კლინიკაში, აუცილებლად ჩაგიტარებთ სრულყოფილ კვლევებს და ზუსტ დიაგნოსტირებას.
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#47 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 19 July 2010 - 12:34 PM

გამარჯობათ. ჩემს ბიჭუნას რომელიც არის 5 თვის ჭუჭუკაზე გამოაყარა მრგვალი თეთრთავიანმა ამობურცულმა,5-6 ცალია, ორი სამი დღის შემდეგ სათესლე ჯირკვალზეც გამოაყარა იგივემ, 5-6 ცალია აქაც. რამოდენიმე დგეში გაქრა თეთრი თავები და წითლადა აქვს ახლა. ახლა ნაკეცებშიც გამოაყარა ბარძაყის დასაწყისში და ვერ ვგებულობ . უბნის ექიმს ვანახე და არაფერი არ არისო და მე კი არ მომწონს , იმიტომ რომ ჭუჭუკას თავზე მოედო ჩუჩაზე მთლიანად წითლად. რა შეიძლება იყოს და საშიშია თუ არა?
0

#48 მომხმარებელი გასულია   Georgian ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 4
  • შემოგვიერთდა: 16-July 10

დაწერილია 19 July 2010 - 04:29 PM

Rusudan Kakhidze

ქალბატონო რუსუდან დაახლოვებით რა თანხებთაანაა დაკავშირებული თქვენს კლინიკაში ზუსტი დიაგნოსტირება.
0

#49 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 22 July 2010 - 03:38 PM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 19 July 2010 - 12:34 PM, said:

გამარჯობათ. ჩემს ბიჭუნას რომელიც არის 5 თვის ჭუჭუკაზე გამოაყარა მრგვალი თეთრთავიანმა ამობურცულმა,5-6 ცალია, ორი სამი დღის შემდეგ სათესლე ჯირკვალზეც გამოაყარა იგივემ, 5-6 ცალია აქაც. რამოდენიმე დგეში გაქრა თეთრი თავები და წითლადა აქვს ახლა. ახლა ნაკეცებშიც გამოაყარა ბარძაყის დასაწყისში და ვერ ვგებულობ . უბნის ექიმს ვანახე და არაფერი არ არისო და მე კი არ მომწონს , იმიტომ რომ ჭუჭუკას თავზე მოედო ჩუჩაზე მთლიანად წითლად. რა შეიძლება იყოს და საშიშია თუ არა?

გამარჯობათ, ეს შეიძლება იყოს დაოდვილობა, რომლის მიზეზების აღწერაც შორს წაგვიყვანს, უბრალოდ სცადეთ მუსტელას(ფრანგული ბრენდია ბავშვთა მოვლის სისტემით) სტელაპროტექტის ქაფით დაბანოთ ბავშვი და შემდეგ იხმაროთ სტელატრიას კრემი. ეს საშუალებები არის ავერსის ქსელში და კონსულტანტები მოგცემენ ბუკლეტს, ხმარების წინ გაეცანით ინსტრუქციას, თუ რაიმე ვერ გაიგეთ, ან შედეგი არ იქნება, შემეხმიანეთ. გისურვებთ წარმატებებს.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#50 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 23 July 2010 - 01:08 AM

გამოხმაურების ნახვაGeorgian, on 19 July 2010 - 04:29 PM, said:

Rusudan Kakhidze

ქალბატონო რუსუდან დაახლოვებით რა თანხებთაანაა დაკავშირებული თქვენს კლინიკაში ზუსტი დიაგნოსტირება.

გამარჯობა, ექიმის კონსულტაციი ღირებულება 35 ლარს შეადგენს, ხოლო თუ კვლევები დაგჭირდათ მათი ღირებულება შესაბამისად დამოკიდებულია იმაზე თუ რა კვლევა დაგჭირდებათ. ამის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ანამნეზის და კლინიკური ნიშნების მიხედვით. გისურვებთ წარმატებებს.
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#51 მომხმარებელი გასულია   stichi ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 7
  • შემოგვიერთდა: 25-July 10

დაწერილია 25 July 2010 - 05:55 PM

გამარჯობა მაქვს კანზე გამონაყარი.სისხლში მაქვს მომატებული სტაფილოკოკი სტრეპტოკოკი და ნაწლავის ჩხირი მაინტერესებს გადადის თუ არა ნერწყვით ან სქესობრივი გზით,მაგალითად ფეხმძიმე მეუღლეს ხომ არ გადაედება კოცნით ან სქესობრივი გზით ან პატარას? გთხოვთ მიპასუხოთ მადლობა წინასწატრ
0

#52 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 26 July 2010 - 11:50 PM

გამოხმაურების ნახვაstichi, on 25 July 2010 - 05:55 PM, said:

გამარჯობა მაქვს კანზე გამონაყარი.სისხლში მაქვს მომატებული სტაფილოკოკი სტრეპტოკოკი და ნაწლავის ჩხირი მაინტერესებს გადადის თუ არა ნერწყვით ან სქესობრივი გზით,მაგალითად ფეხმძიმე მეუღლეს ხომ არ გადაედება კოცნით ან სქესობრივი გზით ან პატარას? გთხოვთ მიპასუხოთ მადლობა წინასწატრ

გამარჯობა, თუ კანზე გაქვთ ჩირქოვანი გამონაყარი აუცილებლად უნდა იმკურნალოთ, რადგან შესაძლებელია ამან უფრო შეგიქმნათ პრობლემები ვიდრე სისხლში ცვლილებებმა.
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#53 მომხმარებელი გასულია   stichi ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 7
  • შემოგვიერთდა: 25-July 10

დაწერილია 28 July 2010 - 08:28 PM

 
madlobt da  gadamdebi aris tu ara mitxarit an ra gzit shidzleba gadaedos meugles an bavshvs magalitad,,dzalian gtxovt,ukve meshinia kocnisac fexmdzimea da ar gadedos bavshvs 
0

#54 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 31 July 2010 - 11:01 PM

გამოხმაურების ნახვაstichi, on 28 July 2010 - 08:28 PM, said:

 
madlobt da  gadamdebi aris tu ara mitxarit an ra gzit shidzleba gadaedos meugles an bavshvs magalitad,,dzalian gtxovt,ukve meshinia kocnisac fexmdzimea da ar gadedos bavshvs 

გამარჯობა, თუ თქვენ გაქვთ ჩირქოვანი გამონაყარი ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად კონტაქტურად შეიძლება გადაედოს კანზე თუ თქვენი მეუღლის კანის დამცავი ფუნქცია არის დარღვეული,იქნება ეს რაიმე მექანიკური დაზიანება თუ იმუნიტეტის დაქვეითება. გირჩევთ მიმართოთ დერმატოლოგს და მიიღოთ სათანადო რჩევები კონკრეტულად თქვენი შემთხვევისთვის.
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#55 მომხმარებელი გასულია   lalka ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 7
  • შემოგვიერთდა: 17-June 10
  • მდებარეობაbatumi

დაწერილია 03 August 2010 - 02:58 PM

გამარჯობათ , ჭარბი ოფლიანობა რის ბრალია ? მეც და ჩემს შვილსაც გვაწუხებს ძალიან , დაბადებიდან ოფლიანობს ეხლა ატი წლისაა , იქნებ გენეტიკურია ? არც ჩიყვი მაქვს და არც ჰორმონალური რაიმე დარღვევები , ზამთარშიც კი ოფლოიანობს . მადლობა წინასწარ
0

#56 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 03 August 2010 - 06:00 PM

გამოხმაურების ნახვაlalka, on 03 August 2010 - 02:58 PM, said:

გამარჯობათ , ჭარბი ოფლიანობა რის ბრალია ? მეც და ჩემს შვილსაც გვაწუხებს ძალიან , დაბადებიდან ოფლიანობს ეხლა ატი წლისაა , იქნებ გენეტიკურია ? არც ჩიყვი მაქვს და არც ჰორმონალური რაიმე დარღვევები , ზამთარშიც კი ოფლოიანობს . მადლობა წინასწარ

გამარჯობათ, ჭარბი ოფლიანობა შესაძლებელია გენეტიკური განწყობითაც იყოს გამოწვეული. შემიძლა გირჩიოთ მინერალლაინი, ძალიან მოსახერხებელი სახმარი პრეპარატია, ფეხმძიმეებშიც კი უსაფრთხოდ იხმარება, შეგიქმნით კომფორტს. გისურვებთ წარმატებებს.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#57 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 06 August 2010 - 07:32 PM

გამარჯობათ, სასწრაფოდ გვჭირდება ტქვენი დახმარება.

ჩემი ნათლული გუშინწინ ჩამოვიდა ქობულეთიდან, გუშინ უკვე შეამჩნიეს გამონაყარი კანზე, დღეს უფრო გართულებული აქვს. იქნებ გვითხრათ რამე სერიოზული ხომ არაა? ბავშვი არის 4 წლის გოგო.არ ექავება ეს გამონაყარი. ძალიან ვნერვიულობთ, ალბათ ზღვის ბრალია. აგერ იხილეთ სურათებიც.

Attached thumbnail(s)

  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი

0

#58 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 07 August 2010 - 10:44 AM

გამოხმაურების ნახვაbzik, on 06 August 2010 - 07:32 PM, said:

გამარჯობათ, სასწრაფოდ გვჭირდება ტქვენი დახმარება.

ჩემი ნათლული გუშინწინ ჩამოვიდა ქობულეთიდან, გუშინ უკვე შეამჩნიეს გამონაყარი კანზე, დღეს უფრო გართულებული აქვს. იქნებ გვითხრათ რამე სერიოზული ხომ არაა? ბავშვი არის 4 წლის გოგო.არ ექავება ეს გამონაყარი. ძალიან ვნერვიულობთ, ალბათ ზღვის ბრალია. აგერ იხილეთ სურათებიც.

გამარჯობათ, მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი ფოტოებია ინფორმაციულად. სავარაუდოდ ( რადგანაც მაინც საჭიროა უშუალო კონტაქტი),ბავშვს იმპეტიგო აქვს. ეს დაავადება წყლის პროცედურების შემდეგ რთულდება. საჭიროა მისი მკურნალობა, მშობლისაგან ანამნეზის შეკრების შემდეგ. ამიტომ გირჩევთ მოიყვანოთ კლინიკკაში. დღეს, ანუ 7.08.10-ში მე ვმუშაოს 19საათამდე. გისურვებთ წარმატებებს.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#59 მომხმარებელი გასულია   bzik ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 111
  • შემოგვიერთდა: 23-March 10

დაწერილია 07 August 2010 - 01:18 PM

გამოხმაურების ნახვაNino Lomsadze, on 07 August 2010 - 10:44 AM, said:

გამარჯობათ, მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი ფოტოებია ინფორმაციულად. სავარაუდოდ ( რადგანაც მაინც საჭიროა უშუალო კონტაქტი),ბავშვს იმპეტიგო აქვს. ეს დაავადება წყლის პროცედურების შემდეგ რთულდება. საჭიროა მისი მკურნალობა, მშობლისაგან ანამნეზის შეკრების შემდეგ. ამიტომ გირჩევთ მოიყვანოთ კლინიკკაში. დღეს, ანუ 7.08.10-ში მე ვმუშაოს 19საათამდე. გისურვებთ წარმატებებს.

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. და რა შეიძლება რომ წავუსვათ ბავშვს? სამწუხაროდ ახლა თბილისში არ ვიმყოფებით რომ მოგაკითხოთ... მაინტერესებს რამდენ ხანში ხდება განკურნება? გაუვლის მალე ან თავისით? იქნებ რაიმე მალამო გვირჩიოთ :)
0

#60 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 07 August 2010 - 04:08 PM

გამოხმაურების ნახვაbzik, on 07 August 2010 - 01:18 PM, said:

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. და რა შეიძლება რომ წავუსვათ ბავშვს? სამწუხაროდ ახლა თბილისში არ ვიმყოფებით რომ მოგაკითხოთ... მაინტერესებს რამდენ ხანში ხდება განკურნება? გაუვლის მალე ან თავისით? იქნებ რაიმე მალამო გვირჩიოთ :)

გამარჯობათ, რადგანაც აქ არ იმყოფებით, მხოლოდ შემოძლია გირჩიოთ მოარიდოთ მზესა და ზღვას, წაუსვით ბრილიანტის მწვანე გამონაყარზე დღ 2ჯერ და დერმაკომბინის მალამო დღ 2ჯერ 5 დღე, შემდეგ კი დღ 1ჯერ. თუ რაიმე პრობლემა შეგექნათ, მომწერეთ.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

  • (36 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი