AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: შეკითვა დერმატოვენეროლოგს - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

  • (36 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

შეკითვა დერმატოვენეროლოგს

#21 მომხმარებელი გასულია   shakson ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 29-May 10

დაწერილია 29 May 2010 - 02:07 PM

მოგესალმებით ქალბატონო ნინო

მე საქართველოში არ ვიმყოფები და ამიტომ მოგწერეთ თორემ აუცილებლად მოვიდოდი
რაც შეეხება ხალს ეხლა რაც მომწერეთ იმის მიხედვით რავი ჩვეულებრივი იყო ოდნავ ამობურცული არც იზრდებოდა
არც ფერს იცვლიდა არაფერი, დაცემის დროს ასე ვთქვათ თავი გაძვრა :)))) ეხლა არც შესიებული მაქვს არც მტკივა
უბრალოდ ჩვეულებრივი იარასავით არის... ნელ ნელა მშვიდად ხორცდება და რა ვქნა? მაინც მეშინია

პატივისცემით
0

#22 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 May 2010 - 06:27 PM

გამოხმაურების ნახვაshakson, on 29 May 2010 - 02:07 PM, said:

მოგესალმებით ქალბატონო ნინო

მე საქართველოში არ ვიმყოფები და ამიტომ მოგწერეთ თორემ აუცილებლად მოვიდოდი
რაც შეეხება ხალს ეხლა რაც მომწერეთ იმის მიხედვით რავი ჩვეულებრივი იყო ოდნავ ამობურცული არც იზრდებოდა
არც ფერს იცვლიდა არაფერი, დაცემის დროს ასე ვთქვათ თავი გაძვრა :)))) ეხლა არც შესიებული მაქვს არც მტკივა
უბრალოდ ჩვეულებრივი იარასავით არის... ნელ ნელა მშვიდად ხორცდება და რა ვქნა? მაინც მეშინია

პატივისცემით

ნუ ინერვიულებთ, რომ ყოფილიყო რაიმე საშიში წარმონაქმნი, უმეტეს შემთხვევაში გამიზეზდებოდა, ამიტომ უბრალოს წაისვით რაიმე ანტობიოტის შემცველი მალამო და მოერიდეთ მის ხელახალ ტრავმირებას. გისურვებთ ჯანმრთელობას.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#23 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 May 2010 - 06:35 PM

გამოხმაურების ნახვაpepi, on 27 May 2010 - 09:26 AM, said:

გამარჯობათ, 4 წლის ბავშვს (ბიჭს )აღენიშნება თმის ბუდობრივი ცვენა დახლოებით 1,5სმ დიამეტრის, მაინტერესებს მიზეზი რის საფუძველზე შეიძლებოდა გასჩენოდა როცა გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს, რა გამოკვლევების ჩატარება ესაჭიროება და შედეგი რამდენად მიიღება? გმადლობთ წინასწარ

გამარჯობათ. ბუდობრივი თმის ცვენა აუტოიმუნური დაავადებაა, გამომწვევი შეიძლბა იყოს სხვადასხვა ფაქტორი: შეიძლება შეჭიდული იყოს ენდოკრინულ პათოლოგიასთან, ან დაიწყოს სტრესის ნიადაგზე, ან ჰელმინთებით ინვაზიის შემთხვევაში, მკურნალობა ხდება და კარგ შედეგებსაც ვაღწევთ დროული მომართვისას და სწორი დიაგნოსტიკის შემთხვევაში, ასე, რომ ნუ გადადებთ, დროულად მომმართეთ და ყველანარად დაგეხმარებით, თუ ჩავთვლით, რომ ბავშვი არ არის დერმატოლოგის პაციენტი, მაშინ თქვენ გიმკურნალებთ ის სპეციალისტი, რომელიც უშუალოდ გესაჭიროებათ, ჩვენი კლინიკა ხომ მრავალპროფილიანია და გვაქვს უამრავი სადიაგნოსტიკო საშუალებები. გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენ და თქვენს პატარას.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#24 მომხმარებელი გასულია   pepi ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 2
  • შემოგვიერთდა: 24-May 10

დაწერილია 29 May 2010 - 10:48 PM

დიდი მადლობა ქალბატონო ნინო.
0

#25 მომხმარებელი გასულია   pandora ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 151
  • შემოგვიერთდა: 02-April 10
  • მდებარეობაTbilisi

დაწერილია 03 June 2010 - 03:25 PM

მოგესალმებით. არ ვიცი სწორად ვსვამ თუ არა კითხვას. საფეთქელთან, ორივე მხარეს თმა მაქვს საგრძნობლად შეთხელებული, ისე რომ გადაწეულ თმას ვერ ვატარებ. გადანერგვის გარდა იქნებ არის რამე საშუალება რომ თმა ამომივიდეს? ან ხალხური მედიცინიდან იცით რამე...
0

#26 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 03 June 2010 - 04:23 PM

გამოხმაურების ნახვაpandora, on 03 June 2010 - 03:25 PM, said:

მოგესალმებით. არ ვიცი სწორად ვსვამ თუ არა კითხვას. საფეთქელთან, ორივე მხარეს თმა მაქვს საგრძნობლად შეთხელებული, ისე რომ გადაწეულ თმას ვერ ვატარებ. გადანერგვის გარდა იქნებ არის რამე საშუალება რომ თმა ამომივიდეს? ან ხალხური მედიცინიდან იცით რამე...

გამარჯობათ,
თუ არანაირი პათოლოგია არ არის, არის ადგილობრივი მასტიმულირებელი საშუალებები, ხალხურ მედიცინას პატივს ვცემ, მაგრამ ჯერ ეგებ ტრადიციული მედიცინის ხერხებით გვეცადა, მომმართეთ და გადავწყვიტოთ, რითი დაგეხმაროთ. ტელ 399888. '

გისურვებთ ჯანმრთელობას.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#27 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 09 June 2010 - 11:26 PM

გამარჯობათ. ამ ბოლო დროს (ერთი თვე) ვამჩნევ რომ საღამოობით მეწყება ქავილი ბარძაყის დასაწყისში, უბესთან ,ერთ ადგილს რომ მოვისმევ ხელს , თითქოს ქავილი მომედება ირგვლივ მიდამოებში,და ვგრძნობ ორი წუთის მერე რომ მაყრის. ვისმევ სპირტს მერე (ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე). ორი დღის წინ კი იგივე ქავილი ,რომ დამეწყო შევატყვე რომ გამომაყარა, ვნახე სარკეში და ჭინჭრის დასუსხულივით იყო დაყრილი .გუშინ კი მკერდის დაბლა მომექავა მუცელზე და იგივე გამონაყარი (დაიფოთლაო რო იტყვიან ალბათ ეგ იყო) წითლად გამოვიდა, რომელიც რამოდენიმე წუთის მერე ქრება. რა შეიძლება იყოს და რა ვქნა? ლაქტაციის დროს მკურნალობა თU შეიძლება?
0

#28 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 10 June 2010 - 02:57 PM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 09 June 2010 - 11:26 PM, said:

გამარჯობათ. ამ ბოლო დროს (ერთი თვე) ვამჩნევ რომ საღამოობით მეწყება ქავილი ბარძაყის დასაწყისში, უბესთან ,ერთ ადგილს რომ მოვისმევ ხელს , თითქოს ქავილი მომედება ირგვლივ მიდამოებში,და ვგრძნობ ორი წუთის მერე რომ მაყრის. ვისმევ სპირტს მერე (ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე). ორი დღის წინ კი იგივე ქავილი ,რომ დამეწყო შევატყვე რომ გამომაყარა, ვნახე სარკეში და ჭინჭრის დასუსხულივით იყო დაყრილი .გუშინ კი მკერდის დაბლა მომექავა მუცელზე და იგივე გამონაყარი (დაიფოთლაო რო იტყვიან ალბათ ეგ იყო) წითლად გამოვიდა, რომელიც რამოდენიმე წუთის მერე ქრება. რა შეიძლება იყოს და რა ვქნა? ლაქტაციის დროს მკურნალობა თU შეიძლება?

გამარჯობათ, ლაქტაციის დროს მკურნალობა შეიძლება ადგილობრივი საშუალებებით. რასაც თქვენ აღწერთ შესაძლებელია იყოს ან სოკოვანი დაავადება ან ერითრაზმა, ან სულაც რაიმე ალერგენზე რეაქცია. მითუმეტეს ლაქტაციის დროს არ გირჩევთ თვითმკურნალობას. ჯობს მოგვმართოთ და დაგეხმარებით. ტელ 399888 ჩაეწერეთ რომ არ მოგიწიოთ რიგში ცდა. გისურვებთ წარმატებებს.
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#29 მომხმარებელი გასულია   shalva0101 ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 9
  • შემოგვიერთდა: 12-June 10

დაწერილია 12 June 2010 - 12:21 AM

გამარჯობათ!

გოგოსთან მქონდა 2 კვირის განმავლობაში სქესობრივი კავშირი პრეზერვატივით უმეტესად, ბოლოს კი გოგოს ქავილი და შემდეგ უკვე გამონადენი დაეწყო (უკვე კვირაზე მეტი გავიდა და ისევ ასეა, მე ამ დროს არაფერი არ მჭირს) რისი ბრალი შეიძლება იყოს? რა იწვევს ასეთ სიმპტომებს? ალერგია შეიძლება ამდენ ხანს გაგრძელდეს?
0

#30 მომხმარებელი გასულია   sixarulidze ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 10-June 10

დაწერილია 13 June 2010 - 10:37 AM

მაინტერესებს კრემი ინჯოი რამდენ ხანში მოქმედებს? ოფლიანობის გამო იღლიის არეში წავისვი უკვე 6-ჯერ და ჯერჯერობით არ უმოქმედია ... იქნებ მითხრათ მქონდეს თუ არა ამ კრემის იმედი, მიშველის თუ არა??

მადლობა წინასწარ!
0

#31 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 13 June 2010 - 07:21 PM

გამოხმაურების ნახვაshalva0101, on 12 June 2010 - 12:21 AM, said:

გამარჯობათ!

გოგოსთან მქონდა 2 კვირის განმავლობაში სქესობრივი კავშირი პრეზერვატივით უმეტესად, ბოლოს კი გოგოს ქავილი და შემდეგ უკვე გამონადენი დაეწყო (უკვე კვირაზე მეტი გავიდა და ისევ ასეა, მე ამ დროს არაფერი არ მჭირს) რისი ბრალი შეიძლება იყოს? რა იწვევს ასეთ სიმპტომებს? ალერგია შეიძლება ამდენ ხანს გაგრძელდეს?

გამარჯობა, სქესობრივი კავშირის დროს დამცავი საშუალება არ არის 100% გარანტია ინფექციისგან თავის დაცვის. არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცს არ აწუხებს არაფერი, მაგრამ არის ინფექციის მატარებელი. თქვენ შემთხვევაში გირჩევთ მობრძანდეთ კლინიკაში და ჩაგიტარებთ კვლევებს. ჩვენთან ანონიმურობა დაცულია. შეგიძლიათ წინასწარ ჩაეწეროთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს: 399888. სამწუხაროდ მე არ მგონია თქვენს პარტნიორს ალერგია ჰქონდეს.
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#32 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 13 June 2010 - 07:27 PM

გამოხმაურების ნახვაsixarulidze, on 13 June 2010 - 10:37 AM, said:

მაინტერესებს კრემი ინჯოი რამდენ ხანში მოქმედებს? ოფლიანობის გამო იღლიის არეში წავისვი უკვე 6-ჯერ და ჯერჯერობით არ უმოქმედია ... იქნებ მითხრათ მქონდეს თუ არა ამ კრემის იმედი, მიშველის თუ არა??

მადლობა წინასწარ!

აღნიშნული კრემი მოქმედებს სწრაფად. თუ თქვენს შემთხვევაში არ აქვს შედეგი შესაძლოა თქვენ არ გიხდებათ აღნიშნული კრემი. საერთოდ არ არსებობს პანაცეა, თუ რაიმე საშუალება მოქმედებს დადებითად 70% პაციენტზე ამავე დროს არსებობს ის 30% !!! თუ ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ სცადეთ ფორმიდრონი (ახალ გაპარსულზე არ შეიძლება, აგეწვებათ), გისურვებთ წარმატებებს.
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#33 მომხმარებელი გასულია   italy ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 10-June 10

დაწერილია 15 June 2010 - 12:41 PM

მოგესასმელით,ძალიან მაწუხებს თმის ცვენა ყოველი დაბანვის დროს საკმაოდ ჩამოდის ხოლმე მირჩიეს შამპუნი სტიმულიტი, ერთი ფლაკონი ვიხმარე მაგრამ შედეგი არ არის. ასევე ვსვი ვიტამინი მერცი, შედეგი ვერანაირად ვერ მივიღე. რას მირჩევთ??
0

#34 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 15 June 2010 - 09:55 PM

გამოხმაურების ნახვაitaly, on 15 June 2010 - 12:41 PM, said:

მოგესასმელით,ძალიან მაწუხებს თმის ცვენა ყოველი დაბანვის დროს საკმაოდ ჩამოდის ხოლმე მირჩიეს შამპუნი სტიმულიტი, ერთი ფლაკონი ვიხმარე მაგრამ შედეგი არ არის. ასევე ვსვი ვიტამინი მერცი, შედეგი ვერანაირად ვერ მივიღე. რას მირჩევთ??

გამარჯობა, თმის ცვენა არის აქტუალური პრობლემა და შესაძლებელია ამის მიზეზი იყოს სხვადასხვა. მაგ.: ენდოკრინული დაავადებები, ინფექციები, ავიტამინოზი, გენეტიკური დაა.შ. მგონი თქვენც მიხვდით რომ შეუძლებელია ვირტუალურად რაიმე გირჩიოთ. შედეგები კარგია როდესაც ადეკვატურია მკურნალობა. ჩვენს კლინიკაში გვაქვს ყველა პირობა კვლევების და მკურნალობის. გისურვებთ წარმატებებს!
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#35 მომხმარებელი გასულია   tatusia-1 ხატულა

  • აქტიური წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 210
  • შემოგვიერთდა: 31-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 16 June 2010 - 12:44 AM

გამოხმაურების ნახვაNino Lomsadze, on 10 June 2010 - 10:57 AM, said:

გამარჯობათ, ლაქტაციის დროს მკურნალობა შეიძლება ადგილობრივი საშუალებებით. რასაც თქვენ აღწერთ შესაძლებელია იყოს ან სოკოვანი დაავადება ან ერითრაზმა, ან სულაც რაიმე ალერგენზე რეაქცია. მითუმეტეს ლაქტაციის დროს არ გირჩევთ თვითმკურნალობას. ჯობს მოგვმართოთ და დაგეხმარებით. ტელ 399888 ჩაეწერეთ რომ არ მოგიწიოთ რიგში ცდა. გისურვებთ წარმატებებს.


დიდი მადლობა პასუხზე. გადავიკითხე ლექსიკონში ერითრაზმაზე და რაღაც დავეჭვდი, მივამსგავსე თითქოს (იმიტომ რომ მაქვს საშინელი ოფლიანობა. ქავილი და თავიც მექავება უკვე კეფაზე ). მაგრამ თუ სოკოვანი დავაადება იქნება კანის საინტერესოა რა იწვევს? მაინტერესებს როგორ დადგინდება და რა ანალიზები დამჭირდება ორივე შემთხვევაში? კანის სოკოვან დაავადებებს სახელი თუ აქვს?
0

#36 მომხმარებელი გასულია   Nino Lomsadze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 751
  • შემოგვიერთდა: 24-March 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 17 June 2010 - 09:55 AM

გამოხმაურების ნახვაtatusia-1, on 16 June 2010 - 12:44 AM, said:

დიდი მადლობა პასუხზე. გადავიკითხე ლექსიკონში ერითრაზმაზე და რაღაც დავეჭვდი, მივამსგავსე თითქოს (იმიტომ რომ მაქვს საშინელი ოფლიანობა. ქავილი და თავიც მექავება უკვე კეფაზე ). მაგრამ თუ სოკოვანი დავაადება იქნება კანის საინტერესოა რა იწვევს? მაინტერესებს როგორ დადგინდება და რა ანალიზები დამჭირდება ორივე შემთხვევაში? კანის სოკოვან დაავადებებს სახელი თუ აქვს?



გამარჯობათ, გპასუხობთ, რომ კანზე ერითრაზმაა თუ სოკოვანი პათოლოგიით გამოწვეული დაავადება, ამის დადგენა ჩვენს კაბინეტში ხდება აპარატურის საშუალებით, არ არის საჭირო დამატებითი ლაბორატორიული კვლევები თუ კანის გარეგნულ დაზიანებაზეა ეჭვი. დიაგნოსტიკა და დანიშნულება შედის ექიმთან ვიზიტის თანხაში ანუ 35 ლარში. სოკოვან დაავადებებს სხვადასხვა დასახელებები აქვს, ჩამოთვლა თქვენ არაფერში არ დაგეხმარებათ, სჯობს მოგვმართოთ და სწორი მკურნალობა ჩავატაროთ. ტელ:399888
ნინო ლომსაძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#37 მომხმარებელი გასულია   ekushka. ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 5
  • შემოგვიერთდა: 27-June 10

დაწერილია 27 June 2010 - 10:14 AM

ვარ 31 წლის, ვარ 33-34 კვირის ორსული, პირველი ორსულობაა, დაახლოებით 1 თვის წინ დამეწო გამონაყარი ხელებზე...ხელის მტევნებზე, ზედა ზედაპირზე გამონაყარი მექავება, განსაკუთრებით მაწუხებს დილით გაღვიძებისას და არის წვრილი ბუშტუკები რომლის შიგნითაც სითხეა, რომლებიც დროთა განმავლობაში შრება და იქერცლება. ახლა გამონაყარი დაემატა ხელის მოხრის ადგილებში. სითხიანი ბუშტუკები არაა მაგრამ ნაწიბურებივითაა და ისიც დილაობით მექავება. დაახლოებით ასეთივე გამონაყარი მაქვს მუცელზეც, იღლიაშიც, ყელზე, ზოგ ადგილებში გამონაყარი მეჭეჭებს გავს და ისიც მექავება. არ ვიცი ვის მივმართო, რა შეიძლება იყოს, ერთიდაიგივე გამონაყარია თუ 2 სხვადასხვა დაავადება მაქვს... ძალიან შევცუხდი უკვე. მეშინია ბავშვზე არაფერი გადავიდეს. თუ შეგიძლიათ გამარკვიეთ როგორ მოვიქცე
0

#38 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 27 June 2010 - 08:00 PM

გამოხმაურების ნახვაekushka., on 27 June 2010 - 10:14 AM, said:

ვარ 31 წლის, ვარ 33-34 კვირის ორსული, პირველი ორსულობაა, დაახლოებით 1 თვის წინ დამეწო გამონაყარი ხელებზე...ხელის მტევნებზე, ზედა ზედაპირზე გამონაყარი მექავება, განსაკუთრებით მაწუხებს დილით გაღვიძებისას და არის წვრილი ბუშტუკები რომლის შიგნითაც სითხეა, რომლებიც დროთა განმავლობაში შრება და იქერცლება. ახლა გამონაყარი დაემატა ხელის მოხრის ადგილებში. სითხიანი ბუშტუკები არაა მაგრამ ნაწიბურებივითაა და ისიც დილაობით მექავება. დაახლოებით ასეთივე გამონაყარი მაქვს მუცელზეც, იღლიაშიც, ყელზე, ზოგ ადგილებში გამონაყარი მეჭეჭებს გავს და ისიც მექავება. არ ვიცი ვის მივმართო, რა შეიძლება იყოს, ერთიდაიგივე გამონაყარია თუ 2 სხვადასხვა დაავადება მაქვს... ძალიან შევცუხდი უკვე. მეშინია ბავშვზე არაფერი გადავიდეს. თუ შეგიძლიათ გამარკვიეთ როგორ მოვიქცე

გამარჯობა, თქვენ არაჩვეულებრივად აღწერეთ დისჰიდროზი, რომლის მიზეზიც შესაძლოა იყოს რამოდენიმე დაავადება. რაც შეეხება სხვა გამონაყარს, რომელიც მეჭეჭსაც ჰგავს და ნაწიბურებსაც ვირტუალურად არ შეიძლება ამის შეფასება. თქვენ სწორედ ჩვენ უნდა მოგვმართოთ თანაც რაც შეიძლება მალე, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი პრობლემები. დროის ეკონომიის მიზნით შეგიძლიათ წინასწარ ჩაეწეროთ ტელ: 399888.გისურვებთ წარმატებებს.
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
0

#39 მომხმარებელი გასულია   nini_s_nini ხატულა

  • დამწყები წევრი
  • პიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 26-June 10

დაწერილია 27 June 2010 - 09:56 PM

გამარჯობათ,ქალბატონო რუსუდან, მაქვს პრობლემური სახის კანი. ზღვაზე რომ მივდივარ განსაკუთრებით მაშინ მაქვს ხოლმე სახეზე გამონაყარი. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე და მაინტერესებს რამდენად ხშირად შეიძლებაქაფურის სპირტზე დამზადებული სითხით სახის გაწმენდა.
0

#40 მომხმარებელი გასულია   Rusudan Kakhidze ხატულა

  • დერმატოლოგი
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 132
  • შემოგვიერთდა: 15-April 10
  • მდებარეობათბილისი

დაწერილია 29 June 2010 - 03:52 PM

გამოხმაურების ნახვაnini_s_nini, on 27 June 2010 - 09:56 PM, said:

გამარჯობათ,ქალბატონო რუსუდან, მაქვს პრობლემური სახის კანი. ზღვაზე რომ მივდივარ განსაკუთრებით მაშინ მაქვს ხოლმე სახეზე გამონაყარი. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე და მაინტერესებს რამდენად ხშირად შეიძლებაქაფურის სპირტზე დამზადებული სითხით სახის გაწმენდა.

გამარჯობა, თქვენი სახის კანის მოვლა უნდა შეირჩეს მიზანმიმართულად. რაც შეეხება ქაფურის სპირტს მოკლე პერიოდებით უნდა იხმაროთ, რათა ზედმეტად არ გამოაშროთ სახის კანი და არ შეგექმნათ ჭარბთმიანობის პრობლემა. არსებობს მოსაზრება, რომ მიდრეკილების შემთხვევაში ხელს უწყობს ჭარბთმიანობას.
რუსუდან კახიძე

"ავერსის კლინიკის" დერმატოკოსმეტოლოგი, -ვენეროლოგი
1

  • (36 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • ბოლო »
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი