AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი: ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ოპერაცია - AVERSI FORUM - ავერსის სამედიცინო ფორუმი

Jump to content

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ოპერაცია ავერსის კლინიკაში პირველად საქართველოში ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ქირუ

#1 მომხმარებელი გასულია   forumadmin ხატულა

  • ადმინისტრატორი
  • ხატულა
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 175
  • შემოგვიერთდა: 21-December 11

დაწერილია 09 November 2012 - 12:37 PM

ავერსის კლინიკაში პირველად საქართველოში ჰიპერჰიდროზის სამკურნალო
ქირურგიული ოპერაცია – თორაკოსკოპიული სიმპატექტომია – წარმატებით გაკეთდა


შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 წლის წინ პირველად საქართველოში, "ავერსის კლინიკაში" ჭარბი ოფლიანობის ანუ ჰიპერჰიდროზის და ერითროფობიის ანუ ბლაშინგ სინდრომის სამკურნალო ცენტრი გაიხსნა და აღნიშნული პათოლოგიით სამშობლოში მკურნალობის საშუალება მიეცა ბევრ პაციენტს, რამდენადაც ზემოთაღნიშნულ პათოლოგიათა მკურნალობა სამკურნალო ცენტრში შეიძლება დღესდღეობით არსებული ყველა თანამედროვე მეთოდით.
აშშ სტატისტიკით ჰიპერჰიდროზით დაავადებულია მოსახლეობის 2–3%, ხოლო ერითროფობიით ბევრად მეტი. საქართველოში მსგავსი სტატისტიკა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩვენს კლინიკაში პაციენტები გარკვეული გამოკვლევების შემდეგ იღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს და ენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა, პრინციპით მარტივიდან რთულისაკენ. კერძოდ კონსერვატიული მკურნალობიდან დაწყებული ქირურგიული ჩარევით დამთავრებული.
რაც შეეხება ოპერაციულ მკურნალობას – თორაკოსკოპიული სიმპატექტომიას – ორივე დაავადების შემთხვევაში მკურნალობის ყველაზე რადიკალური მეთოდია, რაც გულისხმობს ზოგადი გაუტკივარებით ქირურგიულ ჩარევას. იღლიის არეში კეთდება ორი 0.5სმ განაკვეთი. ოპერაციის ხანგრძლივობა 20-25 წუთს არ აღემატება და პაციენტი მეორე დღეს ტოვებს კლინიკას. თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის შედეგი მიიღება ოპერაციის დამთავრებისთანავე, სამუდამოა და დადებითი შედეგი აღინიშნება 95-98%-ში.
0

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი